„ეს სრულიად არანორმალურია“ – გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილის  ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის გიული ალასანია განცხადებით, მისი შვილი დასუსტებულია, თუმცა, სიმხნევეს არ უჩივის. ალასანიამ მისი შვილი დღეს მოინახულა. „ადამიანს შეუზღუდეს საკუთარ ადვოკატებთან შეხვედრა. ეს სრულიად არანორმალურია. ამის გამო ამან უარი თქვა რეანომობილზე და სამედიცინო დახმარებაზე. მე ჩემს შვილთან მქონდა ურთიერთობა, მაგრამ შუაში გვაქვს ფანჯარა. ურთიერთობა არ გვაქვს. ეს არაფრით არ შეიძლება. დასუსტებულია, თუმცა, არის მხნედ და იმედიანად. კონსილიუმისთვის შერჩეული ექიმები კარგი პროფესიონალები არიან. თან მათი შერჩეულები და მათ რეკომენდაციას, დაპირება იყო, რომ დაეყრდნობოდნენ, მიყვებოდნენ და რა დავინახეთ? ფაქტობრივად, ესეც აღმოჩნდა მიუღებელი ამათთვის. ეს სარისკოა, მოშიმშილე…

მეტი...

ევროპარლამენტართა ნაწილი მიხეილს სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესებაზე პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებს

„მიხეილ სააკაშვილი 27 დღეა შიმშილობს. შიმშილის პერიოდის გათვალისწინებით, მას გულის უკმარისობა ემუქრება“ – ვკითხულობთ ევროპარლამენტის ევროპის კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფის განცხადებაში. ჯგუფის წევრები მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის გართულების გამო საქართველოს მთავრობასა და მმართველი პარტიის ხელმძღვანელობას აკისრებს. „მიხეილ სააკაშვილი 27 დღეა შიმშილობს. შიმშილის პერიოდის გათვალისწინებით, მას გულის უკმარისობა ემუქრება. ციხეში არსებული სამედიცინო დაწესებულებები არ შეესაბამება საავადმყოფოს ნორმებს და შესაძლოა, არც იყოს ადეკვატური საჭირო მკურნალობის უზრუნველსაყოფად. ევროპის კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფი გამოდის მოწოდებით, ყოფილი პრეზიდენტი ალტერნატიულ, სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანონ, სადაც ის კომპლექსურ სამედიცინო დახმარებას მიიღებს. ევროპარლამენტის ევროპის კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფი ასევე ხაზს უსვამს,…

მეტი...

მიხეილ სააკაშილი მკურნალობაზე, ანალიზებსა და რეანომობილზე უარს აცხადებს

​პატიმარობაში მყოფმა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, ციხიდან მორიგი გზავნილი გაავრცელა, რომელიც მედიას მისმა ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა გააცნო. „12-ე ციხის, ივანიშვილის დილეგის უფროსს, ზურაბ მოდებაძეს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადება: ამ წუთიდან უარს ვამბობ შიმშილობასთან დაკავშირებულ ყველანაირ მკურნალობაზე, ანალიზებზე, რეანომობილის ბრიგადის მომსახურებაზე და შემოწმებებზე. მხოლოდ მივიღებ იმ წამლებს, რაც შიმშილობას არ უკავშირდება, სანამ შეხვედრათა ოთახს არ დაუბრუნებთ პირვანდელ სახეს და არ მომეცემა ჩემი პროცესუალური უფლებებით სარგებლობის საშუალება“ – წერს მიხეილ სააკაშვილი.   ადვოკატის განცხადებით, აღნიშნული უკიდურესი გადაწყვეტილება მიღებულია იმ რეალობიდან გამომდინარე, რაც დღეს მათ ციხეში დახვდათ. კერძოდ, ამოშენებული ბარიერი, რომელიც შეხვედრების ოთახში არსებობდა.…

მეტი...

„თქვენი ძალა დაამარცხებს ნებისმიერ ბოროტებას, დაასრულებს დესტაბილიზაციას“ – ირაკლი ღარიბაშვილი აქციაზე

„დღევანდელი შეკრებით მთელ მსოფლიოს ვაჩვენეთ ქართველი ხალხის არჩევანი და ძალა, რომელიც ნებისმიერ ბოროტებას დაამარცხებს, დაასრულებს დესტაბილიზაციას, ბოროტი ძალების რევანშს და ქვეყნის გრძელვადიან, სტაბილურ და მშვიდობიან განვითარებას უზრუნველყოფს“ -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ შემაჯამებელ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, რამდენიმე დღეში ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ უნდა გააკეთოს არა უბრალოდ არჩევანი ერთ და მეორე პოლიტიკურ პარტიას შორის, არამედ არჩევანი სამართლიანობასა და უსამართლობას, სიკეთესა და ბოროტებას, მშვიდობასა და ქაოსს, ზრუნვასა და ჩაგვრას, განვითარებასა და რეგრესს, საბოლოო ჯამში საქართველოს მომავალსა და წარსულში დაბრუნებას შორის. „დღეს, აქ შეკრებით ჩვენ მთელ…

მეტი...

“არჩევნებში გამარჯვება და სააკაშვილის ციხეში ყოფნა გვაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, საბოლოოდ დავამთავროთ პოლარიზაცია” – ირაკლი კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თავისუფლების მოედანზე შეკრებილ, მმართველი გუნდის მხარდამჭერებს მიმართა და პარტიის ოცნებები და მიზანი შეახსენა.  მან აღნიშნა, რომ არჩევნებში გამარჯვება და ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნა იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას, ქვეყანაში პოლარიზაცია დასრულდეს.  “მადლობა ჩვენი პარტიის დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს, რომელიც 10 წლის წინ სათავეში ჩაუდგა ამ ბრძოლას თავისუფლებისთვის და ქართულ საზოგადოებასთან ერთად დაამარცხა სიძულვილსა და სიცრუეზე აგებული დანაშაულებრივი რეჟიმი. ჩვენი პარტია, “ქართული ოცნება” დღემდე ამ იდეების ერთგულია და მომართულია, უზრუნველყოს ჩვენი ქვეყნის სწრაფი წინსვლა და განვითარება. ყველას მინდა მოგილოცოთ 2 ოქტომბრის გამარჯვება, რომელშიც თითოეული თქვენგანის წვლილი განსაკუთრებულია.…

მეტი...

“უნდა დავირაზმოთ, რათა 2 ოქტომბრის ტრიუმფალური გამარჯვება ბოლომდე მივიყვანოთ” – პრემიერი

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თავისუფლების მოედანაზე შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართა და 30 ოქტომბერს მხარდაჭერისკენ მოუწოდა. “რამდენიმე დღეში ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა გავაკეთოთ არჩევანი. არა უბრალოდ არჩევანი ერთ და მეორე მეორე პოლიტიკურ პარტიას შორის, არამედ არჩევანი სამართლიანობასა და უსამართლობას, სიკეთესა და ბოროტებას, მშვიდობასა და ქაოსს, ზრუნვასა და ჩაგვრას, განვითარებასა და რეგრესს, ჩვენი ქვეყნის მომავალსა და წარსულში დაბრუნებას შორის. ეს არის ცივილიზაციური არჩევანი. ეს იქნება ჩვენი ხალხის არჩევანი, რომელიც კიდევ ერთხელ გაარკვევს, თუ რა სურს ჩვენს დიდებულ ხალხს. სურს, რომ დარჩენილი მუნიციპალიტეტების მართვის სადავეები ამ ანტიეკლესიურმა და ანტიეროვნულმა  ძალებმა, მკვლელებმა და მწამებლებმა აიღონ და რეგიონებში შეიტანონ მუდმივი…

მეტი...

სემეკში ელექტროენერგიის ბაზრის რეფორმაზე იმსჯელეს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) საბითუმო ბაზრის მონაწილე პირდაპირი მომხმარებლების ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა გაიმართა. სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ დავით თვალაბეიშვილმა მონაწილეებს გააცნეს ელექტროენერგიის ბაზრის რეფორმის მიმდინარეობის პროცესი და ახალი ბაზრის სტრუქტურის პირობებში ვაჭრობისათვის შემუშავებული საკანონმდებლო ჩარჩო. შეხვედრა მიმდინარეობდა კითხვა-პასუხის რეჟიმში და მონაწილეებმა იმსჯელეს პირდაპირი მომხმარებლებისათვის ყველა მნიშვნელოვან საკითხზე. საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის გენერალურმა დირექტორმა ირინა მილორავამ, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორთა საბჭოს წევრმა/დირექტორმა ინტერკონექციისა და ორგანიზებული ბაზრების განვითარების საკითხებში ზურაბ ეზუგბაიამ, საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის გენერალურმა დირექტორმა ზაზა დვალიშვილმა მონაწილეებს მიაწოდეს…

მეტი...

“ჩვენი ხელისუფლება ხალხის ნაწილად იქცა, რომელიც უსმენს და გრძნობს მოქალაქეების მაჯისცემას” – ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, “ქართული ოცნების” აქციაზე განაცხადა, რომ დღევანდელი ხელისუფლება ხალხის გვერდით დგას და მათ მაჯისცემას გრძნობს.  პრემიერმა წინა ხელისუფლებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს მთავრობა არასოდეს დაუშვებს იმ შეცდომების გამეორებასა და იმ წარსულის დაბრუნებას, რომელიც 9 წელის განმავლობაში იყო.  “ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელმაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივად შეძლო მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა. ჩვენ საფუძველი ჩავუყარეთ ფუნდამენტურ რეფორმებს. პროგრესი და წინსვლა ყველა სფეროში ხელშესახებია. სახელმწიფო მოქალაქეს გვერდით დაუდგა, გავათავისუფლეთ დატერორებული ბიზნესი და მედია, რაც მთავარია ხელისუფლება ხალხის სამსახურში ჩადგა, ხალხის ნაწილად იქცა, რომელიც უსმენს და გრძნობს მოქალაქეების მაჯისცემას. დღეს არავის უნდა…

მეტი...

“თხოვნა იქნება ყველა მხარდამჭერის მიმართ, არ აყვნენ პროვოკაციებს” – სოზარ სუბარი

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი სოზარ სუბარი მხარდამჭერებს მოუწოდებს, არ აყვნენ პროვოკაციებს და შეინარჩუნონ სიმშვიდე. “დარწმუნებული ვარ, ყველაფერი მშვიდად ჩაივლის, თუმცა, ძალიან ვწუხვარ, როდესაც ხშირად, ზოგიერთი ადამიანები და ხშირ შემთხვევაში ჟურნალისტები ისე იქცევიან, თითქოს პარტიის აქტივისტები იყვნენ და შეგნებულად ცდილობენ, ადამიანები გამოიწვიონ აგრესიაზე. ჩემი თხოვნა იქნება ყველა ჩვენი მხარდამჭერის მიმართ, რომ არ აყვნენ მსგავს პროვოკაციებს და მშვიდად გასცენ პასუხი ყველაზე პროვოკაციულ კითხვასაც კი, არანაირი აგრესია არ უნდა იყოს ჩვენი მომხრეების მხრიდან, ეს არის ჩემი თხოვნაც, მოწოდებაც და რჩევაც აქციის ყველა მონაწილის მიმართ,”- აცხადებს სოზარ სუბარი. 

მეტი...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა – სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, თბილისის დროით 15:50 საათზე, დმანისთან 2.9 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა დაფიქსირდა. ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

მეტი...

“ეს არის დემოკრატია, როდესაც იმართება მეორე ტური და ეს 50%-იანი ბარიერი სწორედ “ქართული ოცნების” პერიოდში გაჩნდა” – მმართველი გუნდის წევრები და მხარდამჭერები რუსთაველზე იკრიბებიან

იუსტიციის მინისტრის თქმით, არჩევნების მეორე ტურები, რომელიც საქართველოში არჩევნების დროს იმართება, სწორედ იმ დემოკრატიის შედეგია, რომელიც ქვეყანაში “ქართული ოცნების” პერიოდში გაჩნდა. აღნიშნული განცხადება რატი ბრეგაძემ აქციის დაწყებამდე გააკეთა, რომელიც “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო პერიოდის შესაჯამებლად დღეს თავისუფლების მოედანზე უნდა გაიმართოს: “აქ არის მოსული ქართული საზოგადოება, რომელიც მხარს უჭერს “ქართულ ოცნებას” ძალიან მყარად და ძალიან ბევრი ადამიანია, აქ შეკრებილი საზოგადოების გარდა, ჩვენი მხარდამჭერი და მოსახლეობის პასუხი იქნება “ქართული ოცნების” გამარჯვება, მოსახლეობის ნების საფუძველზე გაიმარჯვებს “ქართული ოცნება”, როგორც გაიმარჯვა მრავალ არჩევნებში 2012 წლიდან დაწყებული. ჩვენ ამ არჩევნებშიც გამარჯვებული ვართ, არჩევნები პრაქტიკულად დასრულებულია, როგორც…

მეტი...

EPP მიხეილ სააკშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე განცხადებას ავრცელებს

“ევროპის სახალხო პარტია”, რომლის წევრი “ნაციონალური მოძრაობაცაა”, მიხეილ სააკშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე განცხადებას ავრცელებს. “ჩვენ შეშფოთებული ვართ გავრცელებული ინფორმაციით სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას სასწრაფოდ გადაიყვანოს ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი შესაბამის სამოქალაქო საავადმყოფოში. სხვა შემთხვევაში, ხელისუფლებას ეკისრება პასუხისმგებლობა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ნებისმიერ გამწვავებასთან დაკავშირებით,” – ნათქვამია “ევროპის სახალხო პარტიის” განცხადებაში.

მეტი...

“მმართველი პარტია ვართ, რა კონტრაქცია?! ჩვენ 900 ათასმა ადამიანმა დაგვიჭირა მხარი” – ირაკლი ზარქუა

მმართველი პარტია ვართ, რა კონტრაქცია?! ჩვენ 900 ათასმა ადამიანმა დაგვიჭირა მხარი – აქ დღეს ასიათასობით ადამიანი შეიკრიბება, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ზარქუამ აღნიშნა, ეს აქცია ტრადიციული შემაჯამებელი შეკრება იქნება. “მმართველ პარტიას ასეთი ტრადიცია გვაქვს, რომ ყოველი წინასაარჩევნო კამპანიის შემდეგ, დედაქალაქში ზუსტად ამ ადგილზე გვაქვს შემაჯამებელი აქცია. ოცივე მუნიციპალიტეტში ჩვენი წარმომადგენლები იყვნენ ჩასული, სადაც კიდევ ერთხელ შეაგულიანეს მოსახლეობა, კიდევ ერთხელ წარადგინეს კანდიდატები, პროგრამა და ა.შ. თავისუფლების მოედანზე კი გვაქვს შემაჯამებელი აქცია. აქ დღეს შეიკრიბება ასიათასობით და მეტი ადამიანი. მე ასეთი მოლოდინი მაქვს. ეს თავისუფალი ადამიანები კიდევ ერთხელ…

მეტი...

“აჯანყება უნდა თაკო ჩარკვიანს? პერსპექტივის თვალსაზრისით ეს არასერიოზულია, თორემ სურვილი აქვთ” – მამუკა მდინარაძე

პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ვინც არ უნდა იყოს, აჯანყებაზე საუბარი არასერიოზულია. მდინარაძე „კანონი და სამართლის“ ლიდერის, თაკო ჩარკვიანის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა. „აჯანყება უნდა თაკო ჩარკვიანს? თაკომ თუ თქვა…. ორი მიმართულებით შემიძლია, პასუხი გაგცეთ. პირველი, მგონია, რომ არასერიოზულია ადამიანისგან, ვინც არ უნდა იყოს, კონკრეტულად არც შევეხები. თუ ვინმემ ასეთი რამე თქვა, აჯანყებაზე ილაპარაკა, ეს არასერიოზულია პერსპექტივის თვალსაზრისით, თორემ სურვილი, რა თქმა უნდა, აქვთ. გვინახავს მათი არაერთი ძალადობრივი მოწოდება. როდესაც არაფერი გამოსდით, ვერ იმარჯვებენ, რადგან არა მხოლოდ წარსული მძიმე ცოდვებით არიან დაზიანებული ძალიან რეპუტაციულად, არამედ დღესაც, როგორც ისინი…

მეტი...

უკრაინის ომბუდსმენი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიმართავს, მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანონ

უკრაინის ომბუდსმენი ლუდმილა დენისოვა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მიმართავს მოთხოვნით, საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს სამედიცინო დახმარება კლინიკა „ვივა მედში“ აღმოუჩინონ. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, პენიტენციურ სამსახურსა და აღნიშნულ კლინიკას შორის არსებობს შეთანხმება და დაახლოებით 600-მდე მსჯავრდებულს სამედიცინო დახმარება სწორედ ამ კლინიკაში გაუწიეს. „იმის გათვალისწინებით, რაც განაცხადა ჩემმა კოლეგა საქართველოს ომბუდსმენმა და რაც განაცხადა თავად უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილმა იმასთან დაკავშირებით, რომ მას არ სურს და გააკეთებს ყველაფერს, რათა არ გადავიდეს იმ კლინიკაში, რომელიც არ არის გათვალისწინებული ისეთი პაციენტებისთვის დახმარების გასაწევად, როგორიც დღეს არის მიხეილ სააკაშვილი, მე მივმართავ პენიტენციურ სამსახურს, რომ აუცილებლობის შემთხვევაში, როცა…

მეტი...

“ერთადერთი რამ იკვეთება ამ რეაქციებზე, ჩანს ის აგონია, რაშიც ჩავარდნილია ნაციონალური მოძრაობა” – შალვა პაპუაშვილი დღეს დაგეგმილ აქციაზე

“ქართული ოცნების” მიერ დაგეგმილი შემაჯამებელი შეკრების შესახებ მმართველი პარტიის ოფისში ისაუბრეს. შალვა პაპუაშვილმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” აგონიაშია და ეს მათ რეაქციებში კარგად გამოჩნდა.  “ეს არის ჩვენი შემაჯამებელი წინასაარჩევნო შეკრება. რაც შეეხება ამის აღქმებს, ვისაც როგორ უნდა ისე გაიგოს. თუკი ვინმეს სურს, რომ ეს გაიგოს როგორც კონტრაქცია, კი ბატონო გაიგოს. მათ ჩვენ ამას ვერ გადავაფიქრებინებთ. ერთადერთი რამ იკვეთება ამ რეაქციებზე, ჩანს ის აგონია, რაშიც ჩავარდნილია “ნაციონალური მოძრაობა”. მათ იციან კარგად, რომ დღეს კიდევ ერთხელ თვალებში ჩახედავენ იმ მარცხს, რომელიც 2 ოქტომბერს იწვნიეს და დღეს კიდევ ერთხელ თავის თვალით დაინახავენ იმ…

მეტი...

„ჩვენ რომ არ ვიყოთ ქვეყანა, სადაც ყველაფერი არჩევნებს უკავშირდება საკითხი მოგვარდებოდა“ – შოთა ბურჯანაძე „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

„მწვანე ზონა“ აუცილებლად შეიქმნება ეს ვინმეს უნდა თუ არ უნდა,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში” „რესტორატორთა ასოციაციის“ დამფუძნებელმა, შოთა ბურჯანაძემ განაცხადა. ბურჯანაძე ამბობს, რომ არჩევნებს შემდეგ „მწვანე ზონა” ამოქმედდება: „ჩვენ რომ არ ვიყოთ ქვეყანა, სადაც ყველაფერი არჩევნებს უკავშირდება საკითხი მოგვარდებოდა, დღეს თუ საქართველოს მასშტაბით შესაძლებელია 100 ივენთის ჩატარების საშუალება და ვერ ატარებს ესაა ის, რომ ფული არ ბრუნავს ეკონომიკაში, ამ პრობლემას მარტივად გადაჭრის „მწვანე ზონა“. ეს ნიშნავს მოქალაქისთვის უსაფრთხო ზონის შექმნას, რათა სადაც გადაადგილდებით ის ადგილი იყოს უსაფრთხო, ესაა უმნიშვნელოვანესი, რომ ეკონომიკა არ იყოს შეზღუდული, აქ შემოსავალი აკლდება ბიზნეს – ოპერატორსაც და…

მეტი...

„თითოეულ ადამიანს პასუხისმგებლობა ეკისრება ვითარების გაუარესებასა და გაუმჯობესებაში“ – რას ნიშნავს „მწვანე ზონა“ – შოთა ბურჯანაძე „მედიაცენტრ მთავარში“

„კოვიდ სიტუაციიდან დაწყებული დიდი პრობლემების ქვეშ ცხოვრობს საზოგადოება, გადარჩენის გზა არის იმუნიზაცია, მაგრამ ეს სამწუხაროდ საკმაოდ დაბალი ტემპით მიმდინარეობს,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“, „რესტორატორთა ასოციაციის“ დამფუძნებელმა, შოთა ბურჯანაძემ განაცხადა. ბურჯანაძე იმ ინიციატივებზე საუბრობს, რაც გამოყენებული იქნება ვაქცინირებულ პირებთან მიმართებაში: „საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანესია შეიქმნას ის პირობები ადამიანები, ვინც აცრილები არიან უსაფრთხო გარემოში მოხვდნენ. მწვანე ზონის შექმნაში ჩვენც გადავდგით ნაბიჯი თანადგომის კუთხით, ჯანდაცვის სამინისტროს აპლიკაციით კი დგინდება პირი, რომელიც მწვანე ზონისთვის არის უსაფრთხოა, ის უნდა იყოს ორჯერ აცრილი, ასევე თუ გადატანილი აქვს ბოლო 6 თვის განმავლობაში კოვიდი, ასევე ჩატარებული აქვს ტესტები, ეს…

მეტი...

უხუცესი ვეტერანი გარდაიცვალა

მეორე მსოფლიო ომის უხუცესი ვეტერანი ქალბატონი, ევდოკია კლიმოვა, 103 წლის ასაკში გარდაიცვალა, – ინფორმაციას ვეტერანთა კავშირი ავრცელებს. „22 წლის სმოლენსკელი მედდა, ევდოკია კლიმოვა ომში, 1945 წელს მოხალისედ წავიდა და ომის დამთავრებამდე, ბელორუსიის პირველ ფრონტზე, დაჭრილი ჯარისკაცების სიცოცხლის გადასარჩენად იბრძოდა. სამხედრო ჰოსპიტალში გაიცნო მომავალი მეუღლე, ქართველი მებრძოლი, გიორგი ლორთქიფანიძე; მათ ერთმანეთი შეუყვარდათ და ომის დასრულების შემდეგ, ევდოკია, გიორგის, საქართველოში გამოჰყვა. ვეტერან ქალბატონს, საქართველო, მეუღლის, შვილების და შვილიშვილის გარდაცვალების შემდეგაც არ მიუტოვებია და სიცოცხლის ბოლომდე აქ დარჩა. ხვალ, ევდოკია კლიმოვას, უკანასკნელ გზაზე გავაცილებთ. მსუბუქი იყოს მისთვის ქართული მიწა!“ – აღნიშნულია განცხადებაში.

მეტი...

„ადამიანს მოხდილი აქვს 13 წლიანი სასჯელი, გაამართლა ევროსასამართლომ და მაინც დევნიან“ – ადვოკატი „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

„თამაზ ქარცივაძე, რომელიც არის ბათუმელი  1992 წლიდან გახლავთ სამართლებრივი დევნილი,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ ადვოკატმა, კახა კალმახელიძემ განაცხადა. ადვოკატი ერთ კონკრეტულ შემთხვევაზე საუბრობს და ამბობს, რომ ადამიანი, რომელმაც მკვლელობისთვის 13 წლიანი სასჯელი მოიხადა, ევროპული სასამართლოს მიერ გამართლდა, თუმცა, როგორც უფლებადამცველი განმარტავს მისი დაცვის ქვეშ მყოფს დღესაც დევნიან: 1992 წელს მოხდა მკვლელობა ამ ადამიანს აბრალებდნენ მომხდარს, ეს კაცი ოჯახით გადახვეწილია ამ დროიდან, ის 2004 წელს დააკავეს რუსეთში და გადმოსცეს საქართველოს სახელმწიფოს და მიესაჯა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განზრახ მკვლელობისთვის, იმ პერიოდში სასამართლო სისტემა საერთოდ არ არსებობდა, იმავე პერიოდი გაასაჩივრა ევროპის…

მეტი...

“შემოგვიერთდით საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე” – მამუკა მდინარაძე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე მოქალაქეებს მიმართავს, დღეს „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებას შეუერთდნენ. მისივე თქმით, დღეს ქართული საზოგადოება კიდევ ერთხელ უჩვენებს ყველას, რომ ბოროტებას, ძალადობასა და რეგრესს მკაფიო უარს ეუბნება. „პირველ რიგში, მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება და სტაბილურობა, ეროვნულ ღირებულებებზე დაფუძნებული ევროპული მომავალი, ვისაც უნდა, რომ იცხოვროს ისეთ ქვეყანაში, სადაც ადამიანის უფლებების უზენაესობა აღიარებულია, შემოგვიერთდით ჩვენი პოლიტიკური გუნდის საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე, რომელიც იქნება ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შეკრება. დღეს ქართული საზოგადოება კიდევ ერთხელ უჩვენებს ყველას, რომ ღირებულებით არჩევანს…

მეტი...

შს სამინისტრო თბილისის ცალკეულ ქუჩებზე ავტოსატრანსპორტო მოძრაობის შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დასკვნით ღონისძიებასთან დაკავშირებით დედაქალაქის ცალკეულ ქუჩებზე ავტოსანტრანსპორტო მოძრაობა რამდენიმე საათით შეიზღუდა. როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, აკრძალვის პერიოდში, ავტომანქანებს თავისუფლად გადაადგილება შეეძლებათ ორივე სანაპიროზე, ვასილ პეტრიაშვილის, თამარ ჭოველიძის და დანიელ ჭონქაძის ქუჩებზე. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ დღეს, 27 ოქტომბერს, თბილისში დაგეგმილ პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო დასკვნით ღონისძიებასთან დაკავშირებით, დედაქალაქის ცალკეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა რამდენიმე საათით შეიზღუდა. სატრანსპორტო მოძრაობა აკრძალულია თავისუფლების მოედანზე და რუსთაველის გამზირზე. ავტომანქანები ალტერნატიული მარშრუტებით იმოძრავებენ. კერძოდ: – რესპუბლიკის მოედანზე, შესაბამისად, პეტრე მელიქიშვილის ქუჩიდან,…

მეტი...

“მოთხოვნა ექნება დღეს მოსაწევს, გასაჩხერს, ვაზელინს და “ხუთთუმნიან” კუპიურას,“ – ოქრუაშვილი „ოცნების” აქციაზე

„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი „ქართული ოცნების“ დღევანდელ აქციას ეხმაურება და სოციალურ ქსელში პოსტს წერს: „როგორც ახალ წელს – გოჭს და ინდაურს, აღდგომას – კვერცხს, პასკას და ბატკანს, 8 მარტს – ყვავილებს, ისეთივე მასშტაბის მოთხოვნა ექნება დღეს მოსაწევს, გასაჩხერს, ვაზელინს და “ხუთთუმნიან” კუპიურას. შიგადაშიგ ცოცხიც გაიელვებს,“ – წერს ოქრუაშვილი.

მეტი...

„ნუ ექცევიან პატიმარ პრეზიდენტს, როგორც პოლიტიკურ ოპონენტს“ – ადვოკატი „მედიაცენტრ მთავარში“

„ქვეყნის მესამე პრეზიდენტის დაკავებას მოჰყვა შეფასებები, ღარიბაშვილმა გააკეთა განცხადება, რომ თუ კარგად არ მოიქცეოდა სხვა ბრალებსაც წარუდგენდა“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ , საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უფლბადამცველმა – ალესანდრე კობაიძემ განაცხადა. ადვოკატი მოუწოდებს ხელისუფლებას იმოქმედოს კანონის ჩარჩოებში და პატიმარ პრეზიდენტს ნუ ექცევიან, როგორც პოლიტიკურ ოპონენტს: „პრობლემა ისაა, რომ დღევანდელი ხელისუფლება დაკავებულია პოლიტიკური ნიშნით დევნით. 500 – 600 პატიმარი მხოლოდ წინა წელს იქნა გადაყვანილი საავადმყოფოებში და აქედან გამომდინარე, საქმე გვაქვს პოლიტიკურ დევნასთან. ამ დროს ხელისუფლება არ უნდა მოექცე პატიმარს, როგორც პოლიტიკურ ოპონენტს. პატიმრობის კოდექსში წერია, რომ თუ ბრალდებულის მკურნალობა…

მეტი...

სამგორის რაიონში 57 ოჯახს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად გადაეცემა

საცხოვრებელი ფართების დაკანონების დამადასტურებელი მოწმობები სამგორის რაიონში კიდევ 57 ოჯახს გადაეცემა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროგრამის ფარგლებში, საერთო ჯამში, 2 000-ზე მეტი ოჯახია დაკმაყოფილებული. კახა კალაძემ ანალოგიური პრობლემის მქონე მოქალაქეებს მოუწოდა, დაკანონებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად, მათივე რაიონის გამგეობებს მიმართონ. „ჩვენ გვაქვს საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროგრამა, რომელიც გულისხმობს ქონების სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად გადაცემას იმ ოჯახებისთვის, რომლებიც გარკვეული პრობლემების გამო ვერ ახერხებდნენ მათ დაკანონებას. 2 000-ზე მეტ ოჯახს საცხოვრებელი ფართები დავუკანონეთ და ამ ადამიანებს სიხარული და ბედნიერება დავუბრუნეთ. დღეს მაქვს პატივი, სამგორის…

მეტი...

„ირღვევა პრეზიდენტის უფლება, როცა მას ეზღუდება ნებისმიერ კლინიკაში გადაყვანა“ – ადვოკატები „მედიაცენტრ მთავარში“

„ნებისმიერ პატიმარს უფლება აქვს საკუთარი ხარჯით გადავიდეს ნებისმიერ კლინიკაში და მიიღოს სამედიცინო მომსახურება,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ უფლებადამცველმა თეონა ქორიძემ მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით აღნიშნა. ადვოკატი კოდექსს იშველიებს და ამბობს, რომ პრეზიდენტის უფლებები სახელმწიფოს მიერ ირღვევა: „საქართველოში არის კოდექსი პატიმართა შესახებ, რომელის მიხედვითაც ნებისმიერ პატიმარს უფლება აქვს საკუთარი ხარჯით გადავიდეს ნებისმიერ კლინიკაში და მიიღოს სამედიცინო მომსახურება, აქედან გამომდინარე არავის აქვს უფლება პრეზიდენტ სააკაშვილს შეუზღუდოს ეს უფლება, აქ უნდა შეიქმნას საგუშაგო მობილური ჯგუფები, აქედან გამომდინარე ჩვენი განაწყენება იურისტების არის იმ მხრივ, რომ ეს უფლება ადამიანის უფლება მას ეზღუდება და ერთადერთი…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 42 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 42 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 9 873-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 4 337 პირს დაუდასტურდა, 3 137 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გუშინ, 26 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 4 762 შემთხვევა გამოვლინდა, 3 953 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 43 კი გარდაიცვალა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 4 337 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 137 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 4 337 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 137 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 42 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 53 434 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 31 582, „პისიარ“ ტესტით – 21 852. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 8,12%, ბოლო 14 დღის – 8,91%, ბოლო შვიდი დღის – 8,8%. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 703 281 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 642 701 გამოჯანმრთელდა, 9 873 კი, გარდაიცვალა. სულ ჩატარდა 1 961 165 აცრა, დღიურად აცრილია 4 878. კარანტინის რეჟიმშია 51, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 228 ადამიანი გადის, კლინიკურ…

მეტი...

“ქართულთან ერთად, აფხაზური ენა საქართველოს კონსტიტუციით არის დაცული და სახელმწიფოს მისი შენარჩუნების და განვითარების განსაკუთრებული ვალდებულება აქვს” – პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საზოგადოებას აფხაზური ენის დღეს ულოცავს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ქართულთან ერთად, აფხაზური ენა საქართველოს კონსტიტუციით არის დაცული და სახელმწიფოს მისი შენარჩუნების და განვითარების განსაკუთრებული ვალდებულება აქვს. „აფხაზური ენის დღე მინდა მივულოცო სრულიად საქართველოს, განსაკუთრებით, აფხაზური საზოგადოების წარმომადგენლებს, ვისთვისაც აფხაზური ენა მშობლიურია. აფხაზური ენა, კულტურა და ტრადიციები ჩვენი საერთო, მრავალფეროვანი კულტურის შემადგენელი ნაწილი და სიმდიდრეა. ქართულთან ერთად, აფხაზური ენა საქართველოს კონსტიტუციით არის დაცული და სახელმწიფოს მისი შენარჩუნების და განვითარების განსაკუთრებული ვალდებულება აქვს. აფხაზეთის რეგიონის ოკუპაციისა და მიმდინარე რუსიფიკაციის უკანონო პოლიტიკის პირობებში აფხაზური ენა გაქრობის სერიოზული საფრთხის წინაშე დგას;…

მეტი...

ავარია თელავში მსხვერპლით დასრულდა

თელავის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. ადგილობრივების ცნობით, სოფელ რუისპირში, სწრაფად მოძრაობის გამო, მსუბუქი მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მოცურდა და საპირისპიროდ მოძრავ ავტომანქანას დაეჯახა.  შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა 40 წლამდე კაცი, ორი ადამიანი კი დაშავდა. ისინი თამარაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. დაშავებულებს შორის ერთ-ერთი საპატრულო პოლიციიის თანამშრომელია. 

მეტი...

„კოვიდ-19“-ის კრიზისის დასრულებამდე ჯერ კიდევ შორია” – ჯანმო

„კოვიდ-19“-ის კრიზისის დასრულებამდე ჯერ კიდევ შორია, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო კომიტეტმა განაცხადა, რომელიც ყოველ სამ თვეში იკრიბება. „მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინების კუთხით პროგრესი არის, არსებული სიტუაციის ანალიზის და პროგნოზის მიხედვით, პანდემიის დასრულებამდე ჯერ კიდევ შორია“, – განაცხადეს კომიტეტში. კომიტეტის წევრების თქმით, ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის აუცილებელია ჰიგიენის წესების დაცვა, პირბადის გამოყენება და დისტანციის დაცვა, ასევე შიდა სივრცეების განიავება. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე მსოფლიოში „კოვიდ-19“-ის 244 მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 4 მილიონზე მეტი ადამიანი.

მეტი...

„ქართული ოცნების“ შემაჯამებელ საარჩევნო შეკრებაზე დასასწრებად პარტიის მხარდამჭერები რეგიონებიდანაც მოემართებიან

დილიდან მიმდინარეობს მზადება „ქართული ოცნების“ შემაჯამებელი საარჩევნო შეკრებისთვის, რომელიც დღეს თავისუფლების მოედანზე არის დაგეგმილი. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები აქციაზე დასასწრებად უკვე მოემართებიან რეგიონებიდან. როგორც პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, შეიკრიბება ათეულობით ათასი მოქალაქე იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ აჩვენოს, როგორია ქართველი ხალხის ძალა, რომელიც იბრძვის ბოროტების საბოლოოდ დასამარცხებლად. აქცია 17:00 საათისთვის არის დაგეგმილი, თუმცა მონაწილეები შეკრებას 15:00 საათიდან დაიწყებენ.

მეტი...

დავით გარეჯის საქმე ბრალდების მხარის მოწმეებს გამოკითხავენ

დავით გარეჯის საქმეზე არსებითი განხილვა გრძელდება. პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვით გაგრძელდება. პროკურატურა ბრალდებულებს – ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას საზღვრების დელიმიტაციის პროცესში საქართველოს ინტერესების საზიანო მოქმედებაში ადანაშაულებს. პარალელურად, საქმე სტრასბურგშია გაგზავნილი. “პროცესი კარტოგრაფების საქმეზე გულისხმობს უკვე არსებითი განხილვის დაწყებას. ამ შემთხვევაში ველოდებით, რომ პროკურატურა წარმოადგენს მოწმეებს, რომლებსაც გამოვკითხავთ. საქმის კიდევ ხელახლა დაწყება მეორე ტურების წინ, არის ერთ-ერთი ნიშანი იმის, რომ პოლიტიკური სარჩული აქვს ამ საქმეს, თუმცა ამის გარეშეც ძალიან დიდი შინაარსი აქვს პოლიტიკური, რაც ძალიან ბევრ განცხადებებში გამოვლინდა,“ – ამბობს  ივერი მელაშვილის ადვოკატი, ედუარდ მარიკაშვილი.

მეტი...

აშშ-ს ექსპერტთა სპეციალური ჯგუფი 5-დან 11 წლამდე ბავშვების აცრის რეკომენდაციას იძლევა

​კორონავირუსის ახალ-ახალი შტამების გამო მსოფლიო პანდემიიდან გამომდინარე, ამერიკის შეერთებული შტატების სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის ექსპერტთა ჯგუფი 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვების ვაქცინაციის რეკომენდაციას იძლევა. საუბარია „ფაიზერ/ბიონტექის“ აცრაზე, რომელიც ამ ასაკის ბავშვებზე ვრცელდება. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, შტატებში კორონავირუსის „დელტა“ შტამს დაახლოებით 500 ბავშვი ემსხვერპლა. კომპანია „ფაიზერსა“ და „ბიონტექსში“ კი განმარტავენ, რომ ვაქცინამ 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებზე ჩატარებულ კვლევებში 90.7%-იანი შედეგი აჩვენა.

მეტი...