„ხდება მოქალაქეებისთვის დესტაბილიზაციის და ძალის გამოყენების შეთავაზება“ – არჩილ თალაკვაძე

  •  

„მოველით, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები ამ ფაქტს სათანადო შეფასებას მისცემენ,“ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ტავმჯდომარემ არჩილ თალკვაძემ განაცხადა.

უმრავლესობის ლიდერი თვლის, რომ ოპოზიცის რადიკალური ნაწილი მოსახლეობას დესტაბილიზაციისკენ უბიძგებს:

„საზოგადოებრივი აზრის კვლევის საფარქვეშ, მოქალაქეებისთვის დესტაბილიზაციის და ძალის გამოყენების შეთავაზება, თუნდაც ირიბი სახით, ეწინააღმდეგება მშვიდობიანი, დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების იდეას და საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის მომავალს.

ჩანს, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს, ვინც ამ მეთოდოლოგიით გამოჰკითხეს, ჰქონდათ შესაბამისი რეაქცია და აღშფოთება, რადგან მათ ინფორმაცია გაასაჯაროეს. მოველით, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები ამ ფაქტს სათანადო შეფასებას მისცემენ.

საქართველოს ხელისუფლება არავის მისცემს დემოკრატიაზე თავდასხმის შესაძლებლობას!,“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მსგავსი თემები