ცხინვალი არ თმობს და უკანონოდ დაკავებულების გათავისუფლებაზე უარს აცხადებს

ერგნეთის შეხვედრა ისევ უშედეგოდ დასრულდა. ოკუპანტი მხარე პოზიციების დათმობას არ აპირებს და უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლებაზე უარს აცხადებს.

როგორც ირაკლი ანთაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ბრძოლა გაგრძელდება.

„დღევანდელ შეხვედრაზე მთავარ განსახილველ საკითხს წარმოადგენდა ოკუპირებულ ცხინვალში უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების ბედი. ძალიან ვრცელი დისკუსია გაიმართა. რაიმე კონკრეტული პასუხი მათთან მიმართებაში ვერ წარმოგვიდგინეს.  საგანგებოდ აღინიშნა და ეს საკითხი პირველივე დღეებიდან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან საგანგებო კონტროლზე იყო აყვანილი. ის კიდევ უფრო აქტიურ ფაზაში გადავა, რადგან ისინი უკანონო პატიმრები გახლავთ. ბრძოლა გაგრძელდება მანამ, სანამ თითოეული მათგანი არ დაუბრუნდება საკუთარ ოჯახებს, არის რაღაც სამუშაო ვერსიები, რაზეც აქ ვერ ვისაუბრებ – განაცხადა ირაკლი ანთაძემ ჟურნალისტებთან.

შეგახსენებთ, რომ ერგნეთში, დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოს მხრიდან დღის წესრიგში მთავარ განსახილველად საკითხად ოკუპანტების ტყვეობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების საკითხი იყო დაყენებული. ოკუპანტების ტყვეობაში საქართველოს 6 მოქალაქე იმყოფება.

 

მსგავსი თემები