ცესკოს განცხადებით, 121 საარჩევნო უბანზე მონაცემები მცირედით შეიცვალა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს მასშტაბით 72 საარჩევნო ოლქის 360 საარჩევნო უბნის ბიულეტენები გადათვალა. შედეგად, უცვლელი დარჩა 239 საარჩევნო უბნის მონაცემები, 121 საარჩევნო უბანზე კი მონაცემები მცირედით შეიცვალა. „გადათვლის ცენტრებში უზრუნველყოფილი იყო საჯაროობა და მიმდინარეობდა პროცესის ვიდეოგადაღებაც. კრწანისის გარდა, გადათვლა ყველა საარჩევნო ოლქში განხორციელდა. ხელახალი დათვლის პროცესს ესწრებოდნენ და აკვირდებოდნენ უფლებამოსილი პირები.  რაც შეეხება სტატისტიკას, გადათვლილია 72 საარჩევნო ოლქის 360 საარჩევნო უბნის ბიულეტენები. უცვლელი დარჩა 239 საარჩევნო უბნის მონაცემები, რაც გადათვლილი უბნების 66.7%-ს შეადგენს. 121 საარჩევნო უბანზე მცირედით არის მონაცემები შეცვლილი. იყო ხარვეზებიც, რომელიც გადათვლის შედეგად გამოვლინდა და, რა თქმა უნდა,…

მეტი...

სააკაშილი მზადაა, ნარკოტესტი ჟურნალისტების თანდასწრებით ჩაიტაროს

გიორგი გახარიას მსგავსად, ნარკოტესტზე მზაობას ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც აცხადებს. ის თანახმაა, ტესტი საპატიმრო დაწესებულებაში  ჩააბაროს და პროცესი მედიამ გააშუქოს. პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ნარკოტიკებთან კავშირი დღის თემა მას შემდეგ გახდა, რაც პრემიერ-მინისტრმა ღია წერილი გამოაქვეყნა, სადაც სააკაშვილის ნარკოტიკებთან კავშირზე გარკვეული მინიშნებებია.  „გვინახავს სააკაშვილი ველოსიპედზე, ცურვისას, თხილამურებზე, ის უაღრესად ჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრობდა, დარბოდა, ვარჯიშობდა და ა.შ.  მზად ვართ, ტელეკამერების თანდასწრებით, არა ვენაში, არა სამხარაულის კლინიკაში, არამედ ამ დაწესებულებაში ჩავაბაროთ ნებისმიერ ნარკოტიკზე ტესტი, დაწყებული მსუბუქი ნარკოტიკებიდან დამთავრებული ქიმიური ნარკოტიკებით“ – აცხადებს მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატი ბექა ბასილაია. ადვოკატი აღნიშნული განცხადებით პრემიერ-მინისტრს ირაკლი…

მეტი...

კორონავირუსის გავრცელების გამო ორი ბაღი დახურეს

თბილისში, ორი საბავშვო ბაღი დროებით დაიხურა. მიზეზი კორონავირუსის დაფიქსირებაა. როგორც თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში აცხადებენ, საუბარია მე-100 და 45-ე საჯარო ბაღზე. „არსებული მძიმე პანდემიური ვითარებიდან გამომდინარე, უკვე მეორე წელია, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეგულაციებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით მუშაობენ თბილისის საჯარო ბაღები. რეგულაციები დეტალურად არის გაწერილი და მათი დაკმაყოფილებისთვის გასულ წელს საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ არაერთი პროექტი განახორციელა. ერთ-ერთი ასეთი რეკომენდაცია ითვალისწინებს დაწესებულებაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების ერთი ფაქტის გამოვლენის შემთხვევაშიც კი, საბავშვო ბაღის დახურვას საკარანტინე ვადით, კონტაქტში მყოფი პირები კი გადადიან იზოლაციაში. ბოლო მონაცემით, ამ მიზეზით უკვე დაიხურა ორი საბავშვო ბაღი…

მეტი...

„ვერც კი წარმომიდგენია “ღარიბაშვილის ციხეში” ყოფნამ რანაირად შეიძლება გატეხოს“ – ადვოკატი მიხეილ სააკაშვილზე

პრემიერ-მინისტრის განცხადებას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატი აფასებს და ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი იმაზე უფრო მტკიცედ და მხნედაა, ვიდრე ეს წარმოედგინათ. როგორც დიმიტრი საძაგლიშვილი განმარტავს, სააკაშვილს არავითარი ფსიქოლოგიური თუ ფსიქიატრიული პრობლემები არ აწუხებს, როგოც ეს ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.    “მიხეილ სააკაშვილს ჩამოართვეს სატელეფონო ზარების უფლება და არ ნიშნავენ სასამართლო პროცესებს. მისცენ საშუალება, მიიღოს სასამართლო პროცესში მონაწილეობა და გამოჩნდება მისი მდგომარეობა. ცხადია, ეს არის ტყუილი, მტკნარი სიცრუე და ჭორაობა, საზოგადოებაში მცდარი აზრის დანერგვის მიზნით. ყველაფერს აკეთებენ, რომ სააკაშვილს არ ჰქონდეს კომუნიკაცია და თუ მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია, მაშინ პირიქით, უნდა…

მეტი...

გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის მამა გამოძიების დაწყებას ითხოვს

ახალგაზრდა ფეხბურთელი ვახტანგ ჩარკვიანი საავადმყოფოში კორონავირუსის გართულებული დიაგნოზით გარდაიცვალა. მისი მამა, ადვოკატი გაიოზ ჩარკვიანი აცხადებს, მისი შვილის გარდაცვალებაში მონაწილე ყველა პირს „დიდი სიურპრიზი“ ელოდება და აღნიშნულის დამადასტურებელი არაერთი მტკიცებულება გააჩნია.  გაიოზ ჩარკვიანი გენერალურ პროკურატურას, კერძოდ კი მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძეს მიმართავს და მის სახელზე ოფიციალური წერილი შეაქვს.   „სწორედ გამოძიებამ უნდა დაადგინოს ჭეშმარიტება, რა მიზეზით მოხდა ჩემი შვილის გარდაცვალება. არაერთი ფაქტი მაქვს, რომელიც პროკურატურაში ჩემი და ოჯახის წევრების დაკითხვის დროს წარდგენილი იქნება. ჩემი დაკითხვის შემდეგ, პროკურატურამ ჩემი ოჯახი დაზარალებულად უნდა ცნოს. ამ საქმის გამოძიებაში ჩართულია ადვოკატთა ჯგუფი.  ვინაიდან ჯერჯერობით დაკითხული…

მეტი...

„პირადი ემოციების მიუხედავად, ვინარჩუნებ სიმშვიდეს და რწმენას“ – სანდრა რულოვსი მიხეილ სააკაშვილზე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მეუღლე და  პირველი ლედი სანდრა რულოვსი სოციალურ გვერდზე წერილს აქვეყნებს, სადაც პირად ცხოვრებასა და მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებაზე წერს. „მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია და როგორც საქართველოს მოქალაქე სრულიად ვუერთდები მისი გათავისუფლების მოთხოვნას. ბევრი დაბნეული მეგობარი და თანამებრძოლი მეკითხება პირადი ცხოვრების თაობაზე. არ დაგიმალავთ, რომ პარასკევს საღამოს დადებული ვიდეოს შინაარსი ჩემთვის მოულოდნელი იყო, ფორმა კი სრულიად მიუღებელი. პირადი ემოციების მიუხედავად ვინარჩუნებ სიმშვიდეს და რწმენას, რომ ამ ბრძოლიდან გამარჯვებულები გამოვალთ“, – წერს ყოფილი პირველი ლედი. შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა ვიდეო გაავრცელა, სადაც უკრაინელ დეპუტატ ლიზა იასკოსთან ერთად საუბრობს…

მეტი...

მძიმე პაციენტების რაოდენობა 965-ია

საქართევლოში კორონავირუსით ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 20 001-ია,  საიდანაც: 4 077 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 429, აჭარაში – 348, იმერეთში – 902. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 965 პირი, მათ შორის, თბილისში – 341, აჭარაში – 96, იმერეთში – 291. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 255 პირი,  მათგან თბილისში – 138, აჭარაში – 26, იმერეთში – 28. 623 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 307 – თბილისში, 18 – აჭარაში. 15 301 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 52 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 52, ხოლო აჭარაში – 0. სულ 2020…

მეტი...

2022 წლიდან ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა ამოქმედდება

თბილისის მერიამ პანდემიის შედეგად დაზარალებული მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად, არაერთი ღონისძიება შეიმუშავა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა 2022 წლიდან ამოქმედდება და სხვადასხვა კომპონენტს მოიცავს. „შევიმუშავეთ ბიზნესის მხარდამჭერი რიგი ღონისძიებები. კერძოდ, მუნიციპალიტეტისა და მუნიციპალური საწარმოების მოიჯარეებს გავათავისუფლებთ 2021-2022 წლებში გადასახდელი საიჯარო გადასახადისგან. ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ პანდემიის შედეგად მათი ეკონომიკური აქტივობა შემცირდა, საიჯარო ვადების კორექტირებას ვთავაზობთ ორი წლით, რაც იმას ნიშნავს, რომ პირდაპირი წესით, ორი წლით გავუხანგრძლივებთ საიჯარო ვადებს. ასევე, იმ პირებს, რომლებსაც 2020 წლის პირველი იანვრიდან 2022…

მეტი...

ვირუსით 24 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 516 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 594 669. ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 24 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 134 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 410 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 700 შემთხვევა, აჭარა – 113, იმერეთი – 479, ქვემო ქართლი – 151, შიდა ქართლი – 125, გურია – 74, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 270, კახეთი – 374, მცხეთა-მთიანეთი – 49, სამცხე-ჯავახეთი – 47, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 28.

მეტი...

ვირუსით 2 410 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 34 918 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 262 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 656 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 410 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  623 830-ს.

მეტი...

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების რაოდენობა გაიზარდა

„თბილისში უკვე 186 საბავშვო ბაგა-ბაღი ფუნქციონირებს“ – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძის თქმით, რამდენიმე დღის წინ, მუხიანის პირველ მიკრორაიონში გაიხსნა ახლად აშენებული N104 ბაგა-ბაღი, რომელსაც 270 ბავშვის მიღების შესაძლებლობა აქვს. „2018 წლიდან დღემდე, თბილისში აშენდა და გაიხსნა 18 ახალი საბავშვო ბაღი, რომელიც ყველანაირ ევროპულ სტანდარტს შეესაბამება და შეგიძლიათ ნახოთ, როგორი გემოვნებით და ხარისხით არის ეს პროექტები განხორციელებული. რეაბილიტაცია ჩაუტარდა 10  საბავშვო ბაღის ავარიულ შენობებს. ამჟამად, მიმდინარეობს 11 საბავშვო ბაღის მშენებლობა, რომელთაგან 3 შენდება ავარიული შენობების ნაცვლად. მიმდინარე წლის დეკემბერში დაიწყება გამაგრება-რეკონსტრუქციის კიდევ ერთი…

მეტი...

„ჩვენ მოვიგეთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები“ – კახა კალაძე

თბილისის მერმა და მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, დრეს, მთავრობის პირველი სხდომა გამართა. როგორც მან აღნიშნა, პირველ ტურში გამარჯვების ვერ მოპოვება ტრაგედია არ არის და ყველაფერი წინაა. „ჩვენ მოვიგეთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ მოვიგეთ ოპოზიციის მიერ გამოცხადებული ე.წ. რეფერენდუმი. ამომრჩევლის 47%-მა, პრაქტიკულად ყველა მეორე მოქალაქემ დაადასტურა ნდობა ჩვენი ხელისუფლების მიმართ. თბილისის საკრებულოში ჩვენი გუნდი სრული უმრავლესობით, 29 წევრით იქნება წარმოდგენილი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“ – აღნიშნა კალაძემ მთავრობის სხდომაზე. მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება არ შეფერხდება და დედაქალაქს ეყოლება გამართული და თანამედროვე სატრანსპორტო სისტემა. „ეს არჩევნები…

მეტი...

პრემიერის განცხადებით, სააკაშილი საქართველოში ხელისუფლების გადატრიალების იმედით ჩამოვიდა  

„ყველაზე ლოგიკურად მაინც ის ვერსია შეიძლება მივიჩნიოთ, რომ სააკაშვილი საქართველოში არა ციხეში შესვლის გათვლით, არამედ ხელისუფლების გადატრიალების მყარი იმედით ჩამოვიდა“ – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი და ყოფილი პრეზიდენტის საქართველოში დაბრუნების სხვა ვერსიებს  გამორიცხავს. მისივე შეფასებით, სააკაშვილის რევოლუციური განზრახვა ყველა შემთხვევაში წარუმატებლობისთვის იყო განწირული. „მისივე გეგმის მიხედვით 3 ოქტომბერს მოულოდნელადაც რომ გამოჩენილიყო რუსთაველზე, პოლიცია წყლის ჭავლის ან მაქსიმუმ, მხუთავი აირის გამოყენებით დაშლიდა მათ მაქსიმუმ 5000-კაციან შეკრებას და სააკაშვილს უმარტივესად დააკავებდა. სააკაშვილს შეიძლება აღარ ახსოვდა, რომ პრემიერი გიორგი გახარია აღარაა და დღეს სახელისუფლო გუნდი ერთიანია, როგორც არასდროს. ბუნებრივად ისმის კითხვა, მაშინ რა აძლევდა…

მეტი...

„სააკაშვილის ფსიქოლოგიური და ფსიქიკური მდგომარეობა ციხეში შესვლის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„საუბრობენ იმაზეც, რომ ნარკოტიკებზე მძიმე დამოკიდებულების ფონზე, თავისი გადაწყვეტილების შედეგების გათვლა გაუჭირდა“ – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით და არსებულ ვერსიებზე  წერილს ავრცელებს. „მეგობრებო. ალბათ, ბევრი ჩვენი თანამოქალაქე ფიქრობს, რა ამოძრავებდა მიხეილ სააკაშვილს, როდესაც საქართველოში თავისი ავანტურისტული ჩამოსვლა დაგეგმა. ვერსია სხვადასხვა შეიძლება იყოს. ზოგი ფიქრობს, რომ ძალაუფლების დაბრუნების წყურვილმა, ეგოიზმმა და „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა ლიდერებზე ეჭვიანობამ სძლია და ყურადღების ცენტრში მოსაქცევად, შეგნებულად ჩაჯდა ციხეში. ზოგი ფიქრობს, რომ ხელისუფლების გადატრიალების განზრახვით დაბრუნდა, რის წარმატებაშიც ღრმად იყო დარწმუნებული. საუბრობენ იმაზეც, რომ ნარკოტიკებზე მძიმე დამოკიდებულების ფონზე, თავისი გადაწყვეტილების შედეგების გათვლა…

მეტი...

ძლიერი თოვის გამო, გუდაურის მიმართულებით გადაადგილება შეიზღუდა

გუდაური-კობის მიმართულებთ, გარკვეული ტრანსპორტისთვის გადაადგილება შეზღუდულია. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. სხვა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს და  საავტომობილო მიმოსვლა შეძლებისდაგვარად აღდგება.

მეტი...