თაკო ჩარკვიანის ორგანიზებით, რუსთაველზე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება

„რუსეთის მიერ დევნილი პრეზიდენტი არ უნდა გაასამართლოს რუსეთზე მომუშავე ხელისუფლებამ“ – აცხადებს „სახალხო მოძრაობის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი, რომლის ორგანიზებით რუსთაველის გამზირზე მიხეილ სააკაშვილის მხრდამჭერი აქცია იმართება. “ახლა მდუმარების დრო არ არის. გაჭირვების დროს ქართველი ზარს ამბობდა. რუსეთის მიერ დევნილი პრეზიდენტი არამც და არამც არ უნდა გაასამართლოს რუსეთზე მომუშავე ხელისუფლებამ. მოდით, გავაკეთოთ რეფორმები, მიწისაგან პირისა უნდა აღვგავოთ კორუფცია და შესაბამისად, ნორმალურმა მართლმსაჯულებამ უნდა განიხილოს ყველას საქმე ამქვეყნად. არა შერჩევით სამართალს და არა კორუფციას, რომელმაც ჩამოშალა ჩვენი სახელმწიფო – აი ამისთვის შევიკრიბეთ”, – განაცხადა ჩარკვიანმა პარლამენტის შენობის წინ. მისივე თქმით, ეს არის…

მეტი...

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა კორპუსს საყრდენი გამოაცალეს, რამაც ნგრევა გამოიწვია

ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის გამო დაკავებულებს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა. როგორც გამოძიებით ირკვევა, მათ მოშალეს როგორც არამზიდი, ისე მზიდი კედლები, რითაც  საცხოვრებელი კორპუსის სიმტკიცე და მდგრადობა დაირღვა და მოხდა ჩამონგრევა. „გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის ოქტომბრის დასაწყისში, ზ.ბ. სათანადო ანაზღაურების სანაცვლოდ შეუთანხმდა ფიზიკურ პირებს – ხ.ს.-ს და გ.ს.-ს ქ. ბათუმში, 26 მაისის ქუჩა N13-ში მდებარე კორპუსის პირველ სართულზე მის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინებში სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელების თაობაზე, რაც ზემოხსენებულ ფართებში, როგორც არამზიდი, ასევე მზიდი კონსტრუქციების (კედლების) მოშლას მოიცავდა. 2021 წლის 4 ოქტომბრიდან 8 ოქტომბრამდე დროის პერიოდში, ზ.ბ.-სთან შეთანხმებით და მის მიერვე…

მეტი...

„ვლოცულობთ გარდაცვლილებისთვის“ – პატრიარქის სამძიმარი

საქართველოს პატრიარქი ბათუმში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმარს გამოხატავს. სამძიმრის ტექსტს საპატრიარქო ავრცელებს. „დიდია მწუხარება, რომელიც ახლახანს ბათუმში მომხდარ ტრაგედიას მოჰყვა. გულითადად ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, დაზარალებულთ, ვუსამძიმრებთ მთელ საქართველოს. დღეს ყველა ამ ტკივილის თანაზიარია და შეძრულია მომხდარით. ვლოცულობთ გარდაცვლილთათვის. მათი სულების საოხად არაერთი პანაშვიდი იქნა გადახდილი. კვირას, წირვის შემდეგაც, აღევლინება ლოცვა, მათ შორის, სამების საკათედრო ტაძარში. შევთხოვ ღმერთს, მოგვცეს გამძლეობა, მოგვანიჭოს თვისი წყალობა და მშვიდობით აკურთხოს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი”, – ვკითხულობთ  სამძიმრის წერილში.

მეტი...

ვირუსით 25 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 056 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 600 524. ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 25 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 246 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 490 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 708 შემთხვევა, აჭარა – 130, იმერეთი – 482, ქვემო ქართლი – 133, შიდა ქართლი – 81, გურია – 55, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 284, კახეთი – 500, მცხეთა-მთიანეთი – 46, სამცხე-ჯავახეთი – 53, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 18.

მეტი...

ვირუსით 2 490 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 30 149 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 2 490 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 056  პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  8.26%. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  634 053-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 9 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.26%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 6.12% ხოლო 7 დღის მანძილზე – 7.36%.

მეტი...

ნანგრევებიდან ამოყვანილი მამაკაცი ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს

37 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის ნანგრევებიდან ამოიყვანეს, ისევ მძიმეა. თუმცა, ზვიად თავდგირიძე ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს. კლინიკის დირექტორის განცხადებით, პაციენტი კონტაქტურია, თუმცა, ისევ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. „პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ სტაბილურია. დადებითი გვაქვს ის, რომ ის მოიხსნა ხელოვნური ვენტილაციიდან, თავისით სუნთქავს, შემოდის კონტაქტში, ასრულებს დავალებებს. დღეს დარჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, რადგან დარღვევები, რომელიც შემოსვლის დროს ჰქონდა, ყველა კორეგირებული ჯერჯერობით არ არის. პაციენტს ინტენსიური მეთვალყურეობა სჭირდება, ყოველ საათში ხდება იმ სასიცოცხლო ფუნქციების მონიტორინგი, რომელიც შემოსვლის დროს დარღვეული იყო“, – განაცხადა მედეა ქაჯაიამ. შეგახსენებთ, რომ ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევას…

მეტი...

ბათუმის ტრაგედიასთან დაკავშირებით ტაძრებში პანაშვიდი შესრულდება

დღეს, 10 ოქტომბერს, საქართველოში მოქმედ ტაძრებში ბათუმში მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა  სულის მოსახსენებელი პანაშვიდი შესრულდება. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. „10 ოქტომბერს, ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში საღვთო ლიტურგიას აღავლენს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი). ლიტურგიის შემდეგ, ისევე როგორც საქართველოს ტაძრების უმრავლესობაში, ბათუმში მომხდარი ტრაგედიის მსხვერპლთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი შესრულდება“, – ვკითხულობთ განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის არიან ბავშვებიც.

მეტი...