„ოლიგარქმა ამ საფრთხის წინაშე დაგვაყენა ჩვენ და სხვანაირად მოქცევა არ შეგვეძლო“ – მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია დასრულდა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საპატიმროდან გათავისუფლების მოთხოვნით თავისუფლების მოედანზე მიმდინარე საპროტესტო აქცია დასრულდა. როგორც ბოლო გამომსვლელმა. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა და თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკანორ მელიამ განაცხადა, სანამ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი გამოკეტილია ციხეში, მშვიდად ყოფნა არ გამოვა.      „ჯამბაზებს ქვეყნის მესამე პრეზიდენტი გამოკეტილი ჰყავთ ციხეში, ჩვენ მშვიდად ვერ ვიქნებით, ხელებს არ ჩამოვუშვებთ, ვიდრე სამართლიანობა არ იზეიმებს. დღეს ყველა, გარდა სამარცხვინო, მოღალატე ხელისუფლებისა, გარდა ოკუპანტებისა, გარდა კრემლის პროპაგანდისტული არხებისა, ყველა სოლიდარულია მიხეილ სააკაშვილის მიმართ. ნურავის ექნება იოტისოდენა იმედიც კი, რომ ვინმე შეეგუება მოცემულობას, რომ მიხეილ სააკაშვილი, ამ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, იქნება ციხეში გამოკეტილი…

მეტი...

„ოპოზიციური არხები თუ დენს გირტყამენ, რუსეთის არხებზე გადართეთ“ – თამარ ჭოხონელიძე

მომღერალი თამარ ჭოხონელიძე ტელევიზიებთან მოკალათებულ და „მოქირქილე“ ადამინებს მიმართავს და ურჩევს, თუ ოპოზიციური არხები  დენს ურტყამს, რუსეთის არხებზე გადართონ.   „მინდა, პირველ რიგში მივმართო იმ ადამიანებს, ვინც დღეს ტელევიზორთან არის მოკალათებული და „ქირქილებს,“ მხოლოდ იმ არხს რომ უყურებთ, რომელშიც ქვეყანა ძალიან კარგად არის, ნეტარად გრძნობს ყველა თავს, არავის უჭირს, ბედნიერია ცხოვრება, ცოტა სხვა არხზეც გადართეთ. ნახეთ, თუნდაც ოპოზიციური ერქვას იმ არხს, იქნებ, სიმართლეს ლაპარაკობს ძალიან ბევრი ქვეყნისთვის საამაყო ადამიანი.  თუ ოპოზიციური არხები დენს გირტყამენ, იმ რუსეთის არხებზე გადართეთ და ნახეთ, რას აკეთებს რუსეთი. ნახეთ, როგორ დაგვცინის რუსეთი, ნახეთ“ – განაცხადა…

მეტი...

„ჩვენს ქვეყანას სჭირდება დიდი შერიგება და ამისთვის უნდა ვიყოთ მზად“ – მიხეილ სააკაშვილის წერილი

მიხეილ სააკაშვილმა თავისუფლების მოედანზე შეკრებილ მხარდამჭერებს მორიგი წერილით მიმართა. როგორც ყოფილი პრეზიდენტი წერს, ის უკანონო პატიმარია.   „ახლა არანაირი ნიშნით დაყოფის დრო არ არის, არც პარტიული, არც რაიმე სხვა ნიშნით. საქართველოს გამოხსნის და გადარჩენის დროა და ამისთვის ყველაზე საჭირო დღეს ერთიანობაა. ძალიან მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, რომ ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს ქვეყანას სჭირდება დიდი შერიგება და ამისთვის უნდა ვიყოთ მზად. ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, შევწყვიტოთ ერთმანეთის დამცირება და ზიზღის ფრქვევა ერთმანეთის მიმართ და მივუტევოთ ერთმანეთს. ამას ვწერ ციხის საკნიდან უკანონო პატიმარი, მაგრამ გარეთ პირველ რიგში ამ სულისკვეთებით ვიმოქმედებ. კიდევ ერთი რევანში და შურისძიება მორალურად გაანადგურებს ჩვენს…

მეტი...

„მოგესალმებით სამარტოო საკნიდან ტელეეკრანის შემყურე“ – მიხეილ სააკაშვილის მორიგი წერილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავისუფლების მოედანზე შეკრებილ მხარდამჭერებს მორიგი წერილით მიესალმა. სააკაშვილის მიმართვა აქციის მონაწილეებს ნიკა გვარამიამ წაუკითხა. „მოგესალმებით სამარტოო საკნიდან ტელეეკრანის შემყურე. დარჩენილ სიცოცხლეს გავცვლიდი, რომ ახლა თქვენთან ერთად ვიყო, ჩვენს მრავალ ათას თანამემამულესთან, საიდანაც ერთი ხელის გაწვდენაზე ვარ, მაგრამ მაინც ვერ გიერთდებით, ვერ გიერთდებით ჯერ. ჩემი უპირველესი ნატვრა და მთავარი სურვილია, ქართველებს ჰქონდეთ სახელმწიფო გამორჩეული თავისუფლებით და კეთილდღეობით, სამართლიანობით და დაცულობით. უძველეს ევროპელებს უნდა გვქონდეს ევროპული ქვეყანა, სხვა ევროპულ ქვეყნებში კი დავდიოდეთ ტურისტებად, სასწავლებლად, ბიზნესის საკეთებლად, მაგრამ ყოველთვის უნდა ვბრუნდებოდეთ შინ, როგორც მე დავბრუნდი შინ. ჩვენს სამშობლოში უნდა ვბრუნდებოდეთ ყველა, რომლითაც ვიამაყებთ და სადაც ცხოვრება…

მეტი...

„სუს-ი დამიყენეთ, ნარკომანები მომისიეთ, მაგრამ ვერ გამტეხეთ და ვერ გამტეხავთ“ – ანზორ მელია

თავისუფლების მოედანზე მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გრძელდება. აქციაზე სიტყვით ზუგდიდის მერობის კანდიდატი ანზორ მელიაც გამოვიდა, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის მშობლებსაც მიმართა. „სულ ცოტა დარჩა, ბატონი მიხეილი გამოვა და ჩვენთან ერთად გამარჯვებას იზეიმებს. ბატონო მიხეილ ბედნიერი კაცი ხართ. რამდენ ადამიანს უყვარხართ და ცრემლები აქვს თვალებზე მომდგარი. თქვენ ხართ გმირი პრეზიდენტი, რომელიც საქართველოს ისტორიაში ოქროს ასოებით შევა.  გამაგრდით პრეზიდენტო, მთელი საქართველო თქვენს გვერდითაა“ – აღნიშნა ანზორ მელიამ აქციაზე. მან ბიძინა ივანიშვილსაც მიმართა და განაცხადა, რომ ერთ დროს როგორც თავად, ისე აქციის მონაწილეები მისი და მისი გუნდის მხარდამჭერები იყვნენ, თუმცა, მწარედ მოტყუვდნენ. „სუს-ი…

მეტი...

დაახლოებით 4 საათია, ციხეში ხანძარს აქრობენ

რუსთავის 17-ე პენიტენციურ დაწესებულებაში ხანძარს ისევ აქრობენ. ადგილზე სახაnძრო-სამშველო 11 ბრიგადა იმყოფება. ადგილზე იმყოფება იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძეც. როგორც პენიტენციურ დაწესებულებაში აცხადებენ, ხანძარი სამზარეულოში გაჩნდა. „#17 დაწესებულების სამზარეულოში ხანძარი დაახლოებით, 14:20 საათზე გაჩნდა. აღსანიშნავია, რომ სამზარეულო მსჯავრდებულების საცხოვრებელი კორპუსიდან მოშორებით მდებარეობს. აქვე განმარტავთ, რომ #17 დაწესებულება საკმაოდ მოშორებით მდებარეობს რუსთავში მდებარე სხვა პენიტენციური (#5, #6, #12, #16) დაწესებულებებისგან და შესაბამისად ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს”, – ვკითხულობთ ინფორმაციაში. მათივე განცხადებiთ, ყველა პატიმარს ექნება საშუალება. საკუთარი ოჯახის წევრს დაუკავშირდეს.

მეტი...

„თავისუფლება მიშას“ – აქცია დაიწყო

თავისუფლების მოედანზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. “თავისუფლება მიშას”, “არა პოლიტიკურ დევნას” – ეს არის სლოგანი, რომელიც აქციის მონაწილეებს აქვთ გაშლილი. აქციას რეგიონებიდან ჩამოსული ადამიანებიც უერთდებიან. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, აქცია მშვიდობიანია და ბრძოლა საბოლოო გამარჯვებამდე გაგრძელდება. რესპუბლიკის მოედანზე მოძრაობა გადაკეტილია, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

მეტი...

საპატრიარქოში აცხადებენ, რომ მეუფეების განცხადება მიხეილ სააკაშვილზე მათი კერძო პოზიციაა

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსია, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის  გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასულიერო პირების განცხადება მათი პირადი პოზიციაა და არა საპატრიარქოსი. „ეკლესია ამბობს, რომ ერთმანეთს მივუტევოთ, ერთმანეთი გვიყვარდეს. ქრისტიანული იდეა არის შერიგება, მაგრამ ქრისტიანული იდეა სრულად განხორციელებული სახელმწიფოში არ გვინახავს. ამას ჩვენ პირველად კი არ ვამბობთ, სულ ვამბობთ. ეკლესია სულ ამბობს, რომ ერთმანეთს მივუტევოთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქრისტიანული მოწოდებების სრულად შესრულება სახელმწიფოს ფუნქციონირების პარამეტრებსა და კატეგორიებში გადის. ესე რომ იყოს, ბედნიერად ვიცხოვრებდით”, – განაცხადა დეკანოზმა ჟურნალისტებთან. რაც შეეხება ქვეყნის მესამე პრეზიდენტის საპატიმროდან გათავისუფლების საკითხს, ანდრია ჯაღმაიძის პოზიცია შემდეგია:…

მეტი...

„სრულიად საქართველოს, აფხაზეთის საზოგადოებას შეეწიოს ძალა და მადლი სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა“ – ჯემალ გამახარია

„შეგვეწიოს ძალა და მადლი „სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა“ და სიყვარულით, გონივრული მოქმედებით შეგვაძლებინოს ჩვენი საზოგადოების, ჩვენი სამშობლოს გაერთიანება, მისი კეთილდღეობის განმტკიცება“ – აცხადებს ჯემალ გამახარია სვეტიცხოვლობასთან დაკავშირებით. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია ულოცავს სრულიად საქართველოს, ენგურსგაღმა  და  გამოღმა  მცხოვრებ აფხაზეთის მკვიდრთ, ემიგრაციაში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს სვეტიცხოვლობას, უფლის კვართის დღესასწაულს, მცხეთობას და ჯანმრთელობასთან ერთად, თითოეულს მშვიდობით, შერიგებით, ღვთიური ურთიერთსიყვარულით გაერთიანებულ საქართველოში მოღვაწეობას უსურვებს. „აღსანიშნავია, რომ ეს დღესასწაული საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, 1991 წელს აღდგა, როგორც  ჩვენი ქრისტიანული სამშობლოს გამორჩეული ისტორიის მანიშნებელი სიმბოლო და ნიშანსვეტი. მას შემდეგ 14 ოქტომბერი ოფიციალურად უქმე დღედ  არის გამოცხადებული.…

მეტი...

ციხეში ხანძარია

რუსთავის 17-ე სასჯელთაღსრულების დაწესებულებაში ხანძარია. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი სასადილოში გაჩნდა. ადგილზე იმყოფებიან სახაძრო-სამაშველო ჯგუფები.   ზუსტ ინფორმაციასთან დაკავშირებით, ოფიციალური წყაროებიდან ამ დრომდე ინფორმაცია არ გავრცელებულა.

მეტი...

რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე, სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

14 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი აქციის გამო,  რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე,  სატრანსპორტო გადაადგილება დროებით შეიზღუდება. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ თბილისის მერიდან აცნობეს, კერძო სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების გავლით.მელიქიშვილის ქუჩიდან, მთაწმინდის ქუჩებზე მოხვედრა შესაძლებელია ჯანაშიას, თარხნიშვილის, ტატიშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდგომ ბარნოვის, გოგებაშვილისა და კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით. მთაწმინდის რაიონიდან მელიქიშვილის ქუჩასა და მეტროსადგურ „რუსთაველის“ ტერიტორიაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება  გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვისა და შანიძის ქუჩების გავლით. მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი კერძო ავტომობილები რესპუბლიკის მოედანთან მობრუნების შემდეგ შეძლებენ გადაადგილებას მიხეილ…

მეტი...

„არ ვთვლი, რომ ქალბატონი პრეზიდენტი მონაა“ – კახა ოქრიაშვილი

პარლამენტის ყოფილი წევრი კახა ოქრიაშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტს პოლიტიკურ პატიმარს უწოდებს და აცხადებს, რომ მოქმედი პრეზიდენტის განცხადება, რომ სააკაშვილს არასდროს შეიწყალებს, არათანმიმდევრულია. „არის თუ არა მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარი? დიახ, ის არის პოლიტიკური პატიმარი.  დიახ, ჩვენი მართლმსაჯულების სისტემაც პოლიტიკურიად მიკერძოებულია და ეს სისტემა ვერ გაასამართლებს მიხეილ სააკაშვილს. ერთი პრეზიდენტი ზის ციხეში, მეორე პრეზიდენტი საუბრობს რომ მას უსმენენ, ერთი მოვკალით და ასე შემდეგ. პრეზიდენტ მარგველაშვილმა როგორც კი აჩვენა რომ ის არის დამოუკიდებელი პრეზიდენტი, მას არ ეკონტაქტებოდა მმართველი გუნდი რადგან ის დასვეს მონად“ – აცხადებს ოქრიაშვილი. მან შეფასება სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზეც გააკეთა, როცა…

მეტი...

„ყველამ ერთმანეთს ვთხოვოთ შენდობა“ – მეუფე ნიკოლოზი მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაზე

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზი ისევ იმეორებს, რომ შერიგებაა საჭირო და ყველას მიმართავს, ერთმანეთს შენდობა სთხოვოს. აღნიშნული განცხადება მეუფემ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით მედიასთან გააკეთა.     „ყოველთვის ყველას შერიგებისკენ მოვუწოდებთ და დღეს არის შესაძლებლობა ქართველი ხალხისთვის, რომ ყველამ ერთმანეთს ვთხოვოთ შენდობა. დიდი მარხვის დაწყების წინ, ჩვენ ქრისტიანები მივდივართ და ყველანი, მიუხედავად ყველაფრისა, ერთმანეთს ვთხოვთ შენდობას. თუ ამას გააკეთებს ჩვენი ხალხი დღეს, ჩვენი ქვეყანა ძალიან ძლიერი სწრაფი განვითარების გზას დაადგება. მე აქციაზე არასდროს ვყოფილვარ და არც არავის მოვუწოდებ, უბრალოდ ვამბობ, რომ ჩვენ, ქართველებმა ვიფიქროთ საერთო საყოველთაო შერიგებაზე. ეს შესაძლებელია…

მეტი...

„იგეგმებოდა მკვლელობის განხორციელებაც“ – ირაკლი ღარიბაშვილი

მიხეილ სააკაშვილზე „პატიმარი სააკაშვილი საქართველოში ჩამოვიდა მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნით – რომ მოეხდინა დესტაბილიზაცია, არეულობა და ძალიანმძიმე პროვოკაცია, მათ შორის მკვლელობების განხორციელებაც – მადლობა ღმერთს, ჩვენ ეს დიდი განსაცდელი ავარიდეთ ჩვენს ქვეყანას“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ- მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლებამ ეს დიდი განსაცდელი და პროვოკაცია აარიდა ქვეყანას. „მე აღარ მინდა უბრალოდ, პატიმარზე ვილაპარაკო ამდენი. მე ვფიქრობ საკმარისია. ძალიან ბევრი განცხადება გაკეთდა, ბევრი ემოციებიც დავხარჯეთ, ახლა საქმეზეა კონცენტრირება საჭირო. პატიმარი სააკაშვილი საქართველოში ჩამოვიდა მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნით – რომ მოეხდინა დესტაბილიზაცია, არეულობა და…

მეტი...

ცოცხები მაგისტრალზე – ასე ხვდებიან დასავლეთიდან მომავალ ავტოკოლონას ცენტრალურ მაგისტრალზე

დასავლეთ საქართველოდან თბილისის მიმართულებით მომავალ ავტოკოლონას ცენტრალურ მაგისტრალზე სიმბოლურად, ცოცხებით ხვდებიან. ზოგი აქციის მონაწილეების ცოცხებს ესვრის, ზორი კი ცოცხებს უქნევს. შეგახსენებთ, რომ დღეს, 18:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია იმართება, რომელსაც რეგიონებიდანაც უერთდებიან. რაც შეეხება ცოცხებს, როგორც „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, ეს არის მმართველი გუნდის მიერ ორგანიზებული აქცია და ცოცხების სწორედ მათ ჩამოარიგეს იმის გასახსენებლად, რომ თითქოს, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, ციხეებში პატიმრებზე ცოცხებით ძალადობდნენ.        

მეტი...

„უნდა ჩავატაროთ მშვიდი არჩევნების მეორე ტური“ – ირაკლი ღარიბაშვილი

 „მინდა, ყველას მოვუწოდო, დღეს გვჭირდება სიმშვიდე, ჩვენ უნდა ჩავატაროთ მშვიდად არჩევნების მეორე ტური“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს მცხეთაში განუცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, მშვიდობიანად უნდა დასრულდეს არჩევნების მეორე ტური, ქვეყანამ გაიმარჯვოს და გააგრძელოს მშვიდობიანი განვითარება. „დავასრულოთ ეს არჩევნები, ჩვენმა ქვეყანამ გაიმარჯვოს და გააგრძელოს მშვიდობიანი განვითარება“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მეტი...

„არ იცით, რომ გუშინ გადავდექი“ – ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტებს

პრემიერ-მინისტრი  ირაკლი ღარიბაშვილი, არჩევნების მეორე ტურის შემდეგ მის გადადგომას ჭორს უწოდებს. როგორც პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამაზე კომენტარი არაერთგზის გააკეთა და ახლა საჭიროა სიმშვიდე და არჩევნების მეორე ტურის მშვიდად ჩატარება. „მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხზე ჩვენმა პარტიამ და გუნდმა არაერთხელ განმარტა, თქვენ მაინც, ამ უსუსურ პროვოკაციას და დეზინფორმაციას ავრცელებთ. გეტყვით ხუმრობით, რომ თქვენ არ იცით, რომ მე გუშინ გადავდექი. იცით ეს?“ – ასე უპასუხა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების კითხვას.      

მეტი...

ბათუმში ჩამონგრეული კორპუსი მთლიანად დასანგრევია

ბათუმში, კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევის შემდეგ, მთლიანად სახლის შესწავლა აქტიურად მიმდინარეობს, როგორც ბათუმის მერიაში აცხადებენ, აღნიშნული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი მთლიანად დასანგრევია. „კორპუსი, რომლის ერთი სადარბაზოა ჩამონგრეული, სრულ დემონტაჟს ექვემდებარება. ამ შენობასთან დაკავშირებით ექსპერტიზის დასკვნა  უკვე ცნობილია. შესაბამისად, გამოიყოფა ნახევარი მილიონი ლარი სადემონტაჟო სამუშაოებისთვის და საკრებულოს სხდომაზე ეს საკითხი გამოვიტანეთ, პრაქტიკულად დემონტაჟი მალევე დაიწყება“, – განაცხადა  საფინანსო სამსახურის უფროსმა ედნა ნატარიძემ ჟურნალისტებთან. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის უკან, ბათუმში კორპუსის ჩამონგრევას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორის არიან ბავშვებიც.

მეტი...

ქურდული სამყაროს სახელით ბიზნესისთვის ფულის წართმევის მცდელობისთვის 3 ადამიანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, აჭარის და თბილისის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, თბილისსა და ბათუმში 3 პირი დააკავეს. როგორც უწყებაში აცხადებენ, საუბარია „ქურდული სამყაროს“ წევრობაზე. „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებული არიან: 1971 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი დ.ქ. (მეტსახელად „დათო ტბილისკი“), 1961 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ლ. და 1978 წელს დაბადებული ი.კ. დანაშაულები 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ დ.ქ., საკუთარი და „ქურდული სამყაროს“ სხვა წევრების სახელითა და კრიმინალური გავლენის გამოყენებით, „ქურდული გარჩევის“ გზით, დაშინებითა…

მეტი...

დასავლეთიდან მომავალ კოლონას ცოცხები ესროლეს

დასავლეთ საქართველოდან თბილისისკენ კოლონები დაიძრა. მათ სამტრედიასთან, ცოცხებით „შეიარაღებული“ მიხეილ სააკაშვილის მოწინააღმდეგეები დახვდნენ და მანქანებს ცოცხები ესროლეს. ადგილზე მობილიზებულია საპატრული პოლიცია.   შეგახსენებთ, რომ დღეს, 18:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით  აქცია იმართება. აქციას რეგიონებიდანაც უერთდებიან.

მეტი...

ვირუსით 38 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 982 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 607 563. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 38 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 370 პირი ემსხვერპლა.  დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 212 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 272 შემთხვევა, აჭარა – 134, იმერეთი – 899, ქვემო ქართლი – 223, შიდა ქართლი – 250, გურია – 100, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 401, კახეთი – 702, მცხეთა-მთიანეთი – 99, სამცხე-ჯავახეთი – 99, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 33.

მეტი...

ვირუსით 4 212 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 52 620 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 4 212 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1982  პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  8.0%. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  649 407-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 13 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.0%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 7.21% ხოლო 7 დღის მანძილზე – 8.57%.

მეტი...

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას მოთხოვნას მიტროპოლიტი ანანიაც უერთდება

პეტიციას, საქართველოს მესამე პრეზიდენტის საპატიმროდან გათავისუფლების მოთხოვნას მხარს უჭერს მანგლისისა და წალკის მიტროპოლიტი ანანიაც (ჯაფარიძე). როგორც მიტროპოლიტმა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ჟურნალისტებს განუცხადა, ის მზადაა, პეტიციას ოფიციალურად შეუერთდეს და საკუთარი ხელმოწერა დააფიქსიროს. „ტაძართან ვართ, ტაძართან. ქრისტე გვასწავლის მიტევებას, შენდობას, პატიებას”, – აღნიშნა მიტროპოლიტმა ჟურნალისტებთან.

მეტი...

„დღეში 70-80 ადამიანი უნდა გარდაიცვალოს ვაქცინაცია რომ დავიწყოთ?“ – დევი ტაბიძე „მედიაცენტრ მთავარში“

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, პროფესორმა დევი ტაბიძემ „მედიაცენტრ მთვარში“ ი მძიმე ვითარებაზე ისაუბრა, რაც დღეს ქვეყანაში კორონავირუსის მხრივ არსებობს. როგორც მან აღნიშნა ვირუსით დაინფიცირების სტატისტიკა ყველანაირ ზღვარს გასცდა და კატასტროფული მდგომარეობაა. „დღევანდელი ციფრები და მდგომარეობა ყველანაირ ზღვარს გასცდა, კატასტროფულია.  პრაქტიკულად, „სტარტი“ აიღო „მეხუთე ტალღამ“ და ამ ეტაპს  შევხვდით განულებული ვაქცინაციის პროცესით. არსებული ციფრები შედეგზე არ მიგვიყვანს, ეს არის ვაქცინაციის ნულოვანი მდგომარეობა. ეს მიგვიყვანს იმ შედეგზე, რომ გაიზრდება ინფიცირების და ლეტალობის შემთხვევებიც. პაციენტები მძიმდებიან, იმატა უსიმპტომო ფორმებმა, ამ ყველაფერმა იმ ციფრებზე მიგვიყვანა, რაც დღეს გვაქვს“, – განაცხადა ტაბიძემ „მედიაცენტრ მთავართან“ პროფესორი მკაცრად…

მეტი...

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქციის სამზადისი დაიწყო

თავისუფლების მოედანზე, დღეს დაგეგმილი აქციისთვის მზადება აქტიურად მიმდინარეობს. თბილისის საკრებულოს შენობის წინ სცენას და მონიტორებს ამონტაჟებენ. მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით დაგეგმილი აქცია 18:00 საათზე დაიწყება.    აქციასთან დაკავშირებით ოპოზიციურ პოლიტიკურ სუბიექტებში ერთიანობა არ არის. აქციას ოპოზიციის ნაწილი არ უერთდება. ცნობილია ისიც, რომ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები რეგიონებიდან ავტოკოლონებით დაიძრებიან.

მეტი...

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიხეილ სააკაშვილის პატომრობას პოლიტიკურად მოტივირეულად აფასებს

ადამიანის უფლებათა ცენტრი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და აცხადებს, რომ ადვოკატებისა და პირადი ექიმის განცხადებით ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება. „იქიდან გამომდინარე, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოტანილი მსჯავრისა და მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებისადმი მიმართულია როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება, მათ სწორ შეფასებას პრინციპული მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოში მიმდინარე პროცესების სათანადო გააზრებისთვის, რაც განსაკუთრებულ ხასიათს იძენს ქვეყანაში მძიმე პოლიტიკური ვითარების ფონზე. ამიტომ, ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ წარმოებული საქმეები, ეროვნულ კანონმდებლობასა და საერთაშორისო სტანდარტებთან ერთად, შეფასდეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2012 წლის 3…

მეტი...

“მიხეილ სააკაშვილის პირად ექიმსაც არ ჰქონდა აღებული უფლება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ჩვენთვის გაეზიარებინა, ველოდებით პაციენტისგან თანხმობას” – ტიკარაძე

როდესაც დასტურს მივიღებთ პაციენტისგან, მიხეილ სააკაშვილისგან, უკვე ექსპერტები მულტიფუნქციური ჯგუფის სამუშაო რეჟიმში ჩაერთვებიან, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ იუსტიციის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სადაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ანალიზის მიზნით ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფი შეიქმნა. „ექსპერტთა ჯგუფი შევახვედრეთ პაციენტის პირად ექიმს, რათა მომხდარიყო მათ შორის კომუნიკაცია და სწორედ ამ შეხვედრით მიგვეღო დასტური იმის შესახებ, რომ ეს ექსპერტები არიან მისაღები პირველ რიგში, პაციენტის პირადი ექიმისთვის. ამ ეტაპისთვის ჩვენ ველოდებით პაციენტისგან თანხმობას, რომ შესაძლებელია მან გაუზიაროს ექსპერტებს ჯანმრთელობის ის მონაცემები, რომელიც მის პირად ექიმს გააჩნია. იმის შემდეგ კი, როცა დასტურს მივიღებთ…

მეტი...

სვეტიცხოვლობსთან დაკავშირებით საზეიმო წირმა 10:00 საათზე დიწყება

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სვეტიცხოვლობას – „წმინდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას“ აღნიშნავს. სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა 10:00 საათზე დაიწყება. სვეტიცხოვლობა წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს, 13 ივლისს კი ქრისტეს ყველა მოციქულს. როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, წელს,  სვეტიცხვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით საშვები საჭირო არ იქნება და მცხეთის მიმართულებით გადაადგილება ყველას შეეძლება. „4 ოქტომბერს, ხუთშაბათს, სვეტიცხობლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო წირვა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში დაიწყება 10:00 საათზე.წელს ტრანსპორტით გადაადგილებისთვის საშვები საჭირო არ იქნება. უფასო ავტობუსები მცხეთის მიმართულებით გავა საქართველოს საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიიდან დილის 8:00 საათიდან. ყველას ვთხოვთ, იქონიონ…

მეტი...