„ოცნებამ არ იცის როგორ მართოს ეს ქვეყანა, „ნაცები“ ჩასაფრებულები არიან როდის ამოაყირავონ  ქვეყანა“ – საით წავა გახარიას ხმები

არჩევნების მეორე ტურამდე ერთი დღით ადრე, პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარია სამეგრელოში იმყოფება და მხარდამჭერებს ხვდება. როგორც ყოფილი პრემიერ-მინისტრი აცხადებს, არც ერთს და არც მეორეს უნდა მისცენ ქვეყნის ამოყირავების საშუალება. „ყველა  ქართველი  მიხვდება ახლა რაც ხდება, რაღაც ცირკში გვაცხოვრებენ. ჯერ  ერთი გამოვარდა რაღაც აქცია მოაწყო, მერე მეორე გამოვარდა რაღაც აქცია მოაწყო. ქვეყანა მიდის იქეთ, რომ საბოლოო ჯამში გვაიძულებენ არჩევანი არ გვქონდეს და 2 ცუდიდან 1 ავირჩიოთ’’ – აცხადებს  გახარია მარტვილში. მისივე შეფასებით, საქმის კეთება არც ერთმა იცის. „გული ძალიან  მტკივა ამის თქმა რომ მიწევს, მაგრამ თუ გვინდა აი ამ ბავშვებისთვის მომავალი…

მეტი...

„ქართული ოცნება“ ზუსტად იანუკოვიჩის ბოლო სტადიაზეა” – მიხეილ სააკაშვილის მორიგი გზავნილი

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშილი სოციალურ ქსელში მორიგ გზავნილს აქვეყნებს. როგორც ქვეყნის მესამე პრეზიდენტი წერს, გუშინდელმა სამარცხვინო, ძალდატანებითმა თავყრილობამ და კონტრასტმა, რომელიც ზუგდიდიდან იხილა, დაანახა, რომ ივანიშვილის ხელისუფლება დასრულებულია. „ახლა ამას ქუდზე კაცი და 30 ოქტომბერს ოფიციალურად გაფორმება სჭირდება. ზუსტად იგივე შთაბეჭდილება დარჩათ იმ რამდენიმე გამოცდილ უკრაინელ დეპუტატს, რომელთაც გუშინ და დღეს ვეკონტაქტე. „ქართული ოცნება“ ზუსტად იანუკოვიჩის ბოლო სტადიაზეა და ახლა, უკვე, ქართველი ხალხისგან ერთი ხელის წაკვრაც და საქართველოში სრულიად ახალი ეპოქა დაიწყება, დასრულდება ფეოდალიზმი, ერთპიროვნული მმართველობა და სწრაფად გადავალთ ევროპული დემოკრატიის, განვითარებისა და კეთილდღეობის გზაზე”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

მეტი...

„სააკაშვილთან რასაც ვლაპარაკობთ, გამოდის ღარიბაშვილი, მოაღებს პირს და მთელი ქვეყნის გასაგონად ლაპარაკობს“ – ადვოკატი

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატი პენიტენციურ დაწესებულებას ადვოკატისა და კლიენტის საუბრის დეტალების გამხელაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ამით კანონმდებლობა ირღვევა. როგორც ბექა ბასილაია განმარტავს, დაწესებულების ადმინისტრაცია უხეშად არღვევს პატიმრის კონფიდენციალობის უფლებას და „შტეფცელში“ დამონტაჟებულია მოსასმენი აპარატურა. „პენიტენციურმა სამსახურმა არაერთგზის დაარღვია მიხეილ სააკაშვილის ფუნდამენტური უფლებები, როგორც სამედიცინო თვალსაზრისით, ასევე კომუნკაციის ფარულობის თვალსაზრისით. რასაც  ვლაპარაკობთ ერთ დღეს, მეორე დღეს გამოდის ღარიბაშვილი, მოაღებს პირს და მთელი ქვეყნის გასაგონად ლაპარაკობს. გვაქვს აბსოლუტური რწმუნება,  რომ იქ დამონტაჟებულ „შტეფცელებში“ არის მოსასმენი აპარატურა, შესაბამისად, მაქსიმალურად ვცდილობთ ისე ვიკონტაქტოთ მიხეილ სააკაშვილთან, რომ მათთვის აღქმადი და გასაგები არ იყოს საადვოკატო საიდუმლოების ნაწილი.…

მეტი...

ევროკავშირის ელჩის განცხადებით, პატიმარ სააკაშვილის უფლებები სრულად უნდა იყოს დაცული

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან მოკლე კომენტარი გააკეთა. როგორც ელჩი აღნიშნავს, მისი უფლებები სრულად უნდა იყოს დაცული. „დღეს მთავარ საკითხად რჩება სწორად მოქმედება. სწორად მოქმედება არის უზრუნველყოფა, რომ მისი, როგორც პატიმრის ფუნდამენტური უფლებები სრულად იყოს დაცული. ეს კი მოიცავს მის ჯანმრთელობას. მის საქმეს აკვირდება სამედიცინო კონსილიუმი და ასევე სახალხო დამცველი, რომელსაც აქვს სპეციფიკური მანდატი ამ საქმესთან დაკავშირებით,“- განაცხადა ელჩმა მედიასთან.

მეტი...

“ვისაუბრე ცეცხლსასროლი იარაღის მწარმოებელი საწარმოს იდეაზე, ინტენსიურად დავიწყეთ მუშაობა და ხედავთ ავტომატური შაშხანების ერთობლივ საწარმოს” – ირაკლი ღარიბაშვილი

დაახლოებით ერთი წლის წინ გავაჟღერე ცეცხლსასროლი იარაღის მწარმოებელი საწარმოს იდეა, ამ საკითხზე ინტენსიურად დავიწყეთ მუშაობა და თქვენ ხედავთ ავტომატური შაშხანების ერთობლივ საწარმოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „დელტას“ ბაზაზე ნატო-ს სტანდარტის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის მწარმოებელი ქართულ-ებრაული საწარმო „დელტა სიეიეის“ დათვალიერების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ავტომატის ყველა დეტალი ადგილზე იქნება წარმოებული. „ეს არის კიდევ ერთი შესრულებული საქმე, ჩვენი დაპირება, რომელიც მე დაახლოებით ერთი წლის წინ გავაჟღერე, ამ საკითხზე ინტენსიურად დავიწყეთ მუშაობა და თქვენ ხედავთ ავტომატური შაშხანების ერთობლივ საწარმოს. აქ ჩვენ ჩამოვიტანეთ უმაღლესი დონის, ამერიკული ჩარხი-დანადგარები, ეს…

მეტი...

როსტომ ჩხეიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა კონსილიუმთან შეხვედრაზე უარი თქვა

როდესაც ვსაუბრობდით, შემოიხედეს და უთხრეს, რომ კონსილიუმია შეკრებილი და თქვენ შეხვდებით თუ არაო, რაზეც სააკაშვილმა უარი უთხრა, შემდეგ კი ჩვენ გავაგრძელეთ საუბარი, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, როსტომ ჩხეიძემ განაცხადა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი ძალიან მხნედ არის. „როდესაც ვცადე, რომ მეთანაგრძნო და მენუგეშებინა, არ დამანება, როდესაც მისი გამხნევება დავიწყე, მან აქეთ გამამხნევა. ის ძალიან დიდი იმედით უყურებს ზეგინდელ დღეს – არჩევნებს. მას მიაჩნია, რომ სასიკეთო ცვლილებები ნამდვილად მოხდება და ამის იმედი გვაქვს ყველას, ვისაც გვინდა უკეთესი საქართველო”, – განაცხადა ჩხეიძემ.

მეტი...

“უნდა ავიცრათ, თუ გვინდა, რომ დასრულდეს პანდემია, მოვიხსნათ პირბადეები და ვიყოთ თავისუფლად” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განაცხადებით, ეგრეთ წოდებული ვაქცინაციის მარათონი წარმატებული გამოდგა და თავის მიზანს ასრულებს. მისივე თქმით, მარათონის პერიოდში მოსახლეობის დამყოლობა თანდათან გაიზრდება. როგორც ამირან გამყრელიძე ამბობს, მარათონს განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ რეგიონებში, სადაც ადამიანები  ვაქცინაციასთან დაკავშირებით ინფორმაციას მშობლიურ ენაზე იღებენ. „მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაციის მარათონის პერიოდში ჯერ მოსახლეობის დიდი რაოდენობა არ აცრილა, დამატებით 2 500-მდე ადამიანია აცრილი, მარათონი თავის მიზანს მაინც ასრულებს. კარ და კარით სიარულის დროს მოსახლეობის დამყოლობა უფრო იზრდება. განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ რეგიონებში, სადაც თავიანთ მშობლიურ ენაზე…

მეტი...

შრომის ინსპექციის ინფორმაციით, მათი სახელისა და ლოგოს გამოყენებით სუბიექტებს თანხებს სძალავენ

გარკვეული ადამიანების ჯგუფები, შრომის ინსპექციის სახელისა და ლოგოს გამოყენებით, კომპანიებს თანხებს სძალავენ, – ამის შესახებ ინფორმაციას თავად შრომის ინსპექციის სამსახური ავრცელებს და მოუწოდებს მოსახლეობას, რომ მსგავსი ჯგუფების მიმართვის შემთხვევებში სიფრთხილე გამოიჩინონ. „სოციალური ქსელის მეშვეობით ფართოდ გავრცელდა ცნობები, რომ გარკვეულ პირთა ჯგუფი სარგებლობს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სსიპ-შრომის ინსპექციის სამსახურის სახელით, იყენებს სახელმწიფო სიმბოლიკის მსგავს ნიშნებს და მათი უფლებამოსილებების შესახებ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა შეცდომაში შეყვანის გზით, შრომის უსაფრთხოების საკითხებზე ახორციელებს ცალკეული სუბიექტების ინსპექტირებას და დაჯარიმების მუქარით, ახდენს სუბიექტებისაგან თანხების გამოძალვას. შემოსულია რამდენიმე ოფიციალური განაცხადი ანალოგიური ხასიათის…

მეტი...

28 ოქტომბერი – კომუნისტური პარტიის პირველი დამარცხების დღე

1990 წ. 28 ოქტომბერს – საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკაში ჩატარდა პირველი მრავალპარტიული და დემოკრატიული არჩევნები. ქართულმა ეროვნულ-განმანთავისუფლებელმა მოძრაობამ ბატონ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით შესძლო ქართველი ერის საუკუნოვანი მისწრაფების განხორცელება. ეროვნული მოძრაობა გაერთიანდა „მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო“-ს გარშემო. ქართველი ერის გაერთიანებას საფუძველი შეუქმნა ქართულმა დისიდენტურმა მოძრაობამ, რომლის სათავეშიც იყვნენ ქართველი ერისათვის წამებული გმირები – მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია. 1989 წ. 9 აპრილის მოვლენების შედეგად ნათლად გამოჩნდა ქართველი ერის მზადყოფნა თავისუფლებისათვის ბრძოლის რთულ და ეკლიან გზაზე გასასვლელად.

მეტი...

“ოკუპირებული აფხაზეთიდან ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის მიმართულებით გადაადგილება უკანონოდ შეიზღუდა” – სუს-ი

მიმდინარე წლის 28-30 ოქტომბერის ჩათვლით, ოკუპირებული აფხაზეთიდან ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის მიმართულებით გადაადგილება უკანონოდ შეიზღუდა ყველა პირისთვის, სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე ადამიანების გარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, მსგავსი უკანონო გადაწყვეტილებები ხშირად უკავშირდება სხვადასხვა გამოგონილ მიზეზებს. მათ შორის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მიმდინარე არჩევნებთან დაკავშირებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე ე.წ. უსაფრთხოების უზრუნველყოფას. „რუსეთის საოკუპაციო ძალების მსგავსი დამაზიანებელი გადაწყვეტილებები 2021 წლის მუნიციპალური არჩევნების პირველ ტურთან დაკავშირებითაც დაფიქსირდა. თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვასთან დაკავშირებით ცენტრალური ხელისუფლების მიერ გააქტიურებულია „ცხელი ხაზი“ და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია”,- აღნიშნავენ უწყებაში.

მეტი...

საქართველოში ნატო-ს სტანდარტის შაშხანა GI-4-ის წარმოება იწყება

„დელტას“ ბაზაზე ქართულ-ებრაული საწარმო „დელტა სიეიეი“ გაიხსნა, რომელიც ადგილზე ნატო-ს სტანდარტის ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღს აწარმოებს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის მიხედვით, საწარმოში დამზადებული ნატო-ს სტანდარტების შესაბამისი შაშხანები GI-4 (5.56) საქართველოს თავდაცვის ძალებს გადაეცემა, რაც ხელს შეუწყობს სამხედრო ქვედანაყოფების თანამედროვე შეიარაღებით აღჭურვის პროცესს. ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის GI-4 (5.56) ადგილობრივი წარმოების პროექტის განხორციელების პროცესი ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის პერიოდში დაიწყო. მათივე ინფორმაციით, ახალი ქართულ-ებრაული საწარმო აღჭურვილია წამყვან ქვეყნებში წარმოებული უახლესი ჩარხ-დანადგარებით და GI-4 (5.56) ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის სრული ტექნოლოგიური პროცესი ადგილზე წარიმართება. საწარმოს ფუნქციური დატვირთვა მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება, რაც სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისა და აქსესუარების…

მეტი...

“სააკაშვილი საქართველოში ჩამოვიდა ერთადერთი მიზნით, მოეწყო რევოლუცია, გადატრიალება” – ირაკლი ღარიბაშვილი

სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის მიზანი რევოლუცია და პროვოკაცია იყო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. „ჩვენ ამის თაობაზე გავაკეთეთ კომენტარი და შემიძლია, კიდევ ერთხელ გავიმეორო, სააკაშვილი საქართველოში ერთადერთი მიზნით ჩამოვიდა, რომ მოეხდინა რევოლუცია, გადატრიალება და ბინძური პროვოკაცია, რომელიც ჰქონდა დაგეგმილი, მათ შორის რამდენიმე ადამიანის მკვლელობა. რაც შეეხება რეპლიკას, რომ ჩაგვბარდ,  კი არა ჩაგვბარდა, ჩვენ დავიჭირეთ ის“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილი ცდილობდა, დაედგა მასკარდი კერძო კლინიკაში გადასასვლელად. „რაც შეეხება სააკაშვილის მორიგ მასკარადს და თეატრს, ყველასთვის ძალიან კარგად არის ცნობილი, რომ მისი მცდელობა, შოუ, რაც მან დადგა,…

მეტი...

პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. საუბარია ექსპრეზიდენტის განცხადებაზე, თითქოს პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაცია მას ადვოკატებთან შეხვედრის საშუალებას არ აძლევს. პენიტენციური სამსახურის განცხადებით, აღნიშნული ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება. უწყებაში განმარტავენ, რომ მიხეილ სააკაშვილს დაცვის მხარესთან დოკუმენტაციის გაცვლის-გადაცემის პრობლემა არასდროს შექმნია და დღესაც შეუფერხებლად შეუძლია აღნიშნული უფლებით სარგებლობა. “ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიხეილ სააკაშვილის განცხადება, თითქოს, დაწესებულების ადმინისტრაცია ადვოკატებთან შეხვედრის საშულებას არ აძლევს არის სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას წარმოადგენს. განვმარტავთ, რომ მიხეილ სააკაშვილი დაწესებულებაში მოთავსების დღიდან შეუფერხებლად სარგებლობს ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული ყველა უფლებით, მათ შორის, პატიმრობის კოდექსის მე-18 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული იურიდიული დახმარების უფლებით. მიხეილ სააკაშვილთან…

მეტი...

“დაახლოებით 150 000 ადამიანი გამოვიდა გუშინ, მთელმა მსოფლიომ ნახა გუშინ ჩვენი ხალხის ძალა” – პრემიერი

მთელმა მსოფლიომ ნახა გუშინ ჩვენი ხალხის ძალა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დაახლოებით 150 000 ადამიანი გამოვიდა გუშინდელ აქციაზე. „დაახლოებით 150 000 ადამიანი გამოვიდა გუშინ. თქვენ რაც არ უნდა ტყუილები ილაპარაკოთ, მთელმა მსოფლიომ ნახა გუშინ ჩვენი ხალხის ძალა. ასე, რომ მოგიწევთ ყველას, რომ დაემორჩილოთ ჩვენი ხალხის გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მეტი...

“მსოფლიომ იცის, რომ სააკაშვილის დავალებით, მისი სისტემა პატიმრებს აწამებდა, აუპატიურებდა და ტანჯავდა” – ირაკლი ღარიბაშვილი

ერთ-ერთ ტელევიზიაში გასულ სიუჟეტს, რომლის მიხედვით ე.წ. ციხის კადრები, სადაც ცოცხები ფიგურირებდა – დადგმული იყო, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უპასუხა და თქვა, რომ მთელმა მსოფლიომ ნახა, თუ რა ხდებოდა მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს ციხეში. შესაბამისად, ამ განცხადებით, პრემიერმა აღნიშნა, რომ კადრებში რაც ჩანდა, სიმართლე იყო:  “მე კი არა მთელმა მსოფლიომ ნახა ის სიბინძურე, რაც ხდებოდა წამება და გაუპატიურება ჩვენც ციხეებში სააკაშვილის დროს. მსოფლიომ იცის, რომ სააკაშვილის დავალებით, მისი სისტემა პატიმრებს აწამებდა, აუპატიურებდა და ტანჯავდა,”- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.  

მეტი...

“სანამ არ აღდგება მისი უფლებები, სააკაშვილი არ აპირებს, გააგრძელოს მკურნალობა, მედიკამენტების მიღება და ანალიზების ჩაბარება” – ადვოკატი

შიმშილობის 28-ე დღე – მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი მკურნალობაზე უარს აცხადებს. მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად რუსთავის მეთორმეტე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მისი უფლებადამცველები და თანაგუნდელები მიდიან. ისინი ამბობენ, რომ შეხვედრების ოთახში ტიხრები, საიდანაც მათ საშუალება ჰქონდათ მიხეილ სააკაშვილისთვის წერილი მიეწვდინათ, ამოვსებულია.  “ტიხრები შეავსეს, საიდანაც შესაძლებელი იყო, რომ ჩვენ კომუნიკაცია გვქონოდა, მიგვეწვდინა წერილი, ხელი მოეწერა. ეს დღეს უკვე შეუძლებელი არის. ისევ იმ აზრზეა – იქამდე, სანამ არ დაუბრუნდება პირვანდელ სახეს შეხვედრების ოთახი და სანამ არ აღდგება მისი უფლებები, არ აპირებს, გააგრძელოს მკურნალობა, გააგრძელოს მედიკამენტების მიღება და ანალიზების ჩაბარება. ანალიზების ჩაბარებით უფრო პროგნოზირებადი იყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლი,…

მეტი...

“ორჯერადად ვაქცინირებული სულ 35%-ია, რაც ძალიან დაბალია, ეს მაჩვენებელი ვერანაირად ვერ შეაკავებს ინფექციის გავრცელებას” – ივანე ჩხაიძე “მედიაცენტრ მთავარში”

“პიკი გვაქვს 17 აგვისტოს, 6208 შემთხვევა, ეს არის ის რიცხვი, რომელიც კორონავირუსის პანდემიის განმავლობაში რჩებოდა ყველაზე მაღალ რიცხვად,” – ამის შესახებ “მედიაცენტრ მთავარში” იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, პროფესორმა,  ივანე ჩხაიძემ განაცხადა.  რას უნდა ველოდოთ ნოემბერ-დეკემბერში – სპეციალისტების შეფასებით, იმ შემთხვევაში თუ ვირუსი ბოლო პერიოდის მსგავსი ტემპით გააგრძელებს გავრცელებას – ქვეყანაში სულ მალე საწოლფონდის დეფიციტი გარდაუვალი იქნება. მედიკოსები კიდევ ერთხელ საუბრობენ აცრისა და რეგულაციების დაცვის მნიშვნელობაზე. “ორჯერადად ვაქცინირებული სულ 35%-ია, რაც ძალიან დაბალია. ეს მაჩვენებელი ვერანაირად ვერ შეაკავებს ინფექციის გავრცელებას, პიკი გვაქვს 17 აგვისტოს, 6208 შემთხვევა, ეს არის ის…

მეტი...

“გაუგებარია ის გაჯიუტება, რაც მიხეილ სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანას ეხება” – ლევან იოსელიანი

პარლამენტის ვიცე-სპიკერის ლევან იოსელიანის შეფასებით, აბსოლუტურად გაუგებარია ის გაჯიუტება, რაც მიხეილ სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანას ეხება. იოსელიანის თქმით, თუკი პატიმარს ის მომსახურება სჭირდება, რომელსაც პენიტენციურ დაწესებულებაში ვერ უწევენ, მაშინ კერძო კლინიკაში უნდა გადაიყვანონ. “ეს არის ჩვეულებრივი ამბავი. სახელმწიფოს მეტი პასუხისმგებლობა აქვს იმ პოლიტიკურ პროცესებზე, რაც საქართველოში მიმდინარეობს და ამ პროცესის შემადგენელი ნაწილია სააკაშვილი და მისი ჯანმრთელობა. ამაზე თვალის დახუჭვა, იგნორირება სწორი არ არის. საკითხებზე, რომელიც დაკავშირებულია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან, კითხვები არ უნდა იყოს, მაგრამ ამავე დროს, ეს აჟიოტაჟისა და მანიპულაციის საშუალება არ უნდა გახდეს. ადვოკატად ვმუშაობდი როგორც წინა, ასევე ამ ხელისუფლების დროს. წინა ხელისუფლების დროს…

მეტი...

„თუ გადავაბიჯეთ 6300 -იან ზღვარს გვექნება მე-5 ტალღა და ეს იქნება კატასტროფული“ – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“

„ბევრ ქვეყანაში, სადაც მოსახლეობა საქართველოზე მეტია, ინფიცირებულთა რაოდენობა ერთეულებია, ეს აქტიური ვაქცინაციის შედეგია, ჩვენ კი მივიღეთ ის, რაც უნდა მიგვეღო,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, პროფესორმა,  ივანე ჩხაიძემ განაცხადა. პროფესორი ამბობს, რომ ინფიცირების მატების შემთხვევაში საველე ჰოსპიტლების გახსნა ისევ განიხილება, ის ასევე განმარტავს, რომ 6300 – ს თუ გადასცა ინფიცირებულთა რიცხვი ეს იქნება ქვეყნისთვის კრიტიკული მდგომარეობა: „თუ არ ავიცრებით უნდა შევეგუოთ იმას, რომ ინფიცირებულების და გარდაცვლილების რაოდენობა გვქნება გაცილებით მეტი და პანდემია კიდევ დიდხანს არ გავრცელდება. დღეის…

მეტი...

“მადლობა ღმერთს, დაისვენა როგორც საქართველომ, ისე უკრაინამ” – ირაკლი კობახიძე

ერთადერთი, რაც ქმნიდა უხერხულობებს ორი მეგობარი სახელმწიფოს ურთიერთობაში, იყო სააკაშვილის ფაქტორი და მადლობა ღმერთს, დღეს დაისვენა როგორც საქართველომ, ისე უკრაინამ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, „ქმნის თუ არა უხერხულობას ორი ქვეყნის ურთიერთობაში უკრაინელებისთვის შემოსვლაზე უარი“. მისივე თქმით, პატარა კუდები რჩება იმ ადამიანების გამო, რომლებიც ცდილობენ, აქედან შოუ მოაწყონ. „გარწმუნებთ, რომ სააკაშვილი საერთოდ ყველანაირი დღის წესრიგიდან გაქრება 30 ოქტომბერს. აქედან გამომდინარე, გაქრება ყველანაირი უხერხულობა, რაც დღემდე არსებობდა საქართველოსა და უკრაინას შორის. რაც შეეხება კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეების შეშვება-არ შეშვებას კონკრეტულ სახელმწიფოში, ამ შემთხვევაში…

მეტი...

„თუ ვაქცინაციის მაჩვენებელი მაღალია, ინფიცირება არის დაბალი – ჩვენ პირიქით გვაქვს“ – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“

„ბოლო კვირების განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა კვლავ რჩება მაღალი, ვაქცინაციის მაჩვენებელიც რჩება დაბალ ნიშნულზე და ამ პროცესის გააქტიურების გარეშე შედეგი არ გვექნება,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, პროფესორმა,  ივანე ჩხაიძემ განაცხადა. მედიკოსი ამბობს, რომ ვაქცინაციის დაბალმა ტემპმა ინფექციის რიცხვის ზრდა გამიწვია, ივანე ჩხეიძე გაცილებით რთულ ვითარებას ზამთრის პერიოდში პროგნოზირებს:  „ეს ერმანეთთან დაკავშირებული პროცესებია, ინფიცირებულის მაღალი ციფრი ზუსტად ვაქცინაციის დაბალ ციფრს ნიშნავს. ვაქცინაციის რიცხვის გაზრდა ერთადერთი ბერკეტია იმის, რომ ქვეყანამ მოახერხოს პანდემიის კონტროლი. მოზრდილი მოსახლეობის 60% მაინც უნდა იყოს…

მეტი...

იარაღი, საიდანაც მსახიობმა ალეკ ბოლდუინმა გაისროლა, დეტალურად შემოწმებული არ იყო – წაუყენებენ თუ არა მსახიობს ბრალს

იარაღი, საიდანაც მსახიობმა ალეკ ბოლდუინმა გაისროლა, დეტალურად შემოწმებული არ იყო – ამის შესახებ სამართალდამცავებმა განაცხადეს. როგორც ცნობილია, იარაღს სანამ მსახიობს გადასცემდნენ ის 2-მა ადამიანმა შეამოწმა. ჰანა გუტიერესმა, რომელიც გადასაღებ მოედანზე იარაღის საკითხებზე იყო პასუხისმგებელი, განაცხადა, რომ ცეცხლსასროლი იარაღი სროლამდე სპეციალურ ყუთში უსაფრთხოდ იყო დაცული და მასზე მხოლოდ რამდენიმე ადამიანს ჰქონდა წვდომა. რეჟისორის ასისტენტი, რომელმაც ბოლდუინს იარაღი გადასცა, გამომძიებლებთან ამბობს, რომ მან იარაღის ჩაბარებამდე, ყველა ტყვია ვერ გადაამოწმა. ამ დრომდე ბრალი არავისთვის წაუყენებიათ. იურიდიული ექსპერტების თქმით, ბოლდუინისთვის სისხლის სამართლის ბრალდების წაყენება ნაკლებად სავარაუდოა. როგორც ცნობილია, ფილმ “რასტის” გადასაღებ მოედანზე, მსახიობ ალეკ ბოლდუინის მიერ სარეკვიზიტო იარაღიდან გასროლილ…

მეტი...

“ოპონენტების სასოწარკვეთა ზედმიწევნით ცხადყოფს ჩვენი აქციის წარმატებას” – ირაკლი კობახიძე

ოპონენტების სასოწარკვეთა ზედმიწევნით ცხადყოფს ჩვენი აქციის წარმატებას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გუშინ გამართული აქციის შეფასებისას მმართველი პარტიის ოფისში ბრიფინგზე განაცხადა. კობახიძემ აქციის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ თავისუფლების მოედანზე გუშინ შეკრებილმა საზოგადოებამ „ყველას მკაფიოდ დაანახა, რომ ხელისუფლებაში საკუთარ სახელმწიფოზე, ეკლესიასა და ხალხზე მოძალადე ადამიანების დაბრუნებას არ დაუშვებს“. „პირველ რიგში, მინდა პარტიის სახელით მადლობა გადავუხადო თავისუფლების მოედანზე შეკრებილ 10 ათასობით ჩვენს თანამოქალაქეს, ჩვენს მხარდამჭერებს შეკრებისთვის და ძალიან ძლიერი მუხტისთვის, რომელმაც გუშინ თავისუფლების იდეის გარშემო გაგვაერთიანა. გუშინ ყველამ კიდევ ერთხელ დაინახა, სად არის ხალხის ნამდვილი ძალა. ყველამ დაინახა, რომ…

მეტი...

“პრაქტიკულად, ახლა ვიმყოფები არა ქართულ, არამედ – რუსულ ციხეში, პერსონალსაც კი აიძულებენ რუსებივით იქცეოდნენ” – მიხეილ სააკაშვილი

პრაქტიკულად, ახლა ვიმყოფები არა ქართულ, არამედ – რუსულ ციხეში, პერსონალსაც კი აიძულებენ რუსებივით იქცეოდნენ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მორიგ მიმართვაშია აღნიშნული. როგორც სააკაშვილი აცხადებს, მას ადვოკატებთან ურთიერთობის საშუალება აღარ ეძლევა. „პირად ადვოკატებთან ურთიერთობის საშუალება სრულად ჩამეკეტა. შეხვედრის ოთახში, ჩვენ შორის არსებული, შუშის კედელი ბოლომდე ამოგვიშენეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთმანეთში დოკუმენტებს ვეღარ გავცვლით. ამასთანავე, არის ძალიან ცუდი სმენადობა. ასეთი რამ არასდროს მომხდარა საქართველოში და მით უფრო, არასდროს ევროპაში. სასამართლო და პროკურატურა რომ არ არსებობენ დიდი ხანია გავიგეთ, ახლა ადვოკატურაც გაგვიუქმეს! დღევანდელი დღიდან მე შიმშილობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ კვლევაზე, მკურნალობასა და…

მეტი...

საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილი ციხის საავადმყოფოში გადაიყვანონ

რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლები სასჯელაღსრულების მე-18 დაწესებულებაში ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის დავალებით იმყოფებოდნენ. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, მნიშვნელოვანია აღნიშნულ დაწესებულება რეგულირების სააგენტომ განმეორებით შეისწავლოს, დაიდოს შესაბამისი დასკვნა და აღარ იყოს კითხვები, წარმოადგენს თუ არა ეს კლინიკა რომელიმე პაციენტისთვის რისკს. ცნობისთვის, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მიღებისთვის N18 დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმეს. ომბუდსმენის განცხადების თანახმად, შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ დაწესებულებაში არსებული ვითარება, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 23 ოქტომბრის დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით.

მეტი...

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 8,69 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 8,89 პროცენტს შეადგენს

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 8,89 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 8,69 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 8,97 პროცენტი. საქართველოში კორონავირუსის 4 009 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 5 177 პაციენტი. გუშინ, 27 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 4 337 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 137 პაციენტი, გარდაიცვალა 42.

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 1 502 თბილისში, 732 იმერეთში, 523 კი კახეთში გამოვლინდა

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 1 502 თბილისში, 732 იმერეთში, 523 კი კახეთში გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 46 107 კვლევა ტესტით, მათ შორის 27 157 კვლევა ანტიგენის ტესტით და 18 950 „პისიარ“ ტესტით. ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 009 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 707 290-ს შეადგენს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 27 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.69%, ბოლო 14 დღის მანძილზე…

მეტი...

თბილისში სკოლის დირექტორი ოცნების აქციაზე მიუსვლელობის გამო გაათავისუფლეს

თბილისის 119-ე საჯარო სკოლის დირექტორი თეა ბრეგვაძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მიზეზი გუშინდელ აქციაზე მისი დაუსწრებლობა გახდა. გარდა ამისა, ბრეგვაძის დიშვილი ენმ-ს წევრია, რამაც ხელისუფლებას მისი პოსტიდან მოხსნის დამატებითი მიზეზი მისცა. თეა ბრეგვაძე სკოლის დირექტორის თანამდებობას ერთი წლის განმავლობაში იკავებდა, ახლა კი დარწმუნებულია, რომ მის მიმართ დევნა პოლიტიკური შეხედულების გამო ხდება: “ერთი წლის წინ მოხსნეს დირექტორი ამ სკოლის. როდესაც ვიკითხეთ რატომ, პასუხი ვერ მივიღეთ. გვინდოდა ჩავძიებოდით ამ საკითხს, მაგრამ თავად დირექტორმა არ მოისურვა, რომ გაგვეგრძელებინა ამაზე დავა. შიდა ბრძანებით, დავინიშნე მოვალეობის შემსრულებლად და გუშინ აღმოჩნდა, საარჩევნოდ, რომ ახალი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი იგზავნება…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4009 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 45 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4009 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 45 პაციენტი. ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 5177 პირი. გუშინ საქართველოში 46 107 ტესტი ჩატარდა.

მეტი...

“რუსეთის წინააღმდეგ საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ საჭირო დემოკრატიული რეფორმები უნდა გაამყარონ” – ჯინ შაჰინი

სენატორი ჯინ შაჰინის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე დიდი თავდაცვა, შავი ზღვის რეგიონში ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტებია. როგორც მან სენატში გამართულ მოსმენაზე აღნიშნა, ისეთმა ქვეყნებმა, როგორებიცაა მოლდოვა, უკრაინა და საქართველო, უნდა გააგრძელონ რუსეთის ბოროტი აქტივობების უკუგდება, საჭირო დემოკრატიული რეფორმების გამყარებით, რათა ასახონ ხალხის ნება და დააახლოვონ ისინი ტრანსატლანტიკურ საზოგადოებასთან. როგორც „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სენატორი შაჰინი იმასაც ამბობს, რომ ტრანსატლანტიკური გაფართოების თვალსაზრისით, რუსეთსა და დასავლეთს შორის, კონკურენციის ცხელი წერტილი შავი ზღვაა. მისივე თქმით, რეგიონში რუსეთის აგრესიული ქმედებები, ნატოს გაფართოების შეჩერებას და შავ ზღვაზე კონტროლის გაზრდას ისახავს მიზნად. „რეგიონში კონტროლის…

მეტი...

“შიმშილობის იმიტირებული ქრონიკაა, კაცი არ შიმშილობს და რა უნდა დამძიმდეს” – ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილზე

ირაკლი კობახიძე ექსპრეზიდენტის შიმშილობასაც გამოეხმაურა და თქვა, რომ ის არ შიმშილობს და ეს ყველაფერი “შიმშილობის იმიტირებული ქრონიკაა”. “სამი დღე რჩება არჩევნებამდე და ან დღეების განმავლობაში კიდევ არის მოსალოდნელი დღის წესრიგში ამ ფაქტორის შენარჩუნება. როგორც კი არჩევნები დასრულდება, ეს საკითხი საერთოდ უნდა მოვხსნათ დღის წესრიგიდან. ეს კაცი თავისი ფეხით ჩამოვიდა, ჩაჯდა ციხეში, სადაც მისი ადგილი იყო და ის არის ლიდერი ამ დესტრუქციული პოლიტიკური ძალის. ციხეში მისი ყოფნა, რაც მთლიანად მოიხსნება დღის წესრიგიდან როგორც ფაქტორი, ბუნებრივია დაამშვიდებს ამ ქვეყანას. 30 ოქტომბრის შემდეგ, ჩვენ საერთოდ აღარ ვაპირებთ ვისაუბროთ მიხეილ სააკაშვილზე. ჩვენ ვხედავთ, რომ…

მეტი...

ექიმები კოვიდვითარების გაუარესების მოლოდინში არიან

ეპიდემიოლოგ ოთარ ჩოკოშვილის განცხადებით, არის  მოლოდინი, რომ შემთხვევები კიდევ გაიზრდება, რაც საწოლფონდების გადატვირთვის საშიშროებას ქმნის. ეპიდემიოლოგი მიიჩნევს, რომ პოპულაციური იმუნიტეტის მისაღწევად აუცილებელია, ვაქცინირებულთა რაოდენობა შესაბამის ნიშნულამდე მივიდეს: “ჩვენ ველოდებით შემთხვევების უფრო ზრდას, ვიდრე კლებას და რეალურად, ქვეყანაში არის შემდგომი ტალღის გავრცელება და მიმდინარე თვეები იქნება საკმაოდ მაღალი გავრცელებით, რაც გააჩენს იმის საშიშროებას, რომ გადაიტვირთოს საწოლფონდები. ვაქცინებულთა რაოდენობის მატება არის ჩვენი მთავარი სამიზნე, რათა მივაღწიოთ დამცველობით, ე.წ პოპულაციურ იმუნიტეტს და თავიდან ავიცილოთ დაავადების შემდგომი გართულებული შემთხვევები,” – აღნიშნა ოთარ ჩოკოშვილმა.

მეტი...

დუშეთის მუნიციპალიტეტში, ტყეში ხანძარია

დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზემო ამირნთან ხანძარია. როგორც საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განუცხადეს, ცეცხლი ტყეში გაჩნდა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობენ. მიმდინარეობს ქრობის სამუშაოები.

მეტი...