ნიკა მელია მერის კიდევ ერთ მოადგილედ ელენე ხოშტარია დაასახელა

ამ წუთებში, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკანორ მელია თბილისის „კოალიციურ მთავრობას“ ასახელებს. თბილისის მერის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მისი მესამე მოადგილე ელენე ხოშტარია იქნება. შეგახსენებთ, რომ ნიკანორ მელიამ სულ ოთხი მოადგილეობის კანდიდატი წარადგინა. ესენი არიან: მამუკა ხაზარაძე, ზურა (გირჩი) ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია და მამუკა აბესაძე.   

მეტი...

ნიკანორ მელია კოალიციური მთავრობის პრეზენტაციას მართავს

ნიკანორ მელია ამ წუთებში „კოალიციური გუნდის“ წარდგენას მართავს. როგორც მან „ლელოსთან“ ერთად გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა, თბილისის მერობის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მისი მოადგილეები მამუკა ხაზარაძე და  ზურა (გირჩი) ჯაფარიძე იქნებიან. „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა  კოალიციური მთავრობის პრეზენტაციას ამ წუთებში მართავს. „მინდა, წარმოგიდგინოთ თბილისის მერის მოადგილეობის კანდიდატი და ძალიან მალე თბილისის მერის მოადგილე, თქვენი საუკეთესო პარტნიორი, თქვენი მეგობარი და თქვენი საუკეთესო მეზობელი, მჭმუნვარე ადამიანი, ვინც ყველაფერს გააკეთებს, რომ ჩვენი ცხოვრების სტანდარტი შეიცვალოს და ამაღლდეს, ეს არის მამუკა ხაზარაძე“, – განაცხადა ნიკა მელიამ. მამუკა ხაზარაძის შემდეგ კი მან მერობის მეორე მოადგილედ…

მეტი...

მიხეილ სააკაშვილს საზღვრის უკანონო კვეთისთვის ბრალი წარუდგინეს

პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთისთვის  ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. როგორც მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი აცხადებს, მესამე პრეზიდენტის ქვეყანაში დაბრუნება გმირობაა საკითხის ამგვარად დასმა – მესაზღვრემ მას პასპორტი შეუმოწმა თუ არა. „ეს არის  „ქართული ოცნების” მიერ აღიარებული მიხეილ სააკაშვილის გმირობის დოკუმენტი. მიხეილ სააკაშვილმა შეგნებულად, საიმისოდ, რომ “ოცნების” ხელისუფლებას არ ჰქონოდა პროვოკაციების საბაბი და არ მოეწყო დაპირისპირება ქართველ ხალხს შორის, აირჩია უმძიმესი, ურთულესი და გმირული გზა საქართველოში დასაბრუნებლად. არ შეიძლება იდგეს საკითხი, მესაზღვრემ პასპორტი შეამოწმა თუ არა. როდესაც ოლიგარქიული რეჟიმის მიერ დევნილი მესამე პრეზიდენტი ბრუნდება საქართველოში ეს არის გმირობის აქტი და ზვიად გამსახურდიას…

მეტი...

„ვერც ფოტიგას ჭკუით ვივლით და ვერც კუბილიუსის, ყველამ მიხედოს თავის ქვეყანას“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„გუშინ ვთქვი, არც ფოტიგა, არც კუბილიუსი ჩემთვის და ჩვენი ქვეყნისთვის არაფერს წარმოადგენენ. ევროპარლამენტში არის 700 დეპუტატი და ჩვენ ვერც ფოტიგას ჭკუით ვივლით და ვერც კუბილიუსის, მე ერთი მინდა ვუთხრა, ყველამ მიხედოს თავის ქვეყანას, ამ ქვეყანაში კანონის და მართლმსაჯულების აღსრულებას წინ ვერავინ აღუდგება, ეს ყველამ გაითვალისწინოს“ – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის ჩვეულებრივი მანიპულაციები, რომ არჩევნებამდე შეიქმნას განცდა, თითქოს რაღაც ზედმეტი ყურადღება არის ევროპარლამენტიდან. „მინდა ასევე შევახსენო მათ შორის თქვენს მიერ ჩამოთვლილ რამდენიმე ევროპარლამენტარს, რომლებიც კარგად ვიცით, რომ პირადი ნაცნობობადა მეგობრობა აქვთ სააკაშვილთან. აღარ მინდა გავაგრძელო, ერთ-ერთი, ვინც…

მეტი...

“მელიას გარანტირებული წაგება აქვს ქალაქში, ჩვეულებრივი კრიმინალია” – ირაკლი ღარიბაშვილი

„ნუთუ დაგავიწყდათ, ვის ხელში ვიყავით მთელი ქვეყანა, როგორი დიქტატორული რეჟიმი სუფევდა ქვეყანაში, ამ ადამიანებისგან რომელ ჩრდილოვან კაბინეტზეა საუბარი, არასერიოზულობაა უბრალოდ. მელიას გარანტირებული წაგება აქვს ქალაქში, ჩვეულებრივი კრიმინალია“ – აცხადებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. როგორც ღარიბაშვილი ამბობს, ნოკანორ მელიას მერობა არ შეიძლება. „ეს დაახლოებით მახსენებს იმ საზარელ და ტრაგიკულ დღეებს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, როდესაც უბედური და ტრაგიკული დღეები გვქონდა ქვეყანაში აგვისტოს ომის დროს, გამოვიდნენ რუსთაველზე, გამოიყვანეს საცოდავი ჩვენი ხალხი და „მიშა, მიშა“ აძახებინეს და კონცერტი გამართეს. ეს ხალხი არის „ნაცმოძრაობა“.როგორ შეიძლება მელია გახდეს მერი, ჩვეულებრივი კრიმინალია კაცი. ასევე, სამარცხვინოა, რომ ასეთი კრიმინალები…

მეტი...

გრიპის ვაქცინები მხოლოდ 8 ჯგუფისთვის იქნება უფასო

ზამთრის სეზონის მოახლოებასთან ერთად, საქართველოში გრიპის ვაქცინაცია უკვე დაიწყო.  თუმცა, კორონავირუსის აცრისგან განსხვავებით, ის მოსახლეობის ყველა ფენისთვის უფასო არ იქნება. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, განსაზღვრულია კატეგოროები, რომლებიც გრიპის ვაქცინას უფასოდ, სახელმწიფოს ხარჯზე გაიკეთებენ. „სახელმწიფომ გრიპის 4-ვალენტიანი 200 000 დოზა ვაქცინა შეისყიდა, განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფებისთვის და მათ ეს ვაქცინა წელს, ტრადიციულად, უფასოდ მიეწოდებათ. ეს ჯგუფებია: ორსულები, დიალეზზე მყოფი ადამიანები, სამედიცინო პერსონალი, მოხუცთა სახლებისა და ბავშვთა სახლების ბინადრები და მათი მომვლელი პერსონალი, სკოლის პედაგოგები, საბავშვო ბაღის აღმზრდელები, ასევე ვეტერინარიის სფეროში დასაქმებულები და 60 წელს ზევით ასაკის ნებისმიერი ადამიანი“…

მეტი...

გემი და ტრაილერი – როგორ ჩამოვიდა მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან? პროკურატურა დეტალებს ასაჯაროებს

გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მხრიდან საქართველოში შემოსვლის  დეტალები გაასაჯაროვა. როგორც პროკურორმა განმარტა, ყოფილი პრეზიდენტი საქართველოში უკრაინიდან, კერძოდ კი, ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში შემოსულ გემს შემოჰყვა. „აღნიშნული გემიდან 29 სექტემბერს, 01:04 საათზე ჩამოვიდა შპს ,,IKA TRANS“-ის საკუთრებაში არსებული „SCANIA“-ს ფირმის ე.ც.-ს მფლობელობაში არსებული მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალება – ტრაილერი, რომელიც დატვირთული იყო რძის პროდუქტებით. აღნიშნული ტრაილერი ჯერ ხიდზე შეჩერდა, რის შემდეგაც ე.ც.-მ რეგისტრაციამდე ტრაილერი მოსაცდელ ადგილზე გააჩერა, საიდანაც 01:44 საათზე დაიძრა გასასვლელისკენ. რამდენიმე ათეული მეტრის გავლის შემდეგ, 01:47:27 საათზე, ფოთის პორტის ტერიტორიაზე ე.ც.-მ გააჩერა სატვირთო ავტომანქანა და მივიდა ავტომანქანის მისაბმელის უკანა კართან, საიდანაც 01:49:37 საათზე…

მეტი...

პროკურატურა მიხეილ სააკაშვილს ბრალს დღეს წარუდგენს  

საქართველოს პროკურატურამ სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე მიხეილ სააკაშვილს ბრალს დღეს წარუდგენს. უწყების ინფორმაციით, ამ დროისათვის ბრალის წარდგენის პროცედურები მიმდინარეობს.  „მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 344 მუხლის პირველი ნაწილით ბრალდების შესახებ დადგენილება გამოიტანა და მიმდინარეობს ბრალის წარდგენის სამართლებრივი პროცედურები. ამასთან, მიხეილ სააკაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში მოპოვებული ახალი მტკიცებულებების საფუძველზე ე.ც.-ს მძიმე დანაშაულის დაფარვისთვის და საზღვრის უკანონო კვეთაში დახმარებისთვის ბრალი დაუმძიმა, ხოლო გ.ნ.-ს, რომელიც სამართალდამცავებმა 19 ოქტომბერს დააკავეს, ბრალდება მძიმე დანაშაულის დაფარვისთვის წარუდგინა“ – ნათქვამია უწყების განცხადებაში. 

მეტი...

მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში შემოყვანის დახმარებისთვის დაკავებულს ბრალი დაუმძიმეს

საქართველოს პროკურატურამ ელგუჯა ცომაიას, რომელიც  საქართველოში მიხეილ სააკაშვილის შემოყვანაში დახმარების გაწევისთვის დააკავეს,  ბრალი დაუმძიმა. როგორც უწყებაში აცხადებენ, საუბარი მისაბმელიან ავტომობილზე, რომელსაც ელგუჯა ცომაია მართავდა და რომლითაც მიხეილ სააკაშვილმა საზღვარი უკონონოდ გადმოკვეთა. პროკურატურის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ელგუჯა ცომაია ქვეყანაში შემოსვლაში დაეხმარა. მან იცოდა, რომ სააკაშვილი ძებნილი ყო, თუმცა, არ შეატყობინა სამართალდამცველებს. დაკავებულ ცომაიას სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულის დაფარვისთვის და საზღვრის უკანონო კვეთაში დახმარებისთვის ბრალი დაუმძიმა.

მეტი...

„ვერც ერთ ექიმს ექნება პრეტენზია, რომ კორონავირუსისა და გრიპის ვირუსის გარჩევა შეუძლია“ – ინფექციონისტი

„კორონავირუსისა“ და სხვა, გრიპისმაგვარი ვირუსის სიპტომები იდენტურია. როგორც პროფესორი, ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი „მედიაცენტრ მთავართან“ განმარტავს, შეუძლებელია, ვინმემ გაარჩიოს ვირუსი „კორონაა“ თუ გრიპის რომელიმე სახეობა. „კოვიდ 19 ძალიან დაემსგავსა სხვა ვირუსულ ინფექციებს.  ვერც ერთ ექიმს ექნება პრეტენზია, რომ შეუძლია სიმპტომებით გამოარჩიოს სურდოა თუ კორონავირუსი. გამოსავალი მარტივია – მხოლოდ ტესტირება. რეალურად, სხვანაირად ვერც  გავიგებთ, ეს არის გაციებით მიმდინარე ვირუსული ინფექცია, გრიპი თუ კორონავირუსი.  თუმცა, ტესტირებაც არ ნიშნავს 100 პროცენტიან პასუხს. შესაძლოა, ტესტმა უარყოფითი აჩვენოს, თუმცა, მაინც გვქონდეს კორონავირუსი. არ არსებობს გაციება, ეს არის ჩვეულებრივი ვირუსული ინფექციები, რომელიც გადამდებია და სხვებისთვის საფრთხეს წარმოვადგენთ…

მეტი...

ექიმი, რომელმაც მოქალაქეებს ე.წ ვაქცინაცია ჩაუტარა, ერთი წლის წინ გაყალბებული სერტიფიკატით საქმიანობდა

თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გრიპის ვაქცინის ნაცვლად დაახლოებით 35 ადამიანს სავარაუდოდ C ვიტამინი გაუკეთეს. აღნიშნულ ფაქტზე მოკვლევა დაიწყო სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტომ. როგორ ზაალ კაპანაძე აცხადებს, კლინიკას იმუნიზაციის ნებართვა არ ჰქონდა. ექიმი კი, რომელმაც მოქალაქეებს ე.წ ვაქცინაცია ჩაუტარა, ერთი წლის წინ გაყალბებული სერთიფიკატით საქმიანობდა და ამის გამო პირობითი სასჯელიც ჰქონდა. შესაბამისად, ერთ-ერთი მთავარი სანქცია, რომელიც სერტიფიკატის გაუქმებას ითვალისწინებს, ამ შემთხვევაში, აზრს კარგავს “აღნიშნულ კლინიკას იმუნიზაციის შეტყობინების ნებართვა არ ჰქონდა გამოგზავნილი, შესაბამისად, მას არ ჰქონდა იმუნიზაციის ჩატარების არანაირი უფლება. თვითონ რაც შეეხება ექიმს, 2020 წელს რეგულირების სააგენტომ აღნიშნული ექიმი გამოავლინა, როგორც უკანონო…

მეტი...

ანასტასია შატალოვას მკვლელობაში ბრალდებული ბექა ლატარია სასამართლო პროცესიდან გააძევეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესიდან მკვლელობაში ბრალდებული ბექა ლატარია გააძევეს. ბრალდებულმა პროკურორს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა იმ დროს, როდესაც პროკურორი შუამდგომლობას აყენებდა და აცხადებდა, რომ ლატარიას დაკავების დროს ნარკოტიკები აღმოაჩნდა. ბექა ლატარიას თქმით, ე.წ. ლომკის დროს დააკავეს და ნარკოტიკული საშუალება არ ჰქონდა.

მეტი...

“მსოფლიო მასშტაბით ინფიცირებულთა რაოდენობა 4%-ით, სიკვდილიანობა კი 2%-ით შემცირდა, გამონაკლისია ევროპა, სადაც დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა იზრდება” – ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ეპიდსიტუაციაზე ყოველკვირეულ ბიულეტენს აქვეყნებს. 11-17 ოქტომბრის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის 2.7 მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 46 000-ზე მეტი ადამიანი. ამასთან ახალი შემთხვევები 4%-ით შემცირდა, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობამ 2%-ით დაიკლო. გამონაკლისია ევროპის რეგიონი, სადაც უკვე მესამე კვირაა, რაც დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა იზრდება. წინა კვირის მონაცემებთან შედარებით ამ კვირაში 7%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყოველკვირეული ეპიდსიტუაციის ანალიზის მიხედვით, ინფიცირებულთა რაოდენობა განსაკუთრებით აფრიკის რეგიონში შემცირდა, დაახლოებით 18%-ით , მას მოჰყვება დასავლეთ წყნარი ოკეანის რეგიონი 17%-იანი კლების მაჩვენებლით, 24%-ით შემცირდა სიკვდილიანობის მაჩვენებელი აფრიკაში. ევროპაში კოვიდ-19-ით სიკვდილიანობა 4%-ით გაიზარდა. მსოფლიოში 240…

მეტი...

რეგულირების სააგენტოში აცხადებენ, რომ გოგელიას კლინიკას იმუნიზაციის განხორციელების უფლება არ ჰქონდა

ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს მონაცემებით, გოგელიას კლინიკას აღნიშნულ მისამართზე არსებულ დაწესებულებაში იმუნიზაციის განხორციელების უფლება არ ჰქონდა და შესაბამისი სერტიფიკატი არ გააჩნია, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოში განუცხადეს. „ამასთან, ექიმს, რომელმაც იმუნიზაცია ჩაატარა, არ აქვს აცრის ჩატარების სერტიფიკატი და ამასთან,  შარშან  გამოვლინდა მის მიერ სერტიფიკატების გაყალბების ფაქტები, რაზეც შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმეც აღიძრა“, – აცხადებენ უწყებაში. მოქალაქეები აცხადებენ, რომ თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე გოგელიას კლინიკაში, გრიპის ვაქცინის ნაცვლად, გაურკვეველი პრეპარატი გაუკეთეს.

მეტი...

“სააკაშვილი არის მხნედ, მისი პირველი გზავნილია, რომ მაქსიმალურად უნდა მოხდეს ხმების მობილიზება” – დევი ჭანკოტაძე

რუსთავის 12-ე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მესამე პრეზიდენტთან თანაგუნდელები აგრძელებენ შეხვედრებს. ცოტა ხნის წინ მიხეილ სააკაშვილთან ენმ-ის წევრი, დევი ჭანკოტაძე იმყოფებოდა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს ყველაზე დიდ ძალას ხალხის მხარდაჭერა აძლევს. “მისი პირველი გზავნილია, რომ მაქსიმალურად უნდა მოხდეს ხმების მობილიზება, მაქსიმალურად უნდა მივიდეს ჩვენი ხალხი არჩევნებზე და გააკეთოს სწორი არჩევანი, რადგან ერთხელ და სამუდამოდ მოვაშოროთ “ქართული ოცნება”. მიუხედავად იმისა, რომ შიმშილობის მე-20 დღეა, ძალიან მაგრად გამოიყურება, ძაან მხნედ არის. მე ვერაფერი ვერ შევატყვე საგანგაშო, მაგრამ არის გამხდარი და ალბათ დადგება ის მომენტი, როცა ჰოსპიტალიზაცია მოხდება,” – განაცხადა დევი ჭანკოტაძემ.

მეტი...

საქალაქო სასამართლოში ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე ბრალდებული სამი პირის პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე ბრალდებული სამი პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მკვლელობაში ბრალდებული ბექა ლატარია ბრალს არ აღიარებს. ლატარიას განზრახ მკვლელობის გარდა, ნარკოტიკების შეძენა-შენახვასაც ედავებიან. გამოძიების ინფორმაციით, დაკავების მომენტში მან ხელყუმბარის გახსნა სცადა, თუმცა ადვოკატები ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფენ. უფრო მეტიც, აცხადებენ, რომ ბექა ლატარია ნაცემია, რასთან დაკავშირებითაც მათ სახელმწიფო ინსპექტორსაც აცნობეს. ადვოკატები ამბობენ, რომ ლატარიას არარსებული დანაშაულის აღიარებას სთხოვდნენ, რის გამოც მასზე ფიზიკურად იძალადეს. „ჩემი ინფორმაციით, ბექა ლატარია მკვლელობის დღეს საბურთალოზე არ იყო. გვიან ღამით პოლიციელებმა მიაკითხეს, სახლში შეუმტვრიეს კარი, 40-მდე სამართალდამცველი შევარდა, მიაყენეს მის მეუღლეს ფიზიკური…

მეტი...

“ვფიქრობ, ეს დასაწყისია მეხუთე ტალღის, ჯერ პიკისთვის არ მიგვიღწევია – მარინა ენდელაძე” – მარინა ენდელაძე

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსის მარინა ენდელაძის განცხადებით, ქვეყანაში არსებული ეპიდვითარება არაპროგნოზირებადია.  “ვფიქრობ, რომ ეს დასაწყისია ჯერ მეხუთე ტალღის და ჯერ პიკისთვის არ მიგვიღწევია. ეს იმასთან არის დაკავშირებული, რომ ვაქცინაცია არის ძალიან შემცირებული, არ არის საკმარისი რაოდენობა მოსახლეობის ვაქცინირებული და გარდა ამისა, ისევ არ ვიცავთ რეგულაციებს. ვერ გამოვრიცხავ, რომ მეტი იყოს პიკი, ვიდრე იყო აგვისტოში. მინდა ვუთხრა მოსახლეობას, რომ ძალიან გავრცელებული აზრი, რომ ემართებათ აცრილებსაც, დიახ ემართებათ, მაგრამ არა ყველას, რა თქმა უნდა, მაგრამ ემართებათ ისე, რომ ან არ არიან ჰოსპიტალში მოსათავსებელი, ან თუ მოთავსდნენ, ისინი არ მძიმდებიან. ჩვენი მაინც ყველაზე მეტი მიზანი ხომ…

მეტი...

“ფაიზერით” ვაქცინირებულმა მამაკაცმა 10 000 ლარი მოიგო

“აიცერი და მოიგეს” ლატარიაში უკვე 940 000 ლარია მოგებული.18 ოქტომბერს, “ფაიზერით” ვაქცინირებულმა თბილისში მცხოვრებმა მამაკაცმა 10 000 ლარი მოიგო. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ყოველდღიურ გათამაშებაში ყოველდღე თამაშდება 500 და 100 ლარის მოგების საპრიზო ფონდით 20 000 ლარი, რომელიც 160 ადამიანზე ნაწილდება. კამპანია ორი თვეა, რაც მიმდინარეობს და Stopcovid ლატარიას უკვე 6005 გამარჯვებული ჰყავს.

მეტი...

მოქალაქეები აცხადებენ, რომ გოგელიას კლინიკაში, გრიპის ვაქცინის ნაცვლად, სავარაუდოდ სხვა პრეპარატი გაუკეთეს

მოქალაქეები აცხადებენ, რომ თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე გოგელიას კლინიკაში, გრიპის ვაქცინის ნაცვლად, C ვიტამინი გაუკეთეს. როგორც ადგილზე მყოფები ყვებიან, ისინი კლინიკაში გრიპის ოთხკომპონენტიანი ვაქცინით ასაცრელად მივიდნენ და 75 ლარი გადაიხადეს, ხოლო როდესაც ვაქცინის შეფუთვის ჩვენება მოითხოვეს, მედპერსონალისგან უარი მიიღეს. მათივე თქმით, ინექცია გაუკეთეს ბავშვებსაც. პაციენტების განცხადებით, მათი დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ, კლინიკის წარმომადგენლებმა უჯრა გახსნეს, სადაც მხოლოდ C ვიტამინის ამპულები აღმოჩნდა, ვაქცინაციის ოთახში მათ ასევე იპოვეს C ვიტამინის გამოყენებული ამპულები. პაციენტები ყვებიან, რომ კლინიკის წარმომადგენლებმა საბოლოოდ აღიარეს, რომ კლინიკაში ასაცრელად მისულებს C ვიტამინს უკეთებდნენ და ამის შემდეგ, მათ კლინიკა სასწრაფოდ დატოვეს.

მეტი...

რუსეთი „თალიბანს“ ინკლუზიური მთავრობის შექმნისკენ მოუწოდებს

რუსეთი „თალიბანს“ მოუწოდებს, შექმნან ინკლუზიური მთავრობა ქვეყნის ყველა პოლიტიკური ძალის მონაწილეობით, – რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დღეს, ავღანეთის საკითხზე ე.წ. მოსკოვის ფორმატის სხდომის გახსნაზე განაცხადა. “ავღანეთში მდგრადი მშვიდობის მიღწევის გამოწვევა კვლავ აქტუალურია. მისი მოგვარების გარანტიას ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, ჭეშმარიტად ინკლუზიური მთავრობის ფორმირებაში ვხედავთ, რომელიც სრულად უნდა ასახავდეს ყველას, არა მხოლოდ ეთნიკური, არამედ ქვეყნის პოლიტიკური ძალების, ინტერესებს“, – აღნიშნა ლავროვმა. ცნობისათვის, მოსკოვში მიმდინარე შეხვედრას, რომელზედაც ავღანეთის საკითხს განიხილავენ, 10 ქვეყნის წარმომადგენლები და „თალიბანის“ დელეგაცია ესწრებიან, რომელსაც ავღანეთის ვიცე-პრემიერი აბდულ სალამ ჰანაფი ხელმძღვანელობს. შეხვედრაში არ მონაწილეობს…

მეტი...

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის ახლადდანიშნულ სპეციალურ წარმომადგენელს, ხავიერ კოლომინას უმასპინძლა.  თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის ტრანსფორმაციის ფარგლებში განხორციელებული რეფორმები და პრიორიტეტები განიხილეს, ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებს, მათ შორის, შავი ზღვის უსაფრთხოებასა და განახლებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ინიციატივების განხორციელებას. “შეხვედრაზე აღინიშნა ნატოს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ალიანსის პრაქტიკული დახმარების მნიშვნელობა, რაც ხელს უწყობს თავდაცვის რეფორმების ეფექტურად განხორციელებას და ნატო-სთან თავსებადობის გაძლიერებას. სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა განსაკუთრებით…

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილმა ტოივო კლაართან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეს, ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ტოივო კლაარს შეხვდა. პრემიერ-მინისტრმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესში გაწეული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა. მთავრობის მეთაურმა შეხვედრისას ირაკლი ბებუას და უკანონოდ დაკავებული საქართველოს სხვა მოქალაქეების გათავისუფლების უზრუნველსაყოფად საერთაშორისო ძალისხმევის გაძლიერების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში ქმედითი, ხელშესახები შედეგების მიღწევის მნიშვნელობას. პოზიტიურად შეფასდა მოლაპარაკებების ბოლო, 54-ე რაუნდზე გადაუდებელ საკითხებზე სამუშაო ქვეჯგუფების შექმნის შესახებ მიღწეული შეთანხმება, რაც ხელს შეუწყობს კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებას. აღინიშნა, რომ უმნიშვნელოვანესია, ხელშესახები შედეგები დადგეს ცეცხლის შეწყვეტის…

მეტი...

“თანახმა ვარ ექიმების მხრიდან მედიკამენტოზურ ჩარევაზე” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ექიმების მხრიდან მედიკამენტოზურ ჩარევაზე თანახმაა. ამის შესახებ სააკაშვილი წერილში წერს, რომელიც ჟურნალისტებს მისმა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა გააცნო.  სააკაშვილი წერილში აღნიშნავს, რომ ვიდრე ის დაპატიმრებულია, საკვებს არცერთი ფორმით არ მიიღებს. “სანამ დაპატიმრებული ვარ, საკვებს არ მივიღებ არცერთი ფორმით და მზად ვარ სიკვდილისთვისაც. ამავე დროს მინდა ბოლომდე შემრჩეს საღი აზროვნება, ამიტომ თანახმა ვარ, ექიმების მხრიდან მედიკამენტოზურ ჩარევაზე,” – წერს სააკაშვილი. გუშინ, 19 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად ციხეში ექიმთა კონსილიუმი იმყოფებოდა.  როგორც სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ თქვა, მათ კონსილიუმის დოკუმენტები განიხილეს და პრევენციული ჰოსპიტალიზაციის რეკომენდაცია გასცეს. მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტი…

მეტი...

პოლიციამ მიხეილ სააკაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში, დანაშაულის დაფარვის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულის სახით ერთი პირი – 1989 წელს დაბადებული გ.ნ. დააკავა. ინფორმაციას შსს ავრცელებს. “სამართალდამცველებმა საქმეზე ამავე ბრალდებით უკვე სამი პირი დააკავეს.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით მიმდინარეობს, რაც მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვას გულისხმობს. დანაშაული 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მსჯავრდებული, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის უკანონო გადაკვეთის, ორგანიზებული ჯგუფის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანისა და მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვის ფაქტებზე…

მეტი...

“ბათუმი 60 პროცენტზე უკვე გავიდა, თბილისი უახლოვდება, სადაც მოზრდილი მოსახლეობის 54 პროცენტია აცრილი” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განაცხადებით, კოროავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა ყველაზე ნაკლებია თბილისსა და აჭარაში. როგორც გამყრელიძე განმარტავს, ეს აცრების მაჩვენებელს უკავშირდება. ამირა გამყრელიძის თქმით, ბათუმში მოზრდილი მოსახლეობის 60 პროცენტი უკვე აცრილია,  ხოლო თბილისში აღნიშნული მაჩვენებელი 54 პროცენტს აღწევს. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, სამწუხაროდ, სხვა რეგიონებში აცრების მაჩვენებელი ჯერ კიდევ დაბალია. „ჩვენ ორი თვის განმავლობაში დაახლოებით კიდევ ერთი იმდენი თუ აიცრება, რამდენიც დღეს აცრილია, გავალთ იმ მაჩვენებელზე, რაზეც ბათუმი გავიდა. ბათუმმა უკვე 60-პროცენტიან ნიშნულს მიაღწია. ის, რაც ჩვენ წელს გვქონდა მოზრდილი მოსახლეობის სამიზნე, სამოც პროცენტზე გასვლა, ბათუმი უკვე გავიდა…

მეტი...

“სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის საგანგაშოდ გამოცხადების მიზეზი არ არსებობს” – მიხეილ სარჯველაძე

პროცესები წარიმართება იმგვარად, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების ყოველგვარი რისკი გამოირიცხოს და პატიმრის უფლება მაქსიმალურად მაღალი სტანდარტით იყოს დაცული, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, ყველაფერი პატიმრის ნების გათვალისწინებით მოხდება. „უშუალოდ ექიმებთან გაიმართა შეხვედრა და შექმნილი ჯგუფი გაეცნო მდგომარეობას, რისკებს, მოვლენათა განვითარების შესაძლო ვარიანტებს და საჭიროებებს, რაც პატიმრის უფლებების დასაცავად შეიძლება, იყოს აუცილებელი. ისეთი შემთხვევისთვის შემუშავდა გეგმა, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები. მათ შორის განიხილება, ჰოსპიტალიზაციის საჭიროების შემთხვევაში, როგორი იქნება მოქმედებები, რა შემთხვევაში, როგორ და რა წესით განხორციელდება. რა თქმა…

მეტი...

ვაქცინაციის ტემპის გაზრდის მიზნით, საკოორდინაციო საბჭოს წამახალისებელი ღონისძიებების შესახებ ახალ პაკეტს წარუდგენენ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინაციის ტემპის გაზრდის მიზნით, სხვა წამახალისებელი ღონისძიების შესახებ მომავალ სამშაბათს საკოორდინაციო საბჭოს გეგმას წარუდგენენ. მისივე თქმით, საჭიროა გაიზარდოს ვაქცინაციის ტემპი, რათა მიზნის მიღწევა შესაძლებელი გახდეს. „არსებობს გეგმა, თუ რას ვაპირებთ, იგივე მომავალი სამშაბათისთვის დავალებები არის, რომ გარდა მარათონისა, რაც დავიწყეთ, ვაქცინაციის ტემპის გაზრდასთან დაკავშირებით წამახალისებელი ღინისძიებების სხვა პაკეტი იქნას წარდგენილი, რათა საკოორდინაციო საბჭომ მიიღოს გადაწყვეტილებები“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მეტი...

“საჭირო იქნება ხისტი გადაწყვეტილებები, დარწმუნებული იყავით, მწვანე პასპორტები ამოქმედდება” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, კოვიდვითარების პროგნოზი საიმედო არ არის და ინფიცირების მსგავსი მაღალი მაჩვენებლის გამო, სავარაუდოდ, კვლავ რეგულაციების გამკაცრებაა მოსალოდნელი. “პროგნოზი არ არის საიმედო და შესაბამისად, დღესაც იქნა ეს დავალებები გაცემული, რომ მომზადდეს კვლავ პაკეტი შემდგომი გადაწყვეტილებების. ხისტი გადაწყვეტილებები საჭირო იქნება,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. NCDC-ის ხელმძღვანელი ასევე ადასტურებს იმასაც, რომ ქვეყანაში ე.წ მწვანე პასპორტები ამოქმედდება და იმ პირებს, რომელთაც ეს პასპორტები არ ექნებათ, გარკვეული შეზღუდვები დაუწესდებათ. ამირან გამყრელიძის თქმით, მსოფლიოში სხვადასხვა სახით მოქმედებს აღნიშნული პასპორტები და საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს, თუ რომელი იქნება საქართველოსთვის მისაღები. “მწვანე პასპორტები ამოქმედდება, დარწმუნებული იყავით. თარიღს ვერ…

მეტი...

“2022 წლიდან ოჯახები თბილისში, რომელთაც უსახლკაროს სტატუსი აქვთ მინიჭებული, საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდებიან” – კახა კალაძე

2022 წლიდან ოჯახები, რომელთაც უსახლკაროს სტატუსი აქვთ მინიჭებული, საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდებიან, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, დედაქალაქში დაახლოებით, 400 უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახი ცხოვრობს. „მომავალი წლიდან არც ერთი თბილისელი ბინის გარეშე არ დარჩება. პოლიტიკამ იმდენად შეჭამა სოციალური საკითხები, ბევრ ადამიანს ეს პრობლემა არც კი ახსოვს. მე ვალდებული ვარ, საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, რომ ჩვენ უკვე საბინაო ფონდის შექმნა დავიწყეთ და 2022 წლიდან ამ პროგრამის განხორციელებას დავიწყებთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მეტი...

“გამკაცრდეს კონტროლი რეგულაციების აღსრულებაზე” – თამარ გაბუნია

მიმდინარტე პერიოდში ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი არის 12 პროცენტი, რაც შედარებით დაბალია, ვიდრე გასული ტალღების პერიოდში იყო. ჰოსპიტალური სექტორი მობილიზებული რჩება, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მონისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა. მისივე თქმით, ვაქცინაციის აჩვენებლიდან გამომდინარე, ყველაზე მეტი თავისუფალი საწოლების რაოდენობა დღესდღეობით თბილისსა და აჭარაშია. „9 000-მდე საწოლი, რომელიც მობილიზებული გქვონდა მეოთხე ტალღის პიკის პერიოდში, მობილიზებული დარჩა. აქედან დაკავებულია 5 679, დანარჩენი თავისუფალია. თავისუფალი საწოლების მეტი რაოდენობაა არის თბილისსა და აჭარაში, რადგან ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლიდან გამომდინარე, დღეს თბილისსა და აჭარაში ინფექციის გავრცელების ტემპი ყველაზე დაბალია. ამდენად, ჩვენ ვიყენებთ ამ საწოლებს სხვა რეგიონებისთვის“,…

მეტი...

თამარ გაბუნიას თქმით, სკოლები ინფექციის მართვას ახერხებენ

თამარ გაბუნიას თქმით, სკოლებში ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი მაღალი არ არის. როგორც მინისტრის მოადგილემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ბოლო პერიოდში სწავლის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა 150 სკოლა და 400-მდე ინდივიდუალური კლასი. “სკოლების საერთო რაოდენობასთან შედარებით, დაბალი პროცენტია, კარგია, რომ ახერხებენ აქტიურად იფექციის შიდა გავრცელების მართვას, ეს იქნება ის მექანიზმი, რაც მოგვცემს საშუალებას შვეინარჩუნოთ სკოლები საკლასო სასწავლო რეჟიმში,” – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მეტი...

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 9,11 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 9,02 პროცენტს შეადგენს

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 9,02 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 9,11 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 8,79 პროცენტი. დღეს კორონავირუსის 5 219 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 348 პაციენტი. გუშინ, 19 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 5 739 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 082 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 36 კი გარდაიცვალა.

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 42 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 42 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 9 588 შეადგენს. ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“  5 219  პირს დაუდასტურდა, 2 348 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გუშინ, 19 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 5 739 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 082 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 36 კი გარდაიცვალა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 5 219 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 348 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 5 219 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 348 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 42 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 57 301 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 36 635, „პისიარ“ ტესტით – 20 666. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 9,11%, ბოლო 14 დღის – 8,79%, ბოლო შვიდი დღის – 9,02%. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 675 771 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 619 285 გამოჯანმრთელდა, 9 588 კი, გარდაიცვალა. სულ ჩატარდა – 1 926 893…

მეტი...

Facebook სახელის შეცვლას გეგმავს

კორპორაცია Facebook მომავალ კვირას სახელის ცვლილების შესახებ გამოაცხადებს. როგორც გამოცემა The Verge წყაროზე დაყრდნობით ირწმუნება, ახალი სახელი უფრო მეტად უპასუხებს “მეტასამყაროს” კონცეფციას. ამრიგად, კორპორაციას სურს აჩვენოს, რომ მათ განკარგულებაში არა მხოლოდ სოციალური ქსელი, არამედ სხვა პროგრამებიცა – WhatsApp, Instagram, Oculus და სხვა. გამოცემის ცნობით, კორპორაციის გენერალური დირექტორი მარკ ცუკერბერგი რებრენდინგის შესახებ საუბარს ყოველწლიურ კონფერენციაზე Connect-ზე 28 ოქტომბერს გეგმავს, თუმცა ეს, შეიძლება, უფრო ადრეც მოხდეს. გავრცელებულ ინფორმაციაზე Facebook-ის წარმომადგენლები, ჯერჯერობით, კომენტარს არ აკეთებენ.

მეტი...

მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას 5 ევროპარლამენტარი ეხმაურება

“სააკაშვილი გათავისუფლდეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მისი საქმის განხილვამდე” – ამ მოწოდებით 5 ევროპარლამენტარი გამოდის. ანდრიუს კუბილიუსი, რასა იუკნევიჩიენე, რიჰო ტერასი, მირიამ ლექსმანი და სანდრა კალნიეტე ერთობლივ წერილში აღნიშნავენ, რომ საქართველოს ევროპელი პარტნიორები მთავრობისგან და მმართველი პარტიისგან ევროპული ღირებულებებისა და პრინციპების დაცვას მოელიან. ევროპარლამენტარები ამბობენ, რომ ყოფილი პრეზიდენტის ციხეში ყოფნა შეკითხვას აჩენს დევნის პოლიტიკური ხასიათის შესახებ. მათი თქმით, სააკაშვილის საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს გადაეცა, რომლის განხილვებსაც ევროკავშირი ყურადღებით დააკვირდება.

მეტი...