,,ჩვენი ფრაქცია მუშაობს დეოლიგარქიზაციის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც მიმართული იქნება ივანიშვილის წინააღმდეგ”- ხატია დეკანოიძე

,,ჩვენი ფრაქცია მუშაობს დეოლიგარქიზაციის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც განხილული და მიმართული იქნება ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ,” – ამის შესახებ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ბევრი პოლიტიკური საკითხია, რომელიც საერთაშორისო პარტნიორებთან და საპარლამენტო ოპოზიციასთან უნდა შეთანხმდეს.

„უკრაინული მოდელის გადმოქართულებას ჩვენ არასდროს ვითხოვდით, ჩვენთვის ყოველთვის საწყისი იყო ბიძინა ივანიშვილის, როგორც ოლიგარქის ჩარევის აკრძალვა საქართველოს საზოგადოებრივ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში. ახლა რაზეც მმართველი გუნდი მუშაობს, ეს არის ის, რომ მათ სურთ აარიდონ ბიძინა ივანიშვილს ნებისმიერი პასუხისმგებლობა, არ განიხილავენ მას როგორც ოლიგარქს, განსხვავებით მთელი საერთაშორისო საზოგადოებისგან და გადაწყვიტეს საუკეთესო ვერსია აარჩიონ იმისთვის, რომ მათ შორის, ოპოზიციის მიმართ დაიწყოს ახალი რეპრესიები. რაც შეეხება დეოლიგარქიზაციის კანონს, ჩვენი ფრაქცია მუშაობს საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც შეეხება ბიძინა ივანიშვილს. ბევრი პოლიტიკური საკითხია, რომელიც საერთაშორისო პარტნიორებთან და საპარლამენტო ოპოზიციასთან უნდა შეთანხმდეს“, – აღნიშნა დეკანოიძემ.

მსგავსი თემები