“მიდის მსჯელობა და მუშავდება ვაქცინაციის გეგმის განახლებული ვარიანტი”, – თამარ გაბუნია

“მიდის მსჯელობა და მუშავდება ვაქცინაციის გეგმის განახლებული ვარიანტი”, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე. მისი თქმით, იმუნიზაციის წახალისება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რისკ ჯგუფებში.

„ვაქცინაციის წახალისების პოლიტიკამ შედეგი ნამდვილად გამოიღო. მიდის მსჯელობა და მუშავდება ვაქცინაციის წამახალისებელი გეგმის განახლებული ვარიანტი. ამ კვირაში კიდევ იქნება დამატებითი კონსულტაციები. მოგეხსენებათ, იანვრის ბოლომდე წახალისების სქემა მოქმედებს. გვექნება კიდევ დამატებით შეთანხმება როგორ უნდა გაგრძელდეს წახალისება, როგორც პირველ და მეორე დოზებზე, ასევე „ბუსტერის“ კუთხით. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხანდაზმულებში, სამედიცინო პერსონალსა და სხვა რისკ ჯგუფებში“, – განმარტავს თამარ გაბუნია.

მსგავსი თემები