კოვიდით გარდაცვლილის ოჯახი “გორმედის” წინააღმდეგ

გარდაცვლილი კახაბერ ელისაშვილის ოჯახი კოვიდმიმღები კლინიკა “გორმედის” ექიმებს პაციენტის არასწორ მართვაში ადანაშაულებს და მომხდარზე რეაგირებას მოითხოვს.

როგორც კახაბერ ელისაშვილის ოჯახის წევრები “კურიერთან” ჰყვებიან, 49 წლის მამაკაცს ქრონიკული დაავადები არ აწუხებდა და ფიქრობენ, რომ არც კოვიდით გამოწვეულ დაზიანებას შეეძლო პაციენტის სიკვდილი გამოეწვია, რადგან დაავადებით გამოწვეული გართულებები დაბალი ქულით იყო შეფასებული.

ელისაშვილები ასაჯაროებენ სატელეფონო საუბრის ჩანაწერებს, სადაც პაციენტი დახმარებას ითხოვდა.

კლინიკა “გორმედში” ელისაშვილების ბრალდებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ გარდაცვალება ჯანმრთელობის მდგომარეობის მოულოდნელ გართულებას მოჰყვა.

მსგავსი თემები