ბათუმში სამაშველო სამუშაოები შეწყდა, ნანგრევებიდან 9 გარდაცვლილი ამოიყვანეს  

9 ცხედარი და 3 გადარჩენილი სიცოცხლე – ასეთია ამ ეტაპისთვის, ბათუმში, ჩამონგრეული კორპუსის სამაშველო სამუშაოების  შედეგი. როგორც შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა მედიასთან განაცხადა, არსებული ჩამონგრევის რისკებიდან გამომდინარე, სამაშველო ღონისძიებები დროებით შეწყვეტილია.  „ცხრა ადამიანია გარდაცვლილი. მათ შორის არის სამი არასრულწლოვანი, 7 წლის, 1.3 წლის და 12 წლის ბავშვები. ყველას ოჯახს ვუსამძიმრებ. ვიპოვეთ მეცხრე გარდაცვლილი. ჩვენი ვარაუდით, დაკარგული უკვე არც ერთი ადამიანი აღარ არის და სამძებრო სამუშაოები შეჩერდება. მშენებლები ვარაუდობენ, რომ კიდევ შეიძლება მოხდეს საფრთხე და შენობის ნაწილი ჩამოიშალოს, ხედავთ, რომ სინკარები, ბეტონი გადმოწეულია და სანამ არ მოხდება მშენებლების შეკრება, იმსჯელებენ, როგორ…

მეტი...

„მიშა ბრძოლა ბოლომდე“ – ნიკოლოზ სააკაშილი საპატიმროში მყოფ შვილს

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ოჯახის წევრები ბოლომდე ბრძოლას ურჩევენ და გვერდით უდგანან. აღნიშნული გზავნილი რუსთავის მე-12 დაწესებულებასთან აქციაზე მიხეილ სააკაშვილის მამამ და ძმამ გააჟღერა. „მიშასთვის გზავნილი იქნება: მიშა, ბრძოლა ბოლომდე. რადიკალურად ასეა. გუშინ ცოტა სხვა მესიჯი გავუგზავნე და პასუხიც მივიღე: ძალიან გცემ პატივს, მამა, ჩემო ნიკა (ნიკას მეძახის), მაგრამ შენ ჩემი ხასიათი იცი, ბოლომდე გავივლი. მე მივმართავ და ვუდასტურებ, ბრძოლა ბოლომდე!“- განაცხადა ნიკოლოზ სააკაშვილმა ჟურნალისტებთან. მანამდე კი ნიკოლოზ სააკაშვილი საკუთარ შვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებდა, რადგანაც ეს მისი ჯანმრთელობისთვის საშიში იყო.   „სამწუხაროდ, შიმშილობის შეწყვეტაზე უარი მითხრა. მაგრამ თქვა –…

მეტი...

ნანგრევებიდან 9 ცხედარი ამოიყვანეს, მათ შორის 3 ბავშვია

ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევას 9 ადამიანი ემსხვერპლა. მათ შორის სამი ბავშვი. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა მედიასთან განაცხადა, მომხდარზე გამოძიება ინტენსიურად გრძელდება. „9 გარდაცვლილია, 2 ცოცხალი გადარჩა. გარდაცვლილებს შორის 3 არასრულწლოვანია – 12, 7 და წლის და 3 ბავშვი. მომხდარზე გამოძიება გრძელდება“, – განაცხადა მინისტრმა ჟურნალისტებთან. გარდაცვლილებს შორის 4 ადამიანი ერთი ოჯახიდანაა. რაც შეეხება ერთ-ერთ გადარჩენილს, 36 წლის მამაკაცს, რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, მისი მდგომარეობა ისევ მძიმეა.

მეტი...

“წარმოუდგენელი განცდისა და ტანჯვის დაძლევამ მოგვიწია საუკუნედქცეული დღე-ღამის განმავლობაში” – ჯემალ გამახარია

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, ბათუმში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. „აფხაზეთის საზოგადოება, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო შეძრულია ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო და თანაუგრძნობს დაღუპულთა ოჯახებს, ახლობლებს, ყველა ბათუმელს, მთელს აჭარას, სრულიად საქართველოს, კოლეგებს აჭარის უმაღლესი საბჭოდან,  ბატონ დავით გაბაიძეს, აჭარის მთავრობას, ბატონ თორნიკე რიჟვაძეს. ადამიანების ამ უმძიმესმა ხვედრმა, რომელთა შორის მცირეწლოვანი ბავშვებიც არიან, ერთნაირად დაამწუხრა სრულიად საქართველო, ერი და ბერი; საქართველოს თითოეულ მოქალაქეს წარმოუდგენელი განცდისა და ტანჯვის დაძლევამ მოგვიწია საუკუნედქცეული დღე-ღამის განმავლობაში, იმის მოლოდინით, რომ სამაშველო სამსახურის თანამშრომელთა თავდადებული და განუწყვეტელი შრომა უფრო მეტ შედეგს გამოიღებდა და…

მეტი...

ბათუმში საქართველო-საბერძნეთის მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ბათუმში დაგეგმილ საფეხბურთო მატჩთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ბათუმში დღეს დაგეგმილი საქართველო-საბერძნეთის საფეხბურთო მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება. „ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, დღეს ბათუმში დაგეგმილი საქართველო-საბერძნეთის საფეხბურთო მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება. საკოორდინაციო საბჭოს 5 ოქტომბრის გადაწყვეტილება, მატჩზე  მაყურებლის 33%-ის დაშვების შესახებ, ძალადაკარგულად გამოცხადდა. მაყურებელს ბილეთებში გადახდილი თანხა უკან დაუბრუნდება. მატჩზე დასწრებას შეძლებს მხოლოდ საბერძნეთის დელეგაცია, რომელიც უკვე ბათუმში იმყოფება და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები“ – აცხადებენ საბჭოში.

მეტი...

ნანგრევებიდან კიდევ ორი ცხედარი ამოიყვანეს

ბათუმში, ჩამონგრეული კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა კიდევ ორი ცხედარი ამოიყვანეს. ერთ-ერთი გარდაცვლილი არასწრულწლოვანია. ამ ეტაპზე, რეანიმაციულ განყოფილებაში 36 წლის მამაკაცი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია. ერთი ქალი, რომელიც მაშველებმა გუშინ 22:00 საათზე ამოიყვანეს, დღეს დილით გარდაიცვალა. სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.

მეტი...

11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა

ბათუმში მომხდარი ტრაგედიიდან გამომდინარე, 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოსხადდა. აღნიშნული გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა მიიღო. „ჩემი გადაწყვეტილებით, დაღუპულთა ხსოვნის  პატივსაცემად, ორშაბათი, 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშცილი სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” წერს. მთავრობის მეთაური ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს დადუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. “ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ  ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო და ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. მათთან ერთად, ამ საზარელ ტრაგედიას სრულიად საქართველო გლოვობს.ჩემი გადაწყვეტილებით, დაღუპულთა ხსოვნის  პატივსაცემად, ორშაბათი, 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდება. სახელმწიფო მომხდარის შედეგად დაზარალებულებს ყველა შესაბამის დახმარებას…

მეტი...

ვირუსით 29 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 814 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 598 468. ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 29 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 221 პირი ემსხვერპლა.  დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 844 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 775 შემთხვევა, აჭარა – 127, იმერეთი – 607, ქვემო ქართლი – 154, შიდა ქართლი – 147, გურია – 116, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 339, კახეთი – 368, მცხეთა-მთიანეთი – 85, სამცხე-ჯავახეთი – 74, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 52.

მეტი...

ვირუსით 2 844 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 38 042 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 2 844 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 814 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  7.48%. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  631 563-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 8 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.48%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.94% ხოლო 7 დღის მანძილზე – 7.01%.

მეტი...

ექვსი გარდაცვლილი, ერთი – სიცოცხლეს ებრძვის, რამდენიმეს კიდევ ეძებენ   

შინაგან საქმეთა მინისტრი ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევის გამო დაკავებულთა წლის გაზრდას არ გამორიცხავს. ექვსი გარდაცვლილი, ერთი – სიცოცხლეს ებრძვის, რამდენიმეს კიდევ ეძებენ – ასეთი ამ ეტაპისთვის ბათუმში არსებული ვითარება. როგორც ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ნანგრევები, სავარაუდოდ კიდევ სამი ადამიანი რჩება. „უნდა დაველოდოთ ექსპერტიზას. პროკურატურამ წაუყენა ბრალი სამ პირს, თუმცა, სასამართლო გადაწყვეტს ამ ადამიანებს მიუსჯის თუ არა… გამოძიებას დრო დასჭირდება. უნდა გასუფთავდეს ტერიტორია, ვნახოთ რა დაზიანდა და ექსპერტებმა შეაფასონ“, – განაცხადა გომელაურმა ჟურნალისტებთან. შეგახსენებთ, რომ ბათუმში, სადაც საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა, სამაშველო ღონისძიებები ამ დრომდე გრძელდება. კლინიკაში მყოფი 36 წლის მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა.…

მეტი...

ნანგრევებიდან ამოყვანილი 35 წლის ქალი გარდაიცვალა

ამ წუთებში დადასტურდა ინფორმაცია, ბათუმში, ნანგრევებიდან ამოყვანილი 35 წლის ქალის გარდაცვალების შესახებ. 35 წლის ქალი ჩამონგრეული კორპუსის ნანგრევებიდან გუშინ, დაახლოებით 22:00 საათზე ამოიყვანეს. მისი მდგომარეობა მძიმე იყო და რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული.   მას გული რამდენჯერმე გაუჩერდა, თუმცა, ექიმები ცდილობდნენ სიცოცხლის შენარჩუნებას. ამ ეტაპზე კლინიკაში რჩევა 36 წლის მამაკაცი, რომლის მდგომარეობა ასევე მძიმეა.

მეტი...

ირკვევა, რომ ბინის მეპატრონე სარდაფსა და მის ბინას აერთიანებდა – ნანგრევებიდან ამოყვანილია 5 ცხედარი

ბათუმში, ამ ეტაპისთვის არსებული მონაცემებით, ჩამონგრეული კორპუსიდან ამოყვანილია 5 ცხედარი. იძებნება კიდევ დაახლოებით 3 ადამიანი. ორი ცოცხლად ნაპოვნის მდგომარეობა მძიმეა. მომხდარ ფაქტზე დაკავებულია 3 ადამიანი. ერთ-ერთი დაკავებული პირი ამავე კორპუსის პირველ სართულზე მაცხოვრებელია, რომელიც სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებდა. კერძოდ, საუბარია პირველი სართულისა და სარდაფის გაერთიანებაზე.     დაკავებული ზაურ ბუდატოვი ჩამონგრეული კორპუსის პირველ სართულზე ცხოვრობდა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობდა და მთელი კორპუსი ზანზარებდა. მშენებლობის პროცესში ხარვეზების გამო წარმოება შეჩერდა, თუმცა, როგორც ირკვევა, მშენებლობა გრძელდებოდა. ბუდატოვი ამ კორპუსის პირველ სართულზე ფლობდა 200 კვ მეტრ ბინას და მცირე ზომის სარდაფს. შს…

მეტი...

ბათუმში, სახლის ჩამონგრევის გამო ერთ-ერთი დაკავებული ამავე კორპუსში მაცხოვრებელია

ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევეში, ამ ეტაპზე ხუთი ცხედარი იპოვეს. ორი ცოცხლად ამოყვანილ ადამიანი კი სიკვდილს ებრძვის. სახლის ჩამონგრევის გამო ერთ-ერთი დაკავებული ამავე სახლის პირველ სართულზე მაცხოვრებელია.  როგორც შსს-ში აცხადებენ, პატიმრობა 2-დან 10 წლამდე თავსუფლების აღკვეტას ითვალისწინებს. „დაკავებულები არიან: პირველი სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრე 1975 წელს დაბადებული ზ.ბ., 1962 წელს დაბადებული ხ.ს. და 1992 წელს დაბადებულ გ.ს. დანაშაულები 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის პირველი სართულზე ერთ-ერთი ბინის მფლობელმა ზ.ბ.-მ ბინაში სარემონტო სამუშაოებისთვის ხ.ს. და გ.ს. დაიქირავა. ბინის მესაკუთრის მითითებით…

მეტი...

ნანგრევებიდან ამოყვანილია კიდევ ერთი მცირეწლოვანი

ბათუმში, ჩამონგრეულ საცხოვრებელ კორპუსში სამაშველო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. ადგილზე მობილიზებულია დიდი რაოდენობით ადგილობრივი მოსახლეობა. ადგილობრივები აცხადებენ, რომ შენობაში მათი ახლობლები იყვნენ და მათი გადარჩენის ი მედს არ კარგავენ.      დაახლოებით 2 საათის უკან, მაშველებმა ბათუმში ნანგრევებიდან კიდევ ერთი გარდაცვლილი ამოიყვანეს. გარდაცვლილი მცირეწლოვანია. სულ ნაპოვნია 5 ცხედარი, მათ შორის, ორი არასრულწლოვანი. შეგახსენებთ, რომ შსს-მ სახლის ჩამონგრევისთვის 3 ადამიანი დააკავა. 26 მაისის ქუჩაზე 7 სართულიანი შენობა გუშინ ჩამოინგრა.

მეტი...

ბათუმში, სახლის ჩამონგრევის გამო 3 ადამიანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 3 პირი დააკავეს. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას შსს ავრცელებს. „დაკავებულები არიან: პირველი სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრე 1975 წელს დაბადებული ზ.ბ., 1962 წელს დაბადებული ხ.ს. და 1992 წელს დაბადებულ გ.ს. დანაშაულები 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის პირველი სართულზე ერთ-ერთი ბინის მფლობელმა ზ.ბ.-მ ბინაში სარემონტო სამუშაოებისთვის ხ.ს. და გ.ს. დაიქირავა.  ბინის მესაკუთრის მითითებით და უსაფრთხოების წესების უხეში…

მეტი...

ნანგრევებიდან 4 ცხედარი ამოიყვანეს

ბათუმში, ჩამონგრეულ კორპუსში სამაშველო სამუშაოები მეორე დღეა გრძელდება, შინაგან სამეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნანგრევებიდან ამოყვანილია 4 ცხედარი. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის ადგილზე სამძებრო და სამაშველო ღონისძიებები ამ დრომდე უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. გვიან ღამით მაშველებმა ნანგრევებიდან 4 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. რამდენიმესაათიანი ინტენსიური საძიებო-სამაშველო ოპერაციის შედეგად, მეხანძრე-მაშველებმა ნანგრევებიდან 2 დაშავებული ამოიყვანეს, რომლებიც საავადმყოფოში არიან გადაყვანილი და შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ. ბათუმში მიმდინარე სამაშველო და სამძებრო ღონისძიებების ადგილზე რჩებიან შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, მინისტრის მოადგილე – იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი – თემურ მღებრიშვილი, რომლებიც პირადად…

მეტი...

ნანგრევებიდან ამოყვანილი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა

ბათუმში, ჩამონგრეული საცხოვრებელი კორპუსიდან დაახლოებით 8 საათიანი სამაშველო სამუშაოების შედეგად ამოყვანილი ერთ-ერთი მამაკაცს მდგომარეობა მძიმეა. ის „მედცენტში“ გადაიყვანეს. „შემოსვლის დროს მდგომარეობა მძიმე იყო, გამოხატული იყო ტრავმული შოკის სურათი, ზოგადი დაჟეჟილობა, მკერდის დახურული ტრავმა და მარცხენა კოჭის არეში ღია მოტეხილობა. მიმდინარეობს კვლევები“, – აცხადებს „მედცენტრის“ დირექტორი მედეა ქაჯაია მედიასთან. შეგახსენებთ, რომ დაახლოებით 10 საათია, ბათუმში, ჩამონგრეულ  კორპუსში სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. არსებობს ვარაუდი, რომ ნანგრევებში დაახლოებით 10 ადამიანია ჩარჩენილი, მათ შორის არიან ბავშვებიც.  

მეტი...

შს მინისტრის განცხადებით, ნანგრევებში სავარაუდოდ 10 ადამიანია მოყოლილი, მათ შორის, ბავშვებიც

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ბათუმში, ჩამონგრეული საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებში 10 ადამიანზე მეტი არ უნდა იყოს ჩარჩენილი.   „ორი ადამიანი ცოცხალი იქნა ამოყვანილი, მძიმე მდგომარეობაში იყვნენ, მაგრამ ორივე კონტაქტური იყო. ერთი ადამიანის ცხედარია კიდევ ნანახი, დამიზუსტებენ. ჩვენი ვარაუდით, დაახლოებით 10 კაცზე მეტი არ უნდა იყოს შიგნით. თუმცა, ვმუშაობთ მთელი ღამე და ხვალამდეც გაგრძელდება, ვიდრე ბოლომდე არ მივიყვანთ სამუშაოებს. ძალიან დიდი მასაა და ფრთხილად მუშაობენ, რომ ჩვენი მუშაობით, თუ გადარჩენილია ადამიანი, არ დაიღუპოს… ჩვენი ინფორმაციით, უნდა იყოს დაახლოებით ორი ან სამი ბავშვი, როგორც მეზობლები გვეუბნებიან, ვერ გიდასტურებთ ჯერ ვერაფერს“ – განაცხადა მინისტრმა…

მეტი...