„სექტორმა როგორმე მდგრადობა შეინარჩუნოს“ – თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე კორონავირუსის ინფიცირების ზრდას საგანგაშოდ მიიჩნევს და ჯანდაცვის სექტორს მდგრადობის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს.

„რაც მინდა მოვუწოდო ჯანდაცვის სექტორს, არის ის, რომ ჯანდაცვის სექტორმა შეინარჩუნოს როგორმე მდგრადობა და მდგომარეობა, რომელიც დღეს გვაქვს, რაც არ უნდა ბევრი ახალი შემთხვევა დაფიქსირდეს. მომზადებული შევხვდეთ მას. გადადონ გვერდზე ყველანაირი ცრურწმენები თუ განსხვავებული შეხედულებები, რაც გინდათ ის დაარქვით და იხმარონ რაც შეიძლება ადრეულ სტადიაზე სიცოცხლის გადამრჩენი მედიკამენტები: “რემდესივირი“, “მონოკლონური ანტისხეულები”, “ტოცილიზუმაბი” “, – აცხადებს  თენგიზ ცერცვაძე.

შეგახსენებთ, რომ ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 8 000 შემთხვევას მიუახლოვდა.

 

მსგავსი თემები