საქართველო-საბერძნეთის საფეხბურთო მატჩზე მაყურებელთა 33 პროცენტი გარკვეული პირობებით დაიშვება

9 ოქტომბერს დაგეგმილ საქართველო-საბერძნეთის საფეხბურთო მატჩზე მაყურებლის 33 პროცენტი დაიშვება, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.

როგორც საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ღიბრაძემ განაცხადა, გულშემატკივრების დაშვება გარკვეული პირობებით მოხდება.

„დაშვება მოხდება ერთი პირობით, მათ უნდა წარმოადგინონ ვაქციანციის დამადასტურებელი დოკუმენტი, 72-საათიანი ვალიდურობის პისიარ ტესტი, 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტის უარყოფითი პასუხი ან ბოლო ექვსი თვის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის გადატანის დამადასტურებელი ცნობა“, – განაცხადა ღიბრაძემ.

ფეხბურთში  საქართველო-საბერძნეთის მატჩი 9 ოქტომბერს 20:00 საათზე ბათუმის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართება.

მსგავსი თემები