ჭყონდიდის ეპარქიაში ბერები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ხმაური იყო ჭყონდიდის ეპარქიაში, სალხინოს მამათა მონასტერში მისულ დეკანოზ ტარიელ რუხაძეს, რომელიც ეპარქიის ეკონომისტია, განკვეთილი სასულიერო პირები დაუპირისპირდნენ.

დეკანოზმა წირვის შემდეგ კელიებში გადაინაცვლა და მათ ბრძანება გააცნო, ასევე, მათ უთხრა, რომ ობიექტები უნდა დაილუქოს, შემდეგ კი აღწერა დაიწყოს.

სწორედ ამან გამოიწვია განკვეთილი სასულიერო პირების გაღიზიანება. საბოლოოდ, სიტუაცია მას შემდეგ განიმუხტა, რაც მეუფის წარგზავნილმა პირებმა კელია დატოვეს. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

მსგავსი თემები