„პლანეტის ნებისმიერი ადამიანი რომ ჩამოვიდეს და  გვთხოვოს,  სააკაშვილის გამომშვები არავინ არ არის“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„პლანეტის ნებისმიერი ადამიანი რომ ჩამოვიდეს და  გვთხოვოს,დღეს ხელისუფლებაში სააკაშვილის გამომშვები არავინ არ არის“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნებას ითხოვს და მას შემდეგ, რაც სრულად მოიხდის სასჯელს, ნებისმიერ ქვეყანაში შეუძლია  დაბრუნდეს. “სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, სააკაშვილი სრულად მოიხდის სასჯელს, დღეის მდგომარეობით მას 6 წელი აქვს მისჯილი, ბოლო ინსტანციით არის გამყარებული მისი ეს ბრალი და სასჯელი. სააკაშვილი ახლა დაჟინებით ითხოვს, უკრაინაში დამაბრუნეთო. რომ გააცნობიერა, რომ ციხეშია და ძალიან მძიმედ არის, თანამშრომლებს ეუბნება, სასწრაფოდ დამაბრუნეთ უკრაინაშიო. წარმოგიდგენიათ ეს კაცი რა მდგომარეობაშია?! რატომ ჩამოვიდა, რატომ დაიჯერა…

მეტი...

მიხეილ სააკაშვილი ნიკანორ მელიას ციხიდან წერილს უგზავნის

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან ნიკანორ მელიას წერილს უგზავნის. როგორც  ყოფილი პრეზიდენტი აღნიშნავს,  ოპოზიცია უნდა გაერთიანდეს. „ნიკა, ძვირფასო, მოგიკითხავ შენი ყოფილი საპატიმროდან და მინდა მოგილოცო შენც და თბილისელ ამომრჩევლებსაც, რომ ნამდვილი სასწაული მოახდინეთ, ამას არც მტერი და არც მოყვარე მოელოდა. ახლა ყველა ქალაქში, სადაც მეორე ტურია და ესაა ჩვენი საამაყო ქართული ყველა დიდი ქალაქი, აღარ უნდა მოვეშვათ 2018 წლის მეორე ტურის მსგავსად და, პირიქით, მუდმივ და ბევრად უფრო ძლიერ შეტევაზე უნდა წავიდეთ. განსაკუთრებული მილოცვა მამაშენს! ყველა ოპოზიციური და უბრალოდ ჯანსაღი ძალა გავაერთიანოთ, დავივიწყოთ ყველა წყენა და ერთხელ და სამუდამოდ დავიბრუნოთ…

მეტი...

„გახარიას ღალატი 7- 8% დაგვიჯდა“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„გახარიას ღალატი 7- 8% დაგვიჯდა, მეორე ტურები დაინიშნა იმის გამო, რომ ბევრს ეგონა, გახარია ბიძინა ივანიშვილის პროექტი ორი“ – აცხადებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. მთავრობის მეთაურის თქმით, 2016- 2020 წლებში მეორე ტურები ოლქების თითქმის  ნახევარში, 50-51% -ში დაინიშნა, ახლა კი 30%-ში დაინიშნა, რაც რეალურად გაუმჯობესებული შედეგია. “მოსახლეობას რომ ავუხსნათ რეალურად, ანალიზს თუ გავუკეთებთ, 64 მუნიციპალიტეტიდან 20 მუნიციპალიტეტში მეორე ტური დაინიშნა. მე დღეს ჩემს ბრიფინგზე ვთქვი, რომ ეს რეალურად გაუმჯობესებაა, თუ ჩვენ იგივე წინა არჩევნებს შევადარებთ, მაგალითად, 2016 წელს, 2020 წელს მეორე ტურები თითქმის 50-51% -ში, ოლქების თითქმის ნახევარში დაინიშნა, ახლა 30%…

მეტი...

“ყველაფერი ჩადეს, ჩადო პირადად სააკაშვილმა და მისმა ყველა აგენტ-მოკავშირემ” – ირაკლი ღარიბაშვილი

„გახარიას ფაქტორს ჰქონდა ორი მიზანი –  პირველი, ის, რომ „ქართულ ოცნებას“  43% არ აეღო და ასევე გახარიას როლი იყო ის, რომ დაახლოებით 7-8% წაეღო „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის ნაწილიდან“ – აცხადებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. მისივე შეფასებით, ძალიან მარტივი წასაკითხი იყო თავიდანვე გახარიას პოლიტიკაში დარჩენა. „ჩვენ ამის თაობაზე არაერთი ანალიზი გვითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ. კაცი იყო პრემიერ-მინისტრი, სრული ნდობით სარგებლობდე პარტიის დამფუძნებლისგან, მთელი გუნდისგან და გახდე სააკაშვილის მარიონეტი, ამას მოხერხება და დიდი „ჭკუა“ სჭირდება. თუმცა ეს მისი პრობლემები და პირადი ტრაგედიაა“ – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერის შეფასებით, ამ გათვლაში და პროვოკაციაში…

მეტი...

პრემიერის განცხადებით, ფარულ ჩანაწერებზე გამოძიება წინ მიიწევს

„შეთქმულებაზე, რომელიც დაგეგმეს ჩვენი სახელმწიფოს, სუს-ის, ეკლესიის წინააღმდეგ, ვგულისხმობ გავრცელებულ ფაბრიკაციას, გამოძიება ძალიან წინ მიიწევს, ყველა კითხვას პასუხი გაეცემა და კანონის წინაშე ყველა ძალიან მკაცრად აგებს პასუხს“ – აცხადებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. მთავრობის მეთაურის თქმით, ყველა ადამიანი იქნება დასჯილი და წარდგენილი იქნება მართლმსაჯულების წინაშე. „ალბათ არ გაგიკვირდებათ, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, ვისთან არის დაკავშირებული ეს ბინძური ხელწერა. ეს არის სააკაშვილი და მისი ახლად შეძენილი მოკავშირეები. დანარჩენს მოგვიანებით გამოძიება გეტყვით. მოკავშირეებიც და მოკავშირეც, მთავარი მოღალატე მოკავშირეებიც“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ჟურნალისტის კითხვას, არის თუ არა ეს გახარია, მთავრობის მეთაურმა უპასუხა, რომ წინასწარ…

მეტი...

„ლელო“ მეორე ტურში მხარს ოპოზიციას დაუჭერს

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, პარტია აპირებს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში მხარი ოპოზიციურ კანდიდატს დაუჭიროს. „ამ არჩევნებს, სამწუხაროდ, ვერ ვუწოდებ თავისუფალს და დემოკრატიულს. ის იყო ძალადობრივი აქტებით, მოსყიდვით, დაშინების ფაქტებით სავსე. სამწუხაროდ, ეს „ქართული ოცნების“ პირობებში დამკვიდრებული პრაქტიკაა და უნდა დავასრულოთ ასეთი ტიპის არჩევნები ჩვენს ქვეყანაში. სხვა შემთხვევაში სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარება წარმოუდგენელია. მიუხედავად ყველა წინააღმდეგობისა, ყველა შეფერხების და ხელოვნური ბარიერისა, „ლელომ“ მაინც შეძლო მიეღწია მნიშვნელოვანი შედეგისთვის, რამდენადაც 25 მუნიციპალიტეტში „ლელოს“ ეყოლება წარმომადგენელი საკრებულოში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა პარტიისთვის, რომელიც 2 წლისაც არ გამხდარა“ – განაცხადა ჯაფარიძემ მედიასთან.…

მეტი...

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილი წერილს გაავრცელებს

საპატიმროში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელი ეკა ხერხეულიძე აცხადებს, რომ სააკაშვილი საპატიმროდან მორიგ წერილს გაავრცელებს, რომელიც არჩევნების შედეგებსა და უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას შეეხება. „მას არ გაკვირვებია ზელენსკის განცხადება. იცით რომ მჭიდრო მეგობრობა აკავშირებთ.  დარწმუნებული იყო მის ასეთ პოზიციაში. მოგვიანებით გაავრცელებს წერილს “, – განაცხადა რუსთავის საპატიმრო დაწესებულებიდან გამოსულმა ეკა ხერხეულიძემ. შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც საუბარია რომ ის ყველაფერს გააკეთებს, საკუთარი ქვეყნის მოქალაქის უკრაინაში დასაბრუნებლად.

მეტი...

„მიხეილ სააკაშვილი არჩევნების შედეგებით კმაყოფილია“ – ეკა ხერხეულიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ეკა ხერხეულიძე რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. როგორც საპატიმროდან გამოსული დეპუტატი აცხადებს, სააკაშილი არჩევნების შედეგებით კმაყოფილია და თანაგუნდელებს ბოლომდე ბრძოლისკენ მოუწოდებს.   „მიხეილ სააკაშვილი აღფრთოვანებული დარჩა იმ შედეგებით რაც მას ვუთხარი, განსაკუთრებით თბილისის მონაცემი იყო მისთვის შთამბეჭდავი. ესმის, რა ბრძოლა გაიარა ქართველმა ხალხმა, რა წნეხის ქვეშ მიიღო გადაწყვეტილება. იცის, რომ გაცილებით მაღალი პროცენტია ოპოზიციის მაჩვენებელი.  ვკითხე, რამდენად სწორად მიაჩნია მეორე ტურში მონაწილეობის მიღება. ცალსახად თქვა, რომ გამარჯვების ხელიდან გაგდება არის გაუმართლებელი, ბოლომდე უნდა იბრძოლოს ქართველმა ხალხმა. განსაკუთრებული სიმტკიცე, განსაკუთრებული ძალისხმევა თხოვა ნიკა მელიას, იმისთვის რომ მან ეს…

მეტი...

ბინის მეპატრონეს, სადაც მიხეილ სააკაშვილი ცხოვრობდა, ბრალი წაუყენეს

გენერალურმა პროკურატურამ  ბინის მეპატრონეს, სადაც მიხეილ სააკაშვილი დააკავეს, ბრალი წაუყენა. როგორც უწყებაში აცხადებენ, ბინის მეპატრონემ  იცოდა, რომ ყოფილი პრეზიდენტი იძებნებოდა. „შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ ე.ც.-მ იცოდა, რომ უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის იძებნებოდა. მიუხედავად ამისა, თავისი აქტიური მოქმედებით, 2021 წლის 30 სექტემბერს მას დასამალად და დროებით საცხოვრებლად გადასცა თავის მფლობელობაში არსებული თბილისში მდებარე ბინა. 2021 წლის 1 ოქტომბერს, აღნიშნულ ბინაში ჩატარებული იქნა ჩხრეკა, სადაც აღმოჩნდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 25, 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის მე-3…

მეტი...

„ქართული ოცნება“ – 46,56%; „ნაციოალური მოძრაობა“ – 30,7%

ცესკომ ადგილობრივი თვითთმართველობის  არჩევნების წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა. 3743 უბნიდან დათვლილია 3740 უბნის მონაცემები. შედეგები კი შემდეგნაირად გადანაწილდა: “ქართული ოცნება” – 46.56%; “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”– 30.7%; გიორგი გახარია “საქართველოსთვის” – 7.79%; “ლელო” – 2.71%; “ევროპული საქართველო” –1.66%; “პატრიოტთა ალიანსი” – 1.46%; “მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელი” – 1.34%; “ლეიბორისტული პარტია” – 1.38%; “გირჩი – მეტი თავისუფლება” – 1.44%; “გირჩი” –0.85%; ანა დოლიძე “ხალხისთვის” – 0.6%; “მოქალაქეები” – 0.83%; “დროა” – 0.62%; “კანონი და სამართალი” – 0.02%.

მეტი...

მიხეილ სააკაშვილის უმცროსი ვაჟი, ნიკოლოზ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს

ნიკოლოზ სააკაშვილი სანდრა რულოვსის ავადმყოფობასთან  დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციას ჭორებს უწოდებს და მოსახლეობას მიმართავს. “ჭორებს არასდროს ვაქცევ ყურადღებას, მაგრამ ამ რთულ პერიოდში და ამდენ დრამაში, მესმის, რომ მძიმე და გაბუქებული ჭორების დაჯერება ადვილია. ამ პოსტს ვწერ, რომ მივმართო ხალხს და ჭორებს: ცნობისთვის, მე ვარ 15 წლის და თბილისში 15 წელია ვცხოვრობ სანდრასთან ერთად. უმჯობესია, რომ კრიტიკული იყოთ და არ აჰყვეთ ფეისბუკ (და სხვა სოციალური მედიის) კომენტარებს და “ჭორიკანა” გვერდებს. ვისწავლოთ, რომ კრიტიკული ვიყოთ ყველა გამოქვეყნებული ინფორმაციის მიმართ და დავსვათ შემდეგი კითხვები: -საიდან იციან? -სანდო წყარო აქვთ? -რა მესიჯის გადმოცემას ცდილობენ? ვის ინტერესში შედის ეს? –…

მეტი...

უკრაინის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას გეგმავს

უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკი  ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილზე საუბრობს. როგორც ზელენსკი განმარტავს, ყველაფერს გააკეთებს, რომ მიხეილ სააკაშვილი, მისი ქვეყნის მოქალაქე უკრაინაში დააბრუნოს. „მე, როგორც უკრაინის პრეზიდენტი, მუდმივად ვარ დაკავებული, რომ ვაბრუნებ უკრაინის მოქალაქეებს სხვადასხვა საშუალებით, რომელიც მე მაქვს ჩემი ძალაუფლების ფარგლებში. მიხეილ სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე. ამიტომ, ეს მასაც ეხება. ყველა ინსტიტუცია, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ჩვენი საელჩოების ჩათვლით, რომლებიც მუშაობენ საქართველოში და საქართველოს ელჩის დონეზეც,  ჩვენი მინისტრთა კაბინეტის საუბრის დონეზეც, პრემიერ-მინისტრების საუბრის დონეზე, ყველანი ამით ვიქნებით დაკავებული“, – აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი ვიდეომიმართვაში.

მეტი...

კახა კალაძე მეორე ტურში საბრძოლველად მზადაა

“ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ჟურნალისტებისთვის განცხადება გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ მმართველმა გუნდმა, საქართველოს მასშტაბით დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.    „პირველ რიგში, მინდა მადლობით დავიწყო, მადლობა გადავუხადო ყველა იმ თბილისელს, ვინც მოვიდა არჩევნებზე და დააფიქსირა თავისი მოქალაქეობრივი ვალი. განსაკუთრებული მადლობა ჩემს მხარდამჭერებს, თანაგუნდელებს, ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ საარჩევნო პროცესში პირველივე დღიდან იყო ჩართული. ძალიან ვაფასებ იმ ნდობას, რომელსაც გამოხატავთ ჩემს მიმართ. ჩვენ მთელი საქართველოს მასშტაბით მოვიპოვეთ დამაჯერებელი გამარჯვება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. დაიდო 48 პროცენტიანი შედეგი. ასევე, ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ თბილისის საკრებულოში 29 დეპუტატის მანდატი მოვიპოვეთ. თუმცა…

მეტი...

თბილისში მეორე ტური გაიმართება, როგორი არჩევნების შედეგები?!

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით,   დედაქალაქის 769 უბნიდან მონაცემები დათვლილია  378-ში. ხმებ კი შემდეგნაირად გადანაწილდა: კახა კალაძე -“ქართული ოცნება” – 45,31% ნიკა მელია – “ნაციონალური მოძრაობა”  – 34,31% გიორგი გახარია – “საქართველოსთვის” – 9.03% ანა დოლიძე – 4.4% ანა ბიბილაშვილი – 2.42% თამარ კეკენაძე – 0.59% გიორგი ლომია – 1.51% მიხეილ ქუმსიშვილი – 0.82% გიორგი ქუთათელაძე – 0.15% თეიმურაზ ბობოხიძე – 0.08% გიორგი ლაღიძე – 0.11% არინზე რიჩარდ ოგბუნუჯუ – 0.57% ქეთევანი ნაკაშიძე – 0.07% ევგენი ღვინიაშვილი – 0.08% ზაზა ხატიაშვილი – 0.36% გიორგი გაჩეჩილაძე – 0.19%

მეტი...

„წაგება სახეს ნუ დაგაკარგვინებთ“ – ირაკლი კობახიძე ჟურნალისტს

არჩევნების პირველად შედეგებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბრიფინგი გამართა და მედიის კითხვებს უპასუხა. მისი შეფასებით, მეორე ტურებში, რომელიც გაიმართება, ყველგან, მმართველი გუნდი დამაჯერებლად გაიმარჯვებს.   ჟურნალისტის კითხვას, ნაადრევი იყო თუ არა გუშინდელი ზეიმი, ირაკლი კობახიძემ ასე უპასუხა: „მოდით, წაგება სახეს ნუ დაგაკარგვინებთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თქვენთვის, პირველ რიგში და თქვენი პოლიტიკური ძალებისთვის. რა თქმა უნდა, თქვენ ხართ მძიმე მდგომარეობაში. ვგულისხმობ იმ ტელევიზიებს, რომლებიც ეკუთვნის კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას. თქვენი ბელადი არის ციხეში და თქვენ მძიმედ წააგეთ ეს არჩევნები. რა თქმა უნდა, თქვენი მდგომარეობა არის მძიმე, მაგრამ ამან სახე არ…

მეტი...

მმართველი გუნდი გამარჯვებისთვის ამომრჩეველს მადლობას უხდის

 „კიდევ ერთხელ მივულოცავ ყველას  „ქართული ოცნების“ დამაჯერებელ გამარჯვებას“ – აცხადებს ირაკლი კობახიძე, რომელმაც პრესკონფერენცია გამართა და მოპოვებული გამარჯვების შესახებ ისაუბრა. „როგორც უკვე მოგეხსენებათ, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა არჩევნების შედეგები, რომლის თანახმად „ქართულმა ოცნებამ“ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა ქვეყნის მასშტაბით. შეგახსენებთ, 2 775 საარჩევნო უბნის მონაცემებს: –         ქართული ოცნება – 47,83% –         ნაციონალური მოძრაობა – 30,69% –         საქართველოსთვის – 7,48% –         ლელო – 2,62% –         ევროპული საქართველო – 1,75% –         პატრიოტთა ალიანსი – 1,43% –         მესამე ძალა – 1,31% –         გირჩი – მეტი თავისუფლება – 1,22% ყველა სხვა პარტიამ ამომრჩეველთა ხმების 1 პროცენტზე ნაკლები მიიღო. გამომდინარე იქიდან, რომ საარჩევნო უბნების…

მეტი...

ვირუსით 33 ინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში, ქვეყანაში კორონავირუსით 33 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 1 164 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 292 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

მეტი...

არჩევნების მეორე ტური ცაგერშიც გაიმართება

ცენტრალურმა საარცევნო კომისიამ ცაგერში ყველა უბნის შედეგები დაითვალა. შედეგად, გაიმართება არცევნების მოერე ტური. არცევნების მეორე ტურში გამარჯვებისთვის „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატ გიორგი ნემსაძე და გიორგი გახარიას  პარტია „საქართველოსთვის“ კანდიდატ ბესარიონ ბენდელიანი იბრძოლებენ. წინასწარი შედეგებით, გიორგი ნემსაძეს ხმების 49.34% აქვს აღებული, ბესარიონ ბენდელიანს კი 35.02%.

მეტი...

წინასწარი მონაცემებით, მმართველმა გუნდმა ხმების 48,56% მიიღო

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, საქარველოს მასშტაბით, პროპორციულ ნაწილში, „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 48,56% მიიღო. 3743 უბნიდან დათვლილია მხოლოდ 1446 უბნის მონაცემები. ცესკოს წინასწარი შედეგები შემდეგია: “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 48,56 %; „ნაციონალური მოძრაობა“ – 31, 23 %; „გახარია – საქართველოსთვის“ – 6,87 %; „ლელო“ – 2, 6 %; “ევროპული საქართველო” – 1,82; „მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელი“ – 1,27 %; „შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ – 1.25 %; „ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 1.04 %.  დანარჩენმა პოლიტიკურმა სუბიექტება კი 1%-იც ვერ მიიღეს.  

მეტი...

ზუგდიდში ანზორ მელია ლიდერობს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, ზუგდიდში არჩევნებში ანზორ მელია ლიდერობს. ამ ეტაპზე არსებული მონაცემები კი შემდეგია: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ანზორ მელია – 48.17 %; „ქართული ოცნება“ – მამუკა წოწერია – 40.01%. ზუგდიდის 109 უბნიდან დათვლილია მხოლოდ 46 უბნის მონაცემები.

მეტი...

ხუთ დიდ ქალაქში, დიდი ალბათობით, არჩევნების მეორე ტური გაიმართება  

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ფოთსა და ბათუმში სავარაუდოდ, მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ამ ეტაპისთვის არსებული მონაცემებით, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ქუთაისსა და ბათუმში ლიდერობს. თბილისში 769 უბნიდან ამ დროისთვის დათვლილია 320 უბნის მონაცემები. პირველ ადგილზეა „ქართული ოცნების“ კანდიდატი კახა კალაძე 45,5 %-ით, მეორეზე კი „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ნიკა მელია 34,13 %-ით. ხმების 8,97 % აქვს პარტია „საქართველოსთვის“ კანდიდატ გიორგი გახარიას. რუსთავში 54 უბნის მონაცემებით, ნინო ლაცაბიძე ლიდერობს 44,92 %-ით, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ დავით კირკიტაძეს კი 43,81 %-იანი მხარდაჭერა აქვს. ქუთაისში 124 უბნიდან ამ დროისთვის დათვლილია 53 უბნის მონაცემები. „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ხატია დეკანოიძე –…

მეტი...

ფოთში 33-დან 18 უბანი დათვლილია

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ფოთის მერის არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატ ბექა ვაჭარაძეს ხმების 47,73% აქვს, „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატ გიგი უგულავას 37,44%, ხოლო „გახარია – საქართველოსთვის“ კანდიდატმა, გიორგი აბსარიძემ 14,83 % მიიღო. ამ ეტაპისთვის, ფოთში 33 უბნიდან მონაცემები დათვლილია მხოლოდ 18 უბანზე.

მეტი...

ცესკოს პირველადი შედეგები გამოქვეყნდა

ცენტრალური საარცევნო კომისიის წინასწარი შედეგებით, ბათუმში არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატ გიორგი კირთაძეს მიღებული აქვს ხმების 42,34%, „ქართული ოცნების“ კანდიდატ არჩილ ჩიქოვანს – 41,49%. ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, ბათუმში 105 უბნიდან მონაცემები დათვლილია 34 უბანზე (32.38%).

მეტი...