“მინდა მოვუწოდო კობახიძე იქნება თუ სხვა, როცა ღირსეულ სახელმწიფო მოხელეებთან მიმართებით ვინმე უღირსი ბრალდებების გაჟღერებას ცდილობს, პირში წყალი გამოივლონ!” – გიორგი ხოჯევანიშვილი

  •  

მინდა მოვუწოდო კობახიძე იქნება თუ სხვა, როცა ღირსეულ სახელმწიფო მოხელეებთან მიმართებით ვინმე უღირსი ბრალდებების გაჟღერებას ცდილობს, პირში წყალი გამოივლონ,- ასე ეხმიანება პარტია “საქართველოსთვის” წევრი, დეპუტატი გიორგი ხოჯევანიშვილი მის ძმასთან, ალექსანდრე ხოჯევანიშვილთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

ხოჯევანიშვილი არ გამორიცხავს მისი ძმის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყოს, თუმცა აცხადებს, რომ მსგავსი ბრალდებები მორიგი ტალახის სროლაა და რაიმე კითხვის დასმაც კი ალოგიკურია.

„გამორიცხული არაფერია, მაგრამ ამ ადამიანს არც ერთ ეტაპზე მსგავს საქმიანობასთან შეხება არ ჰქონია, არც სამსახურებრივად ეხებოდა. შესაბამისად, უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, ეს არის მორიგი ტალახის სროლა, რომელსაც ჩვენ უკვე მივეჩვიეთ. აღნიშნულ საკითხზე პირველივე დღეს, როცა გამოძიების დაწყებიდან 24 საათიც არ იყო გასული, სხვადასხვა გვარებს აჟღერებდნენ უღირსი პოლიტიკოსები თავისი უთავმოყვარეო განცხადებებით. ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც ალექსანდრე ხოჯევანიშვილთან დაკავშირებით რაიმე კითხვის ნიშნის დასმა აბსოლუტურად ალოგიკურია, მას ერთი დღეც კი არ ჰქონია შეხება ოპერატიულ-ტექნიკურ სამსახურთან, რომელიც ზოგადად მოსმენების მიმართულებით მუშაობს,”- განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „მიაყენა თუ არა ალეკო ხოჯევანიშვილმა დიპლომატიურ კორპუსს ზიანი, ეს უნდა დადგინდეს“.

მსგავსი თემები