“ის პოლიტიკურ პატიმარია, უნდა დაიცვათ პრეზიდენტი” – მიხეილ სააკაშვილის მეუღლე

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებიდან გამოსულმა მიხეილ სააკაშვილის მეუღლემ ლიზა იასკომ მედიასთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მისი მეუღლე პოლიტიკური პატიმარია. როგორც რადას დეპუტატმა განაცხადა, ქართველი ხალხი ბედნიერი უნდა იყოს, რომ ასეთი ადამიანი ჰყავს. „საქართველო ნამდვილად უნდა იყოს ბედნიერი, რომ ისეთი ადამიანი ჰყავს, როგორიცაა მიხეილ სააკაშვილი. მას შეუძლია, საკუთარი ხალხის გამო, ბევრ რამეზე წავიდეს, ეს ძალიან დასაფასებელია. ძალიან ვამაყობ მისით. ადამიანი, რომლესაც ძალიან უყვარს თავისი ქვეყანა. ძალიან მინდა, რომ მიხეილ სააკაშვილი მალე გაათავისუფლონ. ის, ამ წუთას, პოლიტიკური პატიმარია“ – აღნიშნა ლიზა იასკომ მედიასთან. ის ქართველ ხალხს მიმართავს, დაიცვან პრეზიდენტი.   „ჩვენ, უკრაინაში, მას დიდ…

მეტი...

ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი მასწავლებლებს პროფესიულ დღეს ულოცავს

ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი მასწავლებლებს პროფესიულ დღეს ულოცავს. ჰარცელის განცხადებით, ევროკავშირი ცდილობს ახალგაზრდებში ცოდნის გასავრცელებლად საქართველოში მასწავლებლები ახალი მექანიზმითა და ცოდნით აღჭურვოს. “მინდა დიდი პატივისცემა გამოვხატო მასწავლებლების მიმართ საქართველოში. პანდემიის გამო, განსაკუთრებით მძიმე პირობებში მოგიწიათ მუშაობა. ვფიქრობ, სკოლების გახსნა შესაძლებლობას მოგცემთ უფრო მარტივად და მეტი ხალისით გააგრძელოთ თქვენი უმნიშვნელოვანესი პროფესიული საქმიანობა,”-აცხადებს ევროკავშირის ელჩი საქართველოში.

მეტი...

საოკუპაციო ძალების მიერ გამყოფ ხაზთან დაკავებული სამი პირიდან ერთი გაათავისუფლეს

გამყოფ ხაზთან, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ დაკავებული საქართველოს სამი მოქალაქიდან ერთი გაათავისუფლეს. გათავისუფლებული პირი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ახლახანს გადმოიყვანა. ოკუპირებული ცხინვალიდან გათავისუფლებულს, სავარაუდოდ, ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მედიით გავრცელებული ერთ-ერთი ვერსიით, საქართველოს მოქალაქემ დაკავებისას გაქცევა სცადა, რა დროსაც ტრავმა მიიღო. შეგახსენებთ, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გამყოფი ხაზის სიახლოვეს საქართველოს 3 მოქალაქე გუშინ დააკავეს.

მეტი...

ნიკანორ მელიას, თავისივე თხოვნის საფუძველზე, პარლამენტმა სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა

პარლამენტმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკანორ მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა. პლენარულ სხდომაზე გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა 79-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი არავინ წასულა. ნიკანორ მელიამ საპარლამენტო მანდატის დატოვების თხოვნით პარლამენტს 29 ივლისს თავად მიმართა. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკანორ მელიამ მაშინ ბრიფინგი გამართა, რომელზეც განაცხადა: „პირადად მე, მთლიანად მივდივარ ოქტომბრის რეფერენდუმის ბრძოლაში და ვტოვებ იქაურობას. ეს ნიშნავს, რომ მე ვტოვებ საპარლამენტო მანდატს და თავიდან ბოლომდე ელენესთან, მეგობრებთან, ქართველ ხალხთან ერთად გადავდივარ უმნიშვნელოვანეს რეფერენდუმში მონაწილეობის მისაღებად“. სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე ნიკანორ მელიას მიმართვა თავდაპირველად საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა განიხილა და მისთვის მანდატის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

მეტი...

“არ შემიძლია, ადამიანურად ჩემი მხარდაჭერა და თანადგომა არ გამოვხატო სააკაშვილის მიმართ” – დავით ბაქრაძე

მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების საკითხს აქვს ადამიანური და პოლიტიკური მხარე, – აცხადებს თემის კომენტირებისას „ევროპული საქართველოს“ ყოფილი წევრი დავით ბაქრაძე. ბაქრაძის თქმით, დაპატიმრებული მიხეილ სააკაშვილი მხოლოდ და მხოლოდ ზრდის ქვეყანაში პოლარიზაციის და ტემპერატურის ხარისხს. „რაც უნდა დიდი განსხვავებები ყოფილიყო ბოლო წლებში ჩვენს შორის და ეს განსხვავებები დღესაც არის, ადამიანურად, არ შემიძლია, ჩემი მხარდაჭერა და თანადგომა არ გამოვხატო მის მიმართ, არ დავაფასო მისი გადაწყვეტილება, ჩამოსულიყო ქვეყანაში, თუნდაც დაჭერისა და პატიმრობის ფასად. რაც შეეხება ამ საკითხის პოლიტიკურ მხარეს, პოლიტიკურად ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა ქართული სახელმწიფოსთვის. იმიტომ, რომ დაპატიმრებული მიხეილ სააკაშვილი მხოლოდ და…

მეტი...

ნიკო კვარაცხელიას ოჯახის განცხადებას ძებნილების ოჯახები უპასუხოდ ტოვებენ

ნიკო კვარაცხელიას ოჯახის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ისინი მკვლელობაში ბრალდებულების ოჯახებს, თავიანთი შვილების სამართალდამცავებისთვის გადაცემას მოუწოდებს, ძებნილების ოჯახები უპასუხოდ ტოვებენ. კომენტარი არ გაუკეთებია, გიორგი კავილაძის ადვოკატსაც. ბრალდებულის, აკო ჭელიძის უფლებადამცველი, ამბობს, რომ ძებნილი მის ოჯახთან კონტაქტზე არ გამოსულა.   “აღნიშნულთან დაკავშირებით მე არ მაქვს დამატებითი ინფორმაცია. რაც შეეხება იმას, რომ კვარცხელია და ბრალდებულები ერთმანეთს არ იცნობდნენ, ჩემთვის ცნობილია ეს გარემოებაც. ვიცი, რომ მათი ადგილსამყოფელი უცნობია, ყოველ შემთხვევაში არც ოჯახისთვის არის ცნობილი და არც გამოძიებისთვის. არის ეჭვი, რომ ქვეყანაში არ იმყოფებოდნენ, მაგრამ ამის დამადასტურებელი დოკუმენტი საქმეში არ არსებობს,”- ამბობს ძებნილი ჭელიძის საზოგადოებრივი ადვოკატი დალი ბარბაქაძე.

მეტი...

„მე მათ ვეკითხები, რატომ არ ჩაცხრილეს მიშა სახლში, ჩემი ძმა ხომ ჩაცხრილეს?!“ – ლია კრიალაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“

მუხროვანის სამხედრო ამბოხების ბრალდებით, ქუჩაში ჩაცხრილულმა პოლკოვნიკ გია კრიალაშვილის დამ – ლია კრიალაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენცია გამართა, სადაც მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე ისაუბრა. როგორც ლია კრიალაშვილმა განაცხადა, მისი ძმა ქუჩაში სრულიად უდანაშაულო ჩაცხრილეს მაშინ, როცა დამნაშავე მიხეილ სააკაშვილი მშვიდად და უპრობლემოდ აიყვანეს. „მას შემდეგ რაც ეს მასხარა, მაწანწალა, ბოროტი კაცი აიყვანეს, გიას სახლს არავინ ახსენებს. რატომღაც, ახსენებენ ვალერი გელაშვილს და დანარჩენებს. გიას საქმე რატომღაც მიივიწყეს. მიშას პირველი სიტყვები იყო „მიწიდან ამოიღეთ კრიალაშვილიო“ და სწორედ ეს იყო მისი ლიკვიდაციის ბრძანება“ – განაცხადა ლია კრიალაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.   მისივე თქმით, თუ მიხეილ სააკაშვილი საკადრის…

მეტი...

სოციალურ ქსელებში მიხეილ სააკაშვილის დაკავების ვიდეოკადრები ვრცელდება

სოციალურ ქსელებში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავების ამსახველი ვიდეო ვრცელდება. ვიდეოკადრები თბილისში, იმ სახლშია გადაღებული, სადაც მიხეილ სააკაშვილი დააკავეს. ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა პირველ ოქტომბერს „ფეისბუქში“, საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომლითაც მიანიშნა, რომ არალეგალურად შემოვიდა ქვეყანაში. მოგვიანებით, მან გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომელშიც ასევე მიანიშნა, რომ იმყოფებოდა ბათუმში. მან კიდევ ერთი ვიდეო გაავრცელა, სადაც განაცხადა, რომ ვიდეო ბათუმის ბულვარში იყო გადაღებული. პირველ ოქტომბერს, საღამოს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი დააკავეს. შსს-მ დღის ბოლოს მიხეილ სააკაშვილის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანის ვიდეოკადრები გაავრცელა.

მეტი...

“მინდა მეორე ტურში მყოფ ოპოზიციის კანდიდატებს საჯაროდ შევთავაზო, რომ შეძლების ფარგლებში ჩავერთო და დავეხმარო მათ კამპანიას” – დავით ბაქრაძე

მინდა მეორე ტურში მყოფ ოპოზიციის კანდიდატებს საჯაროდ შევთავაზო, რომ შეძლების ფარგლებში ჩავერთო და დავეხმარო მათ კამპანიას“,- ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა დავით ბაქრაძემ განუცხადა. როგორც ბაქრაძე განმარტავს, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციის მხარდაჭერა გადამწყვეტია. „მეორე ტური პრინციპულად გადამწყვეტია და სწორედ მეორე ტური განსაზღვრავს, დარჩება თუ არა ამ ქვეყანაში დღევანდელი ხელისუფლება. ამიტომ, ნებისმიერი ოპოზიციური პარტიისთვის, მეორე ტურში აქტიური გამოჩენა და გასული ოპოზიციური პარტიების კანდიდატების მხარდაჭერა აბსოლუტურად აუცილებელია. მე პარტიულად არ ვმონაწილეობ ამ არჩევნებში, მაგრამ ცალსახად მინდა განვაცხადო, რომ მეორე ტურში მხარს ვუჭერ ყველა ოპოზიციის კანდიდატს. მინდა მოვუწოდო საზოგადოებას, მივიდნენ და ხმა მისცენ ოპოზიციის…

მეტი...

“მინდა მოვუწოდო კობახიძე იქნება თუ სხვა, როცა ღირსეულ სახელმწიფო მოხელეებთან მიმართებით ვინმე უღირსი ბრალდებების გაჟღერებას ცდილობს, პირში წყალი გამოივლონ!” – გიორგი ხოჯევანიშვილი

მინდა მოვუწოდო კობახიძე იქნება თუ სხვა, როცა ღირსეულ სახელმწიფო მოხელეებთან მიმართებით ვინმე უღირსი ბრალდებების გაჟღერებას ცდილობს, პირში წყალი გამოივლონ,- ასე ეხმიანება პარტია “საქართველოსთვის” წევრი, დეპუტატი გიორგი ხოჯევანიშვილი მის ძმასთან, ალექსანდრე ხოჯევანიშვილთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას. ხოჯევანიშვილი არ გამორიცხავს მისი ძმის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყოს, თუმცა აცხადებს, რომ მსგავსი ბრალდებები მორიგი ტალახის სროლაა და რაიმე კითხვის დასმაც კი ალოგიკურია. „გამორიცხული არაფერია, მაგრამ ამ ადამიანს არც ერთ ეტაპზე მსგავს საქმიანობასთან შეხება არ ჰქონია, არც სამსახურებრივად ეხებოდა. შესაბამისად, უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, ეს არის მორიგი ტალახის სროლა, რომელსაც ჩვენ უკვე მივეჩვიეთ. აღნიშნულ საკითხზე პირველივე დღეს, როცა გამოძიების…

მეტი...

“დარწმუნებული, ვარ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება ყველაფერს ნათელს მოჰფენს” – ირაკლი კობახიძე

შეშფოთებას ბუნებრივია, აქვს საფუძველი, თუმცა, დარწმუნებული ვარ, გამოძიება ყველაფერს ნათელს მოჰფენს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, გამოძიება ნათელს მოჰფენს ყველაფერს. „გავრცელებულ ინფორმაციებს შორის იყო ორი საუბარი, სადაც ორივე მხარეს იყო დიპლომატიური სექტორის წარმომადგენელი. ერთ-ერთი იყო თანაშემწე, მეორე USAID-ის წარმომადგენელი და ა.შ. ორი იყო ასეთი სავარაუდო საუბარი და რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებით ეს ორი ფაქტი იყოს გამოძიებული. აქედან გამომდინარე, შეშფოთებას ბუნებრივია, აქვს საფუძველი, თუმცა, დარწმუნებული ვარ, გამოძიება ყველაფერს ნათელს მოჰფენს. ალეკო ხოჯევანიშვილს კანონიერად ჰქონდა ასეთი ინფორმაცია მოპოვებული თუ უკანონოდ, ამას უნდა გაეცეს სათანადო პასუხი. აქედან გამომდინარე…

მეტი...

“გილოცავთ ქართველ ხალხზე ამ ბრწყინვალე გამარჯვებას” – იაგო ხვიჩია „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“

ჩემი აზრით, ქართველი ხალხი იმსახურებს, რომ კიდევ სამი წლის განმავლობაში, „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ სახით ეს გენიალური დუეტი ჰყავდეს – გილოცავთ ქართველ ხალხზე ამ ბრწყინვალე გამარჯვებას, – აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკურ ჯგუფ “გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ გააკეთა. როგორც ხვიჩიამ განაცხადა, “ქართული ოცნებისა“ და “ნაციონალური მოძრაობის“ ერთობლივმა ტრიუკმა ამჯერადაც იმუშავა და “ქართულ ოცნებას“ არჩევნები მერვედ მოაგებინა. “მიხეილ სააკაშვილი საქართველოში თქვენ ჩამოიყვანეთ, საქართველოს მოსახლეობას თვალწინ აუფრიალეთ და ამით არჩევნები თქვენ და “ნაციონალურმა მოძრაობამ“ ურთიერთშეთანხმებით წაიღეთ. ახლა მიხეილ სააკაშვილი ციხეში ცოტა ხნით ზის და შემდეგ უკრაინაში ან სხვაგან დაადეპორტებთ. ამ ტრიუკმა ამჯერად იმუშავა და…

მეტი...

სასამართლომ სააკაშვილის საქმის ფარგლებში დანაშაულის დაფარვის მუხლით ბრალდებულ მამა-შვილს პატიმრობა შეუფარდა

საქალაქო სასამართლომ სააკაშვილის საქმის ფარგლებში დანაშაულის დაფარვის მუხლით ბრალდებულ მამა-შვილს პატიმრობა შეუფარდა. ფოთის პორტის თანამშრომელ მამა-შვილს ბრალი, მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვის მუხლით წარუდგინეს და 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.  შეგახსენებთ, ამ დრომდე არ ვრცელდება ოფიციალური ინფორმაცია, თუ როგორ და რა გზით შემოვიდა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში. 

მეტი...

AstraZeneca-ს პირველ დოზებზე რეგისტრაცია შეჩერდა

AstraZeneca-ს პირველ დოზებზე რეგისტრაცია შეჩერდა – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულებისას განაცხადა. როგორც გამყრელიძემ განაცხადა, ამ ეტაპზე მოსახლეობა AstraZeneca-ს მეორე დოზით შეძლებს აცრას. “სამწუხაროდ, ვაჩერებთ AstraZeneca-ს პირველ დოზებზე რეგისტრაციას. მოთხოვნა ნაკლებია, ამიტომ მხოლოდ მეორე დოზებზე იქნება. შეფერხების მიზეზია ის, რომ დონაცია უნდა ყოფილიყო და ვერ შევთანხმდით ვადებზე. ახლა AstraZeneca მხოლოდ მეორე დოზებისთვის გვაქვს, ვნახოთ, “კოვაქსი” თუ მოგვაწვდის AstraZeneca-ს,- განაცხადა გამყრელიძემ.

მეტი...

“უზრუნველყოს მართლმსაჯულებამ დამნაშავის მიერ სიცოცხლის ციხეში გატარება…” – თბილისში მოკლული შანაე ბრუკის ოჯახი

თბილისში მოკლული ავსტრალიის მოქალაქის, შანაე ბრუკის ოჯახი განცხადებას ავრცელებს. “შანაეს ოჯახმა ჩვენი ლამაზი გოგონა წარმოუდგენელად ტრაგიკულად დავკარგეთ. მან ბევრი მეგობარი და ოჯახის წევრი დატოვა გულგატეხილი და განადგურებული. გვეამაყება ყველა ის წარმატება, რომელსაც შანაემ თავისი ხანმოკლე ცხოვრების მანძილზე ბევრ ქვეყანაში მიაღწია. იგი იყო სიყვარულისა და პოზიტივის მომტანი გარშემომყოფთათვის. შანაე იბრძოდა ქალთა უფლებებისა და უსაფრთხოებისთვის, დიდ დროს უთმობდა რამდენიმე ქვეყანაში ჩაგრულ და დაუცველ ადამიანებზე ზრუნვას. შანაე გამორჩეულად გულწრფელი და ერთგული მეგობარი იყო, თავგადასავლების მოყვარული და მამაცი, სიცოცხლის თითოეულ წუთს აფასებდა და ცხოვრების მუდამ მადლიერი იყო. გვსურს, ჩვენი გულითადი მადლიერება გამოვხატოთ შანაეს მეგობრების…

მეტი...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბიძგები დღეს, თბილისის დროით 12:31 საათზე, სოფელ სამებასთან დაფიქსირდა. მათივე ცნობით, მიწისძვრის სიმძლავრემ 3.8 მაგნიტუდა შეადგინა.

მეტი...

“მზად ვიყავით, სასამართლო რეფორმაზე ოპოზიციასთან ერთად გვემუშავა, ეს დაპირება ძალაშია” – ირაკლი კობახიძე შარლ მიშელის განცხადებაზე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე შარლ მიშელის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ “ქართული ოცნება” სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით ერთგული რჩება. “ძირითადად საუბარია ალბათ სასამართლო რეფორმაზე. სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით ჩვენ ვთქვით ასეთი რაღაც, რომ მიუხედავად ამ შეთანხმების ხელმოწერისა, 19 აპრილამდე გაკეთდა ეს განცხადება, ჩვენ მზად ვიყავით, რომ სასამართლო რეფორმაზე გვემუშავა ოპოზიციასთან ერთად. შესაბამისად, ეს ჩვენი განცხადება და დაპირება არის ძალაში. ამაზე გვექნება საუბარი, თუ იქნება წარმოდგენილი სათანადო წინადადებები, რა თქმა უნდა, ყველაფერს განვიხილავთ,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. პარლამენტის ერთ-ერთი ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის შეფასებით, შარლ მიშელი მიმართავს ოპოზიციას რომ აღიაროს არჩევნების შედეგები და…

მეტი...

შავ ზღვაში NATO-საქართველოს ერთობლივი საზღვაო წვრთნები ჩატარდა

შავ ზღვაში NATO-საქართველოს ერთობლივი საზღვაო წვრთნები ჩატარდა. სწავლება NATO-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის საპორტო ვიზიტის ფარგლებში განხორციელდა. NATO-ს საზღვაო შენაერთის ვიზიტები საქართველოს პორტებში რეგულარულ ხასიათს ატარებს. 2021 წელს NATO-ს ხომალდები საქართველოს უკვე მეორედ სტუმრობენ.

მეტი...

კვების ობიექტები 6 ოქტომბრიდან მუშაობას 23:00 საათამდე შეძლებენ

ხვალიდან, 6 ოქტომბრიდან კვების ობიექტების სამუშაო საათები გახანგრძლივდება და ისინი ფუნქციონირებას კვლავ 23:00 საათამდე შეძლებენ. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. ცნობისთვის, კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების გამო კვების ობიექტები 22:00 საათამდე მუშაობენ.

მეტი...

კონცერტებსა და ფესტივალების გამართვასთან დაკავშირებული შეზღუდვა იხსნება

კონცერტებსა და ფესტივალების გამართვასთან დაკავშირებული შეზღუდვა იხსნება. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც ღიბრაძე განმარტავს, აღნიშნული ღონისძიებების ჩატარება შესაძლებელი იქნება არსებული რეგულაციების დაცვით.

მეტი...

საქართველო-საბერძნეთის საფეხბურთო მატჩზე მაყურებელთა 33 პროცენტი გარკვეული პირობებით დაიშვება

9 ოქტომბერს დაგეგმილ საქართველო-საბერძნეთის საფეხბურთო მატჩზე მაყურებლის 33 პროცენტი დაიშვება, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა. როგორც საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ღიბრაძემ განაცხადა, გულშემატკივრების დაშვება გარკვეული პირობებით მოხდება. „დაშვება მოხდება ერთი პირობით, მათ უნდა წარმოადგინონ ვაქციანციის დამადასტურებელი დოკუმენტი, 72-საათიანი ვალიდურობის პისიარ ტესტი, 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტის უარყოფითი პასუხი ან ბოლო ექვსი თვის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის გადატანის დამადასტურებელი ცნობა“, – განაცხადა ღიბრაძემ. ფეხბურთში  საქართველო-საბერძნეთის მატჩი 9 ოქტომბერს 20:00 საათზე ბათუმის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართება.

მეტი...

“თუ მელია კენჭისყრამდე არ გაიხმობს საკუთარ განცხადებას მანდატის შეჩერების საკითხზე, მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას” – თალაკვაძე

პარლამენტის საშემოდგომო სესიის გახსნაზე, პლენარულ სხდომაზე ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტა იქნება. მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, თუ კენჭისყრის დაწყებამდე ნიკა მელია არ გაიწვევს უკან თავის მოთხოვნას, პარლამენტი საკითხს განიხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. “საქართველოს პარლამენტმა ერთხელ უკვე მიიღო კონსტრუქციული და სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება მანდატების შეწყვეტასთან დაკავშირებით და უარი თქვა უარი თქვა მანდატების მასობრივ შეწყვეტაზე, რასაც შემდეგ მოჰყვა მოლაპარაკება და ის შედეგი, რომ დღეს ოპოზიცია არის პარლამენტში. რაც შეეხება ნიკანორ მელიას, წინასაარჩევნო კამპანიის დროს მან ხელახლა მიმართა პარლამენტს მანდატის შეწყვეტის მოთხოვნით. კენჭისყრა ამ…

მეტი...

„სააკაშვილს თუ გამოუშვებენ მთელი საქართველო ქუჩაში გამოვალთ“ – ია მეტრეველი „მედიაცენტრ მთავარში”

„ხელისუფლებას მივმართავთ ერთხელ და სამუდამოდ ეს კაცი დასაჯონ ისე, რომ ამას ბოროტების აკეთებდა აღარ შეეძლოს, ასევე მისი თანამზრახველები,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ მოკლული ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა განაცხადა. ია მეტრეველი ყოფილი პრეზიდენტის სრული სიმკაცრით დასჯას ითხოვს და მისი გამოშვების შემთხვევაში აქციებს აანონსებს: „რომ შემოვიდა რამდნემე დღით ხელისუფლებამ იცოდა და თვალყურს ადევნებდა, არავითარი უკრაინა, მან უნდა მოიხადოს სასჯელი, ისე არ მოხდეს, რომ მართლა მთელი საქართველო გამოვიდეს და არ დავუშვათ მის გარეთ გამოშვება,“ – განაცხადა ია მეტრეველმა „მედიაცენტრ მთავარში.“

მეტი...

„მიშა რატო არ ჩაცხრილეს სახლში, ჩემი ძმა, ხომ ქუჩაში ჩაცხრილეს – გია კრიალაშვილის და „მედიაცენტრ მთავარში“

„მიშას პირველი სიტყვები იყო, მიწიდან ამოიღეთ კრიალაშვილიო,“ – ამის შესახებ „მედიცენტრ მთავარში“ მოკლული პოლკოვნიკის გია კრიალაშვილის დამ, ლია კრიალაშვილმა განაცხადა. ლია კრიალაშვილი ხელისუფლებისგან ყოფილი პრეზიდენტის გასამართლებას მისი ძმის მკვლელობისთვისაც ითხოვს: “მივესალმები მის დაჭერას და ციხეში ყოფნას, მთელი საქართველო გამოვალთ გარეთ თუ ის სასჯელს არ მოიხდის, 6 წელი მიშასთვის არაფერი არ არის, ვანოც იყო დაკავებული და გაათავისუფლეს, ჩემი ძმის საქმეზე ვანო არ იყო დაკავებული და არც მიშას ასამართლებენ ამის გამო, როგორც ვხედავ, ჩემი ძმა იმიტომ გახდა სამიზნე, რომ არასოდეს ეგუებოდა უსამართლობას, რაც ეს მაწანწალა დაიჭირეს გიას სახელს არავინ ახსენებს, მხოლოდ გელაშვილიი…

მეტი...

რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში აფეთქების შედეგად ერთი მამაკაცი გარდაიცვალა, ერთი კი მძიმედ დაშავდა

რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში აფეთქების შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა. ქარხანაში სავარაუდოდ, არსებული დანადგარი აფეთქდა, რის შედეგადაც იქ დასაქმებული 60 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა.

მეტი...

საქართველო კორონავირუსის სამკურნალო ორ ახალ პრეპარატს მიიღებს

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, საქართველო კორონავირუსის სამკურნალო უახლეს პრეპარატს მიიღებს. მისი თქმით, საქართველოს ძვირადღირებული ე.წ. მონოკლონური ანტისხეულების შეძენაში მსოფლიო ბანკი დაეხმარება. თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, პრეპარატი “ბარიციტინიბი”, რომელსაც ანტივირუსული და ანტიანთებითი ეფექტი გააჩნია, ქვეყანაში ოქტომბრის მეორე ნახევარში შემოვა. “ქვეყანაში 2 ახალი მედიკამენტი შემოვა. ერთი ეს არის ე.წ. მონოკლონური ანტისხეულები, რომელზეც ძალიან დიდ იმედებს ვამყარებთ. გენეტიკური ინჟინერიის გზით შექმნილი ანტისხეულებია, რომელიც პირდაპირ მოქმედებს კორონავირუსზე და ანეიტრალებს ორგანიზმში შეჭრილ ვირუსს. წინასწარი კვლევებით, “მონოკლონური ანტისხეულები” სერიოზულად ამცირებს ინფექციის დამძიმებას, რეანიმაციაში მოხვედრას და გარდაცვალებას. რამდენიმე “მონოკლონური სხეულია” ხმარებაში, 3 სხვადასხვა კომპანიის, მათგან უკეთესია…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 42 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 42 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე გამოქვეყნდა. დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 2 800 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 485 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. გუშინ საქართველოში კორონავირუსის 867 შემთხვევა გამოვლინდა, 1 877 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 30 კი გარდაიცვალა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 2 800 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 485 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 2 800 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 485 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 42 პაციენტი. ამასთან, 4 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 867 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 877 პაციენტი, გარდაიცვალა 30.

მეტი...

კახა კუჭავა ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში გაემგზავრა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში გაემგზავრა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. ვიზიტის ფარგლებში კახა კუჭავა, კიევში, ბაბინ იარის, უკრაინაში ჰოლოკოსტის ყველაზე მძიმე გამოვლინების მსხვერპლთა ხსოვნისადმი პატივის მიგების ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას. ცერემონიაში მონაწილეობას ასევე მიიღებენ ისრაელის და გერმანიის პრეზიდენტები, ავსტრიის, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთის, სლოვაკეთისა და პოლონეთის პარლამენტების თავმჯდომარეები. 2021 წელს ამ ტრაგედიის 80 წლისთავი აღინიშნება.

მეტი...

“საქართველოში ჩატარებული არჩევნები დაუჯერებლად იმედის გამაცრუებელი იყო” – ჯიმ რიში

საქართველოში ჩატარებული არჩევნები დაუჯერებლად იმედის გამაცრუებელი და დრამატული უკან დახევა იყო 2012 წლის არჩევნებიდან, რომელსაც მე ვაკვირდებოდი, – ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წევრის, ჯიმ რაშის განცხადებაშია აღნიშნული. მისი თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობა გააგრძელებს არჩევნების მეორე ტურზე ყურადღებით დაკვირვებას. „შეშფოთებული ვარ დაშინების და ამომრჩეველთა მოსყიდვის შესახებ გავრცელებული ცნობებით. საქართველოს მთავრობამ, რომელიც არჩევნების მეორე ტურს მართავს, უნდა მოაგვაროს ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მიერ ხაზგასმული საკითხები, განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში დაფიქსირებული ძალადობა და არათანაბარი პირობები იმ პარტიებისთვის, რომლებიც მმართველ პარტიას უპირისპირდებიან. სამართლიანი და ღია საარჩევნო პროცესი ძლიერი დემოკრატიის ნიშანია,“- წერს სენატორი.

მეტი...

“პრაქტიკულად დადასტურდა, რასაც ვამბობდით, რომ გიორგი გახარიამ შეასრულა „ნაციონალური მოძრაობის“ დაკვეთა და გეგმა” – სოზარ სუბარი

პრაქტიკულად დადასტურდა ის, რასაც ვამბობდით, რომ გიორგი გახარიამ შეასრულა „ნაციონალური მოძრაობის“ დაკვეთა და გეგმა – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“. „როდესაც გიორგი გახარიამ ჩაიდინა ის წარმოუდგენელი ღალატის აქტი, მთელი ოპოზიცია იყო გახარებული, განსაკუთრებით, რადიკალური ოპოზიცია და ამბობდნენ, ეს ადამიანი და მისი პარტია მთლიანად წაიღებს და დაჯდება „ქართული ოცნების“ ხმებზეო. ჩვენ ვამბობდით, დიახ, ალბათ ასე იქნება, ნახევარზე მეტს ალბათ, ჩვენგან წაიღებს, მაგრამ მეორე მხრივ, რაღაც გარკვეულ ნაწილს ოპოზიციასაც წაართმევს-თქო. დღევანდელი გადასახედიდან, ოპოზიცია რომ მართალი ყოფილიყო, ცხადი იყო, ქვეყნის მასშტაბით, დაახლოებით, 55%-იანი მხარდაჭერა გვექნებოდა და თბილისშიც იგივე,…

მეტი...

Facebook-მა, Instagram-მა და WhatsApp-მა მუშაობა განაახლა – რა გახდა 6 საათიანი გათიშვის მიზეზი

თითქმის 6 საათიანი გათიშვის შემდეგ Facebook-მა, Instagram-მა და WhatsApp-მა მუშაობა განაახლა. Facebook-ის განცხადებით, გათიშვის მიზეზი ქსელური პრობლემა იყო. ეს 2019 წლის შემდეგ ამ სოციალური ქსელის ყველაზე ხანგრძლივი შეფერხება იყო. მიუხედავად იმისა, რომ Facebook-ით, Instagram-ით და WhatsApp-ით სარგებლობას მსოფლიოს მასშტაბით მომხმარებლები რამდენიმე საათის განმავლობაში ვერ ახერხებდნენ, კომპანიაში ამბობენ, რომ ამას მომხმარებლების მონაცემებზე გავლენა არ ჰქონია. ხარვეზის გამო, კომპანია მომხმარებლებს ბოდიშს უხდის. მომხდარის შედეგად, Facebook-ის აქციების ფასი დაეცა, კომპანიის დამფუძნებელმა რამდენიმე საათში 6 მილიარდ დოლარზე მეტი დაკარგა.

მეტი...