“ჩვენ ომში ვართ და ვირუსი განადგურებით გვემუქრება” – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

“ჩვენ ომში ვართ და ვირუსი განადგურებით გვემუქრება  – უნდა იბრძოლოთ, იბრძოლოთ მაგრად, ჯოჯოხეთურად უნდა იბრძოლოთ” – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს გებრეიესუსმა ვირტუალურ სამიტზე განაცხადა, რომელიც კორონავირუსს ეხებოდა.

„მილიონობით ადამიანი შეიძლება მოკვდეს თუ მთავრობები აგრესიულ ქმედებებს არ მიიღებენ. პანდემია მსოფლიოს სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ სისტემებს ანადგურებს. უნდა იბრძოლოთ, იბრძოლოთ მაგრად, ჯოჯოხეთურად უნდა იბრძოლოთ. იბრძოლეთ ისე, რომ თქვენი სიცოცხლე ამაზეა დამოკიდებული და ეს მართლაც ასეა“,-აღნიშნა გაბრეიესუსმა.

მისივე თქმით, ყველამ მეტი უნდა გააკეთოს, ეს „ვალდებულებაა“.

„ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ. უნდა ავაშენოთ სწრაფად, გავზარდოთ, ვასწავლოთ. ეს ალტერნატივა არ არის. ეს ვალდებულებაა. ჩვენ შეიძლება სხვადასხვა ენაზე ვსაუბრობდეთ, მაგრამ ჩვენ ერთნაირად უნდა ვიმოქმედოთ. ჩვენ ერთი კაცობრიობა ვართ“,-დასძინა დირექტორმა

მსგავსი თემები