„ვაკვირდებით სამი მიმართულებით“ – ევროკავშირის ელჩი მიხეილ სააკაშვილზე

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით მედიის კითხვებს უპასუხა. როგორც ელჩი განმარტავს, ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობას სამი მიმართულებით აკვირდებიან.

„მიხეილ სააკაშვილის  საქმეს თავიდანვე ყურადღებით ვაკვირდებით, ძირითადად სამი კუთხით.  პირველი და უმნიშვნელოვანესი ეს არის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა; მეორე – მის მიმართ, როგორც პატიმრის მიმართ მოპყრობა;  მესამე – მის საქმეებთან დაკავშირებული სასამართლო პროცესები იყოს სამართლიანი“ – აღნიშნა ელჩმა მედიასთან.

კარლ ჰარცელის შეფასებით, დიდი მოლოდინია, ამ საქმეზე სახალხო დამცველის ანგარიშის გამოქვეყნებაზეც.

„ხვალ ველოდებით სახალხო დამცველის სამედიცინო გუნდის ანგარიშს და ძალიან მნიშვნელოვანია, რა იქნება ამ ჯგუფის შეფასებები, რადგანაც, სამედიცინო რეკომენდაციის გათვალისწინება მნიშვნელოვანი ფაქტორია იმ დროს, როდესაც აფასებ, თუ როგორია სიტუაცია და რისი გაკეთებაა საჭირო მომავალში,“- განაცხადა ელჩმა.

 

მსგავსი თემები