კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტლიზაციაზე იმსჯელა, თუმცა, ეს დღეს არ მოხდება

პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კონსოლიუმმა შეაფასა. როგორც მესამე პრეზიდენტის პირადი ექიმი აცხადებს, ჰოსპიტალიზაციის საჭიროება დღეს არ არსებობს. როგორც ნიკოლოზ ყიფშიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა,  პრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობა „განსაკუთრებით ცუდისკენ არ შეცვლილა“. „გადაყვანის შესაძლებლობის თაობაზე საუბარი იყო, მაგრამ არა დღეს.  3-4 საათის განმავლობაში გავეცანით ანალიზების პასუხებს. ზუსტად ისეთივე მდგომარეობაა, რაზეც ვსაუბრობდი, არაფერი განსაკუთრებით უარესობისკენ არ შეცვლილა“, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ მედიასთან. დღეს, მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის მე-19 დღეა. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ ყოფილი პრეზიდენტი ციხის საავადმყოფოში მოათავსონ.

მეტი...

„უნდა მოვიგოთ მეორე ტური, ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია“ – ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია არჩევნების მეორე ტურებში გამარჯვება. როგორც კობახიძემ მედიასთან განაცხადა, დამაჯერებელი გამარჯვება უნდა აღნიშნონ. „ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ოცივე მუნიციპალიტეტში, მათ შორის, ოზურგეთში არჩევნების მოგება. ეს არჩევნები სუფთად, სამართლიანად უნდა ჩატარდეს. ასეთ არჩევნებში უნდა მოვიგოთ მეორე ტური. თუ რაიმე აქცია დაიგეგმება, ამაზეც გვქონდა მსჯელობა და სრული მობილიზაცია გვექნება. თუ ასეთი დაიგეგმება, ეს იქნება პირველ რიგში გამარჯვების აქცია“ – განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტებთან.

მეტი...

„პირისპირ! ზიზღისა და შეურაცხყოფების გარეშე“ – მელია კალაძეს ისევ იწვევს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თბილისის მერობის კანდიდატი ნიკანორ მელია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატ კახა კალაძეს  დებატებში იწვევს. განცხადებას მელა საკუთარ სოციალურ ქსელშია ქვეყნებს. „კოალიციური პროგრამა და მრავალპარტიული გუნდი თბილისის სწრაფი განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპი გახდება. ამის შესახებ ხვალ დეტალურად ვისაუბრებთ. იქნება ეს 100 – ლარიანი დანამატი პენსიაზე, თუ უფასო კვების პროგრამა თბილისის საშუალო სკოლებისთვის, ქალაქის ეკონომიკური განვითარება ან ინფრასტრუქტურა. ყველაფერი რაც გაცხადდა და ბევრად მეტი დეტალურად ხვალ. ამის პასუხად, თბილისის მოქმედი მერი, თბილისის პრობლემებზე საუბრის ნაცვლად, ბოლომდე გადაეშვა ზიზღის კამპანიაში, რაც ძალიან სამწუხაროა. ვთავაზობ ბატონ კალაძეს ღია დებატებს. საჯაროდ გავაცნოთ თბილისელებს ჩვენი…

მეტი...

“კეთილი ინებონ და აიცრან, ქვეყანა ვერ გაჩერდება იმიტომ, რომ ვიღაცა არ იცრება” – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის მოსაზრებით, როდესაც ქვეყანაში არის საკმარისი ვაქცინა, არავითარ “ლოკდაუნზე” საუბარი არ უნდა იყოს.  მისივე თქმით, მისი პირადი აზრია, რომ შეზღუდვების გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ მაშინ, თუ ჯანდაცვის სექტორი დატვირთვას ვეღარ უძლებს.   “ყველა გათვლებით, იმ შეზღუდვებმა, რაც იყო შარშან გაზაფხულზე, ამ ქვეყანაში, მინიმუმ, 10 000 სიცოცხლე შეინარჩუნა, მაგრამ დღეს სხვა დროა, ვაქცინა არის. შეზღუდვები, რა თქმა უნდა, საჭირო გახდება იმ შემთხვევაში, თუ სამედიცინო სექტორი ვეღარ უძლებს დატვირთვას. დღეს შეზღუდვა საჭირო არის მხოლოდ ამისთვის, რომ სამედიცინო სექტორს მიეცეს ნორმალურად მუშაობის საშუალება. დანარჩენი კი, ვაქცინა ხომ არის?!…

მეტი...

“მომხრე ვარ, არავაქცინირებულ ადამიანებს გართობის სერვისებზე ხელმისაწვდომობა შეეზღუდოთ” – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ის მომხრეა, რომ გარკვეული კატეგორიის ადამიანებისთვის (ძირითადად, პროფესიული ნიშნით) ვაქცინაცია იყოს სავალდებულო. მისივე თქმით, ის მომხრეა იმისიც, რომ არა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სერვისებზე აუცრელ ადამიანებს წვდომა შეეზღუდოთ, მაგრამ, მისივე თქმით, ამ რეგულაციის შემოღებისთვის საჭიროა, ვაქცინირებულთა რიცხვი უფრო მეტად გაიზარდოს.  “ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ მე ვარ მომხრე იმისთვის, რომ გარკვეული კატეგორიის ადამიანებისთვის ეს იყოს სავალდებულო, ამაში არაფერია გასაკვირი, რადგან ასე იქცევა აშშ, ევროპის უამრავი ქვეყანა, სადაც სეგმენტურად, გარკვეული კატეგორიის ადამიანებისთვის, ძირითადად, პროფესიული ნიშნით, სავალდებულოა აცრები. გარდა ამისა, მომხრე ვარ, რომ იყოს გარკვეულ ადგილებში, არა სასიცოცხლოდ…

მეტი...

“მდგომარეობა კრიტიკულია, მაგრამ პოლიტიკურად ყოველდღე უფრო ძლიერდება” – ეკა ხერხეულიძე მიხეილ სააკაშვილზე

“ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ეკა ხერხეულიძემ, რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა და განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია და ყოველდღე მძიმდება, თუმცა პოლიტიკურად გაძლიერდა. “მდგომარეობა კრიტიკულია, შიმშილობის ყოველი ახალი დღე არის მისი ჯანმრთელობის სერიოზული შერყევა, მაგრამ ის ყოველდღე უფრო ძლიერდება პოლიტიკურად. ერთი ადამიანის პოლიტიკური აქტი, არის უპრეცედენტო, ძალიან მნიშვნელოვანი და ვფიქრობ, ამას თავის კვალი საქართველოს ისტორიაში აუცილებლად ექნება. აქვს ძალიან დიდი მოლოდინი 30 ოქტომბერთან დაკავშირებით, მისი გეგმები უკავშირდება ამ დღეს, ყველას მოვუწოდებ შემართებისთვის, სოლიდარობისთვის, კონსოლიდაციისთვის და თბილისის ძალიან დიდი იმედი აქვს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი”, – თქვა ეკა ხერხეულიძემ ჟურნალისტებთან…

მეტი...

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად, ექიმები შევიდნენ

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის  ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად, ექიმები შევიდნენ. მედიკოსებს ციხეში შესვლამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. ექიმთა კონსილიუმი, რომელიც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას შეისწავლის, 6 ექიმისგან შედგება. კონსილიუმის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი, დასჭირდება თუ არა სააკაშვილის ციხიდან ჰოსპიტალიზაცია.  სააკაშვილი მე-19 დღეა შიმშილობს.

მეტი...

“არც ერთ ქვეყანას არ აქვს უფლება, ვეტო დაადოს უკრაინის გაწევრიანებას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში” – ლოიდ ოსტინი

აშშ-ის თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის განცხადებით, არც ერთ ქვეყანას არ აქვს უფლება, ვეტო დაადოს უკრაინის გაწევრიანებას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში. „არც ერთ მესამე ქვეყანას არ აქვს ნატო-ში გაწევრიანებაზე ვეტოს დადების უფლება. უკრაინას აქვს უფლება, გარე ჩარევის გარეშე გადაწყვიტოს თავისი მომავალი საგარეო პოლიტიკა “, – აღნიშნა ოსტინმა. აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ შეერთებული შტატების მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისადმი ურყევია. რაც შეეხება უკრაინის განზრახვას, გახდეს ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი, ოსტინმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს ოფიციალური კიევს თავდაცვის რეფორმის განსახორციელებლად, რაც ხელს შეუწყობს ალიანსის წევრობის კრიტერიუმების მიღებას. „ეს აგრეთვე ითვალისწინებს უკრაინის შესაძლებლობების ზრდას დემოკრატიული…

მეტი...

“ზიზღის დასრულება არც „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა და არც „ქართულ ოცნებას“ – ალეკო ელისაშვილი

შერიგებაზე მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ ან ირაკლი ღარიბაშვილი და „ქართული ოცნება“ გულწრფელად რომ საუბრობდნენ, ბედნიერი ვიქნებოდი, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. როგორც ალეკო ელისაშვილმა აღნიშნა, ამ დაპირისპირებული პოლიტიკური ძალებიდან დიდი სიძულვილი მოდის. „შერიგებაზე მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ ან ირაკლი ღარიბაშვილი და „ქართული ოცნება“ გულწრფელად რომ საუბრობდნენ, ბედნიერი ვიქნებოდი. ჩემზე ბედნიერი კაცი არ იქნებოდა, რომ გულწრფელად უნდოდეთ, ზიზღი დასრულდეს, შევრიგდეთ და საქმეს მივხედოთ. ამ შემთხვევაში საერთოდ გადავიხვეწებოდი და საჯარო სივრცეში თვალით ვერ დამინახავდნენ. ამ დაპირისპირებული პოლიტიკური ძალებიდან ამხელა სიძულვილი მოდის. იტყუებიან – ერთი გამოვა ამბიონზე…

მეტი...

“ჩემი მსხვერპლიც საკმარისია ამ ეტაპზე” – სააკაშვილის მორიგი წერილი

მორიგი წერილი მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისგან – პარლამენტის ფრაქციის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია” წევრმა, ეკატერინე ხერხეულიძემ სააკაშვილის გზავნილი მისი მონახულების შემდეგ გაახმოვანა. “ამ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის ნიშნად შიმშილობენ ასევე სამხედროები და კრიტიკულად შემაშფოთებელია რომა შამათავას ჯანმრთელობის მდგომარეობა,” – განაცხადა ეკა ხერხეულიძემ და ექსპრეზიდენტის მორიგი წერილი გაახმოვანა. “რომა შამათავა არის საქართველოს ეროვნული გმირი. მინდა კი არ გთხოვოთ, არამედ როგორც თქვენმა ყოფილმა უმაღლესმა მთავარსარდალმა, მოგთხოვოთ, რომ შეწყვიტოთ შიმშილობა. ჩემი მსხვერპლიც საკმარისია ამ ეტაპზე. ძმური სიყვარულით, მიხეილ სააკაშვილი,” – წერს მიხეილ სააკაშვილი.

მეტი...

“ნაცობა სირცხვილი არ არის, ნაცობა ბოროტებაა” – მიხეილ ყაველაშვილი

ნაცობა სირცხვილი არ არის, ნაცობა ბოროტებაა. სირცხვილი არის ამ ორგანიზაციასთან ურთიერთობა. არაერთხელ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, თუ გვინდა, დავასრულოთ ამ ქვეყანაში პოლარიზაცია, აუცილებელია, ბოროტება დამთავრდეს ამ ქვეყანაში და ბოროტება არის „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან ურთიერთობა, – ამის შესახებ საპარალამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, იმ პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებიც ეთანხმებიან, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იყო რეჟიმი და მაინც მათთან თანამშრომლობენ, უნდა გააცნობიერონ, რომ ორმაგი სტანდარტით მუშაობა პოლიტიკურ სივრცეში არ შეიძლება. „იმ პარტიებმა, რომლებიც ვერ აცნობიერებენ და კარგავენ ამომრჩეველს, როგორც კი ურთიერთობაში შედიან „ნაციონალურ მოძრაობასთან“, უნდა გააცნობიერონ, რომ თუ იმას…

მეტი...

“ფაქტია, რომ ვიღაცების თავში მსგავსი ავადმყოფური აზრები ტრიალებს და გადამდებიცაა” – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

პირველი სატელევიზიო კომენტარი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსის შემდეგ – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე განმარტავს სტატუსის შინაარსს, სადაც ის წერდა, რომ სინოდის ერთ-ერთი წევრის დაფინანსებით, თეოლოგები გოჩა ბარნოვი და თამარ მესხი მსოფლიო პატრიარქთან შესახვედრად მიემგზავრებიან. დეკანოზი მიიჩნევს, რომ მათ დაგეგმილი აქვთ ბართლომეოს პირველთან თქვან, რომ თუ “ნაციონალური მოძრაობა” და სააკაშვილი ხელისუფლებაში მოვა, საქართველოს ეკლესია, უკრაინის ახლად შექმნილი ეკლესიის ავტოკეფალიას აღიარებს.  “გვაქვს ინფორმაცია, რომ მსგავსი ნაბიჯის გადადგმა მოფიქრებული აქვთ. არ ვიცი, ამას რამდენად შეძლებენ და შეასრულებენ, ან ის ფორმატი თუ მისცემთ საშუალებას, რომ ამისთანა აბსურდულ რამეზე ელაპარაკონ ასეთი მარალი სტატუსის მქონე ადამიანს, მაგრამ, ფაქტია, რომ ვიღაცების…

მეტი...

“ბატონ მელიას ისიც ვერ გაურკვევია, რომ სკოლები მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არ არის” – კახა კალაძე

ბატონ მელიას ისიც ვერ გაურკვევია, რომ სკოლები მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არ არის, ეს არის განათლების სამინისტროს საქმე, – ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, როგორ შეაფასებს ის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატის ნიკა მელიას განცხადებას, რომ სკოლებში კვება უფასო უნდა იყოს. როგორც კალაძე აღნიშნავს, აღნიშნული განცხადება ტყუილი დაპირებაა. “ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. ბატონ მელიას ისიც ვერ გაურკვევია, რომ სკოლები მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არ არის, ეს არის განათლების სამინისტროს საქმე. მუნიციპლიტეტს რაც შეეხება, უამრავი მიმართულებით შეიძლება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, არა ის ტყუილი დაპირებები რაც ვნახეთ”,-აღნიშნავს კალაძე.

მეტი...

“ნიკა მელია ცდილობს, თბილისელები მოატყუოს” – ირაკლი კობახიძე

ნიკა მელია ცდილობს, თბილისელები მოატყუოს, პენსიების გაზრდასა და სკოლებში უფასო კვებას სჭირდება მილიონობით ლარი, საკითხავია, თანხას რას აკლებს, ჯანდაცვას, თუ სხვა მიმართულებებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისივე თქმით, მელიამ იცის, რომ რეალურად არჩევნების მეორე ტური წაგებული აქვს და ირაკლი კობახიძის თქმით, ეს არის სასოწარკვეთილი ნაბიჯი. „ცდილობს, ხალხი, თბილისელები მოატყუოს. სრული აბსურდია, რაც წერია ბანერებზე, მათ შორის პენსიებზე. ერთი, რომ კანონით მას ამის უფლება არ აქვს და მეორე, ამას სჭირდება 240 მილიონი ლარი. იგივე ეხება სკოლებსაც. კანონით არ აქვს ამის გაკეთების უფლება და სჭირდება დამატებით 100…

მეტი...

პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

დაპირისპირება პარლამენტის სხდომათა დარბაზში – პოლიტიკურ განცხადებებს დეპუტატებს შორის სიტყვიერი კამათი მოჰყვა. ერთმანეთს ალუდა ღუდუშაური და მამუკა ხაზარაძე დაუპირისპირდნენ. პარტია “ლელოს” ლიდერის გაღიზიანება, ალუდა ღუდუშაურის განცხადებებმა გამოიწვია. ვითარება მანდატურემა განმუხტეს. ალუდა ღუდუშაური “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდზე საუბრობდა, რამაც მამუკა ხაზარაძის გაღიზიანება გამოიწვია. როგორც ხაზარაძემ თქვა, ღუდუშაურის განცხადებები შეურაცხმყოფელი იყო.  “იოტისოდენა გამბედაობა და საკუთარ თავში ძალა იპოვეთ, ნახევარი საქართველო რომ ჰყავდათ დაჭერილი, ახლა უტიფრობას თავი დაანებეთ. ხალხს ყველაფერი ახსოვს კარგად. უტიფრები ხართ ყველანი,”- მიმართა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ალუდა ღუდუშაურმა მამუკა ხაზარაძეს. 

მეტი...

“ახლა მათი ბელადი არის ციხეში, 3 წელი არ იქნება არჩევნები, შესაბამისად, გვაქვს უნიკალური შანსი, საბოლოოდ დავამთავროთ „ნაცმოძრაობა“ – ირაკლი კობახიძე

ახლა მათი ბელადი არის ციხეში, 3 წელი არ იქნება არჩევნები, შესაბამისად, გვაქვს უნიკალური შანსი, საბოლოოდ დავამთავროთ „ნაცმოძრაობა“, – ამის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბათუმში, ჟურნალისტებს „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განუცხადა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ქართულ პოლიტიკაში მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებს. “ნაციონალური მოძრაობის“ დამთავრებას რაც შეეხება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა ქართული დემოკრატიისთვის. გეთანხმებით, რომ “ნაციონალური მოძრაობა“ დღემდე საკუთარ თავს ინარჩუნებდა, ამის საშუალებას მათ აძლევდა სხვადასხვა ფაქტორი, მათ შორის ის, რომ სააკაშვილი წარმართავდა პროცესებს კიევიდან თავისი მოპარული ფულით. დღეს ის არის ციხეში, ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტორი და მეორე, ყოველ წელს პოლარიზებული იყო არჩევნები, როგორც…

მეტი...

“გაკეთებული საქმეები მიმაგრებს ზურგს, რომ თბილისელებს ვთხოვო მხარდაჭერა” – კახა კალაძე

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე კულტურის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა და კიდევ ერთხელ გააცნო საარჩევნო პროგრამის მთავარი მიმართულებები. კახა კალაძემ ასევე ისაუბრა საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობაზე. „მინდა, კიდევ ერთხელ შევახსენო საზოგადოებას, რას პირდება კახა კალაძე ქალაქს, რისი გაკეთება სურს, როგორ წარმოუდგენია ქალაქის განვითარება და როგორი წარმოუდგენია თბილისი ოთხი წლის შემდეგ. მთელი წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში ბევრი ვისაუბრეთ ამ ყველაფერზე. ვსაუბრობდით მომავალზე, არსებულ გამოწვევებზე, როგორ უნდა ვუპასუხოთ ამ გამოწვევებს, რა პროექტები უნდა განვახორციელოთ, განსხვავებით ჩვენი ოპონენტებისგან, რომლებსაც საერთოდ, თბილისი არ უხსენებიათ, საარჩევნო პროგრამაზე ხომ ზედმეტია საუბარი. ისინი დაკავებული იყვნენ ჩემი ლანძღვით, ჩემი…

მეტი...

“ყველა საკრებულოში ჩვენ მოვახერხებთ სტაბილური უმრავლესობის ფორმირებას” – ირაკლი კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი პარტია თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში დამაჯერებლად გაიმარჯვებს. “ნაცმოძრაობას” არსად არ აქვს უმრავლესობა, არცერთ საკრებულოში. რაც შეეხება საკრებულოებს, ყველაში საბოლოო ჯამში, ჩვენ მოვახერხებთ სტაბილური უმრავლესობის ფორმირებას. ამისთვის საჭიროა 30 ოქტომბერს ამომრჩევლების სრული მობილიზაცია. ჩვენ უკვე მოვიგეთ 64-დან 44 მუნიციპალიტეტში არჩევნები, 20-ში დაგვრჩა მოსაგები, როგორც კი მოვიგებთ და დასრულდება არჩევნების მეორე ტური, მივიღებთ რა მოცემულობას – მოვიგეთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები სრულად, ასევე, მოგებული გვექნება მათ მიერ გამოცხადებული ე.წ. რეფერენდუმი, მათი ბელადი არის ციხეში. შესაბამისად, ყველანაირი წინაპირობა იქმნება იმისათვის, რომ შემდეგი სამი წლის განმავლობაში ქვეყანა სრულიად…

მეტი...

“აშშ-ის თავდაცვის მდივანთან, სრული პასუხისმგებლობით გიდასტურებთ, რომ პატიმრებზე, მათ შორის არც პატიმარ სააკაშვილზე არავითარი საუბარი არ გვქონია” – პრემიერი

ირაკლი ღარიბაშვილმა, აშშ-ის თავდაცვის მდივანთან შეხვედრაზე საუბრისას განაცხადა, რომ პატიმრებზე, მათ შორის არც პატიმარ სააკაშვილზე, არავითარი საუბარი  ლოიდ ოსტინთან არ ყოფილა.  პრემიერის თქით, აშშ-ის თავდაცვის მდივანთან ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა ჰქონდა. “სრული პასუხისმგებლობით გიდასტურებთ, რომ აშშ-ის თავდაცვის მდივანთან შეხვედრისას, ჩვენ პატიმრებზე, მათ შორის არც პატიმარ სააკაშვილზე არავითარი საუბარი არ გვქონია. გუშინ მთავარი მოვლენა იყო ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის თავდაცვის მდივნის პირველი ვიზიტი რეგიონში და მოგეხსენებათ, იგი მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში ჩამოვიდა; ეს, რა თქმა უნდა, არის უპირველესად დადასტურება ჩვენს შორის არსებული უმაღლესი დონის თანამშრომლობისა და პარტნიორობისა, ამერიკის ნდობის გამოცხადება ჩვენი მთავრობის, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი…

მეტი...

“ერთი რამ მინდა, ვუთხრა ყველას, ამ ქვეყანაში რევოლუციებისა და ომის დრო დამთავრებულია” – პრემიერი

ერთი რამ მინდა, ვუთხრა ყველას, ამ ქვეყანაში რევოლუციებისა და ომის დრო დამთავრებულია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, „სიძულვილის ენა „ნაცმოძრაობისგან“ მომდინარეობს“. „საერთოდ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სიძულვილის ენაზე, ეს მომდინარეობს „ნაცმოძრაობისგან“. არათუ სიძულვილის ენა, ეს ადამიანები სიძულვილით მართავდნენ ქვეყანას ცხრა წელი. ყველაფერი, რაც მომდინარეობდა მათგან, უბედურება, ადამიანების ტანჯვა, წამება, გაუბედურება, ყველაფერი საშინელება, რაც დამართეს ჩვენს მოსახლეობას, რომელ სიძულვილის ენაზე მელაპარაკებით. ერთი რამ მინდა, ვუთხრა ყველას, ამ ქვეყანაში რევოლუციებისა და ომის დრო დამთავრებულია“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მეტი...

გურჯაანში მომხდარ მკვლელობაზე ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების და გურჯაანის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1950 წელს დაბადებული ა.ზ. ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. უწყების ცნობით, დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. “გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანში, სამეზობლო დავის ნიადაგზე, სანადირო თოფიდან გასროლით მეზობლად მცხოვრებ ბიძაშვილსა და მის მეუღლეს – გ.ზ.-ს და მ.ზ.-ს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ა.ზ., ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, მომხდარიდან მალევე, სოფელ გურჯაანის მიმდებარე ტერიტორიაზე,…

მეტი...

“წარმოიდგინეთ, როგორ აღარ მინდა შევამკო ეპითეტებით” – ღარიბაშვილი სააკაშვილზე

მინდა, ჩვენი გუნდის წევრებს ვთხოვო, რომ არჩევნების შემდეგ აღარ გავაკეთებთ სააკაშვილზე კომენტარს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი არის პატიმარი და მოიხდის სასჯელს სულ მცირე ექვსი წელი. „მე ერთი რამ მინდა ვუთხრა საზოგადოებას და აქვე მინდა, ბოდიში მოვუხადო, რომ გარდა იმ აქტუალური საკითხებისა, რომელიც მოსახლეობას აწუხებს, ყოველდღე გვიწევს პატიმარ სააკაშვილზე საუბარი. წარმოიდგინეთ, როგორ აღარ მინდა შევამკო ეპითეტებით, არჩევნების შემდეგ, მე და ყველას მინდა, ჩვენი გუნდის წევრებს ვთხოვო, რომ აღარ გავაკეთებთ სააკაშვილზე კომენტარს. არჩევნებია და მოსახლოებას უნდა ავუხსნათ რეალობა, შევახსენოთ რეალობა მჩაგვრელი, მწამებელი და მკვლელი…

მეტი...

“არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ევროპარლამენტარი რას იტყვის, ჩვენთვის მთავარია, რას იტყვის ჩვენი ხალხი” – ირაკლი ღარიბაშვილი

აბსოლუტურად არავითარი მნიშვნელობა არ აქვს პირადად ჩვენთვის, რომელი ევროპარლამენტარი რას იტყვის, რადგან ჩვენთვის მთავარია, რას იტყვის ჩვენი ხალხი, სააკაშვილი წარსდგა მართლმსაჯულების წინაშე, მას ძალიან ბევრი დანაშაული აქვს ჩადენილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ჩვენს ქვეყანაში კანონისა და სიმართლის აღსრულებას ვერავინ აღუდგება წინ. „მინდა, ჩვენს მოსახლოებას ავუხსნა, მუდმივი სპეკულირება მიმდინარეობს, რომ ვიღაც ევროპარლამენტარი გამოდის ბრძნული სახით და გვაძლევს ბრძნულ რჩევებს. მე ერთ რამეს ვეტყვი ყველას, რომ ამ სიაში, ბევრი ქართული გვარებიც აღმოვაჩინე, როდის გახდნენ ქართველები ევროპარლამენტარები არ ვიცი, მაგრამ მინდა, ერთი რამ გითხრათ,…

მეტი...

“გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსთავის მე-17 საპატიმროში ხანძრის დროს პატიმრები საკნებში გამოკეტეს და არ მოახდინეს მათი შენობიდან ევაკუაცია” – ადვოკატი “მედიაცენტრ მთავარში”

“ხანძრის დროს პატიმრები საკნებში გამოკეტეს და არ მოახდინეს მათი შენობიდან ევაკუაცია,” – ამის შესახებ “მედიცანტრ მთავარში” ადვოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ განაცხადა. ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე იუსტიციის სამინისტროს მიმართავს, წარმოადგინოს ვიდეოჩანაწერი, სადაც ნაჩვენებია, რომ რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში გაჩენილი ხანძრის დროს დაღუპული პატიმრები სასადილოში იყვნენ და არა საკანში. მისი განცხადებით, აქვს ინფორმაცია, რომ ხანძრის დროს პატიმრები საკნებში გამოკეტეს და არ მოახდინეს მათი შენობიდან ევაკუაცია. „როდესაც ხანძარი გაჩნდა, დაუყოვნებლივ მივმართეთ იუსტიციის სამინისტროს და მოვითხოვეთ, რომ მომხდარიყო პატიმრების ევაკუაცია მე-17 დაწესებულებიდან. სამწუხაროდ, პენიტენციურმა სამსახურმა ჩვენი თხოვნა არ შეისმინა და აღნიშნეს, რომ ყველაფერს აკონტროლებენ. აღმოჩნდა, რომ…

მეტი...

ირაკლი ფირცხალავა და გიორგი ცააძე მე-16 დღეა, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად შიმშილობენ

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი ცააძე მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის ნიშნით შიმშილობენ. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ირაკლი ფირცხალავას მეუღლემ, ნინო ხვიტიამ დაუდასტურა. ხვიტიას თქმით, ფირცხალავა მე-16 დღეა, პროტესტს გამოხატავს და მისი მდგომარეობა რამდენჯერმე დამძიმდა, თუმცა მსჯავრდებული ჰოსპიტალიზებაზე უარს აცხადებს. მეუღლის თქმით, ირაკლი ფირცხალავამ მის ნახვაზეც უარი განაცხადა. „არ შევხვედრილვარ, თუმცა ტელეფონზე ვესაუბრე. ესეც შეზღუდულია. მას თვეში მხოლოდ სამჯერ აქვს დარეკვის უფლება. უბრალოდ, ერთხელ შესული იყო სახალხო დამცველის წარმომადგენელი და მისგანაც მაქვს ინფორმაცია, ასევე შესული…

მეტი...

გურჯაანში მამაკაცმა მეზობელი ცოლ-ქმარი დაჭრა, ქალი ადგილზე გარდაიცვალა

მკვლელობა გურჯაანში – მეზობელმა ცოლ-ქმარი დაჭრა, რომელთაგან ერთი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ადგილობრივების თქმით, ალექსანდრე ზარდიაშვილმა სანადირო თოფიდან ცოლ-ქმარს, გურამ და მერი ზარდიაშვილებს სხეულზე დაზიანებები მიაყენა. მიყენებული ჭრილობებით ქალი ადგილზე გარდაიცვალა, მამაკაცი კი ჯეო-ჰოსპიტალსის საავადმყოფოშია მოთავსებული.  არსებული ინფორმაციით, მკვლელობის სავარაუდო მოტივი ყოფითი ნიადაგზე დაწყებული დავაა, რომელიც მიწის ნაკვეთს უკავშირდება. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

მეტი...

“ვინც სააკაშვილთან დაკავშირებით წერილს ხელს აწერს, პატივს არ სცემს კანონის უზენაესობას, ეს ნაკარნახევია სააკაშვილის მიმართ ლობიზმით” – შალვა პაპუაშვილი

ვინც სააკაშვილთან დაკავშირებით წერილს ხელს აწერს, პატივს არ სცემს კანონის უზენაესობას,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც 73 პოლიტიკოსის მიერ ხელმოწერილ საჯარო წერილს გამოეხმაურა. მისი თქმით, წერილს ხელს ისინი აწერენ, ვინც სააკაშვილთან მეგობრობით გამოირჩევიან და მისი ლობიზმით არიან დაკავებული. “მნიშვნელობა არ აქვს ვინ აწერს ხელს, ყველა ვინც ხელს აწერს ამას პატივს არ სცემს მიხეილ სააკაშვილის დანაშაულების მსხვერპლებს, პატივს არ სცემს კანონის უზენაესობას, ეს ნაკარნახევია მიხეილ სააკაშვილის მიმართ ლობიზმით, ეს არის ფაქტი. განსაკუთრებით ქართველი პოლიტიკოსების ხელმოწერამ ეს ყველაფერი კიდევ უფრო ცხადი გახადა. გარდა ამისა, იქ არიან სხვა პოლიტიკოსებიც, მაგალითად, რაფაელ გლუკსმანი, ის გახლდათ წლების…

მეტი...

უცხოური მედია საქართველოში აშშ-ის თავდაცვის მდივნის ვიზიტის მნიშვნელობაზე წერს

უცხოური მედია საქართველოში აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის ვიზიტის შესახებ წერს. გავლენიანი ამერიკული გამოცემა Washington Post უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ აშშ-სა და საქართველოს შორის ხელმოწერილ ახალ დოკუმენტზე ამახვილებს ყურადღებას. გამოცემა აღნიშნავს, რომ თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა ქართველ კოლეგასთან ხელი მოაწერა უსაფრთხოების სფეროში ახალ შეთანხმებას, რომელიც აფართოებს აშშ-ის ძალისხმევას მოკავშირე ჯარების წვრთნასთან დაკავშირებით რუსეთიდან მომავალი საფრთხეების ფონზე. გამოცემა წერს, რომ 18 ოქტომბერს ხელმოწერილი შეთანხმების სახელწოდებაა „საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა“ და ის მიზნად ისახავს 2018 წელს დაწყებული საწვრთნელი პროგრამის გაგრძელებას. როგორც ოსტინმა აღნიშნა, ინიციატივა ფოკუსირებულია საქართველოს თავდაცვითი ინსტიტუტების გაუმჯობესებაზე და ნატო-სთან ურთიერთავსებადობის…

მეტი...

„პატიმრები გამოკეტეს და გაიგუდნენ საკნებში“ – ალექსანდრე კობაიძე „მედიაცენტრ მთავარში“ ციხის ხანძარზე

„მოვითხოვეთ დაუყოვნებლივ მომხდარიყო პატიმრების ევაკუაცია რუსთავის მე – 17 დაწესებულებიდან, პენიტენციალურმა სამსახურმა უარი გვითხრა,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში” ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ ციხეში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით განაცხადა. კობაიძე ადამიანების დაღუპვაში პენიტენციალურ სამსახურს ადანაშაულებს და ვიდეო კადრების გავრცელებას ითხოვს: „მქონდა ეჭვი, რომ პატიმრებს ჩაკეტავდნენ საკნებში და მათ ამყოფებდნენ უსუსურ მდგომარეობაში, სამწუხაროდ გარდაიცვალა ორი ადამიანი, ჩინოვნიკებმა არ მიიღეს გონივრული გადაწყვეტილება და არ მოხდა ევაკუაცია სხვა ციხეში, რაც პირდაპირი პასუხისმგებლობაა ბრეგაძის და ციხის დირექტორის, ჩვენ მივმართავთ იუსტიციის სამინისტროს, თუ ისინი იძახიან, რომ ეს პატიმრები გაიგუდნენ საკნებში, მაშინ წარმოადგინონ ვიდეოჩანაწერი, რითაც დაადასტურებენ სიმართლეს, ჩვენ…

მეტი...

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში 10 ქვეყნის, მათ შორის აშშ-ის, გერმანიისა და საფრანგეთის ელჩები დაიბარეს

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში 10 ქვეყნის, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების, გერმანიისა და საფრანგეთის ელჩები დაიბარეს. ელჩების დაბარების მიზეზი ქვეყნების საელჩოების მიერ გავრცელებული ერთობლივი განცხადებაა, რომელშიც ისინი თურქი ბიზნესმენისა და ფილანტროპის, ოსმანა კავალას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ. საელჩოების მიერ გავრცელებულ განცხადებაში საუბარია საქმეზე სამართლიანი და სწრაფი გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობაზე. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ 4 წლის წინ დაკავებული ბიზნესმენის საქმე ჩრდილს აყენებს დემოკრატიის პატივისცემას.

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 1 862 თბილისში, 1 151 იმერეთში, 912 კი კახეთში გამოვლინდა

საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი ინფიცირების 5 739 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 862 შემთხვევა, აჭარა – 202, იმერეთი – 1 151, ქვემო ქართლი – 353, შიდა ქართლი – 389, გურია – 140, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 412, კახეთი – 912, მცხეთა-მთიანეთი – 139, სამცხე-ჯავახეთი – 119, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 60. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 44 043 საიდანაც: 5 570 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 927, აჭარაში – 519, იმერეთში – 1 303. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 257 პირი, მათ…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 36 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 36 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე გამოქვეყნდა. ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 9 546-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 5 739 პირს დაუდასტურდა, 2 082 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გუშინ, 18 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 2 479 შემთხვევა გამოვლინდა, 2 374 გამოჯანმრთელდა, 42 კი გარდაიცვალა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 5 739 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 082 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 5 739 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 082 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 36 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 56 555 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 42 546, „პისიარ“ ტესტით – 14 009. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 10,15%, ბოლო 14 დღის – 8,64%, ბოლო 7 დღის – 9,12%. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 670 552 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 616 937 გამოჯანმრთელდა, 9 546 კი, გარდაიცვალა. სულ ჩატარდა 1 920 934 აცრა, დღიურად აცრილია 6 203. კარანტინის რეჟიმშია 61, სტაციონარში…

მეტი...

ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს, ბრალს ოფიციალურად, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ

ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს, ბრალს ოფიციალურად, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ. სამი პირი სამართალდამცავებმა გუშინ დააკავეს. ისინი უფლებადამცველებმა წინასწარი დაკავების იზოლატორში უკვე მოინახულეს. ადვოკატების თქმით, არც ერთი მათგანი დანაშაულს არ აღიარებს. ახალგაზრდა მამაკაცები გლდანში ერთ-ერთ სახლში იმალებოდნენ. დაკავებულია ჯაბაევი, იმ ბინის მეპატრონე, სადაც ეჭვმიტანილები იმალებოდნენ, ბიძინა ხასია, რომლის ავტომობილითაც  დაკავებული პირები გადაადგილდებოდნენ და ასევე, წარსულში ნასამართლევი ბექა ლატარია, სავარაუდოდ სწორედ მან ესროლა იარაღიდან რამდენჯერმე ანასტასია შატალოვას. რა გახდა ახალგაზრდა ქალის განზრახ მკვლელობის მოტივი უცნობია, თუმცა ერთ-ერთი ვერსიიით, მკვლელობა დაკვეთილია.

მეტი...

“სააკაშვილის დაპატიმრება საქართველოს მთავრობისთვის აბსოლუტური უბედურებაა” – მეთიუ ბრაიზა

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი დიპლომატის, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის მეთიუ ბრაიზას განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრება „პოლიტიზირებულ დაკავებად გამოიყურება და მთავრობას ძალიან ვნებს“. როგორც ბრაიზამ „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა, საქართველოს მთავრობამ, ნაცვლად იმისა, რომ პოლიტიკური კრიზისი დაემარცხებინა, ახალი კრიზისი შექმნა. „სააკაშვილის დაპატიმრება საქართველოს მთავრობისთვის აბსოლუტური უბედურებაა. წინა არჩევნებზე საქართველოს გარეთ, ამერიკაშიც და ევროპაშიც, ხალხი თანხმდებოდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვა. იმის ნაცვლად, რომ მთავრობას პოლარიზაცია და პოლიტიკური კრიზისი დაემარცხებინა, ახალი კრიზისი შექმნა, რომელმაც ის თავდაცვით პოზიციაში ჩააყენა. ვფიქრობ, ქართული პოლიტიკა კიდევ ერთ ძალიან, ძალიან ღრმა კრიზისშია“,- განაცხადა ბრაიზამ. რაც შეეხება…

მეტი...