სოციალურ ქსელებში მიხეილ სააკაშვილის დაკავების ვიდეოკადრები ვრცელდება

სოციალურ ქსელებში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავების ამსახველი ვიდეო ვრცელდება.

ვიდეოკადრები თბილისში, იმ სახლშია გადაღებული, სადაც მიხეილ სააკაშვილი დააკავეს.

ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა პირველ ოქტომბერს „ფეისბუქში“, საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომლითაც მიანიშნა, რომ არალეგალურად შემოვიდა ქვეყანაში. მოგვიანებით, მან გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომელშიც ასევე მიანიშნა, რომ იმყოფებოდა ბათუმში. მან კიდევ ერთი ვიდეო გაავრცელა, სადაც განაცხადა, რომ ვიდეო ბათუმის ბულვარში იყო გადაღებული.

პირველ ოქტომბერს, საღამოს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი დააკავეს.

შსს-მ დღის ბოლოს მიხეილ სააკაშვილის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანის ვიდეოკადრები გაავრცელა.

https://www.youtube.com/watch?v=2ANeOIfPAeY

მსგავსი თემები