“მათ პატივს ვცემ, თუმცა ამჟამად ვერ ვეთანხმები”, – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ პატივს სცემს განსხვავებული მოსაზრების მქონე ინფექციონისტებს, თუმცა მათ ვერ ეთანხმება. მისი თქმით, საზოგადოების თავშეყრის ადგილებში სავალდებულო თერმოსკრინინგი არის წესრიგის ერთ-ერთი ინდიკატორი.

„შეიძლება დაინფიცირებულ ადამიანს არ ჰქონდეს ტემპერატურა, მაგრამ თერმოსკრინინგი გახდა ჩვენი ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების წესრიგის გამოხატულების ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი. ადამიანი რომ შედის დაწესებულებაში და იცის, რომ გაუზომავენ ტემპერატურას, ის აუცილებლად გაიკეთებს პირბადეს. ის მოემზადება და თუ მას ჰქონდა რაიმე ნიშნები, არ შევა ამ დაწესებულებაში, იქნება ეს მაღაზია თუ რაიმე სხვა ტიპის სავაჭრო ობიექტი ან ნებისმიერი სხვა“, – განმარტა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი თემები