„მიშა რატო არ ჩაცხრილეს სახლში, ჩემი ძმა, ხომ ქუჩაში ჩაცხრილეს – გია კრიალაშვილის და „მედიაცენტრ მთავარში“

„მიშას პირველი სიტყვები იყო, მიწიდან ამოიღეთ კრიალაშვილიო,“ – ამის შესახებ „მედიცენტრ მთავარში“ მოკლული პოლკოვნიკის გია კრიალაშვილის დამ, ლია კრიალაშვილმა განაცხადა.

ლია კრიალაშვილი ხელისუფლებისგან ყოფილი პრეზიდენტის გასამართლებას მისი ძმის მკვლელობისთვისაც ითხოვს:

“მივესალმები მის დაჭერას და ციხეში ყოფნას, მთელი საქართველო გამოვალთ გარეთ თუ ის სასჯელს არ მოიხდის, 6 წელი მიშასთვის არაფერი არ არის, ვანოც იყო დაკავებული და გაათავისუფლეს, ჩემი ძმის საქმეზე ვანო არ იყო დაკავებული და არც მიშას ასამართლებენ ამის გამო, როგორც ვხედავ, ჩემი ძმა იმიტომ გახდა სამიზნე, რომ არასოდეს ეგუებოდა უსამართლობას, რაც ეს მაწანწალა დაიჭირეს გიას სახელს არავინ ახსენებს, მხოლოდ გელაშვილიი ცემის ფაქტს ახსენებენ, ძალიან ბევრი დანაშაული მოხდა ამ ბოლო წლებში და მელიას გარდა არავინ დაუსჯიათ.

მიშა რატომ არ ჩაცხრილეს სახლში ჩემი ძმა, ხომ ქუჩაში ჩაცხრილეს,?“ – განაცხადა ლია კრიალაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში.“

მსგავსი თემები