„მიხეილ სააკაშვილს დღეს შხაპის მიღება უწევდა“ – პენიტენციური სამსახურის განცხადება

სპეციალური პენიტენციური სამსახური, პატიმრობაში მყოფ  მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყებაში აცხადებენ, ყოფილმა პრეზიდენტმა ისარგებმა იმით, რომ დღეს შხაპის მიღების დღე ჰქონდა.    „ინფორმაციისთვის: დაწესებულების დებულების თანახმად, მიხეილ სააკაშვილს დღეს შხაპის მიღება უწევდა და შესაბამისი მოთხოვნის შემდეგ, დაწესებულების მოსამსახურეებმა საშხაპე ოთახში გაიყვანეს. საშხაპე ოთახში დაწესებულების მოსამსახურეებს შესვლა კანონით ეკრძალებათ და ისინი პატიმარს ოთახის გარეთ, დერეფანში ელოდებოდნენ. მიხეილ სააკაშვილმა სწორედ ამ გარემოებით ისარგებლა და დაწესებულების გარეთ შეკრებილებს გადაძახილით მიმართა, რითაც დაარღვია დაწესებულების შინაგანაწესი; კერძოდ, „№12 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის პირველი მაისის №526 ბრძანების 79-ე…

მეტი...

მიხეილ სააკაშვილი ციხის საავადმყოფოში არ გადავა

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხის საავადმყოფოში გადასვლაზე უარს აცხადებს. აღნიშნული ინფორმაცია მედიასთან სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ გააჟღერა. „მიხეილ სააკაშვილი არ წავა საავადმყოფოში, რომელიც ეკუთვნის გლდანის ციხეს“, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ. შეგახსენებთ, რომ იუსტიციის მინისტრის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში,მიხეილ სააკაშვილს პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანენ.

მეტი...

„არ სურთ მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია“ – ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატი

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი იუსტიციის მინისტრის განცხადებას, რომლის მიხედვითაც სააკაშვილს ციხის საავადმყოფოში გადაიყვანენ, უსამართლოს უწოდებს. მისი თქმით, ეს იგივეა, პრეზიდენტს  ჰოსპიტალიზაციაზე უარი რომ უთხრან. „იუსტიციის მინისტრმა თქვა,  რომ შეასრულებდა სამედიცინო კონსილიუმის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს, თუმცა გაცემული რეკომენდაციების მიუხედავად, მან თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის  ჰოსპიტალიზაცია არ მოხდება არცერთ კერძო კლინიკაში და გადაიყვანენ მხოლოდ მე-18 დაწესებულებაში, გლდანის ციხეში. იუსტიციის სამინისტრო არ ასრულებს კონსილიუმის რეკომენდაციას და მათ უბრალოდ არ სურთ მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია. , ეს ნიშნავს, რომ ადამიანი, რომელმაც ქვეყანაში კრიმინალი დაამარცხა, მოათავსონ ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ და წაქეზებულ კრიმინალებთან, რაც, ბუნებრივია, ფიზიკურად არ…

მეტი...

„გამორიცხულია, რომ სააკაშვილის საპატიმროდან გამოვიდეს ვადაზე ადრე“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„შეგნებულად ავრცელებენ ინფორმაციას, თითქოს 6 წელი არ იჯდება, აპირებენ გადაცემას უკრაინაში და ა.შ. ყველაფერი არის გამორიცხული.გამორიცხულია, რომ სააკაშვილის საპატიმროდან გამოვიდეს ვადაზე ადრე“ – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი. პრემიერის განცხადებით, არსებული ხელისუფლება, რა თქმა უნდა, არავის არ მისცემს პროვოკაციის მოწყობის უფლებას და საშუალებას. „რა თქმა უნდა, ჩვენ არავის ციხეში ყოფნა არ გვიხარია და ეს არ არის ჩვენი თვითმიზანი, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ ამ ქვეყანაში არავინ არ დგას კანონზე მაღლა, იმის მიუხედავად, ვის რა თანამდებობა აქვს, ან ჰქონდა. არ მინდა ვისაუბრო ჩვენი კანდიდატის ოპონენტზე. ანზორ მელია შეიძლება არის დამსახურებული ექიმი, მაგრამ მე ძალიან…

მეტი...

მიხეილ სააკაშვილი გისოსებიდან მორიგ გზავნილს ავრცელებს

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მხარდამჭერებს ციხიდან კიდევ ერთხელ მიმართავს. „დიდი მადლობა იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს გავლით იყვნენ ციხესთან და ბედმა გამიღიმა, შევძელი მათთვის დამეყვირა – “მიყვარხართ” და იმედია, ამ სიტყვამ თქვენს ყურამდე მოაღწია. დიახ, მიყვარხართ ყველა თავისუფლებისმოყვარე ქართველი და მიყვარხარ საქართველო! შეიძლება ყოველდღე ფიზიკურად ვსუსტდებოდე, მაგრამ მორალურად ნამდვილად ასევე ყოველდღე ვძლიერდები”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

მეტი...

„ჩვენთვის პრინციპული საკითხია ზუგდიდში მეორე ტურის მოგება“ – ირაკლი კობახიძე

„ჩვენთვის პრინციპული საკითხია ზუგდიდში მეორე ტურის მოგება. დარწმუნებული ვართ, მამუკა წოწერია მეორე ტურში აუცილებლად გაიმარჯვებს“ – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ზუგდიდში გამართული შეხვედრის შემდეგ. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა მთლიანად საქართველოს, კონკრეტულად ზუგდიდს, მათ შორის „კასრების საქმით“. „ზუგდიდში შევხვდით ჩვენი პარტიის წევრებს, მხარდამჭერებს, საუბარი გვქონდა   არჩევნების მეორე ტურზე. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ძალიან მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა მთლიანად საქართველოს, კონკრეტულად ზუგდიდს, მათ შორის „კასრების საქმით“. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, პრინციპული პასუხი გაეცეს ამ ყველაფრის შემოქმედ პოლიტიკურ ძალას. ეს არის ბოროტი პოლიტიკური ძალა, შესაბამისად, მას საზოგადოებამ უნდა გასცეს…

მეტი...

„თბილის პრაიდის“ ღონისძიებაზე ჟურნალისტებზე ძალადობისთვის დაკავებულები პატიმრობაში დატოვეს

27 ადამიანი, რომლებიც „თბილისი პრაიდის“ ღონისძიებების ფარგლებში, მედიის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ანგარიშსწორებისთვის დააკავეს, სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. მოსამართლეებმა დღეს აღკვეთის ღონისძიების გადახედვაზე იმსჯელეს. პროკურატურის მოთხოვნა იყო დაკავებულები პატიმრობაში დარჩენილიყვნენ. ადვოკატთა ერთი ნაწილი დაკავებულების გორაოთი გათავისუფლებას ითხოვდა, მეორე ნაწილი კი სისხლის სამართლებრივი დევნის საერთოდ შეწყვეტას. შეგახსენებთ, რომ „თბილისი პრაიდის“ კონტრსაწინააღმდეგო აქციაზე მედიის წარმომადგენლებს გარკვეული ჯგუფები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მეტი...

კიდევ ერთი გამარჯვება სტრასბურგში – 2008 წლის აგვისტოს ომის საქმე

2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, სტრასბურგმა განაჩენი საქართველოს სასარგებლოდ გამოაქვეყნა. საუბარია შემდეგ საქმეებზე: „ბეკოევა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ და „შავლოხოვა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ,“ რომელიც აერთიანებს 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით, ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის მიერ საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი საჩივრების ნაწილს. „ევროპულმა სასამართლომ ზემოაღნიშნული საჩივრები დაუშვებლად ცნო. სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა ქართული მხარის არგუმენტები, რომ ომის დროს ცხინვალის რეგიონი აქტიურად იბომბებოდა რუსეთის ფედერაციის მხრიდან და საქართველოს შეიარაღებული ძალები არ ახორციელებდა კონტროლს ცხინვალის რეგიონსა და მიმდებარე ტერიტორიაზე. შესაბამისად, შეუძლებელია რაიმე დარღვევა…

მეტი...

“სააკაშვილის მმართველობა არ და ვერ დაბრუნდება ვერსად” – ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სააკაშვილის მმართველობა არათუ ქვეყანაში, არამედ ვერც ერთ მუნიციპალიტეტში დაბრუნდება. „სააკაშვილის მმართველობა არ და ვერ დაბრუნდება ვერსად.  იმიტომ რომ, ჩვენი ხალხი ბრძენია და ყოველთვის გააკეთებს სწორ არჩევანს, ჩვენ არჩევნებს ჩავატარებთ გამჭვირვალედ, მშვიდ, კონკურენტულ ვითარებაში, რომ არც ერთი კითხვა არ დარჩეს“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მისი შეფასებით, მმართველი გუნდი ემზადება მხოლოდ გამარჯვებისთვის. „მინდა, ჩვენს მოსახლეობას შევახსენო და განსაკუთრებით სამეგრელოში, კარგად გახსოვთ, რა ვითარებაში უწევდა ჩვენს მოსახლეობას ყოველდღიური ცხოვრება სააკაშვილის მმართველობის დროს. მისი წარმომადგენლების, ახალაიების, ქარდავების, კოდუების თუ სხვა სადისტების მმართველობის პერიოდი ჩვენ კარგად გვახსოვს, ახსოვს ყველა მეგრელს, სამეგრელოს ყველა მკვიდრს. რა…

მეტი...

მიხეილ სააკაშვილმა საკნის გისოსებიდან ციხესთან შეკრებილ მხარდამჭერებს მიმართა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან შეკრებილ მხარდამჭერებს ციხიდან მიესალმა. სააკაშვილმა საკნიდან მხარდამჭერებს შემდეგი სიტყვებითაც მიმართა: „ძალიან მაგრები ხართ“. სააკაშვილმა მხარდამჭერებთან კონტაქტი მხოლოდ რამდენიმე წამით შეძლო.

მეტი...

“მცირეწლოვანი ბავშვების ბანერებს წითელი საღებავები შეასხეს, რაზე ვსაუბრობთ საერთოდ” – კახა კალაძე

მე ხო არ ვიგონებ ამას, აბსოლუტურად გულწრფელად ვსაუბრობ. ჩართეთ „ნაციონალური მოძრაობის“ ტელევიზიები და ნახეთ, რა ცილისწამება, ჯერ რა ვიდეოკლიპები და რა ენით საუბრობენ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ სიძულვილის ენაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, რაღაც ზღვარი უნდა არსებობდეს. „ზღვარი და წითელი ხაზები არსებობს, რომელიც არ უნდა გადაკვეთო, მაგრამ ჩემს მეუღლეს, დედას, მამას მცირეწლოვანი ბავშვების ბანერებს წითელი საღებავები შეასხეს. რაზე ვსაუბრობთ საერთოდ. მე რომ გამოვიდე როგორ წარმოგიდგენიათ და დავიწყო შეურაცხყოფების მიყენება ნიკა მელიას ოჯახის წევრებზე, გვარამიას ან ნებისმიერის, ეს ნორმალურია? ეს მისაღებია? მოსწონს საზოგადოებას ასე გაგრძელება? თქვენც ჟურნალისტები ამ ყველაფერს რომ ხედავთ, რატომ არ…

მეტი...

“მამუკა ხაზარაძე ყოველთვის იყო სააკაშვილის, ამ მთავარი ბანდიტის, დამნაშავის მორჩილი მსახური” – ირაკლი ღარიბაშვილი

ფიქტიური დაყოფები, ვითომ ახალი პარტიების შექმნა მათსავე წიაღში, რა თქმა უნდა, იყო აბსოლუტური ფარსი, მათი ამომრჩევლის და ჩვენი მოსახლეობის მოტყუების მცდელობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეგრეთ წოდებულ ჩრდილოვან კაბინეტზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ 30 ოქტომბერს სასტიკად დამარცხდება. „ჩვენს მოსახლეობას მინდა, ავუხსნა, მათი ეს ფიქტიური დაყოფები, ვითომ ახალი პარტიების შექმნა მათსავე წიაღში, რა თქმა უნდა, იყო აბსოლუტური ფარსი, მათი ამომრჩევლის მოტყუება და ჩვენი მოსახლეობის მოტყუების მცდელობა. ამ ადამიანებს დაკარგული აქვთ რეალობის შეგრძნების, არსებული სიტუაციის განცდა. მათ ჰგონიათ, რომ როგორც ატყუებდნენ მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩვენი მოსახლეობის…

მეტი...

დაჭრა ბათუმის ნარკოლოგიური ცენტრის ეზოში მამაკაცი დაჭრეს

ბათუმში 50 წლამდე მამაკაცი ჩდაჭრეს – შემთხვევა დაახლოებით 12 საათსა და 30 წუთზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით შუახნის მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე ტყვია კიდურებში ესროლეს. დაჭრილი მამაკაცი ერთერთ სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. შემთხვევა ბათუმის ნარკოლოგიური ცენტრის ეზოში მოხდა. ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ.

მეტი...

“მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა ციხის საავადმყოფოს გარდა სხვა დაწესებულებაში არ განიხილება” – პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების მოთხოვნის მიუხედავად, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, თუკი ამის საჭიროება იქნება, ერთადერთი დაწესებულება, სადაც მას გადაიყვანენ, ციხის საავადმყოფო იქნება. “ჩვენ მოვისმინეთ იუსტიციის მინისტრისგან, რომ ერთადერთი დაწესებულება, სადაც საჭიროების შემთხვევაში, ექიმების რეკომენდაციით, თუ მოხდება მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა, ეს იქნება ციხის საავადმყოფო. სხვა დაწესებულება არ განიხილება, ეს გამორიცხულია,”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მეტი...

“ვერაფრით ვხსნი, კაცს ნახევარი მილიარდი ჰქონდეს და ნიკა მელიას მოადგილეობა უნდოდეს” – იაგო ხვიჩია

გულწრფელი რომ ვიყო, ვერაფრით ვხსნი და ვერ წარმომიდგენია, კაცს ნახევარი მილიარდი ჰქონდეს და ნიკა მელიას მოადგილეობა უნდოდეს. ნიკა მელიას მიმართ პატივისცემას გამოვხატავ, მაგრამ მამუკა ხაზარაძის მხრიდან ეს ჩემნაირი ადამიანისთვის წარმოუდგენელია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განუცხადა. მისი თქმით, მამუკა ხაზარაძე ბევრად უფრო ამბიციური უნდა იყოს, პოლიტიკამდე მისი წარმატებული კარიერიდან გამომდინარე. „რა არის კოალიციური მთავრობის შექმნა, ამას გავიგებთ არჩევნების მეორე ტურის დღეს. დღევანდელი სიტუაცია გვაჩვენებს, რომ ოპოზიციური პარტიები გაერთიანდნენ რაღაცის გარშემო და ამას კოალიციას და რაღაც ასეთს ეძახიან. სინამდვილეში, ბევრი ადამიანისთვის გასაგებია, რომ ეს არჩევნები არის მიშასა და ბიძინას არჩევნები.…

მეტი...

“ქვეყნის მასშტაბით ეპიდსიტუაცია საყურადღებოა” – ეკატერინე ტიკარაძე

ვიზიარებთ საერთაშორისო პრაქტიკას და ეტაპობრივად ვგეგმავთ ისეთ წამახალისებელ ღონისძიებებს და საინფორმაციო კამპანიებს, რომლებიც ეფექტური იქნება ვაქცინაციის გააქტიურებისთვის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ კახეთში განუცხადა, სადაც ვაქცინაციის მარათონი მიმდინარეობს. „ვაქცინაციის მარათონი გრძელდება კახეთში. ვაქცინაციის პროცესის შეფერხებას, როგორც ადგილობრივები საუბრობენ, გარკვეული მიზეზები ჰქონდა და ეს იყო მოსავლის აღება, ასევე ის ინფორმაცია, რომელსაც ისინი საჭიროებდნენ. გააქტიურებული იქნა ოჯახის ექიმების როლი ამ მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ რეგიონში ადგილობრივი თვითმმართველობა იყოს აქტიურად ჩართული ამ პროცესში, რადგან მხოლოდ ცენტრალური ხელისუფლებიდან ამ პროცესის ეფექტურად გამართვა ვერ…

მეტი...

“არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივცეთ რევანშს, ბოროტებას, სიძულვილს, ცილისწამებას დაბრუნების შესაძლებლობა” – კახა კალაძე

პარტია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს და ამომრჩეველს ქალაქის განვითარების ოთხწლიან გეგმას დეტალურად აცნობს. ამჯერად, მან შეხვედრა სტუდენტებთან გამართა და მოუწოდა, თბილისის განვითარებისთვის მნიშვნელოვან პროცესებში აქტიურად ჩაერთონ. დედაქალაქის მერობის კანდიდატმა ახალგაზრდებთან შეხვედრაზე წინასაარჩევნო გარემოზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოპონენტებისგან განსხვავებით, „ქართულ ოცნებას“ ქალაქის განვითარების სწორი ხედვა და მიმართულება გააჩნია. „ერთადერთი კანდიდატი ვიყავი, ვინც საუბრობდა საქმეზე, თბილისზე და თბილისელების გამოწვევებზე. ვსაუბრობდით ასევე, მომავალზე და კონკრეტული რაიონების, უბნების მიხედვით თუ რა პროექტები უნდა განხორციელებულიყო. მეორე მხარეს, აბსოლუტურად არაფერი ხდებოდა თბილისთან დაკავშირებით, არანაირი საარჩევნო პროგრამა, ხედვა არ იყო წარმოდგენილი. ერთადერთი, რაც…

მეტი...

“ამ კაცმა ვერაფერი ვერ ისწავლა, ყოველთვის არასწორ მხარეს აღმოჩნდება ხოლმე” – მამუკა ხაზარაძეს მიხეილ სააკაშვილის ვიდეო-მიმართვა გაახსენეს

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ოპოზიციის ნაწილის თბილისის მერობის საერთო კანდიდატმა ნიკა მელიამ დედაქალაქის მერის მოადგილეობის კანდიდატად მამუკა ხაზარაძე წარადგინა. ფაქტს საზოგადოებაში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის მამაუკა ხაზარაძეს “ნაციონალურ მოძრაობასთან” ალიანსის გამო აკრიტიკებენ და 2018 წელს მიხეილ სააკაშვილის მიერ მის შესახებ გაკეთებულ განცხადებას ახსენებენ.  ცნობისთვის: 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მამუკა ხაზარაძე ყოველთვის არასწორ მხარეს იდგა და წარსულში ის ფიზიკურად შეეხო ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს, მერაბ კოსტავას.

მეტი...

ათენში საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია პირისპირ შეხვედრებს მართავს

ათენში ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების პარლამენტის თავმჯდომარეების კონფერენციის ფარგლებში საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია პირისპირ შეხვედრებს მართავს. კახა კუჭავა უკვე შეხვდა შვეიცარიელ კოლეგას, შვეიცარიის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტს, ანდრეას აების. მხარეებმა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გარდა ის პრობლემები განიხილეს, რომელიც საქართველო რუსეთის ურთიერთობას უკავშირდება. „თქვენს პარლამენტის თავმჯდომარეს ბოლოს ვენაში შევხვდი. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა. ვისაუბრეთ სხვადასხვა საკითხზე, რაც აკავშირებს შვეიცარიას და საქართველოს. ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი სიტუაცია საქართველოსა და რუსეთს შორის, მედიაციას ვეწევით და ესეც იყო საუბრის თემა. ჩვენ ვართ ღია თანამშრომლობისა და დახმარებისთვის საპარლამენტო კუთხით. ღია ვართ, რომ დაგეხმაროთ ტურიზმის მიმართულებით, ვიცით, რა სიტუაციაა „კოვიდის“…

მეტი...

“თქვეს, რომ სააკაშვილს გადაიყვანდნენ ნებისმიერ კლინიკაში, რომელზეც მიუთითებდა, დღეს ამბობენ, რომ გადავიყვანთ არა სამოქალაქო საავადმყოფოში, არამედ ციხეზე” – ბექა ბასილაია

ჩვენ ვხედავთ, როგორი პანიკური შიში აქვს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის საზოგადოებაში გამოჩენასთან დაკავშირებით. არ ნიშნავენ სასამართლო პროცესებს. გუშინ წარმოდგენილ ბრალთან დაკავშირებით სასამართლოშიც არ მიაქვთ საქმე, რომ სააკაშვილს საზოგადოებისთვის მიმართვის შესაძლებლობა არ მიეცეს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა. მისივე თქმით, უღირსი ქცევით ხასიათდება ხელისუფლება, როდესაც ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ გადაიყვანენ არა ნებისმიერ კლინიკაში, რომელზეც მიხეილ სააკაშვილი და დაცვის მხარე მიუთითებს, არამედ ციხის კლინიკაში. „რაც შეეხება საავადმყოფოს საკითხს, აქაც კი მდაბიო და უღირსი ქცევით ხასიათდება ხელისუფლება, როდესაც თავდაპირველად თქვეს, რომ გადავიყვანთ ნებისმიერ კლინიკაში, რომელზეც მიხეილ…

მეტი...

პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა

პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა – დაკავებული დანაშაულებრივი ჯგუფის 7 წევრი, რომლებიც საქართველო-გერმანიას შორის მოქმედი თაღლითური ფინანსურ სქემით დიდი ოდენობით თანხებს დაეუფლნენ.  “გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პოლიციის სხვადასხვა დანაყოფებისა და საქართველოს პროკურატურის, შს სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და სახელმწიფო უსაფრთხოების თანამშრომლებმა, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი ჯგუფის 7 წევრი იქნა დაკავებული. 2015 წელს საქართველოსა და ისრაელის მოქალაქეებმა პირდაპირი ფინანსური და სხვა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ჩამოაყაიბეს შეთანხმებული, სტრუქტურული ფორმის მქონე ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი. ისინი თაღლითურად დაეუფლენენ გერმანიის ფედერაციის მოქალაქეების კუთვნილ მილიონობით ევროს და მოახდინეს დანაშაულებრივი გზით მიღებული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია,”- აცხადებენ პროკურატურაში. 

მეტი...

არჩევნების მეორე ტურისთვის საქართველოში ევროპარლამენტის კიდევ ერთი მისია ჩამოდის

მსურს სიხარულით განვაცხადო, რომ არჩევნების მეორე ტურისთვის საქართველოში ევროპარლამენტის კიდევ ერთი მისია ჩამოდის. ჩემი ინფორმაციით, მეორე ტურისთვის ევროპარლამენტის ოთხი წევრი ჩამოვა იმისთვის, რომ ოდირთან ერთად მონაწილეობა მიიღოს არჩევნებზე დაკვირვებაში, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ის, რომ ოდირის დამკვირვებლები საქართველოში რჩებიან და დააკვირდებიან როგორც არჩევნების პირველსა და მეორე ტურს შორის პერიოდს, ასევე არჩევნების მეორე ტურს. „ჩვენ დავაფიქსირეთ გარკვეული დადებითი მოვლენები, რაც წინა არჩევნების შემდეგ მოხდა. ვფიქრობთ, გაძლიერდა სამართლებრივი ჩარჩო, მათ შორის საარჩევნო რეფორმით, რაც მოჰყვა 19 აპრილის შეთანხმებას. ჩვენ ასევე ვნახეთ კარგი და მშვიდი გარემო…

მეტი...

დაკავებულია 11 ნარკორეალიზატორი

პოლიციამ საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, ბოლო დღეების განმავლობაში თბილისში 11 ნარკორეალიზატორი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, მამუკა ჭელიძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე ცნობით, მათ შორის 3 პირი სამართალდამცველებმა გუშინ ფონიჭალის დასახლებაში ჩატარებულ საპოლიციო ღონისძიების შედეგად დააკავეს.  “შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა გენერალურ პროკურატურის თანამშრომლებთან ერთად კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბოლო 10 დღეში, თბილისში 11 ნარკორეალიზატორი დააკავეს. ფონიჭალის დასახლებაში დაკავებული არიან: 2001 წელს დაკავებული დ.მ., 1989 წელს დაკავებული ა.ა. და 1983 წელს დაბადებული ზ.ა., ასევე, დაკავებულები არიან: 1994…

მეტი...

„თელმიკოსა“ და „თელასის“ მიერ მოქალაქეებისთვის დაკორექტირებულმა თანხამ მილიონ ლარს გადააჭარბა“ – დავით ნარმანია „მედიაცენტრ მთავარში“

საქართველოს მოსახლეობისთვის არასწორად დარიცხული ელექტროენერგიის საფასურთან დაკავშირებით სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენცია გამართა. როგორც ნარმანიამ აღნიშნა, დაკორექტირებულმა თანხამ მილიონ ლარს გადააჭარბა. „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) დავალებით შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელმა კომპანიამ“ (თელმიკო) და სს „თელასმა“ მიმდინარე წლის ივნისსა და ივლისში მომხმარებლებზე ზედმეტობით დარიცხული თანხები დააკორექტირეს. კომპანიების მიერ სემეკში წარმოდგენილი ინფორმაციით, დაკორექტირებული თანხების ჯამმა 1, 321, 551 ლარი შეადგინა. შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიის“ მიერ გადამოწმდა 649 713 აბონენტზე დარიცხული თანხა, აქედან 189 844 აბონენტს შეეხო ტარიფის საფეხურის კორექტირება. მათ შორის, 135 470 აბონენტზე მეორე საფეხურის ტარიფით…

მეტი...

„თელასი“ დაჯარიმდა 50 000 ლარით, „თელმიკო“ კი 75 000 ლარით“ – დავით ნარმანია „მედიაცენტრ მთავარში“

“თელასის“ და „თელმიკოს“ მიერ, ივლისის და აგვისტოს თვეში მოხდა მომხმარებლისთვის არასწორად თანხის დარიცხვა,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში,“ – სემეკ- ის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ განაცხადა. ნარმანიამ აღნიშნა, რომ კომპანიამ მოახდინა რეაგირება არასწორ დარიცხვებზე, მისივე ინფორმაციით ინციდენტების განმეორების შემთხვევაში მოხდება, მარეგულირებელი კომისიის მიერ ჯარიმების გაორმაგება: „კომპანია „თელასი“ დაჯარიმდა 50 000 ლარით, „თელმიკო“ – კი 75 000 ლარით, მოხდა კორექტირება და დაკორიქტირებული თანხების რაოდენობა შეადგენს მილიონ 300 000 ლარზე მეტს. დაკორექტირებული თანხები მომხმარებლებს აესახათ თავიანთ ბაზაში და გაეგზავნათ მოკლე ტექსტური შეტყობინებები, როგორც კი ვნახეთ, რომ მომხმარებელთა უფლებების დარღვევას ჰქონდა ადგილი დავიწყეთ შესაბამისი…

მეტი...

„ტარიფის რაიმე სახის მატებას არ ველოდები“ – დავით ნარმანია „მედიაცენტრ მთავარში“

„ბუნებრივი აირის ტარიფები და წყალმომარაგების ტარიფები დადგენილია, ასევე ელექტროენერგიის ამ წლის ბოლომდე დადგენილია, ტარიფების რაიმე ზრდას ამ ეტაპზე არ ველოდებით,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“, – სემეკ – ის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ განაცხადა. ნარმანია ასევე განმარტავს, რომ საჭიროა ჰესების აშენება, მისივე ინფორმაციით ქვეყანას ენერგო რესურსის საფრთხე არ ემუქრება, არაა დაგეგმილი არც ტარიფის ზრდა: „ტარიფის რაიმე სახით მატებას არ ველოდებით, რუსეთი არ არის ერთადერთი მომწოდებელი ელექტრო ენერგიის, ტარდება აუქციონები და აუქციონების შედეგად ხდება გადაწყვეტილების მიღება, რომელიც იქნება იაფი იამზე შევჯერდები, ესაა ცვალებადი. რაიმე სახის საფრთხე ელექტროენერგიის და გაზმომარაგების მოწოდების ჩვენს ქვეყანას არ…

მეტი...

დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სხვა პირების დახმარებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე რიცხული, სოფელ წავკისში მდებარე 4 412 100 ლარის ღირებულების 39 932.00 მ 2 მიწის ნაკვეთის მოტყუებით დაუფლების მიზნით, სცადა თითქოსდა იტალიის ქ. გენუაში გაცემული, იტალიურ ენაზე შედგენილი ყალბი მინდობილობის გამოყენება. ბრალდებულის მიერ მოძიებული იქნა ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთის 130 000 აშშ დოლარად შემძენი პირი, რომლის რეალიზაციის მცდელობისას მოხდა მისი დაკავება“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4411 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 29 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4411 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 29 პაციენტი. ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 2896 პირი. გუშინ საქართველოში 53 700 ტესტი ჩატარდა.

მეტი...

ნიკა მელიას წინასაარჩევნო ბანერს ცეცხლი წაუკიდეს

თბილისის მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას წინასაარჩევნო ბანერი ორხევის ხიდთან დააზიანეს. მას ცეცხლი წაუკიდეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც. ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. “ნაციონალურ მოძრაობაში” ამბობენ, რომ მმართველი ძალა კოალიციური მთავრობის წარდგენამ გააღიზიანა. “როგორც ჩანს ძალიან გააღიზიანა “ქართული ოცნება” კოალიციური მთავრობის წარდგენამ, რომელიც მალე თბილისის მმართველობას გადაიბარებს და მიმართეს თავიანთ სამარცხვინო ნაცად მეთოდს ოპონენტებთან ბრძოლის. ნიკა მელიას ბანერი დაგვიწვეს. დაახლოებით 1 საათის წინ დამირეკეს თვითონ პოლიციიდან და იმათმა შემატყობინეს, რომ ორხევის ხიდზე იყო ჩვენი ბანერი დამწვარი,” – განაცხადს ენმ-ს წევრმა ბესო გაზდელიანმა.

მეტი...

“NATO ერთგულია საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მიმართ”​ – ხავიერ კოლომინა საქართველოში ვიზიტს აჯამებს

NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში ვიზიტს აჯამებს. ხავიერ კოლომინა facebook-ზე წერს, რომ მთავრობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან ნაყოფიერი შეხვედრები ჰქონდა. “ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლს ვეწვიე, რამაც ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. NATO ერთგულია საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მიმართ,” – წერს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი.

მეტი...

“მხარს ვუჭერ თბილისის მთავრობის მრავალფეროვნებას” – მიხეილ სააკაშვილი

მე მთლიანად მხარს ვუჭერ ჩვენი თბილისის მთავრობის მრავალფეროვნებას და კოალიციურ მმართველობას დედაქალაქში – შეიცვალოს „ოცნების“ რეჟიმი მრავალპარტიული, მრავალფეროვანი და ეფექტიანი მმართველობით, ნიკა მელიას ხელმძღვანელობით,- ამის შესახებ ციხიდან საქართველოს მესამე პრეზიდენტის გზავნილშია აღნიშნულია. როგორც მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, მისი „ტყვეობიდან დახსნის გზა“ მეორე ტურში, არჩევნებში აქტიურ მონაწილეობაზე და რეჟიმისთვის ხმების გაყალბების შესაძლებლობის არმიცემაზე გადის. „მე მთლიანად მხარს ვუჭერ ჩვენი თბილისის მთავრობის მრავალფეროვნებას და კოალიციურ მმართველობას დედაქალაქში. ახლა როგორც არასდროს, ჩვენ გვჭირდება საზოგადოების გაერთიანება, ფართო საზოგადოებრივი გაერთიანება საერთო იდეის გარშემო. შეიცვალოს „ოცნების“ რეჟიმი მრავალპარტიული და მრავალფეროვანი და ეფექტიანი მმართველობით, ნიკა მელიას ხელმძღვანელობით. ამისათვის უმნიშვნელოვანესია ყველამ ჩავკიდოთ ერთმანეთს ხელი, პოლიტიკურმა პარტიებმაც…

მეტი...

“საზოგადოებას მრავალფეროვანი კოალიციური მმართველობა სჭირდება” – ელენე ხოშტარია

30 ოქტომბერს ნიკა მელიას გამარჯვების შემთხვევაში მისი მოადგილეები მამუკა ხაზარაძე, ელენე ხოშტარია და ზურა გირჩი ჯაფარიძე იქნებიან. დასახელდნენ სხვა პირებიც, რომლებიც ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში მერიაში პოსტებს გადაინაწილებენ. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ მრავალპარტიული კოალიცია დემოკრატიულ წინსვლაზე იქნება ორიენტირებული “მთავარი დაკვეთა საზოგადოების, ის რაც სჭირდება საზოგადოებას, ეს არის არა ერთპარტიული, არამედ მრავალფეროვანი კოალიციური მმართველობა. ეს არის შანსი, რომ ყველა ადამიანის და ჯგუფის ინტერესი იყოს გათვალისწინებული და ეს არის შანსი, რომ აღარ დავუშვათ შეცდომები და ერთმანეთი ვაკონტროლოთ ძალაუფლებაში,” – აცხადებს ელენე ხოშტარია. 

მეტი...

მარნეულის ბაზარში ხანძრის შედეგად ათამდე მაღაზია დაიწვა

მარნეულის ბაზარში ხანძრის შედეგად ათამდე მაღაზია დაიწვა. ძირითადად დამწვარია ჭურჭლისა და საქორწილო აქსესუარების მაღაზიები. ადგილზე ცეცხლის ჩაქრობას რამდენიმე სახანძრო მანქანა ცდილობდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ხანძრის ლოკალიზება დროულად მოხდა, რის გამოც ბაზარში არსებული სხვა მაღაზიები გადარჩა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. ამ წუთებში ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

მეტი...

“პანდემია მოსალოდნელზე ერთი წლით მეტხანს გაგრძელდება” – ჯანმო

პანდემია მოსალოდნელზე ერთი წლით მეტხანს გაგრძელდება, რადგან დაბალი შემოსავლის ქვეყნებში ვაქცინაციის საჭირო ტემპი არ არსებობს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა ბრიუს ეილვარდმა განაცხადა. მისი თქმით, ეს ნიშნავს, რომ კოვიდ კრიზისი „ადვილად გადაიწევს 2022 წელში“. ჯანმო-ში აცხადებენ, რომ აფრიკაში მოსახლეობის 5%-ზე ნაკლებია ვაქცინირებული მაშინ, როდესაც დანარჩენ კონტინენტებზე ეს მაჩვენებელი 40%-ს შეადგენს. ბრიუს ეილვარდმა მდიდარ ქვეყნებს მოუწოდა, ვაქცინების რიგში თავიანთი ადგილები დათმონ, რათა ფარმაცევტულ კომპანიებს საშუალება მიეცეთ, პრიორიტეტი დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებს მიანიჭონ. „ნამდვილად უნდა ავჩქარდეთ, თორემ იცით რა? ეს პანდემია გაგრძელდება იმაზე ერთი წლით მეტხანს, ვიდრე უნდა გაგრძელებულიყო,“- აღნიშნა ჯანმო-ს…

მეტი...

“რუსი დიპლომატების ჯაშუშობის ბრალდებით გაძევების მიუხედავად, ნატო-ს რუსეთთან საუბარი სჭირდება” – იენს სტონტელბერგი

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, რუსი დიპლომატების ჯაშუშობის ბრალდებით გაძევების მიუხედავად, ნატო-ს რუსეთთან საუბარი მაინც სჭირდება. სტოლტენბერგის განცხადებით, ეს გულისხმობს იმას, რომ ალიანსსა და მოსკოვს შორის ცხელი ხაზი შენარჩუნდება. როგორც „როიტერი“ წერს, რუსეთი ასევე ღიად ტოვებს დიპლომატიურ ხაზს, ბელგიის საელჩოს საშუალებით, თუმცა ნატო-რუსეთის საბჭოს ფორმატი ამ დროისთვის შეჩერებულია. „ნატო-სა და რუსეთს შორის ურთიერთობა ახლა ცივი ომის დასრულების შემდეგ, ყველაზე დაბალ ნიშნულზეა“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. მოსკოვმა ნატო-ში დიპლომატიური მისიების შეწყვეტის შესახებ ორშაბათს განაცხადა, მას შემდეგ, რაც ნატო-მ რუსეთის რვა მოქალაქე ჯაშუშობის ბრალდებით გააძევა. საპასუხოდ რუსეთმა, პირველი ნოემბრიდან მოსკოვში მდებარე ნატო-ს საინფორმაციო ოფისს აკრედიტაცია შეუჩერა.…

მეტი...