„მიხეილ სააკაშვილი ჩაბარდა, თავად დაურეკა პოლიციას ნომრიდან 5XX 55 4141“ – ლაშა პატარაია

CASE-ის დირექტორი, უსაფრთხოების ექსპერტი ლაშა პატარაია ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც აცხადებს იმ ტელეფონის ნომერს, რომლითაც მიხეილ სააკაშვილმა სამართალდამცველებს დაურეკა და საკუთარი ლოკაცია შეატყობინა. „სატელეფონო ნომერი 5XX 55 4141, ეს იყო ნომერი რომლიდანაც დაირეკა სააკაშვილის მიერ და მანვე შეატყობინა მისი ლოკაცია სამართალდამცველებს. მათ მართლაც არ ჰქონდათ ინფორმცია მისი საქართველში ყოფის შესახებ. მისი თავდაპირველი დაკავება მოხდა არა თბილისში, არამედ რუსთავში, საიდანაც იქნა გადაყვანილი თბილისში, სანზონის ტერიტორიზე, სადაც ინახებოდა მისი პირადი ნივთები და იქ მოხდა მისი აყვანა. ძალიან საყურადღებოა რომელი აიპი მისამართებიდან მოხდა გავრცელებული ვიდეომასალის ატვირთვა. მიხეილ სააკაშილი დიახ თავისი ინიციატივით დარეკა და სპეციალურად…

მეტი...

“ქართული ოცნება” თბილისში დამარცხდა, ეს ნიშნავს, რომ ოპოზიციამ მიზანს მიაღწია“ – ლელო

“ქართული ოცნება” თბილისში დამარცხდა, ეს ნიშნავს, რომ ოპოზიციამ მიზანს მიაღწია – თბილისში იწყება ცვლილებები“ – ასე გამოეხმაურა “ლელოს” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ეგზიტპოლის შედეგებს. მისი თქმით, ოპოზიციამ შეძლო და ჩატარდება არჩევნების მეორე ტურები, რაც გააუმჯობესებს ოპოზიციის შედეგებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. “მე დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს საათებში ჩვენ ანალოგიურ ინფორმაციას მივიღებთ მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს ნიშნავს, რომ იქნება მეორე ტურები და კიდევ უფრო გააუმჯობესებს მთლიან ოპოზიციურ განწყობას მთელი ქვეყნის მასშტაბით – განაცხადა ხაზარაძემ “ქართული ოცნება” თბილისში დამარცხდა ეს ნიშნავს, რომ ოპოზიციამ მიზანს მიაღწია – თბილისში იწყება ცვლილებები. ეს იყო მნიშვნელოვანი, ეს არჩევნები ჩვენ…

მეტი...

„ქართულმა ოცნებამ“ დედაქალაქი წააგო“ – ნიკა მელია მეორე ტურისთვის ემზადება  

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკანორ მელიას განცხადებით, მმართველმა გუნდმა დედაქალაქში არჩევნები წააგო. მისი თქმით,  პოლიტიკური ცენტრი, დედაქალაქი პირწმინდად წაგებულია. „ძალიან დიდი მადლობა ყველა ამომრჩეველს აქტიურობისთვის, გვერდში დგომისთვის და თანადგომისთვის. ამ ქვეყნის მომავლის საკეთილდღეოდ და არა კონკრეტულად ცალკე აღებული კანდიდატი ან პოლიტიკური პარტია მყავს მხედველობაში. ჩვენ დღეს თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ქართულმა ოცნებამ,“ პირწმინდად წააგო პოლიტიკური ცენტრი დედაქალაქი და საკრებულო იქნება ოპოზიციური პარტიების მიერ დაკომპლექტებული, უმრავლესობა არის ოპოზიციური პარტიების მიერ დასაკომპლექტებელი და ვნახეთ შედეგები მერის არჩევნების ნაწილში, აქ, რა თქმა უნდა გაიმართება მეორე ტური“ – განაცხადა ნიკანორ მელიამ. შეგახსენებთ, რომ საკუთარ გამარჯვებას მმართველი…

მეტი...

„ღირსეულ გამარჯვებას ვულოცავ კახა კალაძეს“ – მმართველი გუნდი გამარჯვებას აღნიშნავს

„ღირსეულ გამარჯვებას ვულოცავ კახა კალაძეს და ყველა მერს, დღევანდელი გამარჯვება თქვენ გეკუთვნით, სრულიად საქართველოს და ჩვენს მოსახლეობას, ძვირფას საზოგადოებას“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისთან, ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ განაცხადა.  მთავრობის  მეთაურმა მხარდამჭერებს ნდობის გამოცხადებისთვის მადლობა გადაუხადა. პრემიერ-მინისტრმა პოლიტიკურ ოპონენტებსაც მიმართა აღნიშნა, რომ პოლარიზაციის, სიძულვილის და სიცრუის ეპოქა დასრულდა და ხვალიდან სიმშვიდის, განვითარების, სტაბილურობის ხანა უნდა დაიწყოს. „დიდი მადლობა ყველას, ჩემო ძვირფასებო! დიდი პატივია დღეს ჩვენთვის მერვედ გამარჯვება! კიდევ ერთხელ გილოცავთ და ვულოცავ “ქართული ოცნების” თითოეულ წევრს ამ დიდებულ გამარჯვებას. ვულოცავ კახა კალაძეს და ყველა მერს…

მეტი...

კახა კალაძე გამარჯვებისა და ნდობისთვის ამომრჩევლებს მადლობას უხდის

თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ეგზიტპოლის წინასწარი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ამომრჩევლებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში აღმშენებლობა დაიწყება. „მინდა, სრულიად საქართველოს მივულოცო დღევანდელი დღე. განსაკუთრებით ძალიან დიდი მადლობა და მადლიერება მინდა გამოვხატო თბილისისა და თბილისელების მიმართ. დიდი მადლობა ამ ნდობისთვის, მხარდაჭერისთვის. როგორც ყოველთვის ვამბობდი, მთელი ამ საარჩევნო კამპანიის დროს, ახლაც გავიმეორებ, რომ მზად ვარ 24-საათიან რეჟიმში ვემსახურო ჩემს თანაგუნდელებთან ერთად ამ ქალაქს, მის განვითარებას და აღმშენებლობას. დღეს ყველაზე მეტად, რაც სჭირდება ქვეყანას, არის მშვიდობა, სიმშვიდე და სტაბილურობა. შესაბამისად, დღევანდელი ჩვენი წარმატება მოგვცემს ამ ყველაფრის შესაძლებლობას, რომ შემდეგი სამი წელი…

მეტი...

Edison Research-ის ეგზიტპოლის შედეგებით, თბილისში კახა კალაძეს ხმას ამომრჩევლების 43%, ნიკა მელიას კი 39% აძლევს

Edison Research-ის ეგზიტპოლის შედეგებით, რომელიც ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით ჩატარდა, თბილისში არჩევნების მეორე ტური იქნება. კერძოდ, ორგანიზაციის გამოკითხვით, კანდიდატებს შორის ხმები ასე ნაწილდება: „ქართული ოცნება“, კახა კალაძე – 43%, „ნაციონალური მოძრაობა“, ნიკა მელია – 39%, პარტია „საქართველოსთვის“, გიორგი გახარია – 7%. „ხალხისთვის“, ანა დოლიძე – 4%, „ლელო“, ანა ბიბილაშვილი – 2%, „პატრიოტთა ალიანსი“, გიორგი ლომია – 1% “ჩვენი გაერთიანებული საქართველო”, რიჩარდ ოკბუნუჯუ -1% კვლევა Edison Research-მა ტელეკომპანია “ფორმულას” დაკვეთით ჩაატარა და ის 18:00 საათის მდგომარეობით არსებულ მონაცემებს ასახავს.

მეტი...

Ipsos-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებით, „ქართულმა ოცნებამ“ პროპორციულ ნაწილში ხმების 38,6 % მიიღო, თბილისის მერის არჩევნებში კი 40,8 %-ით ნიკა მელია ლიდერობს

Ipsos-ის მიერ, ტელეკომპანია „მთავარის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, თვითმმართველობის არჩევნებში. კერძოდ, ორგანიზაციის წინასწარი გამოკითხვის შედეგებით, პარტიებს შორის ხმები ასე გადანაწილდა: „ქართული ოცნება“ – 38, 6 % „ნაციონალური მოძრაობა“ – 33 % გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ – 7,6 % „გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის“ – 4,8 % „ლელო“ – 4 % „ევროპული საქართველო“ – 1 % რაც შეეხება თბილისში მერის არჩევნებს, აღნიშნული ორგანიზაციის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგების მიხედვით, 50 %-იანი მხარდაჭერა ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ იქნება მეორე ტური. კერძოდ, კანდიდატებს შორის ხმები ასე ნაწილდება: „ქართული ოცნება“, კახა…

მეტი...

მმართველი გუნდი არჩევნებში გამარჯვებას აღნიშნავს

საარჩევნო უბნები დაიხურა და ეგზიტპოლების პირველადი შედეგები გამოქვეყნდა როგორც მმართველ გუნდში აცხადებენ, მათ ყველგან დამაჯერებლად გაიმარჯვეს და გამარჯვებასაც აღნიშნავენ. საკუთარი გუნდის გამარჯვება ქვეყანას და ქართველ ხალხს მიულოცა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, კახა კალაძემ და ირაკლი კობახიძემ. „ვულოცავ ყველა მერს ღირსეულ გამარჯვებას, ჩვენს პარტიას, ჩვენს ხალხს და ქვეყანას ვულოცავ. დღეს დავასრულეთ ქვეყანაში პოლარიზაცია” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. თავის მხრივ, საკუთარ გამარჯვებას აღნიშნავს “ნაციონალური მოძრაობაც”,    

მეტი...

„ქართული ოცნება“ – 47,6%, „ნაციონალური მოძრაობა“ – 27,1%” – „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები ცნობილია

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგები ცნობილია. ეგზიტპოლების თანახმად, 18:00 სააათისთვის ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: „ქართული ოცნება“ – 47,6% „ნაციონალური მოძრაობა“ – 27,1% „საქართველოსთვის“ – 6,8% „ლელო“ – 2,8% „გირჩი – მეტი თავისუფლება“ 2,8%; „ევროპული საქართველო“ – 2,6%; „ლეიბორისტული პარტია“ – 1,8%; „პატრიოტთა ალიანსი“- 1,6%; „მესამე ძალა“ – 1,3%; „მოქალაქეები“ -1%; ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“ – 0,9% სხვა – 3,7%

მეტი...

მარნეულში მომხდარ დაჭრასთან დაკაშვირებით შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტმა, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშტაფაში მდებარე N52-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ უწყებიდან აცნობეს, გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნულ საარჩევნო უბანზე 1989 წელს დაბადებულ გ.რ.-ს და 1987 წელს დაბადებულ ე.მ.-ს შორის სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა გ.რ.-მ დანის გამოყენებით ე.მ.-ს მიაყენა დაზიანება მუცლის არეში. „ფიზიკური დაპირისპირების დროს დაზიანებები მიიღო თავად გ.რ.-მაც. პოლიციის მიერ ამ ეტაპზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად იდენტიფიცირებულია დაპირისპირებაში მონაწილე ყველა პირი, ჩატარებულია მოწმეთა გამოკითხვები. ტარდება ყველა საჭირო…

მეტი...

მარნეულში ოპოზიციის წარმომადგენელი დანით დაჭრეს

მარნეულში, „ლეიბორისტული პარტიის“ აგიტატორს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენეს. როგორც „ლეიბორისტული პარტიის“ წევრი ალი ბადიროვი აცხადებს, მათი წარმომადგენელი მმართველი გუნდის აგიტატორმა გურხან რამაზანოვმა დაჭრა და მიიმალა. „ამომრჩეველი დამიკავშირდა და მითხრა, რომ თქვენს მთავარ აგიტატორს სოფელ დაშტაფაში ეივაზ მამედოვს დანით ჭრილობა მიაყენა „ქართული ოცნების” აგიტატორმა გულხან რამაზანოვმაო. მოვედი, გავარკვიე, რომ ფაქტი ნამდვილად მოხდა, ჩემი მთავარი აგიტატორი, რომელიც სოფელ დაშტაფიდან არის, ახლა „ავერსის” კლინიკაში იმყოფება, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა“ – აცხადებს ალი ბადიროვი. მომხდართან დაკავშირებით განმარტება  ქართული ოცნების“ წევრმა, მარნეული-გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატმა ზაურ დარგალმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ მომხდართან მმართველ გუნდს კავშირი არ…

მეტი...

“მარნეულში, სადაც სავარაუდო ჩაყრის ფაქტი დაფიქსირდა, ვინც ამას აკეთებს “ნაციონალური მოძრაობის” კომისიის წევრია” – მამუკა მდინარაძე

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციამ მარნეულში პროვოკაციის მოწყობა სცადა და ის, ვინც “ქართული ოცნების” მხარდამჭერად გაასაღეს, მისი თქმით, სინამდვილეში “ნაცმოძრაობის” მხარდამჭერები არიან.  მამუკა მდინარაძემ ასევე, მათ მხარდამჭერებს ბოლო წუთამდე აქტიურობისკენ მოუწოდა.  “მარნეულში პროვოკაციის მოწყობა ოპოზიციამ რამდენიმეგან მოახერხა. ამ საქმით დაკავებულები იყვნენ კახა კვეკვესკირი და ჯაბა ქამადაძე თუ საჯაია. ეს ორი ადამიანი ადმინისტრაციული გადაცდომის გამო დაკავებულები არიან, ამ ინციდენტების ეპიცენტრი 22-ე საარჩევნო ოლქის 48-ე უბანი იყო. ამ უბანზე, ერთ-ერთმა ტელევიზიამ გაუშვა კადრები, სადაც ჩანს სავარაუდო ჩაყრის ფაქტი. ეს ქალბატონი კი, რომელიც ამას აკეთებს “ნაციონალური მოძრაობის” კომისიის წევრია, მისი სახელია იზოლდა ქველაძე. მე მას არაფერს…

მეტი...

პატრიარქმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ არჩევნებზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს. მათივე ცნობით, პატრიარქმა ხმა გადასატანი ყუთის მეშვეობით საპატრიარქოში მისცა.

მეტი...

“სამხრეთ ოსეთმა შესაძლოა, საქართველოში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირება მოითხოვოს” – დიმიტრი მედოევი

ოკუპირებულმა სამხრეთ ოსეთმა შესაძლოა, საქართველოში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირება მოითხოვოს, – რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. „საგარეო მინისტრმა“ დიმიტრი მედოევმა განაცხადა. „სამხრეთ ოსეთს“ აქვს უფლება, მოითხოვოს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიცია იმ ადგილზე, სადაც დანაშაული იქნა ჩადენილი. ვგულისხმობ 2004 და 2008 წლების დანაშაულებებს, რომელიც დანაშაულებად ითვლება გენოციდის დანაშაულის თავიდან აცილებისა და დასჯის შესახებ გაეროს 1948 წლის კონვენციის მიხედვით“,- აღნიშნა მედოევმა. მისივე თქმით, „სააკაშვილის საქართველოდან ექსტრადირების შემთხვევაში“, მას ელოდება სამართლიანი სასამართლო პროცესი და შესაბამისი გადაწყვეტილება.

მეტი...

სადამკვირვებლო მისიის განცხადებით, სერიოზული დარღვევები, რამაც შეიძლება თავისუფალ არჩევნებზე გავლენა მოახდინოს, არ დაუფიქსირებიათ

მთელი დღის განმავლობაში სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები საარჩევნო უბნებზე მიდიან და თავად აკვირდებიან ხმის მიცემის პროცესს. დამკვირვებლები აგროვებენ ინფორმაციას, რომელსაც არჩევნების შემდეგ საკუთარ დასკვნებში ასახავენ. “ამ დროისთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. დღეს 6 საარჩევნო უბანს ვესტუმრეთ და ვხედავთ, რომ არჩევნები კარგადაა ორგანიზებული. არ მომხდარა არანაირი ძალადობა და ამასთან, დაცულია კოვიდ რეგულაციები. უბნებს გარეთაც მშვიდი სიტუაციაა, არ ყოფილა პროვოკაციები,”- აცხადებს დამკვირვებელი ლიეიტუვადან რეინს ტოჩელოვსკი. ამასთან, უკრაინელი დამკვირვებლებიც ამბობენ, რომ სიტუაცია მშვიდია და სერიოზული დარღვევები, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს თავისუფალ არჩევნებზე, არ შეუმჩნევიათ.  “სიტუაცია საკმაოდ მშვიდია, შესაძლოა მთავარი პრობლემა იყოს, რომ 12 საათის შემდეგ ბევრი ხალხი მოვიდა ხმის მისაცემად,…

მეტი...

გლდანში 45-ე საარჩევნო უბნიდან 3 დამკვირვებელი პოლიციის დახმარებით გააძევეს

მორიგი ინციდენტი გლდანში – 45-ე საარჩევნო უბნიდან 3 დამკვირვებელი პოლიციის დახმარებით გააძევეს. საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარე მათ დებოშის მოწყობაში ადანაშაულებს. დამკვირვებლებიდან ერთი “ქართული ოცნების”, ორი კი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელია. “ერთ-ერთი დამკვირვებელი, რომელიც დილიდან იყო მოსული, ჩასაფრებული და თავიდანვე მომართული, რომ შემოეტანა დესტაბილიზაცია, ერთ-ერთ რეგისტრატორს ჯერ სახაზავის გამო დაუწერა საჩივარი, მერე იმის გამო, რომ დროულად, 10 წუთის ვადაში ფორმა, სპეციალური შესავსები ვერ მივაწოდეთ. რამდენიმე საჩივარი დაწერა. ყველა გავაძევეთ – “ქართული ოცნების” წარმომადგენელიც და ოპოზიციისაც,” – განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ.

მეტი...

“ჩვენი ინფორმაციით, ოპოზიცია დამაჯერებლად იმარჯვებს რეფერენდუმში” – ნიკა მელია

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ოპოზიცია იმარჯვებს რეფერენდუმში, თანაც იმარჯვებს დამაჯერებლად, – ამის შესახებ  „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა. მისივე თქმით, ოპოზიცია განსაკუთრებით დამაჯერებლად იმარჯვებს თბილისში. ნიკა მელიამ ამომრჩეველს მოუწოდა, იაქტიურონ, მივიდნენ საარჩევნო უბნებზე და კენჭისყრის პროცესში მონაწილეობა მიიღონ. „ოპოზიცია განსაკუთრებით დამაჯერებლად იმარჯვებს თბილისში, როგორც რეფერენდუმის ნაწილში, ასევე თბილისის მერის არჩევნების ნაწილში. ახლა მთავარია, დარჩენილ საათებში მივიდეთ და გავზარდოთ ეს სხვაობა ქართველ ხალხსა და „ქართულ ოცნებას“ შორის, კიდევ უფრო მკაფიო გავხადოთ ქართველი ხალხის პასუხი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა „ქართულ ოცნებას“ არ მიეცეს შესაძლებლობა, მანიპულაციების შედეგად რაიმე სახის გავლენა მოახდინოს…

მეტი...

თინა ბოკუჩავას განცხადებით, მიხეილ სააკაშილი ქვეყანაში წესების დაცვით შემოვიდა

რუსთავის 12-ე დაწესებულებიდან გამოსულმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ მედიას მიხეილ სააკაშვილის გზავნილი გადასცა. როგორც ბოკუჩავა განმარტავს, მიხეილ სააკაშვილს ქვეყანაში შემოსვლის წესები არ დაურღვევია და საზღვარი ყველა წესის დაცვით გადმოკვეთა. „ეს კითხვა რადგან ჟურნალისტებს ჰქონდათ, ბუნებრივია, ვეცადე, რომ მისგან მომეპოვებინა ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით. მან თქვა, რომ ქვეყანაში შემოვიდა ყველა წესისა და პროცედურის დაცვით, თუმცა დამატებით დეტალებზე საუბარს ის არ მიიჩნევს მიზანშეწონილად,“- განაცხადა ბოკუჩავამ ჟურნალისტებთან.

მეტი...

„ნაციონალურ მოძრაობას“ უნდოდა რეფერენდუმი და მიიღო კიდეც რეფერენდუმი“ – ირაკლი ღარიბაშვილი

არჩევნების დასრულებამდე და საარჩევნო უბნების დახურვამდე 3 საათით ადრე, საქართველოს პრემიერ მინისტრმა არჩევნების მიმდინარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღევანდელი დღე „ნაციონალური მოძრაობის“ რეფერენდუმია. „დღეს გვაქვს შესაძლებლობა, რომ საბოლოოდ დავამარცხოთ პოლარიზაცია, დესტრუქცია, სიძულვილი და სიცრუე ქართულ პოლიტიკაში. დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი ამ შესაძლებლობას ხელიდან არ გაუშვებს. დღეს, „ნაციონალური მოძრაობა“, მთავარი დესტრუქციული ძალა და ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაციის მთავარი წყარო არის სრულად დემორალიზებული და ჩამოშლილი. ამ მომენტისთვის, არსებული მონაცემებით, ჩვენი პარტია და კანდიდატები დამაჯერებლად და დიდი უპირატესობით იმარჯვებენ არჩევნებს უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტში“ – განაცხადა ღარიბაშვილმა. მისევე შეფასებით, საჭიროა მეტი აქტიურობა, რათა ეს…

მეტი...

გახარიას პარტიამ 150-მდე საჩივარი დაწერა

17:00 საათის მდგომარეობით საზოგადოებას საარჩევნო პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა და დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა ინფორმაცია მიაწოდა. როგორც ბუჩუკურმა აღნიშნა, 17 საათის მდგომარეობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩვენი პარტიის წარმომადგენელების მიერ დაფიქსირებულ დარღვევებზე დაიწერა 150-მდე საჩივარი. „განსაკუთრებული ყურადღება გვინდა გავამახვილოთ მოსყიდვის ფაქტებზე, რასაც აქვს სისტემური ხასიათი, რისი ამსახველი არაერთი ვიდეომასალა უკვე გავრცელდა მედიასაშუალებებშიც მათ შორის. • სენაკში, მე-14 საარჩევნო უბანზე (დევნილთა დასახლება) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თანამშრომელი ალექსანდრე ჩიკვაიძე არიგებს ალკოჰოლურ სასმელს. • განსაკუთრებით ყურადსაღებია გადასატან ყუთებთან მიმართებით ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში დაფიქსირებული დარღვევის ფაქტები, რაც უკვე სისტემურ, ხაზს ვუსვამ –…

მეტი...

„მიხეილ სააკაშვილის ესტრადაცია უკრაინის გადაწყვეტილებაა“ – თინა ბოკუჩავა სააკაშვილის საკნიდან გამოვიდა

საქართველოს პარლამენტის წევრი თინა ბოკუჩავა რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გამოვიდა, სადაც ის მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. ამ წუთებში, ბოკუჩავა მედიასთან განცხადებას აკეთებს. „დღეს მე დავინახე მიშა, რომელი ყველაზე მეტად უყვარდა ქართველ ხალხს და უზომოდ არის შეყვარებული ქართველ ხალხზე და ქვეყანაზე.  დღეს ვარ დარწმუნებული, რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ. პრეზიდენტი სააკაშვილი ელოდება ამ გამარჯვებას. ძალიან ბევრი ვისაუბრეთ იმ გეგმებზე, რომელიც გვაქვს. ძალიან ვეცადე ემი აზრი მომეხსენებინა, რომ შიმშილობა არ არის მიზანშეწონილი, მიუხედავად იმისა, რომ ის არის პოლიტიკური პატიმარი, თუმცა, მისი გადაწყვეტილებაა, რომ მან გააგრძელოს შიმშილობა. რაც შეეხება ექსტრადაციის საკითხს ეს უკრაინის გადაწყვეტილებაა“ – განაცხადა თინა…

მეტი...

15:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 33.18 პროცენტია

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 15:00 საათის მდგომარეობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ამომრჩეველთა აქტივობამ 33.18 პროცენტი შეადგინა. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება ცესკოს პრეს-სპიკერმა გააკეთა. „კენჭისყრისთვის საუბნო საარჩევნო კომისიები 08:00 საათზე გაიხსნა. მხოლოდ 10-15 წუთის დაგვიანებით გაიხსნა სულ 9 უბანი საქართველოს მასშტაბით (მთაწმინდა 1 უბანი, კრწანისი 2 უბანი, ვაკე 3 უბანი, დედოფლისწყარო 1 უბანი, ხობი 1 უბანი, მარტვილი 1 უბანი), რაც დამეთანხმებით, ვერანაირად ვერ იქნება 3664 უბნის 24.3% პროცენტი.  ზუგდიდის # 90-ე უბნიდან დამკვირვებელი გააძევეს, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, „მთელ რიგ დარღვევებს აფიქსირებდა“. ჩვენ გადავამოწმეთ აღნიშნული ინფორმაციაც და გაცნობებთ, რომ რამდენიმე დამკვირვებელი კენჭისყრის პროცესს უშლიდა…

მეტი...

თინა ბოკუჩავას განცხადებით, სააკაშვილის შეწყალება ზურაბიშვილის გადასაწყვეტი არ იქნება

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, პარლამენტის დეპუტატი თინა ბოკუჩავა რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად მივიდა. მას იმედი აქვს, რომ მოქმედი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ყოფილ პრეზიდენტს შეიწყალებს. როგორც ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა, სალომე ზურაბიშვილი არც სხვა პოლიტპატიმრების შეწყალებას აპირებდა, თუმცა, შეიწყალა. მისივე თქმით, ეს საკითხი ზურაბიშვილის გადასაწყვეტი არ იქნება. „ეს იქნება და არის  ქართველი ხალხის გადაწყვეტილება, რომლებიც არჩევნებზე უნდა მივიდნენ და რომელთან ერთადაც უნდა გაიმარჯვოს ჩვენმა ქვეყანამ. დასრულდება პოლიტიკური დევნა ქვეყანაში, დასრულდება სიძულვილი, შურისძიება. ამ ყველაფრის ავანგარდში, რა თქმა უნდა, იქნება პრეზიდენტი სააკაშვილი“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ მედიასთან. შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის დაკავების შემდეგ განცხადება…

მეტი...

„ჩვენ უნდა წამოვიყვანოთ ჩვენი მოქალაქე“ – უკრაინის წარმომადგენელი მიხეილ სააკაშვილზე  

უკრაინის პრეზიდენტის, ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. როგორც  მიხეილ პოდოლიაკი ამბობს, უკრაინული მხარე იმედგაცრუებულია  უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის დაკავებით.  „ძალიან იმედგაცრუებული ვართ უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული ქმედებით. ველოდებით შესაბამის პასუხს, გონივრულ პასუხს, საქართველოს შესაბამისი ორგანოების მხრიდან. გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებთ, საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე კონსულტაციების შემდეგ. პრეზიდენტს არსებული სიტუაცია მუდმივ კონტროლზე ჰყავს. ეს ჩვენთვის მართლაც ცოტა გაუგებარია. ჩვენ უნდა წამოვიყვანოთ ჩვენი მოქალაქე. საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა წარმოადგინოს ფორმულა, როგორ უნდა გავაკეთოთ ეს“, – აცხადებს მიხეილ პოდოლიაკი.

მეტი...

“არ მივაქციე ყურადება რომელი პირბადე გავიკეთე” – კახა კუჭავა

პარლამენტის თავმჯდომარე აღიარებს, რომ მის მიერ საარჩევნო უბანზე “ქართული ოცნების” სიმბოლოიანი პირბადით მისვლა ნამდვილად დარღვევა იყო. კახა კუჭავა განმარტავს, რომ, უბანზე მისვლამდე არ დააკვირდა, რომელი პირბადე გაიკეთა. “დილით, 8 საათზე, შევეცადე, ტრადიციულად, პირველი მივსულიყავი უბანზე. ნამდვილად არ მივაქციე ყურადღება, რომელი პირბადე გავიკეთე. ფაქტია, რომ ეს დარღვევა იყო. ვიცი, შესაბამისი რეაგირება იქნება და როგორც ვატყობ, ჯარიმის გადახდაც მომიწევს,” – განაცხადა კახა კუჭავამ.

მეტი...

“წყნარად, დემოკრატიულ გარემოში მიმდინარეობს არჩევნები” – კახა კუჭავა

პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას შეფასებით, თვითმმართველობის არჩევნები მშვიდ და დემოკრატიულ არჩევნებში მიმდინარეობს. “არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. მიხარია, რომ ჩვენი მოწოდება, რომ მაქსიმალური სიმშვიდე შევინარჩუნოთ და ყველამ გამოხატოს თავიანთი არჩევანი, სრულდება. რა თქმა უნდა, პატარა დარღვევები იქნება, ეს ყველა არჩევნებზე ხდება, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია სიმშვიდე არის ის, რასაც მოვუწოდებდით და საქართველოს მასშტაბით 3 თუ 4 მცირე ინციდენტი იყო. წყნარად, დემოკრატიულ გარემოში მიმდინარეობს არჩევნები, რაც, რა თქმა უნდა, მისასალმებელია,” – განაცხადა კახა კუჭავამ. კუჭავას თქმით, მნიშვნელობა არ აქვს ვისგან შეიძლება მოდიოდეს დარღვევა, რეაგირება იქნება შესაბამისი.

მეტი...

“დღეს ქართველი ხალხის ჰიმნი უნდა გაიგოს მსოფლიომ და შედეგად ამ რეჟიმის დამთავრება უნდა მოჰყვეს” – შალვა ნათელაშვილი

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საკუთარი პოზიცია საქართველოს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარემაც დააფიქსირა. შალვა ნათლაშვილის განცხადებით, დღევანდელ კენჭისყრას რეჟიმის დასრულება უნდა მოჰყვეს. “ბრძნული ნათქვამი, ჟრუანტელის მომგვრელი – ქართველო ხელი ხმალს იკარ, დღეს არის აქტუალური. დღეს არ არის ჩვეულებრივი არჩევნები, ჩვეულებრივი კენჭისყრა ვინმეს უპირატესობაზე ან ნაკლოვანებებზე. დღეს ქართველი ხალხის ჰიმნი უნდა გაიგოს მხოფლიომ და შეგედად ამ რეჟიმის დამთავრება უნდა მოჰყვეს. შესაბამისად, უნდა ძალა, რომელიც ამ ქაოსს დაამთავრებს,”- აცხადებს საქართველოს “ლეიბორისტული” პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათლაშვილი.

მეტი...

“რაც არ უნდა ცუდი და ბინძური წარსული ჰქონდეს სააკაშვილს, ის უნდა გასამართლდეს სამართლიანად” – მამუკა მდინარაძე

სააკაშვილი უნდა გასამართლდეს სამართლიანად და თავისუფალი სასამართლოს პირობებში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც შეაფასა საქართველოში ამერიკის ელჩის კელი დეგნანის განცხადება, რომლის მიხედვითაც, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმე საქართველოს სასამართლოს და მართლმსაჯულების სისტემის ტესტი იქნება. მამუკა მდინარაძე განმარტავს, რომ კელი დეგნანის განცხადება არ მოუსმენია. „არ მომისმენია, მაგრამ სავარაუდოდ, მიმდინარე საქმეებზე საუბრობს ალბათ, საზღვრის კვეთაზე, ორი თუ სამი საქმეა კიდევ, სადაც ბუნებრივია მართლმსაჯულება უნდა იყოს სამართლიანად. ამის უფლება ყველას აქვს, მათ შორის მიხეილ სააკაშვილსაც, რაც არ უნდა ცუდი და ბინძური წარსული ჰქონდეს მას, სააკაშვილი უნდა გასამართლდეს სამართლიანად და თავისუფალი სასამართლოს პირობებში. მართლმსაჯულება უკვე…

მეტი...

“საარჩევნო უბნიდან 100 მეტრის რადიუსში აკრძალულია ყველანაირი აგიტაცია, ამომრჩევლის აღრიცხვა და ა.შ. ეს უნდა დაიცვას ყველამ” – მამუკა მდინარაძე

“ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა “ოცნების” ოფისში გამართულ ბრიფინგზე ყველას შეახსენა, რომ საარჩევნო უბნიდან 100 მეტრის რადიუსში აკრძალულია აგიტაცია, ამ პერიმეტრის გარეთ კი კანონის ფარგლებში, ნებისმიერი ქმედება, მათ შორის ელექტორატის მობილიზება, არ არის კანონდარღვევა. “ერთი რამ მინდა განსაკუთრებით ხაზგასმით აღვნიშნო, თქვენთვის – ჟურნალისტების და ნებისმიერი იმ ადამიანის გასაგონად, ვისაც მართლა გულწრფელად შეიძლება ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდეს. დადგენილია იმ უპრეცენდენტო საარჩევნო რეფორმის ფარგლებში შესაბამისი სპეციალური ნორმა, რომლის მიხედვითაც 100 მეტრის რადიუსში აკრძალულია ყველანაირი აგიტაცია, ამომრჩევლის აღრიცხვა და ა.შ. ეს უნდა დაიცვას ყველამ. ასევე მოვუწოდებ ყველა ადამიანს, ეს ჩვენი მხარდამჭერი იქნება, ჩვენი…

მეტი...

“მეგობრებო, დახმარება მჭირდება” – დავით ქაცარავა

“მეგობრებო, დახმარება მჭირდება… გადავდიოდი მოკლე გზით საბურთალოდან ბაგებში. სამწუხაროდ, ვერ გავთვალე გარკვეული რისკები და ჩავრჩი მდინარეში. მჭირდება ჯალამბარიანი მანქანა, რომ ამომქაჩოს. სამაშველოს პიკაპმა ვერ ამომიყვანა. დიდი მადლობა წინასწარ”, – წერს დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში. მოგვიანებით, დავით ქაცარავამ დაწერა, რომ სამაშველომ სამხიდიანი მანქანა უკვე გამოიძახა. “დიდი მადლობა მეგობრებო მხარდაჭერისთვის! სამაშველომ სამხიდიანი მანქანა გამოიძახა და მალე ამოგვიყვანენ! ძალა ერთობაშია”, – წერს ქავარავა.

მეტი...

“პირველადი წინასწარი მონაცემების გამოსაქვეყნებლად ოპტიმალური დრო საარჩევნო უბნების დახურვიდან 7-8 საათია” – ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების პროცესში ჩართულ მხარეებს საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ კანონმდებლობით განსაზღვრულ პროცედურებს შეახსენებს. როგორც ცესკოს სპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა, ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების შედეგების პირველად მონაცემებს მას შემდეგ გამოაცხადებს, როდესაც ცესკოში შესული იქნება ოქმების ის მინიმალური რაოდენობა, რომელიც საჭიროა კენჭისყრის წინასწარი შედეგების გამოსაცხადებლად. „საარჩევნო უბნები კანონმდებლობის თანახმად 20:00 საათზე დაიხურება. რის შემდეგაც წილისყრით გამოვლინდებიან მთვლელები, კომისიის წევრები დაითვლიან ხელმოწერების რაოდენობას ყველა სახის ამომრჩეველთა სიებში, გარკვეული სახის დოკუმენტაცია დაილუქება, ამის შემდეგ დაიწყება საარჩევნო ყუთების გახსნა და ბიულეტენების დათვლა. 3 200 საარჩევნო უბანზე, სადაც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 300-ზე მეტია, ხმის…

მეტი...

„მიხეილ სააკაშვილი არის საუკეთესო ადგილზე – რუსთავში“ – კახა კალაძე დაკავებულ პრეზიდენტზე

თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ მედიასთან მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის დღეს საუკეთესო ადგილას იმყოფება. მისივე შეფასებით, დაკავების სპეცოპერაცია იდეალურად შესრულდა. „საკმაოდ საინტერესო მოვლენებია. ეს იყო სპეცოპერაცია, შესაბამისმა სამსახურებმა ზუსტად და უკეთ იციან თუ როდის, როგორ უნდა მომხდარიყო აყვანის ოპერაცია. იდეალურად იყო შესრულებული. მადლობა შსს-ს და უშიშროების სამსახურის თითოეულ თანამშრომელს. სპეცოპერაცია ჩატარდა მშვიდობიანად, წყნარად ყოველგვარი პრობლემის გარეშე და ყველა ადამიანს მიუჩინეს საკუთარი ადგილი. შესაძლოა, რაღაცები არც ვიცოდე და არც უნდა ვიცოდე. ყველაზე მთავარი არის ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, კრიმინალი და ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი ბრძანდება რუსთავის საპყრობილეში, სადაც მოუწევს სასჯელის…

მეტი...

“მათი პოზიცია გასაგებია, რადგან სააკაშვილი მათი მოქალაქეა” – საგარეო მინისტრი სააკაშვილის დაკავებაზე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი მიხეილ სააკაშვილის დაკავების გამო უკრაინულ მხარესთან ურთიერთობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ პრობლემები არ არსებობს.     „უკრაინასთან ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს. თანამშრომლობა ყველა მიმართულებით ვითარდება. მათი პოზიცია გასაგებია, რადგან სააკაშვილი მათი მოქალაქეა. საელჩოს აქვს კომუნიკაცია, იყო კონტაქტი საელჩოს თანამშრომელთან, რომელიც უკრაინულ მხარეს მიაწვდის მათთვის საინტერესო ყველა ინფორმაციას. ინფორმაცია, რომელიც გუშინ პროკურატურამ გაავრცელა, მყისიერად იქნება მიწოდებული უკრაინელი მეგობრებისთვის. დარწმუნებული ვარ, მშვიდად, წყნარად, ჩვენ ყველა საკითხზე შესაბამისი განმარტებები გვექნება. ჩვენი ურთიერთობები უკრაინასთან ისევე განვითარდება, როგორც აქამდე ვითარდებოდა და დაუშვებელია, ერთმა ადამიანმა მძევლად აიყვანოს საქართველო-უკრაინას შორის სტრატეგიული პარტნიორობა“…

მეტი...

“ხმა მივეცი იმ ხალხის წინააღმდეგ, ვინც ვითომ “ქურდულს” აწვებიან, იმ ხალხის წინააღმდეგ, სასულიერო პირები რომ ჰქვიათ და ჯიპებში ვეღარ ეტევიან” – ზურაბ ჯაფარიძე

საკუთარი არჩევანი გააკეთა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ. ხმის მიცემისს შემდეგ პარტიის ”გირჩი – მეტი თავისუფლება” თავმჯდომარემ, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა  მედიასთან კომენტარი. “ხმა მივეცი იმ ხალხის წინააღმდეგ, ვინც ვითომ რაღაც განსხვავებული ცხოვრებით ცხოვრობს, ვითომ “კაი ბიჭურს” და “ქურდულს” რომ აწვებიან და ახლა სუსის “შესტიორკებად” არიან გადაქცეული, ამ ხალხის წინააღმდეგ მივეცი ხმა. კიდევ იმათ წინააღმდეგ მივეცი ხმა, ვითომ სასულიერო პირები რომ ჰქვიათ და კანში და ჯიპებში რომ ვეღარ ეტევიან.“ – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

მეტი...

„ხმა მივეცი დეპოლარიზაციას“ – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა, როგორც მან ჟურნალისტებს განაცხადა, ამ არჩევნებით უნდა დასრულდეს პოლარიზაცია. „ეს არის ის არჩევნები, სადაც მოქალაქეებს მართლაც შეუძლიათ აირჩიონ თავიანთ ადგილზე, დაბაში, სოფელში, ქალაქში ისინი, ვინც ხვალ ადგილობრივ საკითხებს გადაუწყვეტს. ამავე დროს, ეს არის ის ადგილი, სადაც ალბათ, ყველაზე ნაკლებად უნდა იყოს პოლარიზაცია. ეს არის ის არჩევნები, ზოგადად, როდესაც უნდა დასრულდეს პოლარიზაცია. ამის იმედი მაქვს და მე ამას მივეცი ხმა, დეპოლარიზაციას“, – განაცხადა პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან.

მეტი...

“ხმა დეპოლარიზაციას მივეცი”-პრეზიდენტმა საკუთარი არჩევანი გააკეთა

საკუთარი არჩევანი დააფიქსირა საქართველოს პრეზიდენტმა. სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან მოკლე კომენტარი გააკეთა და იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანაში პოლარიზაცია დასრულდება. “ადგილობრივი არჩევნები არის მნიშვნელოვანი დემოკრატიულ პროცესებში. ეს არის ის არჩევნები, სადაც მოქალაქეებს მართლა შეუძლიათ რომ აირჩიონ თავ-თავიანთ ადგილზე ისინი, ვინც ადგილობრივ საკითხებს გადაუწყვეტენ. აქ ნაკლებად უნდა იყოს პოლარიზაცია და ეს არჩევნები არის, ზოგადად, როდესაც უნდა დასრულდეს პოლარიზაცია, ამის იმედი მაქვს და მე ამას მივეცი ხმა – დეპოლარიზაციას,”-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მეტი...