facebook-ის ადმინისტრაცია მასშტაბური გათიშვის გამო განცხადებას ავრცელებს

სოციალურ ქსელ Twitter-ში facebook მასშტაბურ გათიშვასთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს, სადაც მომხმარებელს ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტისთვის.  “ჩვენ ვიცით, რომ ზოგიერთ ადამიანს უჭირს ჩვენს აპებსა და პროდუქტებზე წვდომა. ჩვენ ვმუშაობთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავუბრუნდეთ ნორმალურ მდგომარეობას და ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის,”- ნათქვამია განცხადებაში. 

მეტი...

„ფეისბუქის“, „ვოტსაპისა“ და „ინსტაგრამის“ სერვისები მსოფლიოს უმეტეს ნაწილში მიუწვდომელია

მასშტაბური ხარვეზის გამო, „ფეისბუქის“, „ვოტსაპისა“ და „ინსტაგრამის“ სერვისები მომხმარებელთა უმეტესობისთვის მიუწვდომელია. „ფეისბუქის“ კუთვნილმა სამივე ქსელმა, რომლებიც საერთო ინფრასტრუქტურაზე მუშაობს, ცოტა ხნის წინ მუშაობა სრულად შეწყვიტა. ფეისბუქის ვებგვერდზე შესულ მომხმარებლებს უბრალოდ ხარვეზის გვერდი ან შეტყობინება ხვდებათ, რომ ბრაუზერს დაკავშირება არ შეუძლია. „ვოტსაპისა“ და „ინსტაგრამის“ აპლიკაციები მუშაობას განაგრძობს, მაგრამ არ აჩვენებს არანაირ კონტენტს, მათ შორის, არც გაგზავნილ და მიღებულ შეტყობინებებს. შეფერხების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. მსგავსი მასშტაბის შემთხვევები ხშირი არ არის, მაგრამ ყოველთვის დიდი გავლენა აქვს საზოგადოებაზე, რადგან საქმე ეხება მსოფლიოს სამ უმსხვილეს აპლიკაციას.

მეტი...

დიპლომატები ფარულ მიყურადების ფაილებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავენ

დიპლომატების განცხადებით, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთა შეხვედრაზე ფარული მიყურადების საკითხზეც ისაუბრეს და სერიოზული შეშფოთება გამოთქვეს. განცხადებას საგარეო მინისტრთან შეხვედრასთან დაკავშირებით საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის ელჩების წარმომადგენლობითი ჯგუფი ავრცელებს. „საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის ელჩების წარმომადგენლობითი ჯგუფი შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოადგილესა და საგარეო საქმეთა მინისტრს, მის აღმატებულებას ბ-ნ ზალკალიანს. შეხვედრაზე დიპლომატიური კორპუსის სახელით გამოითქვა სერიოზული შეშფოთება, უშიშროების სამსახურების მხრიდან სატელეფონო მიყურადების ახლახანს გამოვლენილ ფაქტებთან დაკავშირებით, რომლებიც უხეშად ეწინააღმდეგება დიპლომატიურ ურთიერთობათა შესახებ ვენის 1961 წლის კონვენციას და ზიანს აყენებს ნორმალურ დიპლომატიურ საქმიანობას საქართველოში“, – ვკითხულობთ განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ფარული მიყურადების ფაილებში, რომელიც მედიით…

მეტი...

პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებული სააკაშვილს ტრანსპორტით მოემსახურა და სამეგრელოში მიიყვანა

პროკურატურა მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით დაკავებულებს მასი ტრანსპორტით უზრუნველყოფასა და გადაადგილებაში ხელშეწყობაში ადანაშაულებს. კერძოდ, როგორც უწყებაში აცხადებენ, შ.წ.-მ და ზ.წ.-მ მისი ტრანსპორტირება და დანიშნულების ადგილას მიყვანა მოაგვარეს. „მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ შ.წ.-მ და ზ.წ.-მ იცოდნენ, რომ უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის იძებნებოდა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მიერ. მიუხედავად ამისა, 2021 წლის 29 სექტემბერს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შემდგომ, ბრალდებულებმა საკუთარი ავტომანქანით უზრუნველყვეს მისი ტრანსპორტირება და დანიშნულების ადგილას – სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში მიიყვანეს. აღნიშნულის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი გაემგზავრა თბილისში და დაბინავდა ე.ც.-ს მიერ დროებით საცხოვრებლად გადაცემულ ბინაში. სამართალდამცველებმა შ.წ. და ზ.წ. 3 ოქტომბერს…

მეტი...

“გავაანალიზოთ, როგორ გამოგვყავს 30-მდე ის კაცი ციხიდან” – თაკო ჩარკვიანი

პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი ოპოზიციურ პარტიებს გაერთიანებისკენ მოუწოდებს და სთხოვს, მათი მთავარი სამიზნე მიხეილ სააკაშვილის ციხიდან დახსნა იყოს.     „30 ოქტომბრამდე უნდა იყოს პერმანენტული, ყოველდღიური მზადება ერთიანი, დიდი, ეროვნული მოძრაობისთვის. მიმაჩნია, დაღლამდე, უძილობამდე 30 ოქტომბრის რიცხვით ჩათვლით, ნუ დაველოდებით, უბედურებასთან გვაქვს საქმე, მგონი კარგად მაინც ვერ იცით, ვინ არის. 30-ში მოიტაცებს ჩვენს ქვეყანას, თავის აგარაკად აქცევს და მერე ამ პრეზიდენტს, თუ მოვახერხეთ, უკრაინა წაიყვანს და თავმოჭრილები, თავმოხერხილები დავრჩებით, ან არადა, საქართველოსთან ერთად ამოალპობს ციხეში“ – ასე მიმართა თაკო ჩარკვიანმა მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებს. მისი თქმით, ტყვია, მიზანში სასროლი მხოლოდ საქართველოს მტრებისთვის არ არის. „ამ მოძრაობას წინ გაუძღვება მისი…

მეტი...

“მიხეილ სააკაშვილი ბედნიერი ადამიანია, რომ პატივი აქვს იყოს იქ, სადაც ახლა არის და იცოდეს, რომ მისი თავგანწირვით და თავდადებით ბევრი რამ შეიცვლება” – ნიკა მელია

მიხეილ სააკაშვილი არის ბედნიერი ადამიანი, რომ აქვს პატივი იყოს იქ, სადაც ახლა არის და იცოდეს, რომ მისი თავგანწირვით და თავდადებით ბევრი რამ შეიცვლება ამ ქვეყანაში უკეთესობისკენ, მადლობა მას ამისთვის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ რუსთავის ციხესთან გამართულ აქციაზე განაცხადა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა მოქალაქეებს მაგალითი მისცა, როგორ უნდა იბრძოლონ. ნიკა მელიას განცხადებით, 30 ოქტომბრის არჩევნები ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების გარანტია იქნება. „არავინ აძალებდა მიშას, ჩამოსულიყო და შესულიყო იქ, სადაც ახლა არის, მაგრამ ბიძინა ივანიშვილზე ბევრად თავისუფალია ახლა მიხეილ სააკაშვილი. არაფერი ისე არ აძლიერებს პოლიტიკურ პატიმარს,…

მეტი...

ფოთის პორტში მომუშავე მამა-შვილი საქართველოში სააკაშვილის შემოყვანის საქმეზე დააკავეს

მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე ფოთის პორტის ორი თანამშრომელი დააკავეს. დაკავებულია მამა-შვილი – ზურაბ და შალვა წოწორია. ისინი წლების განმავლობაში ფოთის პორტში მუშად მუშაობენ. სააკაშვილის საქმეზე დაკავებულ კიდევ ერთ პირს, ელგუჯა ცომაიას დანასაულის დაფარვის ბრალდებით სასამართლომ დღეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მამა-შვილის დაკავების შესახებ ოფიციალურ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, სააკაშვილის შემოყვანის სანაცვლოდ მიიღეს თუ არა ფინანსური სარგებელი საქმეში ბრალდებულებმა. “შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში კიდევ ორი პირი 1984 წელს დაბადებული შ.წ. და…

მეტი...

“მესმის თქვენი ხმა საპყრობილეში და ბრძოლის სურვილს მიათმაგებს, “ვაწვებით” გამარჯვებამდე” – მიხეილ სააკაშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ რუსთავის #12 სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა. მან ჟურნალისტებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წერილი წაუკითხა, სადაც ის ციხესთან შეკრებილ მხარდამჭერებს მიმართავს. „მადლობა ჩემო დებო და ძმებო. მესმის თქვენი ხმა საპყრობილეში და ბრძოლის სურვილს მიათმაგებს, “ვაწვებით” გამარჯვებამდე“, – წერს მიხეილ სააკაშვილი. ცნობისთვის, რუსთავის #12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი მხარდამჭერების აქცია – თავისუფლება მიშას იმართება.

მეტი...

ელგუჯა ცომაიას, რომლის ბინაშიც მიხეილ სააკაშვილი დააკავეს, პატიმრობა შეეფარდა

ელგუჯა ცომაიას, რომლის ბინაშიც საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დააკავეს, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარე ცომაიას აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვდა, ბრალდების მხარე კი პატიმრობას. ცნობისთვის, სამართალდამცველებმა ელგუჯა ცომაია 1 ოქტომბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილით (მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 1-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიების ინფორმაციით, ელგუჯა ცომაიამ იცოდა, რომ უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის იძებნებოდა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მიერ, „მიუხედავად ამისა, თავისი აქტიური მოქმედებით, 2021 წლის 30 სექტემბერს მას დასამალად და…

მეტი...

„ნაციონალური მოძრაობისთვის“ ხელისუფლების გადაბარების პროცესი დაწყებულია” – ირმა ინაშვილი

„ნაციონალური მოძრაობისთვის“ ხელისუფლების გადაბარების პროცესი დაწყებულია. ეს „ქართულ ოცნებას“ ჩაფიქრებული და მომზადებული ჰქონდა ჯერ კიდევ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, მაგრამ მაშინ ჩვენ აქტიურად ჩავერთეთ საარჩევნო პროცესში და „ქართულ ოცნებას“ არ მივეცით ხელისუფლების გადაბარების საშუალება, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი ციხეს მალე დატოვებს. „ამ დღიდან მოყოლებული, ჩვენ გამალებით გვებრძვის „ქართული ოცნება“ და მუდმივად გვიყალბებს შედეგებს. ყველას ესმის, რომ წარმოუდგენელია ჩვენ პარტიას ჰქონდეს 1,5 პროცენტი. ჩვენ წლებია მუდმივად ვამხელთ „ქართულ ოცნებას“ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ გაცოცხლებას და საბოლოო ჯამში, ხელისუფლების გადაბარებაში. 20 ქალაქში მეორე ტურია გამოცხადებული და…

მეტი...

“სააკაშვილმა სასჯელი ბოლომდე უნდა მოიხადოს და მოიხდის!” – ირაკლი კობახიძე

არავითარ ბერკეტებზე საუბარი არ იქნება, სააკაშვილმა სასჯელი ბოლომდე უნდა მოიხადოს და მოიხდის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას იმის შესახებ, რა ბერკეტები შეიძლება ჰქონდეს უკრაინის პრეზიდენტს ვლადიმერ ზელენსკის მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. კობახიძემ ასევე ისაუბრა ოპოზიციის გაჯანსაღების პროცესზე და აღნიშნა, რომ ამის საუკეთესო შესაძლებლობაა იმ პირობებში, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ „ბელადი“ ციხეშია. „ეს უნდა იყოს თანმიმდევრული პროცესი და ამისთვის, ბუნებრივია, ყველა ლეგიტიმური ინსტრუმენტი უნდა გამოვიყენოთ. იმ პირობებში, როდესაც მათი ბელადი დამსახურებულად ციხეშია 9 წლის შემდეგ, რაც მას კონკრეტული სასჯელი შეეფარდა, ამის საუკეთესო შესაძლებლობა არსებობს და შესაბამისად, ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ“,…

მეტი...

“გახარია ბოლივით აორთქლდა” – ირაკლი კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გიორგი გახარიას პარტიასთან “ქართული ოცნების” თანამშრომლობას გამორიცხავს. კობახიძე დარწმუნებულია, რომ პარტია “საქართველსთვის” მალე ჩამოიშლება. “გახარიას პარტიასთან, მოღალატეს პარტიასთან, რა თქმა უნდა, გამორიცხულია თანამშრომლობა, მაგრამ რაც შეეხება მის პოლიტიკურ პარტიას, ის აუცილებლად მოიშლება ერთი მარტივი მიზეზის გამო: ჩვენ ვაანონსებდით, რომ არჩევნების შემდეგ ეს ადამიანი დაემალებოდა საზოგადოებას და თქვენ იცით, რომ მეორე დღეა არჩევნების დასრულების შემდეგ და ის უბრალოდ არ ჩანს, ელემენტარული, მადლობაც არ უთხრა იმ 100 000 ადამიანს, ვინც მის პარტიას დაუჭირა მხარი. ბოლივით აორთქლდა, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ მან ყველაზე კარგად იცის, რომ…

მეტი...

“სააკაშვილი ბულვარში სეირნობდა, პატრულმა გააჩერა, დააჯარიმა და ვერ იცნეს” – ეკა ხერხეულიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ეკა ხერხეულიძე „მთავარი არხის“ ეთერში აცხადებს, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ბათუმში ყოფნის დროს პატრულმა გააჩერა, დააჯარიმა, მაგრამ ვერ იცნო. „სააკაშვილმა მითხრა ბათუმის კამერებიდან მგონია რომ გამომყვნენო და ეს მგონია რეალური მიზეზი, რომ ის დაიჭირეს. მითხრა, რომ ბულვარშიც იარა და საერთოდ პატრულმა გააჩერა, დააჯარიმა და ვერ იცნეს. ჰყავთ მძღოლი დაჭერილი და ჰკითხონ. პატრულმა გააჩერა, დააჯარიმეს, რაღაც სიჩქარის გამო… და მიშა ამბობს ესეც იქნება კამერებზეო. ბათუმზე ძალიან გულდაწყვეტილია…“, – აცხადებს ეკა ხერხეულიძე.

მეტი...

ევაკუაცია ქუთაისში – სავაჭრო ცენტრში ხანძარი გაჩნდა

ქუთაისში, სავაჭრო ცენტრ “ქარვასლაში” ევაკუაცია გამოცხადდა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ერთ-ერთ მაღაზიაში გაჩნდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ხანძარი მაღაზიაში დანთებული სანთლიდან გაჩნდა, ასევე ვარაუდობენ, რომ ცეცხლი სადენებს გაუჩნდა.  ადგილზე მეხანძრე – მაშველები არიან მობილიზებული. მიმდინარეობს ხანძრის ლიკვიდაცია.

მეტი...

მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ექსტრადირებაზე უარს იტყვის

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, გიორგი ჩივიაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ექსტრადირებაზე უარს იტყვის. ამის შესახებ მან რუსთავის #12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა. „ჩვენ დღეს მოგვეცა შესაძლებლობა გვენახა მიხეილ სააკაშვილი, ვინაიდან დაკავების მომენტში ჩვენ ამის შესაძლებლობა არ გვქონდა. დაემთხვა შაბათ-კვირა. ის არის მხნედ. აგრძელებს შიმშილობას და მიაჩნია, რომ ამ ფორმით გამოხატავს ბრძოლის გაგრძელებას. მისი პოზიცია არის, რომ ბრძოლა გრძელდება. ის, რომ არის პოლიტიკური პატიმარი, ეს ცხადზე ცხადია. შესაბამისად, გრძელდება მისი გადმოსახედიდან ყველაფერი. მისი შეფასებით, არჩევნებზე კარგი შედეგებია. ასე რომ, რაღაც განსაკუთრებული სხვა ტიპის მესიჯები მისგან არ მიგვიღია. რაც შეეხება ექსტრადირების საკითხს, მიხეილ სააკაშვილის პოზიცია ამ საკითხთან…

მეტი...

მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოყვანის საქმეზე კიდევ ორი პირი დააკავეს

მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოყვანის საქმეზე კიდევ ორი პირი დააკავეს. გამოძიება მათ დანაშაულის დაფარვის ედავება. “დაკავებულია კიდევ ორი პირი დანაშაულის დაფარვის ფაქტზე, რის შესახებაც საზოგადოებისთვის უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. თავად მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის შემოსვლის მარშრუტი არის გამოძიებისთვის ცნობილი და მიმდინარეობს გამოძიება. ასევე, დაწყებულია გამოძიება 344-ე მუხლით, რაც გულისხმობთ მიგრანტის სახელმწიფო საზღვარზე უკანონო შემოყვანას და სათანადო პირობების შექმნას,” – აცხადებს პროკურორი ლევან ვეფხვაძე.

მეტი...

„ქოცური“ ხელისუფლების დღეები დათვლილია” – მიხეილ სააკაშვილი

არათუ მხოლოდ არ მოვდუნდით, არამედ კიდევ უფრო მეტად ვიბრძოლეთ. „ქოცური“ ხელისუფლების დღეები დათვლილია, – ამის შესახებ მსჯავრდებულის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართვაშია აღნიშნული, რომელსაც ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი ავრცელებს. როგორც წერილშია ნათქვამი, „ნაციონალურ მოძრაობას” ბოლო რეფერენდუმზე „ძალიან მაგარი შედეგი აქვს”. „ძალიან მაგარი შედეგები გვაქვს ამ ბოლო რეფერენდუმზე. ადგილობრივ არჩევნებში ეს მთავრობა ყოველთვის იგებდა უმარტივესად, ზედმეტი დაძაბვაც არ სჭირდებოდათ ხოლმე. ახლა, როცა ეგონათ, რომ საბოლოოდ გატეხეს ხალხი, ყველა დიდ ქალაქში არის მეორე ტური, აქედან რამდენიმეში წინ არის „ნაციონალური მოძრაობა”. ეს ნიშნავს მხოლოდ ერთს – არათუ მხოლოდ არ მოვდუნდით, არამედ კიდევ უფრო მეტად ვიბრძოლეთ. „ქოცური“…

მეტი...

“ნუ ნერვიულობთ, წინ კიდევ ბევრი ნერვიულობა გელით” – წულუკიანი ჟურნალისტს

ვიცე-პრემიერმა და კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავარი არხის ჟურნალისტს, რომელიც მთავრობის სხდომაზე მისთვის კითხვის დასმას ცდილობდა ასეთი სიტყვებით მიმართა: “განერვიულებულია მთავარი არხის ჟურნალისტი, იმიტომ რომ დამარცხდა და ნუ გწყინთ. ნუ ნერვიულობთ, წინ კიდევ ბევრი ნერვიულობა გელით” – უთხრა მან ჟურნალიტს. წულუკიანის თქმით, წინ 30 ოქტომბერია, მეორე ტური და ჟურნალისტს ურჩია რომ “ცოტა ნერვები შემოინახოს”. კითხვაზე, როდის დააბრუნებს ის მთავარი არხის მიკროფონს, წულუკიანი პასუხობს, რომ ჟურნალისტ ემა გოგოხიას ის შეუძლია ნებისმიერ დროს წაიღოს. “ქალბატონ ემას შეუძლია ეს მიკროფონი ჩემგან ნებისმიერ დროს წაიღოს. ან მე თუ მოვხვდები სამეგრელოში, რა თქმა უნდა, ის…

მეტი...

თაკო ჩარკვიანმა მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად ჩამოსულ ემიგრანტებთან ერთად ბრიფინგი გამართა

პარტია “კანონი და სამართალის” ლიდერმა მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად ჩამოსულ ემიგრანტებთან ერთად ბრიფინგი გამართა. თაკო ჩარკვიანის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით ემიგრანტებმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. პარტიის ლიდერი მოქალაქეებს მოუწოდებს დღეს მათ რუსთავის ციხესთან დაანონსებულ აქციას შეუერთდნენ.

მეტი...

“გახარია რთული დილემის წინაშე დგას… მისი ამომრჩეველი “ოცნებას” უფრო უჭერს მხარს, ვიდრე ენმ-ს” – მიხეილ სარჯველაძე

“ქართულ ოცნებაში” მიიჩნევენ, რომ ექსპრემიერი გიორგი გახარია რთული დილემის წინაშე დგას, რადგან მისი ამომრჩეველი პოტენციურად “ქართული ოცნების” მიმართ უფროა პოზიტიურად განწყობილი, ვიდრე “ნაციონალური მოძრაობის.” მიხეილ სარჯველაძის შეფასებით, იმ შემთხვევაში, თუ გიორგი გახარია საწინააღმდეგოდ მოიქცევა და მეორე ტურში ენმ-ს დაუჭერს მხარს, ეს ვერ იქნება თანხვედრაში თავისი ამომრჩევლის განწყობებთან.  “ბატონი გახარია, ჩემი აზრით დგას ძალიან რთული დილემის წინაშე, აქამდეც იდგა, მაგრამ გაცილებით გაურთულდა საქმე. მისი საკუთარი ელექტორატის განწყობა, მერწმუნეთ, ერთმნიშვნელოვნად არის საიმისოდ, რომ მეორე ტურში მათ პოტენციურად მხარი დაუჭირონ “ქართულ ოცნებას”. ეს პოტენციურად ის ელექტორატია, რომელიც “ქართული ოცნების” მიმართ უფროა პოზიტიურად განწყობილი, ვიდრე…

მეტი...

მსჯავრდებულებმა ირაკლი ფირცხალავამ და გიორგი ცააძემ მიხეილ სააკაშვილისთვის სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა დაიწყეს

ე.წ. კორტების საქმეზე მსჯავრდებულებმა ირაკლი ფირცხალავამ და გიორგი ცააძემ მიხეილ სააკაშვილისთვის სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა დაიწყეს. შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს თბილისში დააკავეს, რუსთავის ციხეში გადაყვანის შემდეგ კი მან შიმშილობა დაიწყო. რაც შეეხება ირაკლი ფირცხალავასა და გიორგი ცააძეს, ისინი სასჯელს ე.წ. კორტების საქმეზე იხდიან. ცნობისთვის, 2006 წლის 2 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის მიერ კორტებთან ჩატარებულ სპეცოპერაციას ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსნადრე ხუბულოვის სიცოცხლე ემსხვერპლა. სპეცოპერაციიდან 9 წლის შემდეგ, 2015 წლის 2 თებერვალს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისა და განზრახ უკანონო დაკავების ბრალდებებით 11 ყოფილი და მოქმედი პოლიციელი დააკავა. მათგან ირაკლი ფირცხალავასა და გიორგი ცააძეს…

მეტი...

ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით 8 წლის ბავშვი გარდაიცვალა

სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში კორონავირუსით 8 წლის ბავშვი გარდაიცვალა.  საქართველოში ვაქცინაციის საგანგაშოდ დაბალი მაჩვენებელია – ქვეყანაში, ბოლო მონაცემებით, ერთ დღეში მხოლოდ 4 124 აცრა ჩატარდა. რაც შეეხება კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობას, ვირუსს კიდევ 30 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაინფიცირდა 867 პირი, გამოჯანმრთელდა 1877 პაციენტი.

მეტი...

“სრული უფლება ჰქონდა, სამშობლოში დაბრუნებულიყო, მის მიმართ ბრალდებები უსაფუძვლოა” – ევროპარლამენტარები სააკაშვილზე

ევროპარლამენტის კონსერვატორებისა და რეფორმისტების ფრაქცია (ECR) საქართველოს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ECR ღრმად შეშფოთებულია საქართველოს პროდასავლელი პრეზიდენტისა და ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავებით. “ბატონ სააკაშვილს სრული უფლება ჰქონდა დაბრუნებულიყო მის სამშობლოში. ბრალდებები, რომლებიც მმართველ პარტიას მის წინააღმდეგ აქვს წარდგენილი სრულიად უსაფუძვლოა. ქართველ ხალხს სრული უფლება აქვს თავიანთი ლიდერი თავად აირჩიონ. პოლიტიკოსებმა საკითხები თავისუფლად უნდა განიხილონ და არა ციხიდან გამოგზავნილი წერილებით. ბატონ სააკაშვილს აქვს შთამბეჭდავი ისტორია, როგორც საქართველოს რეფორმატორს, რომელმაც ქვეყანა დემოკრატიის გზაზე დააყენა. ცხადია, რომ ბატონი სააკაშვილის პროევროპულ და პროტრანსატლანტიკურ პოზიციას, საქართველოში ავტორიტარული…

მეტი...

“სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ 12.3 პროცენტი შეადგინა” – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.2 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 12.3 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, საქსტატის ცნობით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2021 წლის სექტემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.3 პროცენტი შეადგინა, თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის2 მაჩვენებელი ასევე 6.3 პროცენტით განისაზღვრა. „ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: განათლება – ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.3 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.18 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა დონით განუსაზღვრელი განათლების (16.8 პროცენტი), საშუალო განათლების (6.6 პროცენტი) და სკოლამდელი და…

მეტი...

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთი ოჯახის საცხოვრებელ სახლში ორი ხელყუმბარა შეაგდეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში, ერთ-ერთი ადგილობრივის – იმზარ მამედოვის საცხოვრებელ სახლში ორი ხელყუმბარა შეაგდეს. შემთხვევა გამთენიისას მოხდა. ადგილობრივების თქმით, ასაფეთქებელმა მოწყობილობამ დააზიანა სახლის ეზოში მდგარი ერთი ავტომობილი. შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა. ერთ-ერთი ვერსიით, ფაქტი სადავო ბიზნეს წილების გაყოფას უკავშირდება. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. ფაქტზე გამოძიება 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და 188-ე მუხლით მიმდინარეობს. 

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 30 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 30 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე გამოქვეყნდა. დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 867 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 877 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. გუშინ საქართველოში კორონავირუსის 1 164 შემთხვევა გამოვლინდა, 2 292 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 33 კი გარდაიცვალა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 867 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 877 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 867 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 877 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 30 პაციენტი. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: ბოლო 14 დღის – 5.42%, ბოლო შვიდი დღის – 4.94%. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 618 620 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 591 668 გამოჯანმრთელდა, 9 068 კი, გარდაიცვალა. ამასთან, 3 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 1 164 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 292 პაციენტი.

მეტი...

„გორის ეპისკოპოსის ღვთისმოსაობას ებარებოდეთ“ – ირაკლი ოქრუაშვილი

„ხინჩეგაშვილი რომ წერა-კითხვის უცოდინარია ყველაზე მეტად მისმა ამომრჩეველმა იცის, მაგრამ მათი “გამტყუნება” არასწორია, რადგან ენმ-მა არანაკლები ერთუჯრედიანი შესთავაზა ამომრჩეველს,“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ირაკლი ოქრუაშვილი წერს. „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი თვლის, რომ ორივე მხარემ სუსტი კანდიდატი შესთავაზა გორის ამომრჩეველს: „გორელებზე ღადაობას რაც შეეხება ხინჩეგაშვილის არჩევის გამო! ხინჩეგაშვილი რომ წერა-კითხვის უცოდინარია ყველაზე მეტად მისმა ამომრჩეველმა იცის, მაგრამ მათი “გამტყუნება” არასწორია, რადგან ენმ-მა არანაკლები ერთუჯრედიანი შესთავაზა ამომრჩეველს. როდესაც ასეთი არჩევანის წინაშე დგები ანუ ორი შტერიდან უნდა აირჩიო, მარტივად, ციფრებს შორის აკეთებ არჩევანს, უფრო მეტიც, “გლეხური ვირეშმაკობით” იღებ გადაწყვეტილებას. სულ სხვა პრობლემაა, რომ…

მეტი...

„ჭავჭავაძის გამზირი უფრო მეტად უნდა დაგევიწროვებინა „ქლიბო“ – ოქრუაშვილი კალაძეს

პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ დამფუძნებელი ირაკლი ოქრუაშვილი, სოციალურ ქსელში კახა კალაძის ციტატას აქვეყნებს, – „შეიძლება რაღაც დავაკელი“- ოქრუაშვილი ჭავჭავაძის გამზირზე მიანიშნებს: „ჭავჭავაძის გამზირი უფრო მეტად უნდა დაგევიწროვებინა ქლიბო და თან ისე, რომ მარტო წაღმა-უკუღმა კი არა, რვიანებით რომ გვევლო,“ – წერს ოქრუაშვილი.

მეტი...

ბაღებში სააღმზრდელო პროცესი განახლდა

დღეიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით საჯარო და კერძო ბაღები მუშაობას განაახლებენ. როგორც ბაღების სააგენტოში აცხადებენ, საქართველოს მასშტაბით არსებულ ყველა ბაგა-ბაღში კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ყველა რეგულაცია და სამედიცინო პროტოკოლი ზედმიწევნით იქნება დაცული. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, კერძო და საჯარო საბავშვო ბაღებში სწავლა 31 აგვისტოდან შეზღუდული იყო. ამასთან, საჯარო და კერძო სკოლებში სწავლა საკლასო ოთახებში ასევე დღეიდან განახლდა.

მეტი...

2022 წლის იანვრიდან პენსია იზრდება

2022 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, იანვრიდან ასაკობრივი პენსია იზრდება. ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის მიხედვით, მომავალ წელს საპენსიო უზრუნველყოფისთვის დაიხარჯება 2.885 მილიარდი ლარი (გაზრდილია 285.0 მლნ ლარით), რაც გამოწვეულია მათ შორის, საპენსიო ასაკის მოსახლეობისათვის „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო პენსიის ზრდის ინდექსაციის წესის შესაბამისად, ეკონომიკურ პარამეტრებზე დაყრდნობით პენსიის გადაანგარიშებით. კერძოდ, არსებული გეგმის მიხედვით, 2022 წლის იანვრიდან 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის გასაცემელი თანხა 20 ლარით, 260 ლარამდე გაიზრდება. ამავე კანონის მიხედვით, 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის პენსია 25 ლარით იზრდება და 2022 წლის იანვრიდან 300 ლარით განისაზღვრება. რაც შეეხება…

მეტი...

დღეს მიხეილ სააკაშვილი ადვოკატებს შეხვდება

საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს დღეს ადვოკატები პირველად შეხვდებიან.  უფლებადამცველები რუსთავში მდებარე სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებაში რამდენიმე წუთში მივლენ.  დღეს ადვოკატები, ასევე შეხვდებიან ბინის მესაკუთრეს, სადაც მიხეილ სააკაშვილი დააკავეს. მას ბრალი დანაშაულის დაფარვისთვის აქვს წარდგენილი.

მეტი...

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა, საქართველოში აკრედიტებული ევროკავშირის ქვეყნების საელჩოებთან კოორდინაციით, ადგილობრივი არჩევნების პირველი ტურის შემდეგ კომენტარს აქვეყნებს. „2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი არჩევნები ჩატარდა. ევროკავშირი აფასებს, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ამ არჩევნებში ხმის მიცემის დემოკრატიული უფლება გამოიყენეს და აგრეთვე მადლიერებას გამოხატავს თავისი საქმისადმი თავდადებული საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლების და დამკვირვებლების მიმართ, COVID-19 პანდემიის რთული კონტექსტის გათვალისწინებით. ჩვენ მივესალმებით იმ ფაქტს, რომ საქართველოში სრულმასშტაბიანი საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისია ჩამოვიდა. ამ მისიამ დაასკვნა, რომ არჩევნები ზოგადად კარგად იყო ადმინისტრირებული – თუმცა გამძაფრებული პოლარიზაციით ხასიათდებოდა. საარჩევნო სუბიექტებს შესაძლებლობა ჰქონდათ საარჩევნო კამპანია თავისუფლად და კონკურენტულ გარემოში წარემართათ და რომ არჩევნების დღე…

მეტი...

“მოვუწოდებთ პარტიებს, სიტუაციის შემდგომი პოლარიზაციის მცდელობებისგან თავის შეკავებისკენ” – აშშ-ს საელჩო

აშშ-ს საელჩო საქართველოში ჩატარებულთვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. აშშ-ს საელჩო მოუწოდებს პარტიებს, პოლიტიკური სიტუაციის შემდგომი პოლარიზაციის მცდელობებისგან თავის შეკავებისკენ. საელჩოს შეფასებით, არჩევნების მეორე ტური არის შესაძლებლობა, რომ გაუმჯობესდეს პროცესი. „ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ულოცავს ქართველს ხალხს, ათასობით საარჩევნო მუშაკსა და ადგილობრივ პროფესიონალ დამკვირვებელს, ვინც მონაწილეობდა 2 ოქტომბრის არჩევნებში. ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა კოვიდ პანდემიის მიუხედავად, გამოხატავს ქართველი ხალხის მტკიცე ერთგულებას დემოკრატიისა და საქართველოს ევროატლანტიკური გზის მიმართ. მუნიციპალური არჩევნები მნიშვნელოვანია, რადგან ყველაზე მეტად, ადგილობრივ დონეზეა შესაძლებელი უშუალოდ დაკმაყოფილდეს მოქალაქეთა საჭიროებები და ინტერესები მათ მიერ არჩეული წარმომადგენლების მიერ. საქართველოს მოქალაქეებს ხშირად გამოუთქვამთ სურვილი, ჰქონდეთ…

მეტი...

მოსწავლეები დღეს სკოლებს უბრუნდებიან

თითქმის 3-კვირიანი ონლაინფორმატში სწავლების შემდეგ, მოსწავლეები დღეს სკოლებს უბრუნდებიან. უწყებათაშორისი საბჭოს ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირველკლასელთათვის. სწავლის დაწყებამდე, ბავშვების უსაფრთხოებისთვის, ყველა სკოლამ ვაქცინირებული თანამშრომლებისა და მშობლების შესახებ ინფორმაცია შეკრიბა. საკლასო ოთახებში მოსწავლეების მისაღებად, სხვა სასწავლებლების მსგავსად, სრულ მზადყოფნაშია თბილისის ერთ-ერთი ყველაზე დიდი, 221-ე სკოლა, სადაც 1700 მოსწავლე სწავლობს, მათგან 400 პირველკლასელია. “ყველა პირველკლასელს ვულოცავ სასწავლო წლის დაწყებას, ასევე, ყველა მოსწავლეს, რომელიც დაუბრუნდება სასწავლო პროცესს საკლასო ოთახში. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა სკოლა არის მზად იმისთვის, რომ დაიცვას ყველა ის რეგულაცია და წესი, რომელიც დადგენილია ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან, ასევე აღჭურვილია ყველა იმ საჭირო რესურსით,…

მეტი...

„დუისში მეორე ტურია დანარჩენ სოფელბში სუფთად მოგებული” – მალხაზ მაჩალიკაშვილი

„თქვენ სულ მალე დასრულდებით “ქოცთა ხროვა” მერწმუნეთ,“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში მალხაზ მაჩალიკაშვილი წერს. შვილმოკლული მამა თვლის, რომ „ოცნება“ დამარცდა დედაქალაქში: „გეყოფათ ბლაყუნი და აზრზე მოდით, თქვენ თბილისი წააგეთ და ამით დასრულდით კიდეც, მეორე ყველაზე თქვენთვის მიუღებელი და ასევე თქვენთვის ყველაზე სულის მხუთავი წაგების შემთხვევაში პანკისის ხეობა მოგებულია. ჩემთან დუისში მეორე ტურია დანარჩენ, სოფლებში სუფთად მოგებული, ამისთვის მადლობა ჩემს ყველზე ღირსეულ უღალატო ძმას კარლო მუხაურს და იმ ყველა მხარდამჭერს, „ალლაჰ რეზ ხილვ მასაარან, რომლებმაც ღირსება უფრო მაღალ საფეხურზე დააყენა, ვიდრე შიში, თქვენ სულ მალე დასრულდებით “ქოცთა ხროვა” მერწმუნეთ,“ – წერს მაჩალიკაშვილი.

მეტი...