“ბუსტერიზაციის” წახალისება ფულადი სახით შესაძლოა დაიწყოს”, – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოს “ბუსტერიზაციის” წახალისება ფულადი სახით შესაძლოა დაიწყოს. მან ეს საკითხი ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე დააყენა.

,,ეს საკითხი დღესაც დავაყენეთ, 200 ლარიანმა ფულადმა წახალისებამ, რომელიც ნოემბრის ბოლოს დაწესდა, იმუშავა. დამატებით 125 ათასი 60 წლის ზემოთ ჩვენი მოქალაქე აიცრა, ასევე მუშაობს 50 წელს ზემოთ. 3-ჯერ გაიზარდა დეკემბერთან შედარებით აცრის მაჩვენებელი. მე თვითონ ვემხრობი და დღეს დავაყენე ეს საკითხი ფინანსთა მინისტრის წინაშე, რომ იყოს „ბუსტერ“ დოზის წახალისებაც. თუ ბუსტერიზაციას გავზრდით ეს სერიოზულად შეამცირებს „ომიკრონის“ ტალღის სიმძაფრეს. ფულადი წახალისება ახალგაზრდებზე ვერა, მაგრამ ჩემი ასაკის ადამიანებზე იქნება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი თემები