„შევინარჩუნოთ ის მონაპოვარი, რასაც 8 წლის მანძილზე მივაღწიეთ“ – ალი ბაბაევი „მედიაცენტრ მთავარში“

„საარჩევნო პროცესები სტაბილურად მიდის, მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დესტაბილიზაციის შეტანას ცდილობს, ამ პარტიას მხოლოდ ის ადამიანები მისცემენ ხმას, ვისაც მათ დროს ჰქონდა ძალაუფლების ბერკეტები,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ „საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარემ, ალი ბაბაევმა განაცხადა. ბაბაევმა ქვემო ქართლის მოსახლეობას ქართულ და აზერბაიჯანულ ენაზე მიმართა და მოუწოდა, რომ 31 ოქტომბერს ყველა მივიდეს არჩევნებზე საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად. „საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ქვემო ქართლის რეგიონს წინა ხელისუფლება დესტაბილიზაციისთვის იყენებდა: „ქვემო ქართლი არის „ნაციონალური მოძრაობისთვის“ დესტაბილიზაციის კერა, არჩევნების დროს ყველაზე დიდ ხმებს იღებდნენ ქვემო ქართლიდან, აშინებდნენ და აშანტაჟებდნენ…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსისგან 2197 პირი გამოჯანმრთელდა

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსისგან კიდევ 2197 პაციენტი გამოჯანმრთელდა და მათი საერთო რაოდენობა 14829-ს შეადგენს. რაც შეეხება ინფიცირების მაჩვენებელს, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1731 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. შესაბამისად, 33 858-მდე გაიზარდა ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებელი. გარდაიცვალა კიდევ 15 პაციენტი. ვირუსს სულ ქვეყანაში 253 ადამიანი ემსხვერპლა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსისგან კიდევ 15 პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 253-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული. ქვეყანაში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1731 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. შესაბამისად, ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა ჯამში 33858-ს შეადგენს. გამოჯანმრთელდა კიდევ 2197 პაციენტი და საერთო რაოდენობა 14829-ს შეადგენს.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 1731 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1731 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 33858-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 2197 პაციენტი და საერთო რაოდენობა 14829-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3507 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 4022 ადამიანი გადის. ამასთან, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 2344 -ს შეადგენს. ქვეყანაში კორონავირუსით კიდევ 15 პაციენტი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 253-ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

მეტი...

“პანდემია გადაივლის, ვირუსს დავამარცხებთ” – გიორგი გახარია

ჩვენს მოქალაქეებს მინდა ვუთხრა, რომ ზოგიერთ სავაჭრო ცენტრში ვიზიტი შეიძლება იყოს ბევრად უფრო მაღალი რისკის შემცველი, ვიდრე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორის საბჭოს სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა მოუწოდა მოქალაქეებს, 31 ოქტომბერს გააკეთონ თავიანთი არჩევანი, რადგან, პრემიერის თქმით, ეს არის თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობა ქვეყნის მომავლის წინაშე. „ჩვენს მოქალაქეებს მინდა ვუთხრა, რომ ზოგიერთ სავაჭრო ცენტრში ვიზიტი შეიძლება იყოს ბევრად უფრო მაღალი რისკის შემცველი, ვიდრე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემა. ასე, რომ ჩვენ ყველამ ერთად, 31 ოქტომბერს უნდა გავაკეთოთ ჩვენი არჩევანი. ეს არის ჩვენი, თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის…

მეტი...

თერჯოლის საავადმყოფოში კორონავირუსით პაციენტი გარდაიცვალა

თერჯოლის საავადმყოფოში კორონავირუსით პაციენტი გარდაიცვალა. კლინიკა “თერჯოლამედის” დირექტორის დავით სარიშვილის ინფორმაციით, გარდაცვლილია 70 წლის ქალი. ის კლინიკაში 14 ოქტომბერს ბათუმიდან შეიყვანეს. მისი მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო, რადგან თანმდევი დაავადებები ჰქონდა.

მეტი...

„ჩვენ შევძლებთ კიდევ უფრო მეტი სიკეთე მოვუტანოთ ადგილობრივებს“ – ირაკლი ჩიქოვანი

,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მჟორიტარი დეპუტატობის კანდიდიატი ირაკლი ჩიქოვანი სოფელ ტყაიაში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათ საარჩევნო პროგრამა გააცნო:,,ძალიან ემოციური შეხვედრა გვქონდა სოფელ ტყაიაში, ეს სოფელი არის ძირძველი ზუგდიდური სოფელი, სადაც ჩემი ოჯახის ძირია. შეხვედრაზე ძალიან ბევრმა ადამიანმა გამოხატა სითბო, მხარდაჭერა და, რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას მომავალშიც, რომ ყველა ის საჭიროება და ყველა ის გეგმა, რომელიც გვაქვს და რომელზეც ერთობლივად შევთანხმდით, შესრულდეს შემდეგი წლების განმავლობაში. კამპანიის ფარგლებში, შეხვედრებმა ძალიან პოზიტიურ გარემოში ჩაიარა, ჩვენ თითო ადმინისტრაციულ ერთეულში რამდენიმე შეხვედრა გვქონდა და ყველა მათგანი ძალიან საქმიანი და ინფორმაციული იყო. განწყობა ერთმნიშვნელოვნად…

მეტი...

კატროზიას ქუჩაზე მეზობელმა, მეზობელი დაჭრა

საბურთალოზე ინციდენტი მოხდა​. კარტოზიას ქუჩაზე ერთმანეთს მეზობლები დაუპირისპირდნენ. არსებული ინფორმაციით, დაჭრა ცივი იარაღით მოხდა. ერთ-ერთმა პირმა ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მიიღო. ერთ-ერთ პირს მსუბუქი დაზიანება მხარის არეშე აქვს მიყენებული.  სისხლის კვალი სადარბაზოსთან ამ დრომდე ჩანს. მომხდარი სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს. კონფლიქტის მიზეზი უცნობია. დაპირისპირებაში მონაწილე ყველა პირი იდენტიფიცირებულია.

მეტი...

დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ვებგვერდზე ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ვებგვერდზე ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა. ამის შესახებ ტრამპის საარჩევნო შტაბში განაცხადეს. აშშ-ის პრეზიდენტის გუნდში აცხადებენ, რომ სამართალდამცველებთან მუშაობენ კიბერთავდასხმის წყაროს დასადგენად. ამასთან, ტრამპის საარჩევნო შტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კიბერთავდასხმის შედეგად კონფიდენციალურ ინფორმაციას საფრთხე არ დამუქრებია, რადგან ასეთი მონაცემები არ ინახება ვებპორტალზე. ამჟამად ვებგვერდი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.

მეტი...