კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში 636, აჭარაში კი 333 დაფიქსირდა

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე კორონავირუსის ახალი შემთხვევების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ  დღეის მდგომარეობით, გვაქვს 1731  ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში, 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე, COVID- 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა  კი,  33858-ს შეადგენს:

“დღეს გამოვლენილი 1731 შემთხვევებიდან, თბილისში არის – 636 , აჭარაში –  333, იმერეთში – 320, ქვემო ქართლში – 121, შიდა ქართლში – 76, გურიაში – 18 , სამეგრელოსა და ზემო სვანეთში – 119 , კახეთში – 45, მცხეთა-მთიანეთში – 9, სამცხე-ჯავახეთში – 39,  რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 15,” – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

მისი თქმით, გარდაცვალების 15 ფაქტიდან,  4 ფაქტი თბილისში, იმერეთში 4, ხოლო 7 აჭარაში დაფიქსირდა.

ბერდია სიჭინავას თქმით, ამ ეტაპზე აქტიური შემთხვევების რაოდენობა არის 18750. საავადმყოფოებში მკურნალობს 4022, მძიმე პაციენტად ითვლება 521, მათგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 120 პირი.

მსგავსი თემები