მიხეილ სააკაშვილმა შარლ მიშელის წერილი მიიღო

ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენმა პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს წერილი გამოუგზავნეს. როგორც მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, წერილი ადრესატს უკვე ჩაბარდა.

„აღნიშნულ წერილში განსაკუთრებულ ყურადღებას გამოხატავენ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის და საქართველოს ხელისუფლებას მკაცრად შეახსებენ ვალდებულებებს, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით არის დამტკიცებული. ამავდროულად ისინი გააგრძელებენ დაკვირვებას მიმდინარე პროცესებზე, მათ შორის, საუბარია სამართლიანი სასამართლოს განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე და აღნიშნავენ, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლების განხორციელება არის ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულება, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს. ეს წერილი გუშინ გადმომეგზავნა კარლ ჰარცელის სახელით როგორც სააკაშვილის ადვოკატს”, – აცხადებს ადვოკატი  გიორგი მშვენიერაძე.

მსგავსი თემები