პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ორი ახალშობილი შეიყვანეს

დმანისიდან და ბოლნისიდან დღეს, ორი ჩვილები შეიყვანეს. თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში აცხადებენ, რომ ერთი მათგანი ორსულობის 33-ე კვირაზე დაიბადა, მეორე კი, 27-ზე. ორივე ჩვილი ერთი დღისაა.

კლინიკის კლინიკური დირექტორი ლალი ტურძელაძე ამბობს, რომ ბავშვების მდგომარეობა მძიმეა, მათ სუნთქვის უკმარისობა აღენიშნებათ და რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებული. მათი ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაში უკვე გაგზავნილია.

კლინიკაში იმყოფება ერთ-ერთი ჩვილის დედაც, რომელსაც ასევე აღენიშნება ჯანმრთელობის პრობლემა.

მსგავსი თემები