140 საარჩევნო უბნის შედეგებს ხელახლა გადათვლიან

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, პირველ  ნოემბერს, 140 საარჩევნო უბნის შედეგებს ხელახლა დათვლიან. ასევე, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით,  საოლქო საარჩევნო კომისიები  სავალდებულო 5 უბნის ნაცვლად, 7-7 საარჩევნო უბნის შედეგებს გადათვლიან. „მოვუწოდებ საოლქო საარჩევნო კომისიებს, გამჭვირვალობის მიზნით უზრუნველყონ კომისიის სხდომების და წილისყრის შესახებ შესაბამისი უფლებამოსილი პირების, საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების ინფორმირება. ხვალვე, გადათვლის ცენტრებში 17:00 საათზე დაიწყება ბიულეტენების გადათვლა. უზრუნველყოფილი იქნება საჯაროობა და რა თქმა უნდა, პროცესის ვიდეოგადაღება. ხელახალი დათვლის პროცესს შეუძლიათ დაესწრონ და დააკვირდნენ უფლებამოსილი პირები: დამკვირვებლები, საარჩევნო სუბიექტებისა და მედიის წარმომადგენლები. მოვუწოდებ მათ, კანონის შესაბამისად განახორციელონ საკუთარი უფლება-მოვალეობები, ხელი…

მეტი...

„ვწუხვართ, რომ ეს არჩევნები ამ მიმართებაში დაკარგული შესაძლებლობა იყო“ – ევროკავშირი არჩევნებზე

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა, საქართველოში აკრედიტებული ევროკავშირის ქვეყნების მისიების ხელმძღვანელებთან კოორდინაციით, 2021 წლის 31 ოქტომბერს, ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურის შემდეგ კომენტარს აქვეყნებს. შეფასებას „მედიაცენტრი მთავარი“ უცვლელად გთავაზობთ. „30 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურისთვის საარჩევნო უბნებს დაუბრუნდნენ. ევროკავშირი კვლავ გამოხატავს მადლიერებას ამომრჩევლების, საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლების და ადგილობრივი დამკვირვებლების მიმართ მათი ძალისხმევისა და ჩართულობისთვის COVID-19 პანდემიის პირობებში. გულითადად მივესალმებით ეუთო/ოდირის და ევროპარლამენტის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიას მეორე ტურის დროსაც. მისიამ კვლავ დაასკვნა, რომ არჩევნები ზოგადად კარგად ადმინისტრირებული და საარჩევნო კამპანია კონკურენტული იყო, თუმცა მან ასევე დააფიქსირა ნეგატიური რიტორიკის გამწვავება, ამომრჩევლებთა…

მეტი...

ოპოზიცია 7 ნოემბრიდან მასშტაბურ აქციებს იწყებს

„უკან დასახევი გზა არ გაქვს, უკან დასახევი გზა ჩახერგილია“ – განაცხადა ნიკა მელიამ პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე და 7 ნოემბერს მასშტაბური აქცია დააანონსა.    „ვაპირებთ, რა თქმა უნდა, მაღალი მოტივაციით, უკომპრომისო ბრძოლით, უახლოეს მომავალში ძალიან დიდი ფრონტის ბრძოლის გაჩაღებას. ჩვენ ვაპირებთ სამშაბათს ბათუმში ჩასვლას, ჩვენს მეგობრებთან, რათა იქ ადგილზე ვიყოთ და გავაპროტესტოთ. ვიყოთ ქუთაისში და მომდევნო დღეებში სხვადასხვა ქალაქში, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვჭირდება სერიოზული ორგანიზაციული საკითხების მოგვარება. გვჭირდება სულ მცირე დრო იმისთვის, რომ პროტესტი, მასშტაბური აქცია, დემონსტრაცია, რომელსაც მთელი მსოფლიო დაინახავს და გაიმართება თავისუფლების მოედანზე, რუსთაველის გამზირზე,…

მეტი...

“ბრძოლა ბოლომდე” – მამუკა ხაზარაძე პარლამენტის მანდატს ტოვებს 

ოპოზიცია ბრძოლისთვის ემზადება. აღნიშნული განცხადება ოპოზიციის ლიდერებმა პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე გააკეთეს. „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ კი განაცხადა, რომ ის საქართველოს პარლამენტს ტოვებს.    „მე ვტოვებ პარლამენტს. აი, ჩემი მანდატი, ვტოვებ პარლამენტს იმისთვის, რომ ქუჩაში გავაგრძელო თქვენთან ერთად ბრძოლა. ბრძოლა იქნება ბოლომდე, ბრძოლა გამარჯვებისთვის, დათმობა არ იქნება“ – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ აქციაზე.

მეტი...

საქართველოს პარლამენტთან სამართალდამცველები არიან მობილიზებულები

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარედ, რამდენიმე წუთში ოპოზიციური პარტიის ლიდერები გამოჩნდებიან და სამოქმედო გეგმას გააჟღერებენ. პარლამენტის მიმდებარედ და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან სამართალდამცველები არიან მობილიზებულები. ადგილზე მიიყვანეს ე.წ. ყვითელი ავტობუსები, სადაც სამართალდამცველები იმყოფებიან და ასევე, პოლიციის ეკიპაჟები.

მეტი...

ოპოზიცია 19:00 საათზე პარლამენტთან იკრიბება

ოპოზიციური პარტიები არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და პროტესტს იწყებენ. სამოქმედო გეგის გასაცნობად, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები დღეს, 19:00 საათზე პარლამენტის შენობასთან შეიკრიბებიან, სადაც სამოქმედო გეგმას დასახავენ.   „იმისთვის, რომ ძვირფასო მეგობრებო და თბილისელებო, გაგაცნოთ, თუ რა არის სამოქმედო გეგმა, დღეს 19:00 საათზე გელოდებით რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, რათა ამ გეგმის თაობაზე ერთმანეთს ვესაუბროთ. არავის ჰქონდეს იმის ილუზია, რომ გაყალბებულ, ძალადობრივ, სულში შეურაცხყოფა მიყენებული გზით მოპარული არჩევნები რომელიმე ხელისუფლებას, მით უმეტეს, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას შერჩება“ – განაცხადა ნიკა მელიამ.

მეტი...

„დავასრულებთ ქართულ პოლიტიკაში დესტრუქციას“ – კახა კლაძის განცხადება

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა და ცესკოს შედეგების იხედვით, გამარჯვებულმა მერმა კახა კალაძემ მედიის თვის ბრიფინგი გამართა. როგორც მან აღნიშნა, ყველას მერი იქნება და პოლიტიკაში დესტრუქციას დაასრულებს. „რა თქმა უნდა, უდიდეს მადლიერებას გამოვხატავ ყველა იმ მოქალაქის მიმართ, რომელმაც დააფიქსირა საკუთარი პოლიტიკური პოზიცია და მხარი დაუჭირა ჩვენს პოლიტიკურ გუნდს. მინდა მივმართო ჩემს თბილისელებს – ერთხელ უკვე ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, ჩემთვის არ არსებობს ორი თბილისი. მე ამირჩია ამ ქალაქის უმრავლესობამ და ყველგან და ყოველთვის ვიქნები თბილისში მაცხოვრებელი უკლებლივ ყველა ადამიანის მერი, თითოეული თბილისელის, თითოეული მოქალაქის, ჩვენი დედაქალაქისა და ქვეყნის ინტერესების დამცველი. ეს…

მეტი...

„გაშვებული შესაძლებობა დემოკრატიის გზაზე“ – „სამართლიანი არჩევნების“ შეფასება

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი  არჩევნები“ ქვეყანაში ჩატარებულ არჩევნების მეორე ტურს არადემოკრატიულად აფასებს და აცხადებს, რომ ეს არის გაშვებული შესაძლებლობა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე. როგორც „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო დოლიძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, საარჩევნო კომისიებში შეტანილია 161 საჩივარი. „ტექნიკური ადმინისტრირების თვალსაზრისით არჩევნები ძირითადად კანონით დადგენილი წესების შესაბამისად წარიმართა, თუმცა, არჩევნების დღეს გამოვლენილ პირთა საეჭვო შეკრების, ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის, მობილიზებისა და აღრიცხვის ფაქტები ნეგატიურად აისახა ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოვლენაზე, რასაც ზოგიერთ მუნიციპალიტეტში მცირე სხვაობის პირობებში, შესაძლოა, შედეგებზე ზეგავლენა მოეხდინა. კენჭისყრის პროცესის დროს განსაკუთრებით საგულისხმო იყო მარკირების მქონე პირთა…

მეტი...

„სულ თმებით გამოვათრევ კობახიძეს“ – ნონა მამულაშვილი არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს

საქართველოს პარლამენტის წევრის, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ნონა მამულაშვილის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს მოსახლეობას ომი ღიად გამოუცხადა. მისი თქმით, ეს შედეგები ვერ გაფორმდება. „ყველანაირ მშვიდობიან მეთოდს გამოვიყენებთ, რომ ეს ხალხი მოვაცილოთ აქაურობას და დავუბრუნოთ პირველივე რეისით პუტინს. იქნება აბსოლუტურად ყველა მეთოდი აქციების ჩათვლით, რომ მაქსიმალური დისკომფორტი შევუქმნათ ამ ხელისუფლებას, ვუთხრათ, რომ მათი წასვლის დრო დადგა. ამას აჯანყებას დავარქმევთ თუ აქციებს, ვფიქრობ რომ ერთსა იმავეზე ვსაუბრობთ. სულ თმებით გამოვათრევ იმ კობახიძეს. ამიტომ, მე ვურჩევ „ქართულ ოცნებას“, რომ დროზე მოვიდეს გონს და გადაწყვიტოს რომელი რეისით შევა მოსკოვში, ამიტომ ველოდებით დღეს. ნიკა მელიამ როგორც თქვა, ბრძოლა…

მეტი...

ვირუსით 42 ინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 389 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 660 518.  ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 42 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 10 045 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 382 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 1 287 შემთხვევა, აჭარა – 141, იმერეთი – 664, ქვემო ქართლი -292, შიდა ქართლი – 219, გურია – 65, სამეგრელო – ზემო სვანეთი -197, კახეთი – 352, მცხეთა-მთიანეთი – 76, სამცხე-ჯავახეთი -69, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 20. 

მეტი...

ვირუსით 3 382 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 36 193 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 3 382 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 5 389  პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.34%. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  719 247-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 30 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.34%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 8.91% ხოლო 7 დღის მანძილზე – 8.68%.

მეტი...

წალენჯიხაში არჩევნები „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა მოიგო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წნასწარი მონაცემებით, 14 თვითმმართველ თემში არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს, ერთ თემში – წალენჯიხაში, კი  „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა. წალენჯიხაში, ყველა უბნის მონაცემებით, უპირატესობა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გიორგი ხარჩილავამ მოიპოვა. ეს არის ერთადერთი თემი, სადაც არჩევნები ოპოზიციის კანდიდატმა მოიგო. კერძოდ,  გიორგი ხარჩილავას 51.107% აქვს, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატი გოგა გულორდავა – 48,893%.

მეტი...

ცესკოს მონაცემებით, თბილისში არჩევნები მმართველმა გუნდმა მოიგო

ცენტრალურმა საარცევნო კომისიამ მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის 30 ოქტომბრის არჩევნების  II ტურის შედეგები გამოაქვეყნა. ცესკოს შედეგებით, თბილისში არჩევნები „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო. ამ ეტაპისთვის, თბილისში 769 უბნიდან 768 უბნის ოქმები შევიდა. ყველგან კახა კალაძე ლიდერობს. გამოქვეყნებული ინფორმაციით, კახა კალაძემ ხმების  55.60% მიიღო, ნიკანორ მელიამ კი 44.39%.

მეტი...