ელექტროენერგიის სუბსიდირება მხოლოდ უკიდურესად შეჭირვებულებს შეეხებათ

მთავრობის გადაწყვეტილებით ელექტროენერგიის სუბსიდირების პროგრამა ისევ ამოქმედდება, თუმცა, ის, ადრინდელი პროგრამის მსგავსი არ იქნება. სუბსიდირება მხოლოდ მათ შეეხება, ვინც სოციალურ დაუცველთა პროგრამაში ირიცხებიან და მათთვის მინიჭებული ქულა 150 000-ზე ნაკლებია.

„მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს, დაახლოებით მილიონ ადამიანს დავუსუბსიდირებთ ელექტროენერგიის ტარიფის ნაზარდს. ეს შეეხება კერძოდ მიზნობრივ ჯგუფებს, 150 000 და ნაკლები ქულის მქონე მოსახლეობას, რაც დაახლოებით მილიონ ადამიანს შეადგენს. მოგეხსენებათ, ჩვენ აღნიშნული პროგრამა გვქონდა პანდემიის დაწყების დღიდან, რომელიც გრძელდებოდა ორი წელი. იანვარში სუბსიდირების პროგრამა შეწყდა და ახლა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული პროგრამა გავაგრძელოთ და მოსახლეობის იმ ფენას, რომელიც ყველაზე მეტად გაჭირვებულია, ამ მიზნობრივ ჯგუფებს დავუსუბსიდიროთ ელექტროენერგიის ნაზარდი. ეს ამოქმედდება იანვრიდან მთელი წლის განმავლობაში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილება მოსახლეობამ არასწორად გაიგო და ჩათვალეს, რომ სუბსიდირება ყველას თანაბრად შეეხებოდა.

 

მსგავსი თემები