“ის პოლიტიკურ პატიმარია, უნდა დაიცვათ პრეზიდენტი” – მიხეილ სააკაშვილის მეუღლე

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებიდან გამოსულმა მიხეილ სააკაშვილის მეუღლემ ლიზა იასკომ მედიასთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მისი მეუღლე პოლიტიკური პატიმარია.

როგორც რადას დეპუტატმა განაცხადა, ქართველი ხალხი ბედნიერი უნდა იყოს, რომ ასეთი ადამიანი ჰყავს.

„საქართველო ნამდვილად უნდა იყოს ბედნიერი, რომ ისეთი ადამიანი ჰყავს, როგორიცაა მიხეილ სააკაშვილი. მას შეუძლია, საკუთარი ხალხის გამო, ბევრ რამეზე წავიდეს, ეს ძალიან დასაფასებელია. ძალიან ვამაყობ მისით. ადამიანი, რომლესაც ძალიან უყვარს თავისი ქვეყანა. ძალიან მინდა, რომ მიხეილ სააკაშვილი მალე გაათავისუფლონ. ის, ამ წუთას, პოლიტიკური პატიმარია“ – აღნიშნა ლიზა იასკომ მედიასთან.

ის ქართველ ხალხს მიმართავს, დაიცვან პრეზიდენტი.  

„ჩვენ, უკრაინაში, მას დიდ პატივს ვცემთ. ჩვენ უკრაინელებს, გვშურს, რომ გყავდათ ასეთი პრეზიდენტი, რომელიც ასევე უკრაინელი პოლიტიკოსიცაა. ძალიან მინდა რომ თქვენ ის დაიცვათ“, – დასძინა მან.

მსგავსი თემები