ქართველი მებრძოლი ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი საქართველოში დღეს ჩამოასვენეს.  40 წლის გურგენ გაგნიძეს ცხედარს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მისი ოჯახის წევრები, მეგობრები, პოლიტიკოსები და ახლობლები დახვდნენ.

გურგენ გაგნიძე ტყვეების ასაყვანად დაგეგმილ ოპერაციაში მონაწილეობის დროს, დონეცკის ოლქში დაიღუპა. ის უკრაინის შეიარაღებული ძალების 25-ე სადესანტო-მოიერიშე ბრიგადაში მსახურობდა და ოცმეთაური იყო.

ამ დრომდე, რუსეთ-უკრაინის ომს 24 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 

მსგავსი თემები