თურქეთი არ ცნობს რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში ჩატარებულ დუმის არჩევნებს

თურქეთი არ აღიარებს ანექსირებულ ყირიმში 17-19 სექტემბერს გამართულ რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნებს, რომელსაც თურქეთისთვის არავითარი იურიდიული ძალა არ გააჩნია. ამის შესახებ ნათქვამია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელშიც აღნიშნულია, რომ თურქეთი კვლავინდებურად უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და არ აღიარებს ყირიმის უკანონო ანექსიას.

თურქეთის განცხადების პასუხად რუსეთის დიპლომატიური უწყების წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ, აღნიშნა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში არასოდეს არ ტოვებენ უპასუხოს „მსგავს განცხადებებს“.

„თუ მათ არ მობეზრდათ მოსკოვისგან ამის შესხენება და შესაბამისი საყვედურები, ესე იგი ისინი ამტანები არიან. მაგრამ ეს არაფერს არ იძლევა, გარდა იმისა, რომ ჩვენ ვაკეთებთ შესაბამის დასკვნებს, რომელიც აშკარად არ არის სასარგებლო ორმხრივი ურთოერთობის განვითარებისთვის“, – აღნიშნა ზახაროვამ.

მსგავსი თემები