„გვახსოვდეს, რომ სწორედ რუსეთმა შექმნა უსაფრთხოების ეს კრიზისი ევროპის ზღურბლზე“ – კელი დეგნანი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი საქართველოსა და უკრაინის ნატოში ინტეგრაციის საკითხზე მორიგ შეფასებას კიდევ აკეთებს და ამბობს, რომ რუსეთს არ აქვს ვეტოს უფლება.

„აშშ და ევროპელი პარტნიორები მჭიდრო კოორდინაციაში არიან, მათ შორის უკრაინასთან და საქართველოსთან დაკავშირებით, იმისთვის, რომ შეიმუშაონ პასუხი იმ საფრთხეებზე, რაც მიმართულია ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის წინააღმდეგ. მის მშენებლობაში ჩვენ დიდი ინვესტიცია ჩავდეთ ბოლო 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. გავაგრძელებთ მჭიდრო კოორდინაციასა და კომუნიკაციას“ – აცხადებს ელჩი.

მისივე შეფასებით, ვნახეთ სერიოზული შეხვედრები ჟენევაში, ბრიუსელსა და ვენაში, სადაც რუსეთს მიეცა შესაძლებლობა, აეხსნა მისი შეშფოთებები.

„მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ სწორედ რუსეთმა შექმნა უსაფრთხოების ეს კრიზისი ევროპის ზღურბლზე. სწორედ რუსეთია, რომელმაც მიიყვანა ჯარები მეზობელი სუვერენული ქვეყნების საზღვრებთან; რუსეთია, რომელსაც აქვს ოკუპირებული სუვერენული ქვეყნების ტერიტორიები აქ, საქართველოში, უკრაინაში, მოლდოვაში, რუსეთია, რომელიც ცდილობს, დარტყმა მიაყენოს მშვიდობას, სტაბილურობასა და ეკონომიკურ ზრდას, რომლითაც სარგებელს ყველა ქვეყანა იღებს”, – განმარტავს კელი დეგნანი.

მსგავსი თემები