ბადრი ესაბუას მამა ამ წუთებში სამხედრო პოლიციაში იმყოფება

გავრცელებული ინფორმაციით,  ტერორიზმში ბრალდებული ბადრი ესებუას მამა ტარიელ ესებუა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება.

რამდენიმე დღის წინ ბადრი ესაბუას მამამ განაცხადა, რომ შვილს სახლში უმოკლეს დროში ელოდებოდა.

ზუგდიდში საქართველოს ბანკზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს. რაც ტერორისტულ აქტს, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდებას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს, საქმეზე ერთადერთი ბრალდებული ჯერჯერობით ბადრი ესებუაა.

მსგავსი თემები