პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა საქართველოს პროკურატურასთან განცხადება გააკეთეს. როგორც ნიკა გვარამიამ, ჟურნალისტებთან განაცხადა, მიხეილ სააკაშვილის ნევროლოგიური სტატუსი კვლავ არის მძიმე და თუ კიდევ დაგვიანდა, ეს მდგომარეობა ვერასდროს აღსდგება.
„მიხეილ სააკაშვილის ნევროლოგიური სტატუსი არის მძიმე. ზოგიერთის შეფასებით, არის ოდნავი გაუმჯბესებები, თუმცა, ისინიც ამტკიცებენ, რომ ეს გაუმჯობესებები არასაკმარისია და მეტი გაუმჯობესების მოლოდინი არ აქვთ იმ დაწესებულებაში, სადაც ის იმყოფება. სხვა ექსპერტების აზრით, გაუმჯობესება არ არის და პირიქით, ყველაფერი მიდის იქით, რომ შეუქცევადი შედეგი დადგეს, რომლის ზღვარის გადაბიჯების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის ნევროლოგიური სტატუსი ვერასდროს აღდეგაბა იმ მდგომარეობამდე, ვიდრე ის იქნებოდა წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი“ – განაცხადა ნიკა გვარამიამ.