“ ქალაქ ბარდის მოსახლეობის დაბომბვისთვის აზერბაიჯანი შურს იძიებს და ოკუპანტებს ბრძოლის ველზე ღირსეულ პასუხს გასცემს” – ილჰამ ალიევი

  •  

“ბარდის მოსახლეობის დაბომბვისთვის აზერბაიჯანი შურს იძიებს და ოკუპანტებს ბრძოლის ველზე ღირსეულ პასუხს გასცემს”, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა სომხეთის არმიის მიერ ქალაქ ბარდის დაბომბვის შემდეგ განაცხადა.

აზერბაიჯანის მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ სომხეთის არმიამ ქალაქი ტერტერი „გრადის“ ტიპის დანადგარით ისევ დაბომბა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყნის არმიამ მთიან ყარაბაღში, ზანგილანის, ფიზულის, ჯებრაილის და გუბადლის რაიონებში კიდევ 13 სოფელზე დაამყარა კონტროლი.

მსგავსი თემები