“მივესალმები დებატებს ყველა კანდიდატს შორის, რამდენიმე კანდიდატთან დებატები სხვების მიმართ უპატივცემულობა იქნებოდა” – კახა კალაძე

დედაქალაქის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ მისასალმებელია დებატების გამართვა ყველა მერობის კანდიდატთან.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ზოგიერთს უნდოდა, რომ მხოლოდ რამდენიმე კანდიდატთან გამართულიყო დებატები, რაც სხვა კანდიდატების მიმართ უპატივცემულობა იქნებოდა.

„ჩემი მოთხოვნა იყო, რომ 16-ვე მერობის კანდიდატი ერთად დავმსხდარიყავით და გვქონდეს შესაძლებლობა, საზოგადოებას ვესაუბროთ ჩვენს საარჩევნო პროგრამაზე. ვესაუბროთ, ვინ როგორ ხედავს ქალაქის განვითარებას, როგორ წარმოუდგენია იმ პროექტების განხორციელება, რომელიც თბილისისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები