“მეგის ქარდავას ამბავმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა, როგორი ღრმა პრობლემა გვაქვს” – გიგა ბოკერია

მე ვთვლი, რომ მეგის ქარდავას ამბავმა გვაჩვენა კიდევ ერთხელ, როგორი ღრმა პრობლემა გვაქვს, როცა გვყავს ხელისუფლება, რომელიც ამ ტიპის დანაშაულში მხილებულ ადამიანს საარჩევნო ამოცანებისთვის უკეთებს ექსტრადირებას არჩევნების წინ, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისი თქმი, მეგის ქარდავა სწორედ არჩევნების წინ გაახსენდათ და კანონის უზენაესობის დაცვა რეალურად არაფერ შუაშია.

„აქამდე კი არ აინტერესებდათ, ახლა დააინტერესათ. მათი ამოცანაა, არა კანონის უზენაესობის დაცვა, მართლმსაჯულების განხორციელება ან რეალურად რამის გამოძიება და დამტკიცება, არამედ პიარისთვის და პროპაგანდისთვის ამის გამოყენება. ამასაც წერტილი უნდა დავუსვათ ჩვენ მომავალში, როდესაც მართლმსაჯულება რეჟიმისთვის არის მხოლოდ პროპაგანდის ინსტრუმენტი და არაფერი სხვა“, – განაცხადა ბოკერიამ.

მსგავსი თემები