თამაზ ხომასურიძეს ბრალი დაუმძიმდა

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის, ზ.ხ.-ს მამას, თამაზ ხომასურიძეს ბრალი დაუმძიმდა. მას უკვე გამოძიება სასჯელაღსრულების დაწესებულების რეჟიმის ინსპექტორზე თავდასხმასაც ედავება.

ბრალდებულმა დღეს ბრალიც აღიარა. მან განმარტა, რომ შვილის დაკავების გამო მძიმე ფსიქოლოგიურ სტრესს განიცდიდა და მისი ყველა დანაშაულებრივი ქმედება ამან გამოიწვია. დღესვე ხომასურიძეს სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზაც ჩაუტარდა.

ცნობისთვის, თამაზ ხომასურიძეს ცრუ ჩვენების მიცემას და მტკიცებულებების ფალსიფიკაციასაც ედავებიან

მსგავსი თემები