„კორონავირუსით“ გარდაცვლილები მაქსიმუმ 72 საათში უნდა დაიმარხონ

„კორონავირუსით“ გარდაცვლილთა დაკრძალვის დოკუმენტში, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა, ცალკე პუნქტებადაა გაწერილი როგორ უნდა დაიკრძალოს COVID-19-ით გარდაცვლილი ადამიანი. დოკუმენტის მიხედვით, გვამის დამარხვა არაუმეტეს 72 საათია განმავლობაში უნდა მოხდეს.

„გვამის გადასვენება ხორციელდება სასახლით, რომელშიც იგი თავსდება გვამის ჩანთით, რომლის გახსნა მიცვალებულის გადასვენებისა და დაკრძალვის ნებისმიერ ეტაპზე აკრძალულია; საჭიროა მიცვალებულის დროულად (არაუმეტეს 72 სთ-ის განმავლობაში) დამარხვის ორგანიზება და ხალხმრავალი პანაშვიდებისგან თავის შეკავება. COVID-19-ის დადასტურებულ, ან სავარაუდო შემთხვევაში, უნდა გამოირიცხოს გვამის ბალზამიერება და ნებისმიერი დამატებითი კონტაქტი, მათ შორის პათოლოგ-ანატომიური გაკვეთა; ამ უკანასკნელის აუცილებლობის შემთხვევაში, მკაცრად უნდა იქნეს დაცული უსაფრთხოების მოთხოვნები“ – ვკითხოლობთ დოკუმენტში, რომელიც 25 მარტს დამტკიცდა.

„მედიაცენტრი მთავარის“ მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება

მსგავსი თემები