სოციალური აგენტების მასობრივ გაფიცვას აჭარის რეგიონიც უერთდება

სოციალური აგენტების მასობრივ გაფიცვას აჭარის რეგიონიც უერთდება. ბათუმში გაფიცული სოციალური აგენტები აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსთან შეიკრიბნენ. ისინი ხელფასების მომატებას, უვადო ხელშეკრულებას და ღირსეულ სამუშაო პირობებს ითხოვენ. მათ აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან სურთ შეხვედრა.

გაფიცულებს უნდა დამატებოდნენ სამეგრელოდანაც წარმომადგენლები, თუმცა ისინი თოვლისგან გაუწმენდავი გზების გამო ავარიაში მოყვნენ. მათივე ინფორმაციით დაშავებული არავინაა და დაზარალებულების ჯანმრთელობის მდგომარება დამაკმაყოფილებელია.

მსგავსი თემები