„საუკეთესო გამოსავალია არა მხოლოდ „ნარკანის“ დროულად მოხმარება, არამედ ის, რომ ნარკოტიკები საერთოდ არ მოვიხმაროთ“ – დიმიტრი ხუნდაძე

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ანტინარკოტიკული პოლიტიკის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება, გასცეს რეკომენდაცია პრეპარატ „ნარკანის“ ხელმისაწვდომობის შესახებ ნარკოტიკების ზედოზირების მოხმარების შემთხვევაში, რათა დაზღვეულ იყოს ლეტალური შემთხვევები. კომიტეტში შექმნილი ანტინარკოტიკული პოლიტიკის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სამუშაო შეხვედრა იმ პასუხისმგებელ უწყებათა წარმომადგენლებთან შედგა, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართული ნარკოპოლიტიკის ფორმატში კონკრეტულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით და დარგის სპეციალისტებთან ერთად პრეპარატ „ნარკანის“ სააფთიაქო ქსელიდან გაცემის წესის საკითხზე იმსჯელეს. „ჩვენი რეკომენდაციაა, რომ ნარკოტიკების ზედოზირების მოხმარების შემთხვევაში, რათა დაზღვეულ იყოს ლეტალური შემთხვევები, ამ დროს საჭირო მოხმარების პრეპარატი ე. წ. „ნარკანი“ ხელმისაწვდომი იყოს ყველა აფთიაქში და ის რეცეპტის…

მეტი...

„ციხის საავადმყოფოში ყველა პირობა შექმნეს პატიმარი სააკაშვილისთვის“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„ციხის საავადმყოფოში, როგორც მინისტრმა ბრეგაძემ ამიხსნა, აბსოლუტურად ყველა პირობა შექმნეს, რაც, რა თქმა უნდა, საჭიროების შემთხვევაში, გამოყენებული იქნება პატიმარი სააკაშვილისთვის და ასევე სხვა პატიმრებისთვისაც“, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ მმართველი გუნდი არჩევნებში გაიმარჯვებს და ქვეყანა გააგრძელებს მშვიდობიან განვითარებას. „მე უკვე ბევრჯერ გავაკეთე ამის თაობაზე კომენტარი, განმარტა იუსტიციის მინისტრმაც, ჯანდაცვის მინისტრმაც გააკეთა ამის თაობაზე კომენტარი, ციხის საავადმყოფოში, როგორც მინისტრმა ბრეგაძემ ამიხსნა, აბსოლუტურად ყველა პირობა შექმნეს, რაც, რა თქმა უნდა, საჭიროების შემთხვევაში, გამოყენებული იქნება პატიმარი სააკაშვილისთვის და ასევე სხვა პატიმრებისთვისაც. ასე, რომ ყველაფერი ძალიან…

მეტი...

„პატიმარ სააკაშვილს კარგად ვუპატრონებთ“ – ირაკლი ღარიბაშვილი

 „მე ვარ პრემიერ-მინისტრი და არა ექიმი, გარწმუნებთ, პენიტენციური სამსახური ყველა პატიმრის ჯანმრთელობაზე ზრუნავს და იზრუნებს, დამშვიდდით, პატიმარ სააკაშვილს კარგად ვუპატრონებთ“ – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი. კითხვას, იღებს თუ არა ხელისუფლება პასუხისმგებლობას მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დაღუპვაზე, პრემიერმა ასე უპასუხა: „მოგიწოდებთ, უფრო მეტი სიყვარულით ილაპარაკოთ, მათ შორის თქვენს ბელადზეც. როგორ შეიძლება, ცოცხალ კაცზე რომ ასე ლაპარაკობთ. ასეთი აგრესია, ასეთი სიძულვილი უნდა დავასრულოთ 30 ოქტომბერს, ეს არის უმსგავსობა. როგორ შეიძლება, ასე რომ საუბრობთ. თქვენთვის არის ცუდი, ხალხისთვის არის ცუდი და ჩვენი ქვეყნისთვის. როგორ შეიძლება, ასეთ არანორმალურ, ავადმყოფურ შეკითხვაზე გაგცეთ ნორმალური პასუხი. არ ვიცი, რა…

მეტი...

„რომელი ნესტან-დარეჯანია სააკაშვილი, ციხიდან რომ ვინმემ გამოიხსნას“ – ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, პატიმარი შიმშილობაზეა პასუხისმგებელი, გართულებებზე კი შესაბამისი რეაგირება იქნება.    „რომელი ნესტან-დარეჯანია სააკაშვილი, ციხიდან რომ ვინმემ გამოიხსნას? პატიმარი შიმშილობაზეა პასუხისმგებელი, შემდგომ გართულებაზე პასუხისმგებელია იუსტიციის სამინისტრო და შესაბამისი რეაგირება იქნება“ – აცხადებს ირაკლი კობახიძე. ისივე თქმით, 27 ოქტომბერს, მმართველი გუნდის მიერ დაგეგმილი აქცია კიდევ ერთი დასტური იქნება იმისა, თუ როგორი მხარდაჭერა აქვს მას.   „ეს არის შემაჯამებელი აქცია. რაც შეეხება ე.წ კონტრ-აქციას, მარტივად რომ გითხრათ, რამდენი კაციც ჰყავდათ მათ შეკრებილი აქციაზე, იმდენი მარტო მძღოლი გვჭირდება, რომ ჩამოვიყვანოთ თბილისში. თქვენ შეგიძლიათ, განსაჯოთ, ეს არის კონტრაქცია?“ – განმარტა ირაკლი კობახიძემ.…

მეტი...

ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა საკვები მიიღო

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პატიმრობაში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა, გადასხმის პარალელურად საკვებიც მიიღო.   „როდესაც ადამიანი იღებს ამ გადაწყვეტილებას, ეს არის მთლიანად მისი პასუხისმგებლობა. თუ შიმშილობს, თუნდაც ნაწილობრივ, როგორც სააკაშვილი ამას აკეთებს, ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, მოსალოდნელია გარკვეული უარყოფითი ტენდენცია. ვიცით, რომ გუშინ გადასხმა გაკეთდა. მაგალითად, არის გარკვეული საკვების მიღების პრეცედენტები, ამას, ბუნებრივია, ყველა უნდა დააკვირდეს და რაღაც “კლოუნადის” დადგმის საშუალება ჩვენ არავის არ უნდა მივცეთ. თაფლის მიღებაზე გავრცელდა ინფორმაცია, სხვა ინფორმაციებიც არსებობს, თუმცა მე, ბუნებრივია, ყურმოკვრით გაგონილი ინფორმაციების შესახებ აქ ვერ ვისაუბრებ. თუ ჩათვლის საჭიროდ იუსტიციის სამინისტრო განცხადების…

მეტი...

27 ოქტომბერს, თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები შეიკრიბებიან

მმართველი გუნდის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 27 ოქტომბერს, „ქართული ოცნება“ თავისუფლების მოედანზე პარტიის მხარდამჭერების შემაჯამებელ საარჩევნო შეკრებას გამართავს. „არჩევნებამდე რჩება რამდენიმე დღე. გასული დღეების განმავლობაში პრემიერ-მინისტრთან ერთად მოვიარე მუნიციპალიტეტები, სადაც ტარდება არჩევნების მეორე ტური. განწყობა არის საბრძოლო და ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ჩვენმა კანდიდატებმა ოცივე მუნიციპალიტეტში დამსახურებული გამარჯვება მოიპოვონ. გაცნობებთ, რომ ზეგ, 27 ოქტომბერს, 17:00 საათზე გაიმართება ჩვენი პარტიის მხარდამჭერების შემაჯამებელი საარჩევნო შეკრება. ათეულობით ათასი ჩვენი ქვეყნის მოქალაქე შეიკრიბება იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ, თუ როგორია ქართველი ხალხის ძალა, რომელიც იბრძვის ბოროტების საბოლოოდ დასამარცხებლად, ღირსებისა და თავისუფლების დასაცავად, ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და…

მეტი...

პარლამენტში არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომ პარლამენტის შენობაზე ერთი სართულის დაშენება იგეგმება

გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პარლამენტის ისტორიულ შენობაზე, ერთი სართულის დაშენება იგეგმება და ტენდერი უკვე გამოცხადდა, პარლამენტში არ ადასტურებენ, როგორც საკანონმდებლო ორგანოში ირწმუნებიან, საუბარია შენობის გამაგრებაზე და არა სართულის დამატებაზე.   „საქართველოს პარლამენტის აპარატს სურს საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია პარლამენტის სასახლის „С“ კორპუსის მარცხენა და მარჯვენა ფლიგელების გამაგრება/გაძლიერების ტექნიკური დოკუმენტაციის შედგენის შესახებ მიმდინარე სახელმწიფო შესყიდვის შესახებ. პარლამენტის აპარატის მიერ გამოცხადებულია ტენდერი, საქართველოს პარლამენტის სასახლის C კორპუსის მარჯვენა და მარცხენა ფლიგელების გამაგრება/გაძლიერების  სამუშაოების სრული და დეტალური საპროექტო/სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვაზე, რის საფუძველზეც მეორე ეტაპად ჩატარდება C კორპუსის მარჯვენა და მარცხენა ფლიგელების გამაგრების სამუშაოები. მიმდინარეობს ანალოგიური პროცედურები,…

მეტი...

მინისტრმა არ იცის, რატომ დატოვა კონსილიუმი კარდიოლოგმა

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, მისთვის უცნობია, რატომ დატოვა კარდიოლოგმა ზურაბ ფაღავამ კონსილიუმი. როგორც კონსილიუმის ჯგუფის ხელმძღვანელმა მედიასთან განმარტა, ამ საკითხში გაერკვევა. „რატომ დატოვა ბატონმა ფაღავამ კონსილიუმის შემადგენლობა, ჩემთვის უცნობია. შევეცდები, გავარკვიო რატომ მიიღო მან ეს გადაწყვეტილება“ – განმარტავს ბრეგაძე. შეგახსენებთ, რომ პროფილური ექიმებითა და ექსპერტებით დაკომპლექტებული კონსილიუმი, რომელიც პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგისთვის შეიქმნა, ცნობილმა  კარდიოლოგმა, ზურაბ ფაღავამ დატოვა.

მეტი...

ციხის საავადმყოფო მზადაა მიხეილ სააკაშვილის მისაღებად

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, მედიასთან, პირველი განცხადება იუსტიციის მინისტრმა გააკეთა. როგორც რატი ბრეგაძემ განმარტა, როგორც ციხის საავადმყოფოს ექიმები აცხადებენ, დაწესებულება მზადაა პაციენტის მისაღებად. „თუ გახდება საჭირო პაციენტ სააკაშვილის ჰოსტიპალიზაცია ის გადაყვანილი იქნება მე-18 დაწესებულების ჰოსპიტალში. რაც შეეხება კონსილიუმს, ისინი შეიკრიბნენ ორჯერ და არსებობს ორი დასკვნა.  ბოლი დასკვნა რომელიც კონსილიუმმა დადო, საუბარია, თუ გახდება საჭირო ჰოსპიტალიზაცია,  უნდა განხოხციელდეს მულტიფუნქციურ კლინიკაში და ეს დასკვნა არის სარეკომენდაციო ხასიათის. თუ სად იქნება გადაყვანილი და შეესაბამება თუ არა განსაზღვრულ სტანდარტებს დაწესებულება, გუშინ ჩვენ ვიმყოფებოდით მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში და როგორც ექიმები გვეუბნებიან, დაწესებულება მზადაა პაციენტის მისაღებად“…

მეტი...

კონსილიუმი, რომელიც სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგისთვის შეიქმნა, კარდიოლოგმა დატოვა

პროფილური ექიმებითა და ექსპერტებით დაკომპლექტებული კონსილიუმი, რომელიც პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგისთვის შეიქმნა, ცნობილმა  კარდიოლოგმა, ზურაბ ფაღავამ დატოვა. ექიმი განმარტავს, რომ აღნიშნულის მიზეზი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა, თუმცა, პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მიზეზი პოლიტიკურია. „გიდასტურებთ, რომ  კონსილიუმში ჩემი აქტივობა შევაჩერე. შესაბამისი წერილიც უკვე გავგზავნე. ოქტომბერში გადავიტანე კორონავირუსი და თავს სუსტად ვგრძნობდი. თუ ჩამანაცვლებენ, ჩამანაცვლონ, თუ არა, როცა უკეთ ვიქნები, შეიძლება დავბრუნდე“ – განმარტავს კარდიოლოგი. რაც შეეხება პოლიტიკურ მიზეზებს, რომელზეც ექიმი არ საუბრობს, შემდეგია: ექიმმა  ფაღავამ, ერთ-ერთი კონსილიუმის შემდეგ, მედიას დაუდასტურა, რომ განიხილეს მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის საკითხიც. იუსტიციის მინისტრმა…

მეტი...

ბათუმში, არასრულწლოვან გოგონას სკოლელები ფიზიკურად გაუსწორდნენ

ბათუმის ერთ-ერთ სკოლის მოსწავლეებთან  ამ წუთებში სამართალდამცველები მუშაობენ. საუბარია არასრულწლოვანი გოგონას მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ და სიტყვიერ ანგარიშსწორებაზე. მერვე კლასელი გოგონა სკოლელებმა ერთ-ერთ ძველ, მიტოვებულ რესტორანში წაიყვანეს და სცემეს. შემდეგ ვიდეო გადაუღეს და კადრები სოციალურ ქსელში ატვირთეს. მოსწავლეები და მათი მშობლები დღეს სკოლაში დაიბარეს, სადაც შესაბამისი პროცედურები მომდინარეობს. პარალელურად, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება შსს-მ დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს კი ნაცემი და დაზარალებული ბავშვის მშობლებმა მიმართეს.

მეტი...

კორონავირუსით 46 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 650პირი,ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 635 611. ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 46 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 788 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 942 ახალიშემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია  704 შემთხვევა, აჭარა – 93, იმერეთი – 438, ქვემო ქართლი – 130, შიდა ქართლი – 84, გურია – 33, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 129, კახეთი – 253, მცხეთა-მთიანეთი – 16, სამცხე-ჯავახეთი – 48, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 14. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 48 757 საიდანაც 6 166 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 362, აჭარაში – 501, იმერეთში – 1 263.

მეტი...

ვირუსით 1 942 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 22 847  ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 1 942 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა  4 650 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  8.5%. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  694 182-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს,24 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის8.5%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.05% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.04%.

მეტი...

„კოვიდი“ და გრიპი სიმპტომებით მსგავსია, ნოემბერი და დეკემბერი უფრო რთული იქნება – ინფექციონისტი „მედიაცენტრ მთავართან“

​ინფექციონისტ მაია ბუწაშვილის განცხადებით, კორონავირუსი და სხვა გრიპისმაგვარი ვირუსები სიმპტომებით იმდენად იდენტურია, მათი გარჩევა პრაქტიკულად შეუძლებელია. როგორც ინფექციონისტმა „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, ნოემბერი და დეკემბერი, ამ მხრივ კიდევ უფრო რთული იქნება.     „საფრთხეს წარმოადგენს ის, რომ რესპირატორული ინფექციების სეზონზე გადავდივართ და ნოემბერიც და დეკემბერიც რთული იქნება. მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ ველოდებით გრიპის შემთხვევების აღმავლობას. პანდემიის საწყის ეტაპზე „კოვიდი“ სფეციფიკური სიმპტომებით გამოირჩეოდა და ხშირად ექიმებს ძალიან ადვილად, კლინიკური ეჭვი იქონდათ, რომ ეს იყო კოვიდი და ადვილი გასარჩევიც იყო გრიპისგან და სხვა ვირუსული ინფექციებისგან“ – აღნიშნა ინფექციონისტმა „მედიაცენტრ მთავართან“.   მისივე შეფასებით,…

მეტი...