ვირუსით ინციცირებული მძიმე პაციენტების რაოდენობა 1 015-ია

საქართველოში ამ ეტაპზე კორონავირუსით ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 57 659-ია, საიდანაც 4 465 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 864, აჭარაში – 614, იმერეთში – 827.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 015 პირი, მათ შორის, თბილისში – 440, აჭარაში – 136, იმერეთში – 250. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 285 პირი,  მათგან თბილისში – 168, აჭარაში – 45, იმერეთში – 22.

2 050 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 233 – თბილისში, 581- აჭარაში. 51 144 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 50 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 44, ხოლო აჭარაში – 6.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 17 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 299 პირი.

მსგავსი თემები