“ვაქცინაციის პროცესის შეფერხების უკან დგას მოქალაქეების დამოკიდებულება პანდემიის მიმართ” – ივანე ჩხაიძე

მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე ვაქცინაციის ტემპის ვარდნაზე და მის გამომწვევ მიზეზებზე საუბრობს. 

ჩხაიძის თქმით, მთავარი პრობლემა საზოგადოების დამოკიდებულება პანდემიის მიმართ. 

“ვაქცინაციის პროცესი მნიშვნელოვნად შემცირებულია, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი სიგნალია. ასეთი ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში დიდი რისკის ქვეშ დადგება ჩვენი მთავარი მიზანი. უნდა შევძლოთ მოზრდილი ადამიანების 60%-ის ვაქცინაცია. 

ამის უკან არ დგას არც ვაქცინების დეფიციტი, არც ვაქცინაციის პროცესის ხელმისაწვოდმობა. ამის უკან დგას ჩვენი თანამოქალაქეების დამოკიდებულება ვაქცინაციის და პანდემიის მიმართ,”- აცხადებს ივანე ჩხაიძე. 

მსგავსი თემები