“პარლამენტში სუსის უფროსის მოსმენით არაფერი დაშავდება, თუმცა შედეგზე გასვლის დიდი მოლოდინი არ მაქვს” – თინა ბოკუჩავა

“ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” ოპოზიციის ნაწილის კრიტიკას პასუხობენ.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, თინა ბოკუჩავას მოსაზრებით, რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის ჩანიშვნითა და იქ სუსის უფროსის მოწვევით არაფერი დაშავდება, თუმცა, არც არაფერი შეიცვლება. 

“ჩემი მოსაზრებაა, რომ თავად ამ მოსმენით არაფერი დაშავდება, თუმცა შედეგზე გასვლის დიდი მოლოდინი არ მაქვს, რადგან ამ პარლამენტს არანაირი უფლებამოსილება რეალურად აღარ გააჩნია იმისთვის, რომ ანგარიშვალდებულების ის მექანიზმები, რაც ნორმალურ, კონსტიტუციური განწყობილებით გათვალისწინებულ სახელმწიფოში უნდა არსებობდეს, ამ პარლამენტს არ აქვს, რადგან სხვაგვარად აქამდეც აამუშავებდა ამ ბერკეტებს, მათ შორის, სუსთან მიმართებაში, რომელიც კონსტიტუციის პირდაპირ პარლამენტთან უნდა იყოს ანგარშვალდებული,”- აცხადებს თინა ბოკუჩავა. 

მსგავსი თემები